დედის ნუგეშის დარად
დედის ნუგეშის დარად
13 დეკემბერს სრულიად საქართველომ აღნიშნა ქრისტეს მოციქულთა შორის უპირატესის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინა ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია.

განსაკუთრებული სამზადისი სხალთის ეპარქიაში იგრძნობოდა. მახარებელი ხმა ჭეშმარიტებისა, თქმული თავად მოციქულთა ბაგეთაგან, ხომ დიდაჭარიდან მოეფინა სრულიად საქართველოს. სხალთა ყოველთვის "დედის ნუგეშის დარად" ედგა ზემო აჭარის მკვიდრთ და თავისკენ უხმობდა. ამ დღესაც უამრავი ადამიანი შეიკრიბა. სადღესასწაულო წირვა სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა ჩაატარა სამღვდელოებასთან ერთად. წირვაზე დიაკვნები ანდრია (თურმანიძე) და სვიმონი (ჯავახიშვილი) მღვდლად იქნენ ხელდასხმულნი. ხულო-შუახევში გაწეული ღვაწლისთვის მღვდელი გიორგი (ბეჭვაია) აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.

მეუფე სპირიდონმა ქადაგებაში აღნიშნა, რომ: "ღვთის ნებითა და მოციქულთა მეოხებით, ხულოში მალე აშენდება დიდი ტაძარი ანდრია პირველწოდებულის სახელზე. 12 მაისს კი სახალხო ზეიმად დაწესებული "დიდაჭარობა" უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს. ამ დღეს მიეძღვნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორები. ჩატარდება მასობრივი კულტურული ღონისძიებები. ყველა იგრძნობს დიდაჭარის ისტორიულ, სულიერ მისიას ეროვნული ერთიანობისა და დედაეკლესიის წიაღში განმტკიცების საქმეში". დიდი სიყვარულით დალოცა ყველა სასულიერო პირი, ვისაც ხულოში ღვთივსათნო საქმე უკეთებია.

წირვის დასასრულს კი რაიონის ცენტრში ასაშენებელი ტაძრის საძირკველზე აღევლინა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი.

ამ დღეს ფრიად სასიხარულო იყო ცხრა ადამიანის - დაბა ხულოს, სხალთისა და სოფელ ვაშლოვანის მცხოვრებთა მამა-პაპის რჯულზე დაბრუნება. "კარიბჭის" სახელით ვულოცავთ მათ წმინდა ნათლისღებას და ვუსურვებთ, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ეტარებინოთ კუთვნილი ჯვარი.

დასასრულს, გავესაუბრე დღესასწაულში მონაწილე სასულიერო პირებს.

მამა ევდემოზი (ალელიშვილი),
ხულოს წმინდა ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი:

- მესამე წელიწადია, ხულოში ვმსახურობ. თავად ბათუმელი ვარ. 2001 წელს დავამთავრე ბათუმის სასულიერო სემინარია. ვიყავი მგალობელი ბათუმის საკათედრო ტაძარში, შემდეგ მედავითნე ქედაში. 2006 წელს მეუფე დიმიტრის მიერ ვიკურთხე დიაკვნად, 2007 წლისთვის კი ხულოში მეუფე სპირიდონმა მაკურთხა მღვდლად. აქ არაჩვეულებრივად კარგი ხალხია, საოცრად თბილი. მოდიან ჩვენთან და ჩვენც გავდივართ სოფლებში. ამას წინათ ვაშლოვანში ჩავატარეთ ერთობლივი ნათლობა, შუახევში - სოფლებში უჩამბაში, ბუთურაულში, ფურტიოში ჯვრები აღვმართეთ.

ფასდაუდებელ საქმეს გასწევს ამ კუთხეში, სოფელ ხიწაურში უნივერსიტეტის ამოქმედება. იგი დიდ წვლილს შეიტანს სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის განვითარებაში და შეამცირებს ახალგაზრდების გადინებას მშობლიური კუთხიდან.

იხარეთ ორთავ სოფელსა შინა. გფარავდეთ წმინდა ანდრია მოციქულის მადლი თქვენ და სრულიად საქართველოს!

არქიმანდრიტი ანდრია (ინასარიძე), ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი:

- ხულო ჩემთვის ძალიან მშობლიურია. სადაც არ უნდა ვიყო, თან დამყვება ეს სიყვარული. 15 წლის წინ, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მე, მამა ზაქარია (ფერაძე) და მამა პეტრე (ყურაშვილი) ხულოში წმინდა ანდრია მოციქულის დღესასწაულის აღსანიშნავად ავედით. მაშინ ტაძრის მშენებლობაზე საუბარი არც იყო. ამ საქმის განხორციელება წარმოუდგენელი ჩანდა. გავასუფთავეთ ყოფილი სკოლა-ინტერნატის სასადილო, რომელიც უწინ ეკლესიის დამხმარე შენობა ყოფილა. მოვაწესრიგეთ შეძლებისდაგვარად, დავკიდეთ ხატები და 13 დეკემბერს პირველი წირვაც ჩავატარეთ. მამა ზაქარია ხულოში დარჩა. მან თანდათან შემოიკრიბა ხალხი და საქმეც დაიძრა. მას შემდეგ ყოველ ანდრიაობას აქ ამოვდივარ და საღმრთო ლიტურგიაში ვმონაწილეობ.

მამა თეიმურაზი (ყურავა)
, ხულოს ტაძრის აღმშენებელი, ამჟამად ბათუმის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური:

- ხულო ჩემი სულიერი სამშობლოა. აქედან დავიწყე საკუთარი თავის შეცნობა. აქ გავაცნობიერე არსი და მიზანი ჩემი ცხოვრებისა. მაშინ აქ ღვთის ძალამ მოგვიყვანა და გვაკეთებინა ის, რის გაკეთებაც მანამდე ფიქრადაც არ გამივლია.

გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ ეროვნული მოძრაობის ყველა მონაწილე იდევნებოდა. მე და მამა მირიანი საზღვარგარეთ ვაპირებდით გასვლას და მამა ზაქარიასთან მივედით გამოსამშვიდობებლად (ერისკაცობაში სამივე ვმეგობრობდით). მან მთელი გულით გვირჩია, მასთან დავრჩენილიყავით და ერთად გვეკეთებინა ქართული საქმე. მაშინ პირველად გამოთქვა ტაძრის მშენებლობის იდეა, რომელიც მეუფე იობისა და მაშინდელი მამა დავითისგან (შიოლაშვილი) მომდინარეობდა. მართალია, ხულოში იმ დროისთვის სასულიერო სასწავლებელი არსებობდა (რომლის პირველი რექტორი - მამა გაბრიელი დღევანდელი სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი გახლავთ), რითაც გარკვეულწილად მზადდებოდა ტაძრისკენ სავალი გზა, მაგრამ ტაძრის მშენებლობაზე ხმამაღლა განცხადების გაკეთება ნაადრევი ჩანდა. ასე რომ, ერთი წელი ე.წ. სასადილოს სარემონტო სამუშაოები მოსახლეობისგან ფარულად მიმდინარეობდა. ეს ამბავი იცოდა მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივმა ახალგაზრდამ, რომლებიც ქართული სულითა და შემართებით დაგვიდგნენ გვერდით და მონაწილეობდნენ ტაძრის მშენებლობაში. ხულოელებს თანდათან კეთილგანწყობა გაუჩნდათ ჩვენ მიმართ, ქორწილებშიც კი გვეპატიჟებოდნენ. მახსოვს სხალთელი ხოჯის ნათქვამიც: "მე, როგორც ქართველ კაცს, სურვილი მაქვს, ერთი ქვა მაინც ჩავდო ეკლესიის მშენებლობაში, შთამომავლობის წინაშე სათქმელი რომ მქონდესო".

მას შემდეგ შაუხევში, სოფელ ოლადაურში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ავაშენე, მაგრამ ხულოს ტაძარი ჩემი პირველშობილი სიხარულია ქრისტეში. ამიტომ აქ ამოსვლა განსაკუთრებულად მიხარია.

მოამზადა
ირინარქი კვირკველიამ
ბეჭდვაელფოსტა
15.09. 2015
პეტრე კუპრი
ჯიხეთის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია ინასარიძე კი არა კბილაშვილია!
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat