როგორ გავუძლებ იმ ფიქრს, რომ კაცის გადარჩენა შემეძლო და არ გადავარჩინე?
როგორ გავუძლებ იმ ფიქრს, რომ კაცის გადარჩენა შემეძლო და არ გადავარჩინე?
სჯობს, მე მომკლან ერთხელ, ვიდრე სხვა და მთელი ცხოვრება სინდისი მაწუხებდეს

ომის წლები. არსენის სიყმაწვილემ უზრუნველობასა და ასკეტურ ღვაწლში ჩაიარა. მაგრამ დადგა მძიმე წლები II მსოფლიო ომისა. გერმანიისა და მისი მოკავშირეების - იტალიისა და ბულგარეთის ჯარებმა საბერძნეთი დაიპყრეს. ამას 1944-48 წლებში სამოქალაქო ომი მოჰყვა, რომელიც სამთავრობო ჯარებსა და კომუნისტებს შორის გაჩაღდა. ომის პერიოდში მრავალი შეჭირვებული ადამიანი მოდიოდა არსენის დედასთან და ხორბალში ძვირფასეულობას სთავაზობდა. მაგრამ ევლამპია არაფერს იღებდა და ასე ანუგეშებდა ხალხს. მამა პაისი შემდგომში დანანებით ამბობდა: - ეჰ, ნეტავ დიდი ვყოფილიყავი იმ წლებში, მოყვასს ხომ დავეხმარებოდიო. სამოქალაქო ომში არსენის ძმები კომუნისტებს ებრძოდნენ, მაგრამ ეს არ უშლიდა არსენს, მათში მოყვასი დაენახა და ყაჩაღად გავარდნილებისთვის საჭმელი მიეტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ომმა აიძულა, მონასტერში წასვლა გადაედო, მას მონაზვნური ცხოვრებისკენ სწრაფვა არ განელებია. მაგრამ სამშობლოს საფრთხე ემუქრებოდა და ისიც იარაღით ხელში დადგა მის დასაცავად. მივიდა წმინდა ბარბარეს ეკლესიაში და ღვთისმშობელს სთხოვა: - გევედრები, ნუ დაუშვებ, რომ ამ ომში კაცი მოვკლა და მერე ბერობის ღირსი აღარ ვიყოო. სწორედ მაშინ დადო აღთქმა: თუ დედა ღვთისა ომში დამიფარავს, მაშინ გერმანელების დამწვარ სავანეს აღვადგენ სტომიონში (კონიცის ახლოს) და სამი წელი იქ ვიმსახურებო.

ღვთისმოშიში რადისტი. 1945 წელს არსენი ომში გაიწვიეს და რადისტის სამხედრო სპეციალობის შესასწავლად გაგზავნეს. "ვინ გყავს ამისთანა ზევით, ვის იცნობ, რომ აქ გამოგგზავნესო", - ეკითხებოდნენ თანამსახურნი. "არავინ", - პასუხობდა. არ დაუჯერეს. "კარგი, ვიტყვი. მე ვიცნობ... ღმერთს", - უთხრა მათ არსენმა.

არსენის სიყვარული სხვების მიმართ მსხვერპლშეწირვამდე მიდიოდა. თანამსახურთა მოვალეობებს ასრულებდა და ამიტომ ბევრს შრომობდა. თუ ვინმეს განთავისუფლება უნდოდა, არსენი მის საქმესაც ითავსებდა. ბევრი ბოროტად იყენებდა ამ სიკეთეს და სულელად თვლიდა. მაგრამ არსენი თვითონ გრძნობდა დიდ სიხარულს ამ მსხვერპლშეწირვისგან. იმავდროულად, სხვის მაგივრად სამხედრო სადარაჯოზეც მორიგეობდა, აქ ხომ ხელსაყრელი პირობები ჰქონდა განმარტოებით ლოცვისა. ნეტავ რა მოუვა ამ კაცს, დასვენება რომ არ იცისო, - კითხულობდა ოფიცერი. არსენის მიმართ დამოკიდებულება ნელ-ნელა შეიცვალა. ახლა უკვე აღაფრთოვანებდათ მისი ცხოვრების წესი და მას თავიანთი რაზმის კურთხევად მიიჩნევდნენ.

რადისტის სამხედრო სპეციალობამ გაათავისუფლა ის საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობისგან. ამავე დროს, ეს სპეციალობა მოსამზადებელი აღმოჩნდა არსენის შემდგომი მონაზვნის "სპეციალობის" მისაღებად - იგი ხომ რადისტივით ღმერთს თავის ლოცვებს "უგზავნიდა".

სულიერი მოღვაწეობა. ნახევარბატალიონი, რომლის შემადგენლობაში იყო არსენი, ბრძოლებში მონაწილეობდა. უდიდესი შეჭირვება, შიმშილი, სიცივე გამოიარეს. მიუხედავად ამისა, არსენს სულიერი ღვაწლი არ შეუწყვეტია. საჭმელს ყოველთვის ნახევარს ჭამდა, დანარჩენს ტოვებდა. როცა სხვები ისვენებდნენ, ის ყაზარმის შენობის თავზე ლოცულობდა. როცა შემდგომში ომში გაწეულ ასკეზას უდარებდა მონაზვნობაში ნაღვაწს, საკუთარ თავს განაქიქებდა. იტყოდა: - ქრისტესთვის არაფერი გამიკეთებია, მე, როგორც ბერს, იმნაირივე ასკეზა რომ ამესრულებინა, როგორც ომში ტანჯვა-განსაცდელის დათმენაა, ალბათ წმინდანი გავხდებოდიო.

ჯერ კიდევ ჯარისკაცმა განიცადა სტუმრობა საღმრთო მადლისა. მამა პაისი მოჰყვა: ერთხელ ტრიპოლში სასროლეთზე წაგვიყვანეს. დავინახე, ხრამიდან უჩვეულო ნათელი ამოდიოდა და მთელ სასროლეთზე იღვრებოდა, თუმცა კი დღე იყო. ამას ჩემ გარდა ვერავინ ხედავდა. მაშინ ვერ მივხვდი, რა სინათლე იყო. მოგვიანებით შევიტყვე, რაშიც იყო საქმე. ამ სასროლეთზე განსასჯელებს ხვრეტდნენ. შესაძლოა მათ შორის იყვნენ უბრალონი ან უსამართლოდ მოკლულნი...

მსხვერპლგაღება სხვებისთვის. არსენის თანამებრძოლთა უმეტესობა თავგანწირვის სულით გამოირჩეოდა. მაგრამ იგი განსაკუთრებულად უშიშარი იყო. მრავალგზის შეიძლებოდა ტყვედ ჩავარდნილიყო, სიკვდილისთვის ბევრჯერ ჩაუხედავს თვალებში. თუ ვინმე სახიფათო ოპერაციაში მონაწილეობდა ან პატრულირებდა, არსენი ეკითხებოდა, ოჯახში ვინ გყავსო. თუ გაიგებდა, დაოჯახებული იყო და შვილიც ჰყავდა, მიდიოდა უფროსთან და მის მაგივრად ითხოვდა ოპერაციაზე წასვლას. მეორე რადისტს რაციასა და აკუმულატორს არ ატარებინებდა, საფრთხის დროს მსუბუქად რომ ყოფილიყო და გადარჩენილიყო. "ერთ-ერთი ბრძოლისას ჩემთვის პატარა სანგარი ამოვთხარე, - ჰყვებოდა მამა პაისი, - ერთი ჯარისკაცი ჩამომიძვრა სანგარში და ძალზე შევვიწროვდი. მერე კიდევ სხვა ჯარისკაციც ჩამოძვრა. სანგრიდან ამოვედი, რომ მათთვის დამალვის საშუალება მიმეცა. ამ დროს ყუმბარის ნამსხვრევმა თავზე გამკრა. უჩაფხუტოდ ვიყავი, მხოლოდ მოსასხამი მეხურა. თავზე ხელი მოვისვი. სისხლი არ მდიოდა. ყუმბარის ნამსხვრევმა თმა წამასხიპა და ექვსი სანტიმეტრის სიგანის ზოლი დამიტოვა. კანიც არ გამკაწვრია. როცა ბიჭებს სანგარში ადგილი დავუთმე, ეს მთელი გულით გავაკეთე. ვიფიქრე: "სჯობს, მე მომკლან ერთხელ, ვიდრე სხვა და მთელი ცხოვრება სინდისი მაწუხებდეს. როგორ გავუძლებ იმ ფიქრს, რომ კაცის გადარჩენა შემეძლო და არ გადავარჩინე?" რა თქმა უნდა, ღმერთი შეეწევა მათ, ვინც სხვების გულისთვის თავს წირავს".

გაწეული სიკეთე და ცილისწამება. ერთხელ მებრძოლებმა კანდელები და სასანთლეები იყიდეს მთებში ჩაკარგული იოანე ნათლისმცემლის ტაძრისთვის, რომლის გვერდითაც მათი ნახევარბატალიონი იყო დაბანაკებული. ზამთარი იყო, ამ დროს მათთან მეტრანსპორტეები მოვიდნენ - ასე ეძახდნენ ქალებსა და ბავშვებს, რომელთაც მათთვის ჯორებით საბრძოლო მასალები და სურსათი მოჰქონდათ. საცოდავებმა ნაძვის ტოტებით საფარი მოაწყვეს და ღამის გასათევად იქ დარჩნენ.

ნახევარბატალიონში ერთი უმცროსი ლეიტენანტი ჰყავდათ, რომელიც მხეცს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს. გადაეკიდა ერთ გოგონას - თანაცხოვრებას აიძულებდა. ქალიშვილს კი ცოდვის ქმნას სიკვდილი ერჩია და მთებში გაიქცა. მის კვალს ერთი დედაბერი გაჰყვა. ხეტიალისას სწორედ იმ ტაძარს მიადგნენ, კარი დაკეტილი დახვდათ. იმავე ღამეს არსენს ტაძარში წასვლისა და კანდელების ანთების სურვილი გაუჩნდა. მიუხედავად დიდი თოვლისა, გზას გაუდგა. ტაძრის წინ სიცივით გალურჯებული ქალები დახვდნენ. შიგნით შეიყვანა, გაათბო. გონს რომ მოვიდნენ, ქალიშვილმა ყველაფერი მოუყვა და ბოლოს თქვა: - მე რაც შემეძლო, გავაკეთე, დანარჩენი ისე იყოს, როგორც ღმერთს უნდაო. გული მოუკვდა არსენს და უთხრა, - დამთავრდა თქვენი ტანჯვა, ხვალ შინ იქნებითო. მართლაც, მეორე დღეს ისინი შინ გაუშვეს. ლეიტენანტმა კი, თავისი დანაშაული რომ დაემალა, აქეთ არსენს მოუგონა: ეკლესიაში ჯორები შეიყვანაო. "როგორ, ნუთუ ასეთი უსინდისო გგონივარ, ტაძარში პირუტყვი შევიყვანო?" - უთხრა გაოცებულმა ლეიტენანტს. სხვისი ცოდვა არ გამოამჟღავნა, მაგრამ თავი მაინც იმართლა, რადგან ღვთის სახლის წაბილწვას აბრალებდნენ.

რაზმის გადარჩენა. ერთხელ, ბრძოლისას ალყაში მოხვდნენ. ნახევარბატალიონი კლდეზე გამაგრდა. ყველანი ტყვია-წამალს მიათრევდნენ. გადააგდე რაცია და მოგვეხმარეო, - უბრძანა ოფიცერმა და დაემუქრა, - თუ არ შეასრულებ, დაგსჯიო. მანაც, სხვებთან ერთად, ტყვია-წამლის კლდეზე ათრევა დაიწყო. უნებურად რაცია ჩართო. შტაბთან გაწყვეტილი კავშირი აღდგა. მან შტაბს თავიანთი სახიფათო მდგომარეობა შეატყობინა. გამოგზავნეს ავიაცია და მტერი ნაცარტუტად აქციეს. შემდგომში ამ მაგალითს მამა პაისი იმათ საპასუხოდ ჰყვებოდა ხოლმე, ვინც ბერებს განიკითხავს: - რა სიკეთე მოაქვს უდაბნოში მათ ჯდომას, არ ურჩევნიათ, ერში გავიდნენ და ხალხს დაეხმარონო? "ბერები ეკლესიის რადისტები არიან, - ამბობდა მამა პაისი, - ისინი, თავიანთი ლოცვით, ღმერთთან ამყარებენ კავშირს და უფალიც ისწრაფვის მათ დასახმარებლად. ერთმა ზედმეტმა გასროლამ სიტუაცია ვერ შეცვალა, ხოლო როცა ავიაცია მოფრინდა, ბრძოლის ბედი გადაწყდა".

ბრძოლაში. "ერთხელ ერთ ფერდობზე გავმაგრდით, - ჰყვებოდა მამა პაისის თანამებრძოლი, - მტერმა გზა მოგვიჭრა და გასაქანს არ გვაძლევდა. ამ დროს არსენი ფეხზე წამოდგა. ტყვიები გარშემო წივიან. ირგვლივ ყუმბარის ნამსხვრევები დაფრინავენ. ხელი ვტაცე, მაგრამ არსენი არ წვება, ხელები ჯვრის სახით აღუპყრია და ცაში იცქირება. მალე ბომბდამშენები მოფრინდნენ და გზა გაგვითავისუფლეს. უკან დავიხიეთ. "მანდ რას აკეთებდი?" - ვკითხე. "ვლოცულობდიო". "ეტყობა, ღმერთს სთხოვდა, მე მომკალი და სხვები გადაარჩინეო. ღმერთმა მისი ლოცვისა და თავგანწირვის გამო ყველა დაიფარაო", - წერს მამა ისააკი, მისი ცხოვრების აღმწერელი.

ურჩობა. როცა ომი დამთავრდა და ფლორინაში ბრუნდებოდნენ, მათი ასეულის მეთაურმა ღვთისა და მისი სიწმინდეების გმობა დაიწყო. არსენმა უთხრა: "ამიერიდან უარს ვამბობ თქვენი ბრძანებების შესრულებაზე, ვინაიდან გმობთ ღმერთსა და ქრისტიანულ სიწმინდეებს. თქვენ შეურაცხყოფთ ჩემს რწმენას, ჩემს სამხედრო ფიცს, რომლითაც ვიცავ სამშობლოს, რწმენას და ოჯახს". არსენი პოლკის უფროსთან მივიდა და განუცხადა: ღვთისმგმობელსა და ფიცისდამრღვევს არ დავემორჩილებიო. ასე დამთავრდა არსენის ხუთწლიანი ჯარისკაცული სამსახური. ახლა კი მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო და უფლის ჯარისკაცი შექმნილიყო.

მთაწმინდაზე. ათონის მთაზე სამხედრო სამოსით მივიდა. მან მრავალი კელია, სკიტი მოიარა, რადგან განმარტოებით ცხოვრება ეწადა.

არსენმა დიდად ივნო ეგრეთ წოდებული ზილოტებისგანაც. მას ეგონა, რომ ზილოტებს ეს სახელი თავიანთი დიდმოღვაწეობის გამო ერქვათ. მაგრამ მათ თავგზა აუბნიეს, მისი მეორედ მონათვლაც კი სურდათ, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა არსენ კაპადუკიელის მონათლული იყო იმავე ძველი კალენდრით. ზილოტები ამ ნათლობას არ თვლიდნენ, რადგან ახალმესტილე მღვდელმთავრის მორჩილების ქვეშ იმყოფებოდა. "თავიდან, ვიდრე სულიერად არ გავმყარდი, არავინ დამხმარებია, ყველა მიშორებდა. მერე კი წმინდანებს შევხვდი", - ბრძანა მამა პაისიმ.

მოკლედ, ამდენი წვალების შემდეგ ოჯახში დაბრუნება გადაწყვიტა. საბაბიც მიეცა, - მამამისმა მოსწერა, საოჯახო საქმეებში დახმარება მინდაო.

ისევ დურგლად დაიწყო მუშაობა. ბევრი ფული შესდიოდა. ოჯახი ფეხზე წამოაყენა. უამრავ გლახაკს ეხმარებოდა, ღვაწლი და მარხვა გააასმაგა. "მხოლოდ მაშინ დავისვენებ, თუ ფეხებს მომაჭრიანო", - ამბობდა. არმიის მერე ხორცს აღარ ეკარებოდა. აიშენა პატარა ქოხი და იქ რჩებოდა, როცა განმარტოებით ლოცვა მოუნდებოდა. ცოტას ლაპარაკობდა. არასოდეს დაუმალავს ბერობის სურვილი. ერისკაცულ ცხოვრებაში მისთვის არაფერი დარჩა უნახავი თუ გაუკეთებელი. 1953 წელს უკვე მზად იყო ბერობისთვის და ისევ ათონზე გაემგზავრა.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat