გამოვიკვლიე თავი და დავრწმუნდი, რომ ზოგჯერ გულისთქმა მეუბნებოდა, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებდი
გამოვიკვლიე თავი და დავრწმუნდი, რომ ზოგჯერ გულისთქმა მეუბნებოდა, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებდი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##22-23

ესთიგმენუს მონასტერი. არსენმა გაითვალისწინა გამოცდილება და გადაწყვიტა, ათონის მთაზე რომელიმე კინოვიაში დასახლებულიყო. ზღვაზე ატეხილმა შტორმმა ხომალდი ესთიგმენუს მონასტრის სიახლოვეს მიაგდო. მან ეს ღვთის მინიშნებად ჩათვალა და აქვე დარჩა. ესთიგმენუს მონასტერში მაშინ ასკეტური და თავმდაბლური სული სუფევდა. "დიდმარხვაში მაშინდელ მონასტერში რომ გეცხოვრა, მართლაც გოლგოთაზე უნდა ასულიყავი", - ამბობდა მამა პაისი. დღეში ერთხელ წყალწყალა უზეთო შეჭამანდს იხმევდნენ. დიდმარხვის პირველ კვირას თითქმის ტაძარში ატარებდნენ. იქ ბევრი წმინდა მამა მოღვაწეობდა. ერთი ბერი არავის ელაპარაკებოდა, რადგან მხოლოდ ქრისტესთან სურდა საუბარი. საკმარისი იყო თვალი შეგევლოთ, რომ გაუკეთესებულიყავი.

როცა შეიტყვეს, არსენმა დურგლობა იცისო, მორჩილება სადურგლოში მისცეს, ყველა სამუშაოს ერთნაირი თავდადებით და ხელოვნებით ასრულებდა, ჯორების უნაგირსაც "ავეჯივით" აკეთებდა. მთელი დღე ხორციელად შრომობდა, ღამეებს კი ლოცვაში ატარებდა. დაღლილს რომ არ დასძინებოდა, წყლიან ტაშტში დგებოდა. ერთ საათს წაიძინებდა და ისევ ეკლესიაში მიდიოდა საერთო ლოცვაზე. ამ დიდ ღვაწლს ახალბედა მორჩილი იღუმენის კურთხევით შეუდგა - მაინტერესებდა, შემეძლო თუ არა დიდსქემოსნის მოვალეობის ასრულებაო. ნელ-ნელა მონასტრის ძმობამ მისი სულიერება შეამჩნია. მღვდლები ღვთისმსახურებისას თავისთან მგალობელი არსენის ყოფნას არჩევდნენ.

არსენს ძალიან უყვარდა ნათესავები. ეშმაკიც თავიდან მათზე მოგონებებით აწამებდა მორჩილს, ძილში ხან ავადმყოფებს აჩვენებდა, ხანაც გარდაცვლილებს, ამით ცდილობდა მის შეშინებას. მაგრამ არსენი მშვიდად ეუბნებოდა: "მოდი, როცა ღმერთი მავიწყდება, შენ მეხმარები, გავიხსენო და ვილოცოო". 1954 წელს არსენს მცირე სქემა შემოსეს და ამბერკი უწოდეს.

მამა პაისი იხსენებდა: "ეკლესიაში ღამისთევის ლოცვაზე მნათეს მოვალეობას ვასრულებდი. ერთხელ საკურთხეველში ვიდექი და ვუცქერდი პროსკომიდიას. როცა მღვდელმა წარმოთქვა: "დაიკვლის ტარიგი ღმრთისა", დავინახე, რომ ტარიგი ფეშხუმზე დასაკლავად გამზადებული ცოცხალი ცხვარივით თრთოდა. განა ამის შემდეგ გავკადნიერდებოდი, კიდევ ერთხელ მივახლებოდი მღვდელს ღვთისმსახურებისას!"

ამ დროიდან მოყოლებული, არსენი ცდილობდა, მამათა სწავლებები განეხორციელებინა. "როცა სხვები საქმეზე გავიდოდნენ, საუბრობდნენ, იცინოდნენ, ის განმარტოებით მუშაობდა და ლოცულობდა. ძალზე ყურადღებიანი ბერი იყო", - ბრძანებს მამა გერასიმე ყუთლუმუშელი. ერთხელ ამბერკი სხვებთან ერთად მთაწმინდის გარეთ, ესთიგმენუს გზისპირა მინდვრებზე სამუშაოდ გაგზავნეს. მრავალი ერისკაცი მიმოდიოდა. ამბერკიმ საკუთარი გულისთქმა აიძულა, ერისკაცთაგან არავინ დაენახა და მართლაც, მისი თვალები მხოლოდ სულიერად წარმატებული მამების კეთილ მაგალითებს ხედავდნენ.

ესთიგმენუში იყო ერთი დურგალი ბერი, რომელიც სულიერი საბჭოს წევრიც გახლდათ. ესთიგმენუში დურგალი ძალზე სჭირდებოდათ, ამიტომ მას ბევრის უფლებას აძლევდნენ, რამაც ძალიან გააამაყა, მიბარებული მოწაფეები ერთ კვირაზე მეტს ვერ უძლებდნენ, ამბერკი კი ორწელნახევარს მორჩილებდა. რა ენამ გამოთქვას, რაც მან დაითმინა. ის ბერი ცუდად ხედავდა და ხშირად შეკვეთას დაგრეხილს აკეთებდა და ამბერკსაც ასე ამუშავებდა. "ვერ ისწავლე, რომ მხოლოდ "შემინდე" და "მაკურთხე" უნდა თქვა?" - ეუბნებოდა მორჩილს, როცა ის შეცდომაზე მიუთითებდა. ამბერკი დადუმდა, არც მაშინ იმართლებდა თავს, როცა შემკვეთები ნამუშევრის უხარისხობას შესჩიოდნენ. ამბერკის ხველებისას სისხლი ამოჰქონდა, მაგრამ მის მოძღვარს ამის დანახვა არ უნდოდა. ამბერკი ფიქრობდა, ეს ყველაფერი მისი რომელიმე ძველი ერისკაცული ცოდვის გამო დაუშვა ღმერთმა. "ღვთის ნებით, კარგი დურგალი ვიყავი, მე უფრო მეტანებოდნენ და ჩემდა უნებურად სხვა დურგლებს ვართმევდი სამუშაოს. ამ ძმისგან ისეთი უდიდესი სიკეთე მივიღე, რომ სახიერმა ღმერთმა არც ის დაუტევა - მან მხედველობა დაკარგა, ყველას წინაშე დამდაბლდა და გადარჩა. მის გამო სისხლს ვაქცევდი, მაგრამ მან მე კაცი გამხადა", - ამბობდა.

დაძაბულმა სულიერმა და ხორციელმა რეჟიმმა ამბერკი ლოგინად ჩააგდო. მონასტრის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, მაგრამ გული სამუშაოზე გასული მამებისკენ უწევდა და წუხდა, რომ ვერ ეხმარებოდა. ექიმმა ძმამ დაამშვიდა: - თუ სკვნილზე ლოცულობ, ამას დიდი ფასი აქვს ღვთის წინაშე, ის შეისმენს შენს ლოცვებს და მამებს ძალას მისცემს, ხოლო მონასტერს აკურთხებსო.

მამა ამბერკის ასკეზის სიმკაცრე დაატკბო აქამდე მისთვის უცნობმა მოვლენამ - საღმრთო მადლის სტუმრობამ.

მამა პაისი ჰყვებოდა: "როცა ფიზიკური ძალა გამომელია, ერთი უჩვეულო მოვლენა განვიცადე. ერთხელ, ღამით, ვიდექი და ვლოცულობდი. უეცრად ვიგრძენი, რომ რაღაც ეშვებოდა ზემოდან და გარს მევლებოდა. უჩვეულო სიხარული მომერია. თვალნი ჩემნი ორ წყაროსთვალად იქცა, ცრემლთა ნაკადულები წარმომდინდა. ვხედავდი და განვიცდიდი საღმრთო მადლს. აქამდე მრავალგზის განმიცდია გულის შემუსვრა და სხვა ამგვარი, მაგრამ ამ მოვლენას იმხელა სულიერი ძალა ჰქონდა, რომ განმაძლიერა და გაჩერდა ჩემში დაახლოებით ათი წელი - მოგვიანებით, სინას მთაზე, ცოტა სხვა სახით, რაღაც უფრო მეტი განვიცადე".

მრავალი სიკეთე მიიღო ამბერკიმ ესთიგმენუს მონასტერში. მაგრამ მას განმარტოებით ცხოვრება სურდა, ამიტომ კურთხევა აიღო და ესთიგმენუ დატოვა. ცხოვრების შემდგომი ეტაპის დაწყების წინ ივერიის ღვთისმშობელს შეუვრდა და ხატს ეამბორა. ამ დროს ხატის მკაცრი სახე შეიცვალა, ნაზი და ტკბილი გახდა. ამით მიხვდა, რომ მისი განმარტოებით გასვლა ეთანხმებოდა ღვთის ნებას.

ფილოთეოსის მონასტერში. წმინდა პანტელეიმონის სახელობის სკიტში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის კალივაში მოღვაწეობდა სათნო მღვდელმონაზონი კირილე. მამა ამბერკიმ მოისურვა მისი მორჩილება, მაგრამ დაბრკოლება შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ამბერკი იღუმენის კურთხევით წამოვიდა ესთიგმენუდან, მონასტრის ანტიპროსოპმა (ანუ სავანის წარმომადგენელმა კინოტში) მოსთხოვა, უკან დაბრუნებულიყო, რადგან სავანეს დურგალი სჭირდებოდა - არადა, ათონიდან გაგაძევებო. მამა კირილეს რჩევით, ამბერკიმ მფარველად ნაცნობი ბერი მონახა ფილოთეოსის მონასტერში, მამა სიმონი, ხოლო სულიერი რჩევისთვის ისევ მამა კირილეს აკითხავდა. მამა კირილემ ღვთისგან იცოდა, როდის უნდა მისულიყო მასთან ამბერკი და რა კითხვები აწუხებდა. ბერი არაფერს იტყოდა, მხოლოდ ანიშნებდა გადაშლილ წიგნზე, სადაც გახაზული იყო ის ადგილი, რომელიც პასუხობდა მორჩილს. მამა პაისი მამა კირილეზე წერდა, რომ მას წინასწარმეტყველების და ეშმაკთა განსხმის მადლი ჰქონდა და როცა წმინდა სახარებას კითხულობდა, თვალთაგან ცრემლი სდიოდაო.

KARIBCHEმყუდროების მოსურნე ამბერკი მოძღვრის კურთხევით ცალკეცხოვრებულთა მონასტერში მოხვდა. მას მეტრაპეზისა და მზარეულის მორჩილება დააკისრეს. ამის გარდა, სადურგლოს უფროს ოსტატადაც დაადგინეს. მამა ამბერკი იღლებოდა საქმეებით, მაგრამ მზად იყო, თავი მოყვასისთვის გაეწირა. ყველას ხიბლავდა მისი სიმდაბლე, მოკრძალება, სიკეთე, სიმშვიდე. ის პერიოდი, რაც სატრაპეზოში მსახურობდა, მასზე საყვედური არავის დასცდენია. პროდუქტს ისე ურიგებდა ძმებს, თითქოს ანტიდორი ყოფილიყო. ამის გარდა, არქონდარიკში (სასტუმრო ოთახში) მსახურობდა. შემდგომში, როცა ის ფილოთეოსის მონასტრიდან წამოვიდა, მამა ავქსენტიმ თქვა, - ღვთის კაცის კურთხევას მოვაკლდითო. ამბერკის მხოლოდ ტაძარში და მორჩილებაზე ხედავდნენ. მეგობრები არ გაუჩენია, როგორც ჭეშმარიტ მონაზონს შეეფერება, თავისუფალ დროს იჯდა თავის სენაკში და ლოცულობდა. საიდუმლოდ ბევრსაც იღვწოდა, რომ უკეთესად მომზადებულიყო მეუდაბნოე ცხოვრებისთვის. თავთ წაბლის ხის ფირთქლი ედო, საწოლის ნაცვლად დაეგო ორი დაფა, შუაში ცარიელი ადგილით, რაც მის დასვენებასაც კი ღვაწლად აქცევდა. ცოტა ეძინა. ლოცვისას სტასიდიაზე არასოდეს ჯდებოდა. ფილოთეოსის მონასტერი საკმაოდ მაღლაა, ზამთარში, დიდთოვლობისას, საკმაოდ ციოდა, მაგრამ ამბერკი ღუმელს მაინც არ ანთებდა, ღვთის მადლი ათბობდა და იფარავდა სნეულებისგან.

"თუმცა ასკეზისგან ჩონჩხს დავემსგავსე, - ჰყვებოდა მამა პაისი, - ერთხელ ღამით ეშმაკის ხლართებით ყურთან ქალის სუნთქვასავით ვიგრძენი. მაშინვე წამოვდექი, ავანთე სანთელი და გალობა დავიწყე. როცა მოძღვართან ვაღიარე ეს ბრძოლა, მითხრა: ალბათ დაფარული სიამაყე გაქვს. როცა კაცი ასეთ ასკეზს აღასრულებს, ამგვარ განსაცდელებს გამართლება არ აქვსო. გამოვიკვლიე თავი და დავრწმუნდი, რომ ზოგჯერ გულისთქმა მეუბნებოდა, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებდი".

დამდაბლებისა და განწმენდისთვის მოძღვარმა უბრძანა, ყოველდღე მისთვის საჭმელი მიეტანა. მთელი თვე გაუგრძელდა ამგვარი ტრაპეზი. როცა განსაცდელი მოშორდა, ამბერკმა მარხვა განაგრძო.

მაშინ მამა ამბერკის ათასნაირი გულისთქმით ებრძოდა ბოროტი. ხან სიწმინდეთმკრეხელობის ფიქრებსაც უვლენდა. მაშინ ბერი წმინდა იოანეს ეკვდერში ლოცულობდა და ბრძოლაც შენელდებოდა.

ფილოთეოსის მონასტერში ამბერკი თანდათანობით დასნეულდა და მოძღვრებმა სამკურნალოდ კონიცაში გაგზავნეს. კონიცაში ის წმინდა ბარბარეს საყდართან დასახლდა, მშობლების სახლში მისვლაც არ უფიქრია, ვინმე ერისკაცის ბინაზე გაჩერდა. მთაწმინდაზე მიმავალს ურანოპოლისში ერთმა გოგონამ დალოცვა სთხოვა. მონაზვნობა სურდა, ოჯახში ეწინააღმდეგებოდნენ, ამიტომაც შინიდან ისე გამოიპარა, ფულიც კი არ წამოიღო. ამბერკმა დაფნამდე სამყოფი ფული დაიტოვა, დანარჩენი გოგონას აჩუქა, მისცა მაღვიძარა საათიც. როგორც კი დაფნაში მივიდა, მოესმა, როგორ ეძახდა მას ფილოთეველი ბერი: "მამაო, ეს ჯორები ჩვენი მონასტრისაა. შენი ნივთები დააწყვე. ჰყავ მორჩილება და შენც ზედ შეჯექი". ასე რომ, მონასტრამდე ისე მივიდა, არც დაღლილა. იმავე საღამოს ერთმა ბერმა მაღვიძარა საათი აჩუქა, - მე სხვაც მაქვს და არ მჭირდებაო. "მაშინ ლამის მართლაც მტვრად ვიქეცი, გული შემემუსრა, დავინახე, რომ ჩემნაირ ცოდვილზეც ზრუნავდა ღმერთი", - თქვა პაისიმ.

მამა ამბერკი ფილოთეოსის მონასტერში 1956 წელს მივიდა. ერთი წლის შემდეგ დიდი სქემა შემოსეს და პაისი უწოდეს. იმ დროს ათონზე ბევრი ღირსეული მამა ცხოვრობდა, რომელთაც მამა პაისიმ წიგნი მიუძღვნა. მათგან ბევრ რამეს სწავლობდა ახალგაზრდა ბერი. მაგრამ მისი ყველაზე დიდი მანუგეშებელი მაინც უფლის დედა იყო. ერთხელ, მიძინების მარხვისას, მოძღვარმა რაღაც დაავალა. მარხვისა და ღამისთევის ლოცვებისგან პაისი ძალაგამოცლილი იყო. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ არ ჭამდა და მშიერი ივერონამდე მივიდა. კატერმა დაიგვიანა. ბერს ძალა გამოელია, იფიქრა, მოდი, სკვნილზე ღვთისმშობლისადმი ვილოცებ, რომ საჭმელი მომცესო და უმალ საკუთარი თავი განიკითხა: "უსინდისო ვარ, ღვთის დედა ასეთი უბრალო რამის გამო როგორ უნდა შეაწუხოო". სკვნილი არ ჩაემარცვლა, რომ ერთი ბერი მოვიდა, პარკი გადასცა და უთხრა: "ძმაო, აიღე ეს ღვთისმშობლის გულისთვისო". პაისიმ პარკში ჩაიხედა - შიგ პური, რამდენიმე ლეღვი და ყურძნის მტევნები ელაგა. პაისიმ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ატირებულიყო.

ერთხელ დაქანცული და მშიერი სხვებთან ერთად მუშაობდა. გრძნობდა, გონებას კარგავდა. განზე გავიდა, რომ მონასტრის მუშებს არ დაენახათ. რაღაც მომენტში გადაწყვიტა, რომ ღვთისმშობლისთვის დახმარება ეთხოვა, მაგრამ ისევ საკუთარი თავი დატუქსა: "ჰოი, საცოდავო კაცო, რა გამოდის, აქედან, ნუთუ ღვთისმშობელი პურის გულისთვის გვჭირდება?" როგორც კი ეს წარმოთქვა, მას თვით ღვთისმშობელი გამოეცხადა, ცხელი პური და ყურძნის მტევანი მიაწოდა.

მთელი ამ მცირე ხნის მანძილზე, რაც მამა პაისი ფილოთეოსის მონასტერში იყო, სულ იმაზე ფიქრობდა, უდაბნოში როგორ გასულიყო საცხოვრებლად, მაგრამ არ იყო ამაზე ღვთის ნება. ერთხელ ამ მონასტრის ბერი, მამა ფ-იც შეიპირა, რომ კატუნაკში ერთად ეცხოვრათ და ემოღვაწათ. მაგრამ ღამით მამა პაისი მივიდა მასთან და უთხრა, - ღვთის ნება არ არის, კატუნაკში წავიდეთო. მამა
ფ-მაც უთხრა: წუხელ მესიზმრა, მონასტრის სახურავზე გავრბოდით და იქიდან გადახტომას ვაპირებდით, რომ უკნიდან ტანსაცმელზე შავოსანმა ქალმა მოგვქაჩა - ასე უფსკრულში ჩაიჩეხებითო. მამა პაისის კი ამგვარი გამოცხადება ჰქონდა: "კელიაში ვლოცულობდი და უეცრად ფერი წამერთვა. წამოდგომა კი არა, განძრევაც არ შემეძლო. რაღაც უხილავმა ძალამ შემბოჭა, მივხვდი, რომ უჩვეულო რამ ხდებოდა. თითქოს იატაკზე მიმაკრეს. უეცრად, როგორც ტელევიზორში, ისე ვხედავ ერთ მხარეს კატუნაკს და მეორე მხარეს - სტომიონის მონასტერს (იგი მამა პაისის მშობლიურ მხარეშია). მზერა კატუნაკს მივაპყარი. ამ დროს ხმა მომესმა: "შენ კატუნაკში კი არა, სტომიონის მონასტერში წახვალ". "დედაო ღვთისავ, - ვთქვი მაშინ, - მე უდაბნოში გაგზავნა გთხოვე, შენ კი ერში მაგზავნი". "შენ სტომიონის მონასტერში უნდა წახვიდე, იქ შეხვდები კაცს, რომელიც ყველაფერში დაგეხმარებაო". მართლაც, მალე უკვე კონიცაში იყო. ღმერთს თავისი გეგმა ჰქონდა. როგორც გაირკვა, სტომიონში იგი იმისთვის ჩაიყვანა უფალმა, რომ პროტესტანტთაგან ცდუნებული ოთხმოცამდე კაცს მართლმადიდებლური რწმენის დაბრუნებაში დახმარებოდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat