ბერობა ბრძოლის ქარცეცხლში წინა ხაზზე დგომაა
ბერობა ბრძოლის ქარცეცხლში წინა ხაზზე დგომაა
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი):

-სამონასტრო ცხოვრება ერში მყოფთათვის ბოლომდე შეუცნობლად რჩება, მოკლედ რომ გვიამბოთ, რა სირთულეები და განსაცდელები ახლავს თან ამ გზას?
- როდესაც ადამიანი მიდის მონასტერში და ირჩევს ბერმონაზვნური წესით ცხოვრებას, მან უნდა იცოდეს, რომ ეს გზა არ არის ია-ვარდებით მოფენილი. მას წინ ბევრი დაბრკოლების, განსაცდელისა და სირთულის გადალახვა მოუწევს. ფაქტობრივად, ბერობა ბრძოლის ქარცეცხლში წინა ხაზზე დგომაა. ეს ბრძოლა კი როგორც პავლე მოციქულის სიტყვებიდან ჩანს, არაა "სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე". (ეფეს. 6,12). შესაბამისად, აუცილებელია აღკვეცამდე სათანადოდ მოემზადოს კანდიდატი ანგელოზებრივი სქემის მისაღებად. მან მორჩილების პერიოდში, მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ, კიდევ ერთხელ კარგად უნდა აწონ-დაწონოს როგორც თავისი სულიერი შესაძლებლობები, ასევე სისუსტეები და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგას გააზრებული ნაბიჯი საკუთარი ცხოვრების სამუდამოდ უფალთან დასაკავშირებლად... ეშმაკი ყველა ღონეს, ნებისმიერ საშუალებას ხმარობს იმისათვის, რომ ბერი ცოდვაში ჩააგდოს, საღვთო წიაღს მოსწყვიტოს და ცოდვის ბორკილებით საკუთარ მონად აქციოს. ამ მიზნის მისაღწევად კი ყველაზე უკეთესად ჩვენივე დაცემულ ადამიანურ ბუნებას იყენებს, რომელიც მუდმივად უარყოფითის ქმნისა და ნეგატიური არჩევანის გაკეთებისაკენ არის მიდრეკილი.

- ყველაზე ხშირი რა სახის შინაგანი ბრძოლაა მონასტერში და რომელი მათგანია ყველაზე საშიში?

-რომელიმე ვნების ასე ცალკე გამოყოფა ძნელია. ბიბლიაშიც სიტყვა "ცოდვა" უმეტესწილად, მხოლობით რიცხვში მოიხსენიება... წმინდა მამები ამბობენ, რომ კაცობრივი ბუნება სამოთხეში ადამისგან მცნების დარღვევის შემდეგ, იმ დონეზე დაზიანდა, რომ აბსოლუტურად ყველანაირი ცოდვის აღსრულების პოტენციალი დევს ნებისმიერ პიროვნებაში, მიუხედავად იმისა, თუ რომელ რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფსა თუ სოციალურ ფენას მიეკუთვნება, საერო, ან თუნდაც სასულიერო პირია და რა იერარქიულ საფეხურზე დგას.... სწორედ აქედან გამომდინარე ამბობს მოციქული საოცარ სიტყვებს - ცოდვილთა შორის პირველი მე ვარო. წმინდანები რეალურად გრძნობდნენ სულში ამ მდგომარეობას და საკუთარი თავი ყველაზე უღირსად მიაჩნდათ. შესაბამისად, დიდი ტრაგედიაა, როდესაც მონასტერში მოსული ადამიანი ვერ ხვდება, ვერ აანალიზებს დაშვებულ შეცდომებს, ამპარტავნებაშია ჩავარდნილი და ნებისმიერ გარემოებაში სხვაში სურს იპოვოს დამნაშავე. როგორც წმ.იოანე ოქროპირი გვასწავლის, ამპარტავნება დედაა ყოველგვარი მანკიერებისა. ძალიან საშიში და დამღუპველია, როდესაც მორჩილი სწრაფად აღკვეცისა და ადგილის დამკვიდრების სურვილით, ფარავს თავის ნამდვილ ბუნებას, არ ებრძვის ერიდან გამოყოლილ მავნე ჩვევებს და დაფარული გულისთქმების ტყვე ხდება. ეს კი გახლავთ ეშმაკის შთაგონებით, საკუთარი ხელით დადებული ბომბი მომოვალი მოღვაწეობის გზაზე, რომელიც აუცილებლად აფეთქდება და მძიმე შედეგებს მოიტანს...
- რა უნდა მოიმოქმედოს სამონაზვნო ცხოვრების დამწყებმა, რომ განსაცდელები აირიდოს თავიდან?

- სამწუხაროდ, წუთისოფელი ისეა მოწყობილი, რომ განსაცდელის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. მითუმეტეს დღევანდელ მძიმე დროში, როდესაც აბსოლუტურად ყველანაირი საშუალება და გარემოა შექმნილი ცოდვის ჩასადენად... მაცხოვარიც ხომ ბრძანებს: "შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი". შესაბამისად, მონასტერში მცხოვრები ბერი, უგანსაცდელო ცხოვრებას კი არა, არამედ მათ სწორად, უმტკივნეულოდ გადალახვასა და ღვთის შემწეობით დაძლევას სწავლობს... ერის ადამიანებს ხშირად სამონასტრო ცხოვრება ერთფეროვნად, უშფოთველად და მუდმივად სტაბილურ კალაპოტში მიმდინარედ წარმოუდგენიათ. სინამდვილეში კი იგი ძალზედ დინამიკური, მრავალფეროვანი და საინტერესოა. ის სავსეა უამრავი ბრძოლით, სიმძიმით და მწუხარებით , მაგრამ უფალი იმდენ მადლსა და სიხარულს გვანიჭებს, რომ ეს დაბრკოლებები გასახსენებლადაც არ ღირს ... წმ.იოანე სინელის მოწმობით: "უფალმა ერისკაცებს ამ ასპარეზის მთელი სიძნელე და უფრო მეტად - სიადვილე დაუმალა, რადგან ბევრს რომ სცოდნოდა ის, უმრავლესობა მონაზონი არ გახდებოდაო" ...
პირადად მე, სულ რაღაც სამი წელია ბერი ვარ და ჩემი მცირე გამოცდილებიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ მხოლოდ თეორიულად, წიგნების საშუალებით, გამორიცხულია ადამიანმა შეიქმნას წარმოდგენა სამონასტრო ცხოვრებაზე. ბერობა უფრო ემპირიული, პირადი გამოცდილებით შემეცნებადი ცხოვრების წესია, თუმცა წარმატების მისაღწევად, ასევე აუცილებელია მუდმივი გონებრივი განვითარება და საღვთისმეტყველო ცოდნის გაღრმავება.. ამ გზაზე შეუძლებელია, განსაცდელი არ შეემთხვეს და შეცდომები არ დაუშვას მონაზონმა, მაგრამ იმისათვის, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მათი რაოდენობა და სული გავითავისუფლოთ ცოდვის ბორკილებისგან, აუცილებელია გვქონდეს აბსოლუტურად გულწრფელი დამოკიდებულება: ღვთისა, სულიერი მოძღვრისა და თანამცხოვრები ძმების მიმართ.... იცით, რომ აღკვეცის საიდუმლოს შესრულებისას, აღსაკვეცს ამ სიტყვებით განსწავლიან - "უწყოდე, ვითარმედ უფროისად ამიერითგან მოგიხდნენ უმეტესნი ღვაწლნი ბრძოლისანი. ხოლო უძლოს ვერარაი შენდა მომართ, უკეთუ ოდენ გპოვებდეს შენ შეზღუდვილად წინამძღვრისა მიმართ და მოძღვრისა შენისა ძლიერითა სარწმუნოებითა და სიყვარულითა, ყოველთა მიმართ მორჩილებითა და სიმდაბლითა და სიწრფოებითა" . შესაბამისად, ბერისთვის ეს გახლავთ უმოკლესი და მარტივი გზა ცხონებისაკენ. ასევე უმთავრესი წინაპირობა იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები სულიერი ტკივილის, დაცემისა და დანაკარგების ფონზე, ღვთისთვის სათნოდ წარმართოს საკუთარი ცხოვრება-მოღვაწეობა...



ბეჭდვაელფოსტა
18.02. 2021
beso
სრულად ვიზიარებ მამა საბას ნათქვამს და იქვე გიჩნდება აზრი, მაშინ რა ქმნის ჩვენში ასეთ მოწყვლადობას ადამიანისა და ერისა, უკეთურებათა სიმრავლეს? რა ეშველება ამას? დიდება უფალს.
17.11. 2020
გიო
ბერს რომ პოპულარობა უნდა ეგ რაღაა?იუდასაც პოპულარობა უნდოდა ქრისტეს სახელით!
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
31.08.2019
გვესაუბრება არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat