თუ მონაზონს არ შეუძლია დავალებული საქმის აღსრულება და ცოდვაში ვარდება
თუ მონაზონს არ შეუძლია დავალებული საქმის აღსრულება და ცოდვაში ვარდება
გვესაუბრება არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): -ჩვენ ღმერთთან მისასვლელ გზას მონაზვნური ცხოვრებით მივყვებით და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი აღთქმა. იქნებ ისეთი რამის გაკეთება გითხრეს, რაც მონაზვნობის საწინააღმდეგოა? გამოიძიე, რადგან ჩვენთვის უმთავრესი არის აღთქმა, რომელიც დავუდეთ ღმერთს. როცა ყოვლადწმინდა ქალწულთან ანგელოზი მოდის და ახარებს: `აჰა, ესერა შენ მუცლად იღო" (ლკ.1,31), მარიამი ანგელოზისაგან მოწმობას ითხოვს: `ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?" იგი კითხულობს, ჩემი არჩეული წმინდა გზის, ანუ ქალწულობის საწინააღმდეგო ხომ არ იქნება ის, რასაც მეუბნებიო, რადგან ბავშვის შობა უმამაკაცოდ გაუგონარი იყო, ეს არასოდეს მომხდარა. როცა ღვთისმშობელმა გაიგო, რომ ეს იქნებოდა არა მამაკაცისგან, არამედ ღვთისგან: `სულიწმიდა მოვიდეს და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენო", მაშინ უპასუხა: `აჰა, მხევალი უფლისაო".

მონაზონი უმთავრესად აღთქმას უნდა იცავდეს, ვინც არ უნდა იყოს მის წინაშე და ვინც არ უნდა ახარებდეს მას ღვთის სიტყვას. ის ყოველთვის მონაზვნობის გზის დამცველი უნდა იყოს და, თუ აღთქმის დაცვით აღსრულდება ყრმის შობა, მისაღებია, რადგან ქალწულმა იღო მუცლად, ქალწულმა შვა და ქალწულადვე დარჩა.

წმინდა ქალწულმა მიიღო ღვთის სიტყვა და შვა ძე. ეს ჰგავს იმ მდგომარეობას, როცა მონაზონი ქალწულობის აღთქმას დებს, უარს ამბობს პირად ოჯახზე და ხორციელ სიამეზეც, მაგრამ ღვთის განგებით მიწიერ ნაყოფს ემსახურება ისე, როგორც მარიამი, რომელმაც შვა შვილი და გაუზარდა კაცობრიობას. მან ამის გულისთვის ჭირი და მწუხარება დაითმინა: ყრმების ამოხოცვა, ეგვიპტეში გაქცევა და სხვა. ასეთი რამ ღვთის გულისთვის მონაზონმაც უნდა შეძლოს, ოღონდ პირადი ტკბობის გარეშე, ღვთის ერის გადასარჩენად. ასეთ შემთხვევაში ემსგავსები ღვთისმშობელს, ხოლო, როცა პირადი ტკბობისთვის მოქმედებ, მაშინ ამ სოფლის კაცი ხარ. შეიძლება იყო ერში, ემსახურო მას, მაგრამ არა მონაზვნური გზის საწინააღმდეგოდ, არამედ მისი სრულყოფისთვის, რადგან ღვთის ნების აღსრულება და მოყვასის სიყვარული ყველა სათნოებაზე აღმატებულია.

ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი მფარველი ანგელოზი ჩვენთან არის და არ გვშორდებაო.ტრაპეზთან რომ ვსხედვართ, განა გვშორდება ჩვენი მფარველი ანგელოზი? იგი არც ჭამს და არც სვამს, მაგრამ მაინც ჩვენთანაა, გვიფარავს და მუდამ ჩვენს გადარჩენაზე ზრუნავს. მიწაზეა, მაგრამ მიწას არ ეკუთვნის. ჩვენი ანგელოზი მუდმივად ჩვენთან არის, სანამ ჩვენ მას ცოდვით თვითონ არ განვაგდებთ. Gგაბრიელ მთავარანგელოზი მიწაზე მოვიდა და ახარა ღვთისმშობელს.გაბრიელი მაშინ ნამდვილად ნაზარეთში იმყოფებოდა, მაგრამ ნაზარეთელი არ იყო, ნაზარეთს არ ეკუთვნოდა, მხოლოდ ღვთისმშობლის სახარებლად მოვიდა. მონაზონიც იქ უნდა იყოს, სადაც ღმერთი ეტყვის, მაგრამ სოფელს არ უნდა ეკუთვნოდეს; თუ ერში გაგაგზავნა უფალმა, იყოს ნება ღვთისა, ამ შემთხვევაში მონაზონი ხარ; მაგრამ, თუკი გინდა, ერში შენი ტკბობისა და გახარებისთვის იყო, მაშინ მონაზონი არ ხარ. პირადი ტკბობის, პირადი სურვილების მოსპობა და ღვთის გულისთვის მოძრაობა არის ანგელოზობა და მონაზვნობა. ანგელოზებიც ხომ იქ არიან, სადაც ღმერთი ეტყვის, და მონაზონიც იქ უნდა იყოს, სადაც ღმერთი ეტყვის და დაადგენს, პირადი კი სრულიად უნდა მოიწყვიტოს.

მონაზონს ერთი რამ მუდამ უნდა ახსოვდეს: მონაზვნობა ანგელოზებრივი სახეა. ცათა შინა ანგელოზები განსხვავებულნი არიან მოქმედებით, მათ შორის აღმატებულნი კი ისინი არიან, რომლებიც წამითაც არ შორდებიან უფალს და მარადის მისი დიდების განცდაში არიან. მონაზონთა შორის უპირატესი ის არის, რომელიც მრავალთვალა ქერუბიმ-სერაფიმივით ყოველმხრივ ხედავს უფალს და ვერ იტევს მისი დიდების ნათელს და, რაც უფრო იწვის ღვთის სიყვარულით, მით უფრო მიილტვის მისკენ. მონაზონი თუ ერშია წარგზავნილი, მაშინ პავლე მოციქულის მსგავსად უნდა შეეძლოს თქმა: ჩემთვის უჯობესია ღმერთთან ვიყო, მაგრამ აქ მხოლოდ თქვენი სარგებლობისთვის ვარო.

ხშირად ისიც ხდება (განსაკუთრებით, მღვდელმონაზვნობაში), რომ მღვდელ-მონაზონს დაადგენენ ქალაქის, სოფლის მღვდლად ან კიდევ რაიმე სხვა საქმისთვის და იქ არხეინად არის, თავს კი იმით იმართლებს, რომ დაადგინეს და იქ არის არა თავისი ნებით, არამედ მოძღვრის ან მღვდელმთავრის კურთხევით. თუ მოგწონს ერში ყოფნა და ცოდვაში ეფლობი, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი კურთხევით იქნები, პასუხი შენ მოგეთხოვება. მოსემ ღმერთს უთხრა: `მე ვინ ვარ, ფარაონთან რომ წავიდე და გამოვიყვანო ისრაელიანები ეგვიპტიდანო?" (გამ.3,11). განა ღმერთმა არ იცოდა, რომ მოსეს არ უნდოდა ეგვიპტეში წასვლა? იცოდა და ზუსტად იმიტომაც გააგზავნა, რადგან, ვისაც ეგვიპტე არ უნდა, მას ეგვიპტე ვერ დაიჭერს. მოსე იმისთვის არ წასულა ეგვიპტეში, რომ იქ ხალხთან ერთად ეცხოვრა.შენც, თუკი გაგგზავნეს სოფელში, მათთან კი არ უნდა დამკვიდრდე და მათ მიემსგავსო, არამედ მოსეს მსგავსად უნდა გამოიყვანო სოფელში გაბნეული უფლის ერი და შენთან ერთად უდაბნოში ახეტიალო ორმოცი წელი.

თუ მონაზონს არ შეუძლია დავალებული საქმის აღსრულება და ცოდვაში ვარდება, ამ შემთხვევაში შეუძლია, მოძღვართან შეთანხმებით ამ საქმეს მოშორდეს არა იმიტომ, რომ ეს საქმე არ არის გასაკეთებელი, არამედ იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, და, თუ არ შეგიძლია, არ შეგიძლია ისევ მონაზვნობიდან გამომდინარე, რათა მონაზვნურ სიწმინდეს რაიმე ბიწი არ შეეხოს. თუ მონაზონს რაიმე საქმის აღსრულება არ შეუძლია, ეს საკუთარ სისუსტეს უნდა დააბრალოს და არა სხვადასხვა მიზეზს.გარეშე მიზეზების ბრალობა ყოველთვის შეცდომაა. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: ჭეშმარიტად კრძალული მონაზონი ის არის, ვინც განსაცდელებს, დაბრკოლებებსა და შფოთს შორის იმყოფება და ისე იქცევა, როგორც შფოთსა და კამათს მოშორებულიო.

მონაზონი გარბის სოფლიდან, მაგრამ თუ შენი სურვილის საწინააღმდეგოდ უფლისაგან დაგევალა ერის მსახურება და მისი გამოხსნა, მაშინ უნდა შეძლო, რომ თქვა: `აჰა, მხევალი უფლისა". თუ სუსტი ხარ და დაცემის გეშინია, მაშინ თქვი: შემინდეთ, მე ვერ გავაკეთებ და იქნებ სხვას გააკეთებინოთ.

როცა ერსა და ერის მსახურებაზე ვსაუბრობ, ასევე ვგულისხმობ ერის ადამიანების მიღებას მონასტერში, მცირედით მათ სულიერ განსვენებასა და შეძლებისდაგვარად ჭეშმარიტი სიტყვით დაპურებას, რამეთუ უფალი ამბობს: მეწყალის მე ერი ესეო, და ჩვენც უნდა გვებრალებოდეს უფლის ერი.

სისუსტე ყველა ადამიანს აქვს და სისუსტეს რომ დაძლევ, ძლიერებაც ეგ არის. ყველაზე დიდი სისუსტე კი ის არის, როცა საკუთარი თავით სჯი საკუთარ ძალებს. ებრაელი ერი მაშინ დაისაჯა, როცა მოსეს გაგზავნილმა მზვერავებმა მტრის ძლიერება და ნაყოფიერება დაინახეს და შეშინებულებმა თქვეს: ამ ერს ჩვენ ვერ დავამარცხებთო. შეეშინდათ, რადგან ღვთის იმედი არ ჰქონდათ, ღვთისა, რომელმაც ზღვა გაუხსნა. თუ ღმერთი გავალებს რაიმეს გაკეთებას, რა დროს პირად სისუსტეზე საუბარია? თუმცა ღვთისგან დიდ საქმეზე მოწოდებისას შეყოვნებას მამები აქებენ, როგორც მოსეს მიერ ღვთისთვის თავისი ნაკლის, ენაბლუობის, შეხსენებას და იოსების მიერ მარიამის განტევების განზრახვას. მაგრამ ღმერთმა იმიტომაც გაგზავნა მოსე, რომ მას ახსოვდა თავისი სისუსტე და, ვისაც თავისი სისუსტე ახსოვს, მას ამ სისუსტეს ღმერთი შეუვსებს. ოღონდ ნამდვილად უნდა იცოდე, რომ მოწოდება ღვთისგან არის.ასეთ შემთხვევაში ღვთის მფარველობა უფრო მეტია და მისი ძალით აკეთებ ყოველივეს.`ჰე, ღვთისა ძალითა!"_ განა ასე არ ვამბობთ აღთქმის დადების დროს?`დაიმარხავ სიწმინდეს?" `ჰე, ღვთისა ძალითა". ეს იმას ნიშნავს, რომ უფლის დიდი იმედი უნდა გვქონდეს, ჩვენი კი მხოლოდ სურვილია.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat