ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
ვინ აღწეროს მათ მიერ გაწეული ღვაწლი? ის, რომ საქართველოს ეკლესია გადარჩა, მათი ლოცვის წყალობითაც მოხდა. მამა გაბრიელის თქმით, საქართველოს თავზე გადაკვროდა ცოდვის ღრუბელი, რომელიც კაცთა ლოცვებს ზემოთ არ უშვებდა. მათ კი თავიანთი ლოცვით ეს ღრუბელი გადაყარეს. მამა იოანე ადრე გარდაიცვალა.
ერთ აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეები ავიდნენ ბეთანიაში და უფლის ბრწყინვალე აღდგომა მიულოცეს მამა გიორგის. წმინდა ბერმა მათ შესჩივლა:
- ეჰ, გოგონებო, დავობლდი, მამა იოანე წავიდა ჩემგან, მარტო დამტოვა.
მორწმუნეებმა მისგან კურთხევა აიღეს, რათა მამა იოანეს საფლავზე აღდგომის ტროპარ-კონდაკი ეგალობათ. იგალობეს და უკან გაბრუნდნენ. მამა გიორგი ეკითხება:
- უგალობეთ მამა იოანეს, არ გაგცათ ხმა?
- არა.
- მე კი შემეხმიანა! როცა აღდგომის ღამეს მასთან საფლავზე გავედი, ძლისპირნი ვიგალობე და ვახარე: - მამა იოანე, ქრისტე აღსდგა-მეთქი, მიპასუხა, - ჭეშმარიტად აღსდგაო!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი