მორწმუნე მრევლი იმედის თვალით შეჰყურებს მონასტერს, ბერ-მონაზვნობას
მორწმუნე მრევლი იმედის თვალით შეჰყურებს მონასტერს, ბერ-მონაზვნობას
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
-ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაცნობისას ვხედავთ, რომ ქრისტიანობის დევნის პერიოდში, III-IV საუკუნეებში, ბევრი მორწმუნე ტოვებს საკუთარ საცხოვრებელ ქალაქს და ღმერთთან უფრო ახლოს ყოფნის სურვილით, სულის საცხოვნებლად უდაბნოს მიაშურებს. ისინი ირჩევდნენ განმარტოებას, რათა თვითშემეცნების პროცესში ხელი არ შეეშალა რაიმე უარყოფით გარემო პირობებს... მილანის ედიქტმა და რომის იმპერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ დიდი მისია შეასრულა ამგვარი ადამიანების ერთად შეკრებAსა და გამოცდილი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობის ქვეშ გაერთიანებაში. სწორედ ამ დროიდან იღებენ სტრუქტურულ ფორმას და ყალიბდებიან - ე.წ. ზოგადცხოვრებულთა მონასტრები. აღნიშნული გულისხმობს ბერების თანაცხოვრებას ერთ მონასტერში, საერთო ღვთისმსახურებით, საერთო კვებით და იმ გარკვეული მორჩილების შესრულებით, რომელსაც წინამძღვარი თითოეულ მათგანს აკისრებს. ამ წესს კინოვურს, ანუ ლავრულსაც უწოდებენ. თავდაპირველად მონაზვნები ერიდებოდნენ ყოველგვარ კონტაქტს ერთან, გარე სამყაროსთან და შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ მკაცრი ასკეტური, ლოცვითი და საგანმანათლებლო მოღვაწეობით. შესაბამისად, მონასტრები იქცნენ დედა ეკლესიის ერთგვარ სულიერ ციხე-სიმაგრეებად, ფორპოსტებად, რომელნიც მტკიცედ იდგნენ სახარებისეული სწავლების შეურყვნელად დაცვის სადარაჯოზე. ვითარება რადიკალურად იცვლება VIII საუკუნეში, როდესაც ბიზანტია და მთელი აღმოსავლეთი მოიცვა ხატთმებრძოლობის ერესმა. არაერთმა უძველესმა საპატრიარქო კათედრამ უარყო ჭეშმარიტება და დაემორჩილა მწვალებელ იმპერატორთა დეკრეტებს ხატთა თაყვანისცემის აკრძალვის შესახებ. სწორედ ამ დროს, ღვთის განგებულებით მონაზვნები ტოვებენ უდაბნოს, გამოდიან ერში და თვით იმპერიის დედაქალაქშიც ქადაგებენ მართლმადიდებლობას, განამტკიცებდნენ მორწმუნეებს, ამხილებენ იმპერატორებს და ამასოფლის მძლავრთა წინაშე უშიშრად ამოწმებენ ქრისტეს სარწმუნოებას.... ამ გარემოებამ უაღრესად აამაღლა ბერმონაზონთა ავტორიტეტი მორწმუნე ერში და თუ ისინი მანამდე ყველანაირად ცდილობდნენ თავი აერიდებინათ სამღვდელო ხარისხის მიღებისგან. VIII საუკუნიდან ვხედავთ, რომ თავიანთი სიწმინდიდან და განსწავლულობიდან გამომდინარე, უამრავ მათგანს მრევლი აიძულებს, რათა მიიღონ სამღვდელმთავრო ხარისხი და სწორედ ამ პერიოდიდან, აღმოსავლეთის ეკლესიის ეპისკოპატი მთლიანად ბერმონაზვნებით კომპლექტდება.
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ თავს მოგვახვიონ სულიერი ხატთმებრძოლობა. როგორც იცით, ყოველი ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად. თანამედროვე ლიბერტარიანული მიმდინარეობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი კი ისაა, რომ ადამიანი პირუტყვს გაუთანაბრონ, ჩაკლან მასში ზნეობა, მორალი, სქესის, ოჯახის, სარწმუნოების, სამშობლოს ცნებები, მოუსპონ სულიერი ფასეულობები და ამით პირუტყვს გაუთანაბრონ. მიმდინარეობს აქტიური გლობალიზაციის პროცესი და ხდება ერებს შორის ინტეგრაცია. სხვადასხვა ქვეყნიდან კულტურასთან ერთად შემოდის ფსევდოკულტურაც. თანდათან უფასურდება ეროვნული ღირებულებები, რომელნიც ქრისტიანულ სწავლებას ემყარებიან და მათ ნაცვლად ადგილს იმკვიდრებენ მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის მიუღებელი სტერეოტიპები.
სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენს ეპოქაში, საჭიროა იერარქებმა საკუთარ ეპარქიებში სწორი პრიორიტეტები განსაზღვრონ. ნაცვლად გამუდმებული მშენებლობებისა და ფიზიკური ღვაწლისა, სულიერად და ინტელექტუალურად მოამზადონ სამღვდელო მსახურებისათვის განკუთვნილი კადრები და სამონასტრო სივრცეში აღდგეს ის მძლავრი განათლების კერები, რომლებიც ადრე არსებობდა. ადამიანის სულში, ცოდნაზე დამყარებული რწმენაა ერთადერთი, რასაც ვერავინ და ვერაფერი დაამარცხებს დედამიწის ზურგზე. ვხედავთ, რომ წმინდა მამების უდიდესი უმრავლესობა იყვნენ კარგად განსწავლულნი და დახელოვნებულნი მჭევრმეტყველებაში, რიტორიკასა და ფილოსოფიაში. მათთვის ღვთის შემწეობასთან ერთად, ცოდვასთან თუ სხვადასხვა ერესთან ბრძოლაში, დიდ როლს ასრულებდა ამსოფლიური ცოდნაც. მაგალითისათვის, ეგვიპტისა და თებაიდის სამონასტრო ცხოვრების წეს-განგების აღწერისას, წმინდა კასიანერომაელი წერს ეპისკოპოს კასტორს, რომ მათ ტიბიკონში ჩართული ჰქონდათ გრამატიკის შემსწავლელი გაკვეთილები. ასევე გვაქვს დოკუმენტები, სადაც ჩანს წმინდა ბასილი დიდის და წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის იურისდიქციაში შემავალი ბერები პროტესტს გამოთქვამდნენ იმ ფაქტის გამო, რომ აღნიშნულ მღვდელმთავრებს მონასტერში შემოჰქონდათ ,,მეცნიერებანი საერონი". დღეს მორწმუნე მრევლი იმედის თვალით შეჰყურებს მონასტერს, ბერ-მონაზვნობას. სწორედ მათგან მოელის სულიერ ნუგეშსა და თანადგომას. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვუპასუხოთ თანამედროვეობის ყველა გამოწვევას, გვტკიოდეს ადამიანების ტკივილი და გვიხაროდეს მათი სიხარული. განსაკუთრებით ამ მძიმე დროში, უნდა მოვახერხოთ მათი სულიერად გამოკვება, უფრო მეტად დავინტერესდეთ არსებული პრობლემებით, დავეხმაროთ განსაცდელების დაძლევაში, ჩავუნერგოთ იმედი ღვთისა და ხვალინდელი დღის. ამისათვის კი საჭიროა, ყოველი მონასტერი იყოს ,,ახალი ათინა" -განათლების და ,,ახალი იერუსალიმი" -სულიერების თვალსაზრისით.





ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
31.08.2019
გვესაუბრება არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat