ამ ადგილას გრიგოლ მღვდლის ხელით ეკლესია აშენდება, საიდანაც მისი და მის მოწაფეთა ლოცვა, ვითარცა საკმეველი, ავა ღვთის წინაშე
ამ ადგილას გრიგოლ მღვდლის ხელით ეკლესია აშენდება, საიდანაც მისი და მის მოწაფეთა ლოცვა, ვითარცა საკმეველი, ავა ღვთის წინაშე
ეპიზოდები წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან
ყრმობა. მღვდლობა. დაპყრობილ ქვეყანაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამავე ქვეყნის წარჩინებულ შვილთა პირად მაგალითს. თუ ისინი ღვთის სათნოდ ცხოვრობენ, ერიც, დროთა განმავლობაში, მათ მიემსგავსება.

როცა ქართლში არაბები ბატონობდნენ და მრავალნი განუდგებოდნენ ჭეშმარიტებას, ქართლის ერისთავის, ნერსე ადარნასე კურაპალატის ძის სახლი იქცა სულიერ სამჭედლოდ, სადაც გამოიწვრთნა სულნი ქრისტეს მოწამე აბო ტფილელისა და ღირსისა მამისა გრიგოლ ხანძთელისა. გრიგოლი უშვილებია და აღუზრდია მამიდას, ნერსე ერისთავის ცოლს. გამორჩეული ყრმა იყო გრიგოლი, წმინდა იოანე ნათლისმცემელივით ხორცი და ღვინო არასოდეს უგემებია. ტოლებთან თამაშს სენაკში განმარტოება და ლოცვა ერჩივნა, ამიტომაც დაყუდებულს ეძახდნენ.

მისი "გულისხმიერობა სწავლისაი განსაკვირვებელ იყო ფრიად", ადვილად ისწავლა დავითნი და საეკლესიო საკითხავნი, სხვადასხვა ენაც შეისწავლა, ხოლო საღმრთო წიგნნი ზეპირად დაისწავლა. ამის გარდა ამა სოფლის ფილოსოფოსთა მოძღვრებებიც შეისწავლა კეთილად. თუმცა ყრმა იყო, მაგრამ სიტყვა მისი მადლით იყო შეზავებული.

ასაკის ზრდასთან ერთად სათნოებითაც იზრდებოდა, ამიტომ მღვდლად აკურთხეს, თუმცა კი უარობდა - "პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო". ბოლოს, როგორც ჭეშმარიტ შვილს შეჰფერის, დაემორჩილა გამზრდელთა სურვილს. ხოლო როცა მისი ეპისკოპოსობა განიზრახეს, ფრიად შეწუხებული თავის დეიდაშვილ საბასთან და თანშეზრდილებთან - ქრისტეფორესა და თეოდორესთან ერთად შინიდან გაიპარა. გეზი მათ სამხრეთისკენ აიღეს.

მამა ხვედიოსი. პირველად ოპიზაში დასახლდნენ, სადაც მამა გიორგი წინამძღვრობდა მცირე საძმოს. ოთხი ათეული წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ის მხარე მურვან ყრუს იავარექმნა. ამიტომ ტაო-კლარჯეთში ცოტა ხალხი ცხოვრობდა, აქა-იქ, ტყე-ღრეებში მიმოფანტულიყვნენ მეუდაბნოე, მძოვარი მამები, წმინდა გრიგოლი მოივლიდა და მოიხილავდა ამ მამებს და მათგან სათნოებებს სწავლობდა.

ერთხელ ხანძთაში მამა ხვედიოსს შეხვდა. უფლისმიერი იყო მათი შეყრა. მანამდე მამა ხვედიოსს ცხადში ხილვა უნახავს: იმ ადგილას, სადაც ხანძთის ტაძარია, ეკლესიის ფორმის ნათლის ღრუბელი იდგა და იქიდან საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა. მამა ხვედიოსს ხმა მოესმა: "ამ ადგილას გრიგოლ მღვდლის ხელით ეკლესია აშენდება, საიდანაც მისი და მის მოწაფეთა ლოცვა, ვითარცა საკმეველი, ავა ღვთის წინაშეო". წმინდა გრიგოლსაც ხილვით ეუწყა მამა ხვედიოსის ღირსება და მისი ადგილსამყოფელი.

დიდად გაიხარეს ერთმანეთის ხილვით. 80 წლის მამა ხვედიოსი ოცი წლის გრიგოლს თანატოლივით ექცეოდა. მწირ ხორციელ ტრაპეზს უხვი სულიერი პურობაც მოაყოლეს - მიმწუხრიდან განთიადამდე ლოცულობდნენ და გალობდნენ. დილით კი ბერმა ხვედიოსმა მამა გრიგოლს ხანძთის სანახები მოატარა. მოეწონა იქაურობა მამა გრიგოლს. ოპიზიდან სულიერი ძმები ხანძთაში წამოიყვანა. გაიხარა მათი ხილვით მამა ხვედიოსმა, დალოცა ახალგაზრდები. გრიგოლმა შესთავაზა: სიკვდილამდე გემსახურებითო. მაგრამ ბერმა უარი უთხრა: ღვთისთვის მარტომყოფობა აღმითქვამს, აქვე, ახლოს ერთი მღვიმეა, წამიყვანეთ და იქ დამტოვეთ, თქვენ კი პირობა მომეცით, აქ ჩემს სიკვდილამდე არ განმრავლდებითო.

გავიდა ხანი. გრიგოლმა პირველი ხის ეკლესია ააშენა, მერე მოვაკებულ ადგილას სენაკები ააგო. მონასტრის საძმო კი მამა ხვედიოსის სიკვდილის შემდეგ გამრავლდა. როცა მამა ხვედიოსი გარდაიცვალა, ის ადგილი სურნელებით აივსო და ანგელოზთ შემსგავსებული გალობა მოესმათ. მამა გრიგოლმა და ძმებმა ბერის ძლევაშემოსილი სხეული ტაძარში დაკრძალეს.

მეფე და აზნაური. ამ დროს ტაო-კლარჯეთში მეფობდა ქართლიდან სარკინოზებს გამოქცეული აშოტ კურაპალატი, კეთილად მორწმუნე, "რომლისა გამო დაემტკიცა ქართველთა ზედა მთავრობა მისი და შვილთა მისთა ვიდრე უკუნისამდე ჟამთა". მას ერთი აზნაური ჰყავდა, გაბრიელ დაფანჩული, რომელსაც წმინდა გრიგოლის სავანის მახლობლად სოფლები ჰქონდა. წმინდა გრიგოლი ამ კაცს ეწვია. გახარებულმა გაბრიელმა თავისი ოთხი ძე დაალოცვინა და დაჰპირდა, ყველაფერში დაგეხმარებით, ოღონდ ღირს გვყავით, ჩვენი ძვალნი თქვენს გვერდით დაიმარხოს და თუ ვინმე ჩვენიანს მონასტერში წასვლა მოუნდეს, მამაკაცი ხანძთაში დაემკვიდროს, ხოლო დედანი - სადაც შენ ააშენებ მონასტერსო. ნეტარმა გრიგოლმა გუნათლესთან დედათა სავანე ააშენა. გაბრიელმა კი მამა გრიგოლს გამოაყოლა კალატოზნი და მისცა ყოველივე, რაც ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად დასჭირდებოდათ. გაასრულეს ხანძთის ძველი ეკლესია. მესამე ტაძარი კი, რომელიც დღეს კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს, აიგო X საუკუნეში.

გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს აუწყა წმინდა გრიგოლის ღირსება. მეფემ დიდი პატივით მიიწვია წმინდა გრიგოლი, სახლის კარებთან მიეგება და კურთხევა აიღო მისგან. სწორედ მაშინ წარმოთქვა წმინდა გრიგოლმა ის მნიშვნელოვანი სიტყვები, სადაც ბაგრატოვანთა გვარის დავით წინასწარმეტყველთან ნათესაობა აღიარა: "დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მეფობა და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრდნენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათვისცა ამ ქვეყანას ვიდრე უკანასკნელ ჟამამდე არ მოაკლდეს შენი და შვილთა შენთა მთავრობა, არამედ იყვნენ მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე". მერე კი ხანძთის მშვენიერება აღუწერა. მეფემ ხანძთის მონასტერს სააგარაკოდ შატბერდი შესწირა. სამწუხაროდ, ვეღარ დასცალდა შატბერდის მონასტრის ხილვა მეფე აშოტს, ტაძარი მისი ძის, ბაგრატ კურაპალატის დახმარებით ააშენა წმინდა გრიგოლმა. აშოტი მოწამებრივად აღესრულა და წმინდათა დასს შეუერთდა...

დედა გრიგოლისა და დედა ფებრონია. აშოტსა და გრიგოლს აღუდგენიათ ვახტანგ გორგასლის აშენებული და მურვან ყრუს დროს დანგრეული მერეს დედათა მონასტერი. მერეს ეკლესია, ისევე, როგორც ხანძთის ტაძარი, წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა.

მოწამეები თუ ერთხელ კვდებიან ქრისტესთვის, ჭემშარიტი მონაზონნი დღეში მრავალგზის მოაკვდინებენ ხორცს იესოს გულისთვის. სწორედ ასეთი მონაზონი გახლდათ სამცხიდან მოსული დედა ფებრონია, რომელიც მერეში დასახლდა. საოცარი სულიერი დაძმობის, სულიერი მეგობრობის ძაფნი გაიბა გრიგოლსა და ფებრონიას შორის. "რა გითხრა ანგელოზმან?" - ეკითხებოდნენ ერთმანეთს. ანგელოზებთან იყო მათი გონება, მაგრამ კაცთა თანა იქცეოდნენ.

როცა გრიგოლის სახელი განდიდდა და ქართლამდეც მიაღწია, ესმა შვილის დიდება დედასაც, რომელიც უკვე მოხუცებული იყო, გამხიარულდა, სულითა და ხორცითაც მოძლიერდა და შვილთან წამოსვლა გადაწყვიტა. გრიგოლის გარდა მას შვილი არ ჰყავდა. მისი შობის შემდეგ მამაკაცი აღარ იცოდა, არამედ მარადის ლოცვასა და მარხვას იყო მიცემული. გრიგოლიც ხომ მუცლიდანვე ღვთისათვის ჰყავდა შეწირული, მაგრამ მაინც შვილთან განშორებას იგლოვდა. ეს ამბავი რომ შეიტყო, გრიგოლის მამა ახალი გარდაცვლილი გახლდათ, რადგან, როგორც გიორგი მერჩულე ბრძანებს: "გულისთქმა აქვნდა მიცვალებულთა მისთათვის". მაგრამ დიდმა სიხარულმა, რომელსაც დიდი ტკივილის შემდეგ უცილობლად არგუნებს ხოლმე კაცს ღმერთი, დაავიწყა ყველაფერი და მსწრაფლ წამოვიდა სახედრით. თან ახლდნენ მსახურნი მისნი, მამანი და დედანი.

პირველად მერეს მონასტერს მოადგა და სიხარულით შეიწყნარა იგი დედა ფებრონიამ. წერილით აუწყა წმინდა გრიგოლს დედამისის მისვლა. წმინდა გრიგოლიც, როგორც ჭეშმარიტ შვილს შეჰფერის, მაშინვე წავიდა დედასთან, თაყვანი სცა მას. დედა სიხარულით მიეგება ძეს, ეამბორებოდა და ეტყოდა: "აღმისრულდა, რაც მენატრებოდა, რამეთუ შენი ხილვით განმშორდა, რაც ადრე ტკივილი მომადგაო". ხოლო ნეტარმა გრიგოლმა უთხრა: "შემინდე, დედაო ჩემო, რამეთუ საკუთარი სურვილით კი არ განგეშორე, არამედ ღმერთს ასე უჩნდა კეთილად. ხოლო თუ შენ აქამდე არც სულიერად და არც ხორციელად არაფერი გაკლდა, ახლა მე ვიზრუნებ შენთვის და ღვთის მადლით, შენგან კურთხევას დავიმკვიდრებ". დედამ თავის მსახურებზე ზრუნვაც შეავედრა. წმინდა ფებრონიამ უთხრა მოხუცებულს: "ღმრთის მოყვარეო დედაო, ამიერიდან მეც შენს შვილად მიგულე. არ მოგაკლდეს ჩვენგან მსახურება, რამეთუ გხედავთ, რომ მარადის ღვთის მცნებათა აღმასრულებელი ხარ და ნაყოფისაგან შეიტყობი ხის სიკეთეო".

KARIBCHE


გრიგოლის დედა მერეს დასახლდა და აქვე აღესრულა მრავალი წლის შემდეგ. ნეტარმა გრიგოლმა კი დიდება შესწირა ღმერთს, რომ მომადლა კეთილადმსახურება დედისა, მოიღვაწა მისი სული და სრულიად კურთხევა მიიღო ღვთისგან.

ეფრემი და არსენი. მრავალი სულიერი შვილი ჰყავდა მამა გრიგოლს, მაგრამ ქრისტეფორესა და თეოდორეს, "პირველითგან მოყვასთა მათ კეთილთა მიმართ" განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. როცა ისინი აფხაზეთში გაიპარნენ მონასტრის ასაშენებლად, გრიგოლს არ უყოყმანია, მაშინვე გაეშურა მათ მოსაძებნად. ქართლის სანახებში მან ნახა ყრმა ეფრემი და უთხრა, აფხაზეთიდან რომ მოვბრუნდები, ხანძთაში წაგიყვანო.

ძმათა კვალმა წმინდა გრიგოლი აფხაზეთის მეფესთან მიიყვანა, მეფე დემეტრეს წმინდა მამების გამოჩენა არ უნდოდა და წმინდა გრიგოლს ეუარა - აქ არავინ მოსულაო, მაგრამ რას დაუდგებოდა წმინდა მამის მრისხანე მზერას, თეოდორე და ქრისტეფორე გამოაჩინა. შეუვრდნენ მამა გრიგოლს ცრემლმორეული ძმები, ღირსმა მამამ შენდობა მისცა. მეფის სანუგეშოდ კი ღირსმა გრიგოლმა, მისივე თხოვნით, უბეში მონასტერი ააშენა, დაუდგინა წინამძღვარი, თვითონ კი ლტოლვილ ძმებთან ერთად ხანძთისკენ გამობრუნდა.

გზაში ძმები მოუყვნენ: "როცა გამოვიპარეთ, სამცხეში მირიან აზნაურმა შინ შეგვიპატიჟა, ღამე გაგვათევინა, დილით სამი ყრმა - თავისი ვაჟები დაგვალოცინა, მერე კი ცოლს, კრავაის ჰკითხა: ჩვენი შვილებიდან ბერად ვინ გამოვირჩიოთო. ცოლმა უთხრა: - შვილნი შენნი არიან და რომელიც გსურს, ის გამოირჩიეო. ყველაზე უმცროსი არსენი მოგვიყვანა. მას მოწესის კაბა ჩავაცვით და დავპირდით, რომ შენს შვილად გავხდიდითო". მამა გრიგოლმა მათ ეფრემის ამბავიც აუწყა და დასძინა: - ღვთის ნებაა, რომ ჩვენს ხელში გამოიზარდონ და დიდ საზომს მიაღწიონო.

გაუკვირდათ ხანძთელ ძმებს, როცა მონასტერში მამა გრიგოლმა ორი ყრმა შემოიყვანა. შეჰბედეს: - მამაო, შენივე დადგენილი წესი დაარღვიე, როცა ეს ყრმები მოიყვანეო. გაუხარდა მამა გრიგოლს მათი პირდაპირობა და უთხრა: - ჰოი ძმანო სანატრელნო, ნუ იყოფინ, რომ მე მამათა წესი დავარღვიო. არამედ ჭეშმარიტს გეტყვით თქვენ და დამიჯერეთ, რადგან სიცრუე არასოდეს გსმენიათ ჩემგან - ქრისტემ ანგელოზის პირით მაუწყა, რომ ეფრემი და არსენი - ეს ღირსი ყრმანი ხანძთაში უნდა აღიზარდონ უბიწოდ, ვიდრე "ჟამამდე პატივისა მათისაო". დამშვიდდნენ ძმები, თეოდორემ და ქრისტეფორემ, რომელთაც სენაკები ახლოს ჰქონდათ და ძმათაგან განშორებით ცხოვრობდნენ, აღსაზრდელად ეს წმინდა ყრმანი თავიანთ სენაკებში წაიყვანეს.

გამოხდა ხანი. გაიზარდნენ ეფრემი და არსენი. ეფრემი, არსენზე ადრე, აწყურის ეპისკოპოსად აკურთხეს. ქართლის კათალიკოსის გარდაცვალების მერე მირიანმა, არსენის მამამ, სამცხელების დახმარებით, კათალიკოსად არსენი აკურთხებინა. განრისხდნენ ქართლის ეპისკოპოსნი, - უჩვენოდ როგორ ჰქმნეს ეს საქმეო. ამ დროს ხელმწიფე იყო გუარამ დიდი, რომელიც მირიანზე გულძვირად გახლდათ. მან ბრძანა ეპისკოპოსთა შეკრება ჯავახეთს. ყველა მოელოდა გრიგოლ არქიმანდრიტის მოსვლას, იმედიც არ გაუცრუვდათ. ეპისკოპოსებმა შორიდან მომავალი ღირსი მამა ბრწყინვალე სამოსლით მოსილი იხილეს, თავზე კუნკულის ნაცვლად სამეფო გვირგვინი ედგა. "შვილო, ნუ უშლი შენს სულიერ ძმა არსენს", - უთხრა გრიგოლმა ეფრემს. "შემინდე, მამაო, - თქვა ეფრემმა, - ამიერიდან არც ის არის ჩემი მწყემსი, არც მე მისი ცხოვარიო". თუ მას უარყოფ, მაშინ მე უარმყოფ, შენს მოძღვარს. ღმერთმა არსენის კათალიკოსობა ინება მისი სისრულისათვის. მირიანმა დააჩქარა და დროზე ადრე მოახდინა ეს საქმეო. მართლაც, წმინდა არსენი ქართლის პატრიარქად დარჩა, ხოლო ეფრემ მაწყვერელმა, იერუსალიმის პატრიარქის განწესებით, მირონის კურთხევა ქართლს განაწესა.

დიდი მამა ყოფილა მამა ეფრემი, დაფარულთმცოდნელი, სასიკვდილო სნეულთ სიტყვით მსწრაფლ განკურნავდა და მოციქულივით ურჩთა სიტყვითვე მოაკვდინებდა. კეთილ სიბერეს მიაღწია და მადლით აღსავსე გარდაიცვალა.

მამები.
წმინდა გრიგოლმა მონასტრული ცხოვრების სრულყოფისთვის იერუსალიმის საბაწმინდის ლავრიდან თავის კაცს განგება ჩამოატანინა, თვითონ კი კონსტანტინოპოლიდან ჩამოიტანა და მათ საფუძველზე თავისი მონასტრისთვის შეადგინა ქტიტორული ტიპიკონი. მკაცრი იყო მამა გრიგოლის სულიერი შვილების ცხოვრების წესი, სიმკაცრისა და ზომიერების მაგალითს თვითონ მამა გრიგოლი აძლევდა. ნელ-ნელა მამა გრიგოლის სულიერი შვილების მონაწილეობით აღორძინდა მონასტრული ცხოვრება ტაო-კლარჯეთში, სადაც, ღვთის წყალობით, ერისკაცნიც მრავლდებოდნენ. ტაო-კლარჯეთის აღორძინება კი საწინდარი გახდა საქართველოს გაერთიანებისა და აშენებისა.

მრავალი წმინდანი მოღვაწეობდა იმ დროს. ერთ-ერთი პირველნი მოვიდნენ წმინდა გრიგოლთან მისივე მეგობრები - ეპიფანე, მატოი და სამცხელი ზენონ დიდი. ზენონს ერისკაცობაში ერთმა ავაზაკმა და შეუცდინა და გაიტაცა. ზენონი გამოეკიდა მას. გზაში იფიქრა, რომ დავეწიო და მოვკლა, ცოდვაში ჩავვარდები, თუ ვერ დავეწიე, შევრცხვებიო. ამიტომაც მოაბრუნა ცხენი, ხანძთის მონასტერს მიაშურა და სიკვდილამდე არ განშორებია. ის სათნოებათა საუნჯე გახლდათ და წმინდა გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ დამოძღვრიდა საძმოს. მასზე წერს გიორგი მერჩულე: იგი იყო კლარჯეთის უდაბნოს ზღუდე, სულთა უკეთურთა მაოტებელი, რამეთუ მისი და მისი მოძღვრის სიცოცხლეში "ვერ იკადრებდა ეშმაკი დაცემად კაცთა წმიდათა ამათ შინა ადგილთა".

მამა მატოის კი ღმერთმა სხვა გზა გაუჩინა - ორმოცი წელი მღვდლობდა მერეს მონასტერში და ამ ხნის განმავლობაში არავის გაუგონია მისგან უქმი სიტყვა და უსარგებლო პასუხი. მისი შემხედვარე ყველა კრძალვით ივსებოდა. მან დაიმარხა ქალწულება არა მარტო ხორცით, არამედ სულითა და სიტყვით, სასმენლით და თვალით. გარდარეული შრომით მოაუძლურა ხორცი. ჰქონდა მოუკლებელი ლოცვა, წყურვილი და შიმშილი მარადის. ამას დავუმატოთ უძილობა, ფეხზე დგომა და მუხლთა დრეკა. არც ჟამისწირვას გამოტოვებდა უმიზეზოდ. როცა ძლიერი შრომის გამო დასნეულდა, თქვა: - წესი არ არის, დედანი მმსახურებდნენო და თავი ბერთაში წააყვანინა. იქ ერთი წელი კიდევ იცოცხლა და გარდაიცვლა.

დედა თემესტიას და დედა ანატოლეს ერთდროულად ხილვები ჰქონდათ. დედა ანატოლეს ბერთას მონასტერზე დაცემული ნათლის სვეტი და ზედ ანგელოზნი გარდამომავალნი დაუნახავს, მათ ღირსი მატოის ნათლით შემკობილი სული ზეცად აიყვანესო. დედა თემესტია მოჰყვა: განჭაბუკებული და გამშვენიერებული ვიხილე მამა მატოი, საწირველად შემოსილი ბრწყინვალე სამოსლით, ხელთ ოქროს საცეცხლური ეპყრა. როგორ გაძლიერებულხარ, მოძღვარო-მეთქი. მითხრა: - იმ საკურთხევლიდან, რომელსაც სიყრმიდანვე ვმსახურებდი, აწ ღვთის დაუსრულებელ მსახურებად მივიცვალე, რამეთუ ღირს ვიქმენ ზეცისა საკურთხევლისა წინაშე წარდგომად და მსახურებადო.

დედა ფებრონიას ერთი საბერო გაეზარდა, რომელიც წმინდა გრიგოლს დაემოწაფა. მრავალგზის უნახავთ ამ კაცზე ლოცვისას ნათლის სვეტი.

მამა გრიგოლის სულიერი შვილი იოანე ხანძთიდან იერუსალიმში წავიდა. ის სარკინოზებმა დაატყვევეს, ბაღდადში ქრისტეს სარწმუნოებისთვის აწამეს და მოკლეს.

დიდმა ეპიფანემ კი სიმდაბლით თავისი მოძღვრის საზომს მიაღწია, მრავალ სასწაულს აღასრულებდა, სნეულს კურნავდა, მკვდარს აღადგენდა, სულთა უკეთურთა კაცთაგან განასხამდა, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც არ გაუამპარტავნებია. ერთხელ ხანძთაში მოსულ ნეძველ მონაზვნებს მამა გრიგოლმა ჰკითხა: - სიმდაბლე თუ არის თქვენს მონასტერშიო. შენი ლოცვით არისო, - უპასუხეს. ამ დროს წირვის ზარები დარეკეს. მამა გრიგოლმა ბრძანა, მწირველი ეპიფანე იყოსო. დაიწყო წირვა და როცა "წმიდაო ღმერთოს" გალობა დაიწყეს, საკურთხეველში შევიდა მამა გრიგოლი, კვერთხი ეპიფანეს თავში ჩაარტყა: - დადუმდი და შესამოსელი გაიხადეო. ყველა გაოცებული მიაჩერდა. ეპიფანემ შესამოსელი გაიხადა და თავდადრეკილი დადგა მოძღვრის წინაშე. ცოტა ხნის შემდეგ უბრძანა, შეიმოსე და წირვა გააგრძელეო. მანაც სიხარულით გააგრძელა წირვა. "ნახეთ, ძმანო, სრული სიმდაბლე ეპიფანესი; მას არაფერი დაუშავებია, მისი ღმრთისმოშიშების, სიწმინდისა და სიმდაბლისათვის სულიწმინდის მადლი ყოველთვის დადგრომილია მასზე. ეს თქვენთვის ვქმენი, რადგან თქვით, ჩვენს საძმოში სრული სიმდაბლეაო".

იმ დროს მოღვაწეობდნენ მიძნაძორის ხევში მამა იაკობი, როგორც მთიები ვარსკვლავთა შორის, დიდი სოფრონი, შატბერდის განმაახლებლი, ილარიონ პარეხელი, ღირსი მიქაელ პარეხელი, რომელიც შემდგომში დიდი მამის, სერაპიონ ზარზმელის სულიერი მოძღვარი შეიქნა, დიდი მღვდელმთავარი გიორგი მაწყვერელი და სტეფანე მტბევარი. როგორ არ ვახსენოთ ზაქარია ანჩელი ეპისკოპოსი, რომელიც ყრმობაში თანატოლებთან ერთად თამაშობდა "წირვას". მისი ჩატარებული წირვა იქვე, გზად მიმავალმა ანჩელმა ეპისკოპოსმა ნამდვილად ჩათვალა და ყრმის ხელთაგან ეზიარა.

ყველა ეს მამა ერთი დიდი სულიერი მდინარით ირწყვებოდა, რომელსაც წმინდა გრიგოლი ერქვა.

კლარჯეთის ყველა მონასტრის წინამძღვარნი დიდი მარხვის წინ ხანძთაში იკრიბებოდნენ და იქ იღებდნენ მარხვას.

აღსასრული. "ფრიად გარდარეულად დაბერდა" მამა გრიგოლი, 102 წლის შეიქმნა, მაგრამ არც სახის ფერი შეცვლია, არც თვალთ დაკლებია და ხორცითაც ძლიერი იყო. სიცოცხლის ბოლო ხანს შატბერდში ცხოვრობდა და ბოლოს, ხანძთელთა დიდი თხოვნით, ხანძთის მონასტერს დაუბრუნდა.

ღმერთმა სიკვდილის დღე აუწყა. მანაც ძმებს სანთლების ჩამოქნა დაავალა, მერე ისინი მონასტრების ძმებს გაუგზავნა და სთხოვა, გარკვეულ დღეს დაენთოთ. ძმებმა გულისხმაყვეს მისი მიცვალება და გუნდნი და გუნდნი მამათა მის სარეცელს გარს შემოერტყა. ღირსმა მამამ უკანასკნელი დარიგება, ლოცვაკურთხევა მისცა მამებს და ლოცვებში მოხსენიება სთხოვა. როცა ამას იტყოდა, უფლის ანგელოზები გარს შემოერტყნენ კაცთათვის ხილულად წმინდა გრიგოლს და ზოგიერთ მოწაფეს მოესმა ხმა: "ნუ გეშინია ჩვენთან მოსვლა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქვეყნისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა გიხმობს მეუფე ცათა ქრისტე. აწ მოვედი სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდე დაუსრულებლად"... ირგვლივ ზეციური საკმევლის სურნელი იფრქვეოდა. დიდებული იყო ეს ყველაფერი სახილავადაც და მოსასმენადაც. ღირსმა მამამ აკურთხა მონასტერი, საძმო, უკანასკნელად შეავედრა ისინი, საკუთარი თავი ყოვლადმოწყალე ღმერთს და აღესრულა...

ნარ-ეკალს, მტვერ-მიწას დაუფარავს ახლა მამა გრიგოლისა და სხვა კლარჯელ მამათა საფლავები. ნეტავ თუ დადგება დრო, როცა ჩვენ ამ მხარეში სტუმრები კი არა, მასპინძლები ვიქნებით?!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat