როცა უფალი გიხმობს...
როცა უფალი გიხმობს...
ღვთის ხმა ესმა და რაღა დააკავებდა თორნიკე პატრიკიოსს - დაუტევა "დიდებაი ქვეყნისაი და პოვა ზეცისაი", მიატოვა ცოლი, შვილები, ქონება, პატივი და შეიმოსა სახე მეუდაბნოვეთაი". სამშობლოში მისი გაჩერება არ ეგებოდა, რადგან სახელოვანი კაცი იყო და მრავალი მოისურვებდა მის გვერდით ყოფნას, ის კი ამა სოფლის შფოთს ელტვოდა, მყუდროება სწადდა.

შეიტყო, იოანე, მისი ნათესავი (ზოგი მეცნიერი წმინდა იოანე მთაწმინდელს თორნიკეს ძმა იოანე ვარაზ-ვაჩესთან აიგივებს), ულუმბოს მთაზე შემდგარიყო მონაზვნად და თავადაც იქით გაემართა, მაგრამ წმინდა იოანე იქ აღარ დახვდა. ფარულად გამოიკითხა და შეიტყო, რომ ათონს წასულიყო. თორნიკემაც მთაწმინდას მიაშურა, რათა იოანეს ხელთაგან მიეღო კურთხევა მონაზონებისა.

იოანე მაშინ ჯერ კიდევ ათანასეს ლავრაში მოღვაწეობდა. ძალზე გაიხარა თორნიკეს ნახვით. მისი სახელი წმინდა ათანასესაც გაეგონა და დიდი სარდალყოფილი სიყვარულითა და პატივით მიიღო.

გავიდა ხანი, ქვეყანას მოედო იოანესა და იოანე-თორნიკეს მთაწმინდაზე დასახლების ამბავი. უამრავი ქართველი მიაწყდა ათონს. იოანე და თორნიკე წმინდა ათანასესთან ვეღარ დარჩებოდნენ. ლავრიდან მოშორებით, ერთ უდაბნოში, ღირსი მამის კურთხევით იოანე მახარებლის სახელზე ეკლესია და სენაკები ააგეს და იქ დასახლდნენ.

979 წელს საბერძნეთის მცირეწლოვან მეფეებს ბასილისა და კონსტანტინეს სარდალი ბარდა სკლიაროსი აუმხედრდა. დავით კურაპალატის გარდა ვერავინ გვიშველისო, ბრძანა დედოფალმა თეოფანიამ, მაგრამ ხმელეთით მასთან კაცს ვერ წარგზავნიდნენ, რადგან სკლიაროსს ყველა გზა შეეკრა. შეიტყვეს ისიც, რომ დავითის სარდლები, თორნიკე და იოანე, ათანასეს ლავრაში ცხოვრობდნენ, მეყსეულად წარავლინეს სანდო კაცი, ვინმე სევასტოფორი, და ათანასესთან, იოანეს და იოანე-თორნიკესთან უსტარი გაატანეს. თავიანთ უნუგეშო მდგომარეობას აღწერდნენ და იოანე-თორნიკეს დახმარებას ითხოვდნენ.

ძალზე შეწუხდნენ ათანასე და იოანე, მუხლებში ჩაუცვივდნენ თორნიკეს და სთხოვეს, ყურად ეღო მეფეთა თხოვნა. ღირს მამათა ვედრებამ იოანე-თორნიკეც ფრიად შეაწუხა. "წმინდანო მამანო, - უთხრა მათ, - მე ჩემთა ცოდვათა საგლოვად მოვედი მთაწმინდას; არ ძალმიძს, მეფეთა წინაშე წარვდგე, ვინაიდან ვიცი, რისთვისაც მიხმობენ. რაკი ბერობის ჯვარი ვიტვირთე, ამიერიდან აღარც მეფეებთან მაქვს რამე საერთო და აღარც სხვა საამქვეყნო მოვალეობა მაკისრია. ღვთის სიყვარულისთვის, ნუ მაიძულებთ, წავიდე და ისევ სოფლის შფოთში ჩავვარდე". მეფეებს რომ ვეურჩოთ, ჩვენც და მონასტერსაც დიდი რისხვა დაგვატყდებაო თავს, - არწმუნებდნენ ბერები, აღუთქვამდნენ, შენს ცოდვათა თანამდებნი ვიქნებითო და როგორც იქნა, დაიყოლიეს.

გაიხარა დედოფალმა წმინდა მამის ხილვით, სიმდაბლით მიიღო მისგან მხილება "მრავალფერთა საქმეთათვის", მერე კი სთხოვა, დავით კურაპალატთან წასულიყო და ერთიანი ძალით ეოტებინათ სკლიაროსი.

იოანე-თორნიკემ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა. კურაპალატმა უსაზღვროდ გაიხარა, შეკრიბა თორმეტი ათასი რჩეული ვაჟკაცი და თორნიკე უსარდლა.

ქართველებმა სძლიეს სკლიაროსს. დამარცხებულმა სარდალმა სპარსეთს შეაფარა თავი.

თორნიკემ კვლავ მთაწმინდას მიაშურა. წმინდა მამებმა მადლი შესწირეს უფალს სანატრელი ძმის მშვიდობით დაბრუნებისთვის.

ათონზე იოანე-თორნიკემ, როგორც მისი ცხოვრების აღმწერელი მოგვითხრობს, "ყოველივე ნება თვისი მოიკვეთა" და მთელი არსებით თავის მოძღვარს მიენდო. მისი ნებართვის გარეშე წყალს არ დალევდა და სიტყვას არ იტყოდა. ტირილით აღიარებდა ცოდვილ ფიქრს და შენდობას ითხოვდა. "მამაო, - ეტყოდა ხოლმე წმინდა იოანეს, - თავადაც იცი, ფრიად ცოდვილი ვარ. ჩემი აღსასრულის ჟამიც ახლოსაა. შენი მორჩილი ვარ, თავი და ნება ჩემი შემდგომად ღვთისა შენთვის ჩამიბარებია და ვითარცა გნებავს, აცხოვნეო სული ჩემი". წმინდა იოანეც, მისი მხურვალე რწმენის შემხედვარე, ცდილობდა, რითაც შეეძლო, პატივი ეცა მისთვის და სიბერე შეემსუბუქებინა.

წმინდა იოანე-თორნიკეს ლაშქრობათა ამბების თხრობა უყვარდა. წმინდა იოანეს მისი პირდაპირ მხილებისა ერიდებოდა, მაგრამ როცა დაინახა, რომ ამას გულუბრყვილობით სჩადიოდა, ურჩია: "საყვარელო ძმაო, ვხედავ, ღვთის მცნებებს კეთილად აღასრულებ, ამიტომ არ მსურს, გეკრძალო, რათა ამით შენს სულს რამე არ დააკლდეს. მოდი, მაგ სოფლის ამბებს ნუღარავის მოუთხრობ, გარდა გაბრიელ ხუცესისა". გაბრიელ ხუცესი კი ისეთი კაცი იყო, საღმრთო სიტყვის მეტს არაფერს იტყოდა.

ეს რომ ესმა იოანე-თორნიკეს, ტირილით დაემხო მოძღვრის წინაშე და შენდობა სთხოვა. ამის შემდეგ მონასტრის ძმებსაც კი აღარ ესაუბრებოდა, მხოლოდ უცხო სტუმარს თუ მიუგებდა ორიოდე სიტყვას. აი, ასეთი სულიერი ცხოვრებით, სიმდაბლითა და მორჩილებით განვლო დარჩენილი ცხოვრება და "ღმრთისა მივიდა".

იოანე-თორნიკეს ბერძენთაგან დიდი ნაალაფევი ერგო, რომელიც მთლიანად თავის მოძღვარს ჩააბარა. ნაწილი ამ განძისა შესწირეს ათანასეს ლავრასა და ათონის იმ მონასტრებს, რომელთაც იმხანად ყველაზე მეტად უჭირდათ, დანარჩენი საფასით კი ქართველთა მონასტერი ააშენეს, სადაც დასახლდნენ იოანე-თორნიკეს მიერ საქართველოდან ჩამოყვანილი "მრავალნი სახელოვანნი მონაზონნი".

წმინდა იოანე-თორნიკეს იმდენი წიგნი შეუწირავს ივერთა მონასტრისთვის, რომ ქართველები ბერძნულ წიგნებს უკვე ათანასეს ლავრას ჩუქნიდნენ.

იოანე-თორნიკეს სურდა, მისი ღვაწლით აშენებულ მონასტერში მხოლოდ ქართველებს ეცხოვრათ, სურდა, თავისი სისხლითა და ოფლით მოპოვებული ეს წმინდა სავანე, ღმერთისთვის, ღვთისმშობლისა და სამშობლოსთვის მიეძღვნა, მაგრამ გავიდა საუკუნეები და დღეს ივერონში ერთი ქართველიც არ მოღვაწეობს. თვით ივერონელ პირველ მამათა წმინდა ნაწილნი, მათ შორის - თვით წმინდა იოანე-თორნიკესიც, ათონს შესეულმა ჯვაროსნებმა გაიტაცეს. ათონზე წმინდა გაბრიელის თითიღა ინახება, ხოლო ივერონის წიგნთსაცავში შემორჩენილია წმინდა იოანე-თორნიკეს ამასოფლიური დიდების სიმბოლონი: ჯაჭვის პერანგი, ხმალი, ჩაჩქანი, მშვილდი... როცა საქართველოს რაიმე განსაცდელი ატყდება თავს, თურმე თავისით ირხევა სასწაულმოქმედი კანდელი ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ. ვინ იცის, იქნებ ამ დროს სისხლითა და ოფლით იცვარება წმინდა იოანე-თორნიკეს ჯაჭვის პერანგი და შეგვახსენებს, რომ სარდალყოფილი ჩვენთან ერთად და ჩვენს წილ იბრძვის საქართველოს ხილული თუ უხილავი მტრის წინააღმდეგ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat