ბიძინა ჩოლოყაშვილის უსაფლავო ნაწილები საქართველოს ისტორიის გზაზეა განფენილი და წარსულიდან მომავლისკენ მიმავალ ქვეყანას ათი ათას სანთლად უნთია
ბიძინა ჩოლოყაშვილის უსაფლავო ნაწილები საქართველოს ისტორიის გზაზეა განფენილი და წარსულიდან მომავლისკენ მიმავალ ქვეყანას ათი ათას სანთლად უნთია
შალვა, ბიძინა, ელიზბარ - კახეთის მხსნელი გმირები
საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, გაგვიჭირდება ისეთი დროის პოვნა, როცა ჩვენს წინაპარს ხმალი ქარქაშში ეგო და საკუთარი სიცოცხლის ფასად არ იცავდა წინაპართა ოფლითა და სისხლით მორწყულ მიწა-წყალსა და სარწმუნოებას.

განსაკუთრებით სისხლიანი და ტკივილიანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის XVII საუკუნე. საქართველო თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში სპარსთა სათარეშო ასპარეზად იქცა. შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ, განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს. მამა-შვილი ცეცხლის ალში ხვევდა ეკლესია-მონასტრებს, ციხესიმაგრეებს, ათასობით ქართველს მშობლიური მიწიდან ყრიდა და სპარსეთში მიერეკებოდა, მათ ნაცვლად კი სპარსელებს ასახლებდა. სწორედ ამ დროს გადაასახლეს ირანში მცხოვრები ჩვენი თანამოძმენი, რომლებსაც ფერეიდნელ ქართველებს ვეძახით.

მიუწვდომელია კაცთათვის ღვთის განგებულება: სწორედ ამგვარი გაჭირვების ჟამს, როცა თითქოს ცოდვა-მადლი არ განირჩეოდა, როცა ცეცხლის კალოდ ქცეული საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, ღმერთმა თავისი ერთგული მხედრობა გამოარჩია. ამ საუკუნეში შეუერთდნენ ზეციურ საქართველოს: წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, წმინდა მოწამე ლუარსაბ მეფე, წმინდა 6000 გარეჯელი ბერი, წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი, წმინდა მღვდელმოწამე თევდორე კველთელი; ამ საუკუნეში აღესრულნენ ღვთისა და ერის სადიდებლად 9 ძმა ხერხეულიძე და მათთან ერთად 9000 მხედარი მარაბდის ველზე; და ამ საუკუნეშივე მოუვლინა უფალმა ქვეყანას ხსნად და იმედად კახეთის გმირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.

მემატიანე მოგვითხრობს, რომ გლახაკთა ხელის აღმპყრობელმა და უღონოთა განმაძლიერებელმა უფალმა კახეთის მთავარს ბიძინა ჩოლოყაშვილს კეთილი განზრახვა შთააგონა: არაგვისა და ქსნის ერისთავებთან ერთად კახეთის სპარსთაგან განთავისუფლება გადაწყვიტა. ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბიძინა თავის მოყვარეს, არაგვის ერისთავ ზაალს ეახლა და გულისნადები აუწყა. ზაალ ერისთავს თვითონაც გული უდუღდა ამდენი უბედურებისა და უსამართლობისგან, მოიწონა განზრახვა და ქსნის ერისთავი ელიზბარიც მიიწვია შალვასთან ერთად. წმინდა ბიძინამ კახეთის გასაჭირზე მოუთხრო ერისთავებს, აუხსნა, რომ სულ მალე ამგვარივე განსაცდელში ქართლიც შეიძლებოდა ჩავარდნილიყო და მოუწოდა, ერთად ებრძოლათ მომხდურთა წინააღმდეგ. ბიძინა კარგად ხედავდა ქართველთა შესაძლებლობებს, მაგრამ ღვთის ნებას მინდობილსა და სამშობლოს გამოხსნის აუცილებლობაში დარწმუნებულს, სჯეროდა გამარჯვებისა.

არაგვის ერისთავმა მხედრები მისცა, ხოლო ქსნის ერისთავებმა, ბიძა-ძმისწულმა, ქუდზე კაცს უხმეს, შეყარეს თუშნი, მთიულნი, მცირედ კახნი... არაგვის ლაშქარი ზაალ ერისთავის ვაჟის ზურაბის სარდლობით და ქსნის საერისთავოს ჯარი შალვასა და ელიზბარის მეთაურობით თიანეთის გზით ახმეტაში ჩავიდნენ. ბახტრიონის სანახებში მოგროვდა თუშ-ფშავ-ხევსურთა ლაშქარიც. კახეთის ბარის ლაშქარი ბიძინა ჩოლოყაშვილის წინამძღოლობით ალავერდს მიუახლოვდა.

აჯანყებულთა რაზმებმა თითქმის ერთდროულად შეუტიეს ბახტრიონსა და ალავერდს. ქართველთა ლაშქარი ბახტრიონის ციხის გალავანში შეიჭრა. ყიზილბაშ მეციხოვნეთა დიდი ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, სხვები გაიქცნენ და თავშესაფარებლად ალავერდის ციხეს მიაშურეს.

ამასობაში კახელებს ალავერდის ციხე აეღოთ, იქიდან გამოქცეული მტერი კი ბახტრიონისკენ მირბოდა. ლტოლვილები ალვანის მინდორზე შეეფეთნენ ერთმანეთს. სწორედ იქ მიუსწრეს მათ ქართველებმა და მუსრი გაავლეს. იმ ადგილს ხალხი ახლაც "გაწყვეტილას" ეძახის.

ქართველებმა გაიმარჯვეს, კახეთი გადაურჩა გადაშენების საფრთხეს, უზომოდ გახარებული თავს ევლებოდა თავის ერთგულ შვილებს... მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა სამშობლოს მხსნელი გმირების ნეტარება - განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, უბრძანა, კახეთის მხსნელი გმირები მასთან გაეგზავნა.

მსჯავრს რომ გაქცეოდნენ, ვაითუ საქართველო კვლავ აოხრებულიყო. ამიტომ ბიძინა, შალვა და ელიზბარი შაჰ-აბასს ეახლნენ. ამ უკანასკნელმა პატივით ისტუმრა ქართველი დიდებულები, მაგრამ შემდეგ სიმდიდრისა და პატივის საფასურად სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა. ქართველებმა სპარსეთის მბრძანებელს არდალანის სულთნის პირით შეუთვალეს: "შენი პატივი არ გვჭირდება, ჩვენ ზეცათა მეფის მონანი და ქრისტეს მხედარნი ვართ. მზად ვართ, ყველაფერი დავითმინოთ, რომ მასთან ერთად ვსუფევდეთ სამარადისოდო". ბევრს ეცადა არდალანის სულთანი, მაგრამ ვერავითარმა დაპირებამ ვერ მოხიბლა კახეთის მხსნელი გმირები.

მაშინ შაჰის ბრძანებით სასტიკად აწამეს ქართველი დიდებულები: გააშიშვლეს და ხელფეხშეკრულნი მზის გულზე დაყარეს. შიმშილითა და წყურვილით დაოსებულებს რამდენიმე დღე მწერები ეხვიათ. მაინც არ გატყდნენ.

განრისხებულმა სელიმ-ხანმა გადაწყვიტა, ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ თავი წარეკვეთა ქსნის ერისთავებისთვის. ბიძა-ძმისწულმა მშვიდად დადრიკა თავები, მაგრამ ჯალათებმა მახვილი ვერ შეაწვდინეს - ახოვნებით დიდად აღემატებოდნენ უსჯულოებს. მაშინ მტარვალებმა წვივებში ჩასცეს მახვილი და, როცა ძირს დაცვივდნენ, მაშინღა წარკვეთეს თავები.

რომ ვერაფრით მოდრიკეს, ბიძინა ჩოლოყაშვილს დედაკაცის სამოსი ჩააცვეს, ვირზე შესვეს და ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ. ვირზე სპარსეთში მხოლოდ ქალები სხდებოდნენ, მამაკაცისთვის ეს სამარცხვინოდ ითვლებოდა. მაგრამ ქრისტიანისთვის ვირზე ჯდომა სამარცხვინო როგორ იქნებოდა, განა თვით მაცხოვარი ასე არ შებრძანდა იერუსალიმში?!

ამის შემდეგ ჯალათებმა ცოცხლად აკუწეს ჩოლოყაშვილი.

შალვასა და ელიზბარის გვამები ოჯახის წევრებმა გამოიხსნეს და იკორთის მთავარანგელოზის ეკლესიაში დაკრძალეს.

ბიძინა ჩოლოყაშვილის სხეულის ნაწილები კი დაიკარგა... ზოგჯერ გმირის საფლავიც არ რჩება, წამებულმა სხეულმა რომ განისვენოს, ხოლო შთამომავლობამ წმინდა ადგილი შეიძინოს. ბიძინა ჩოლოყაშვილის უსაფლავო ნაწილები საქართველოს ისტორიის გზაზეა განფენილი და წარსულიდან მომავლისკენ მიმავალ ქვეყანას ათი ათას სანთლად უნთია.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სამივე გმირი წმინდანად შერაცხა და მათ ხსენებას ახალი სტილით 1 ოქტომბერს აღასრულებს.
ბეჭდვაელფოსტა
25.05. 2022
საიტის სტუმარი
არაჩვეულებრივი ისტორიულიც და რელიგიურად შესრულებული ნამუშევარია, ასეთი ვრცელი ინფორმაცია ნამდვილად არ ვიცოდი! მადლობა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat