წმინდა იოანეს ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა
წმინდა იოანეს ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა
გვესაუბრება წმინდა იოანე ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გაბრიელი: 
- წმინდა იოანე ზედაზნელი და მისი ათორმეტი მოწაფე VI საუკუნეში ჩამოვიდნენ ასურეთიდან საქართველოში. მათ სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში ბერმონაზვნობის აღორძინება და სარწმუნოების განმტკიცება.
წმინდა იოანე წარმოშობით შუამდინარეთიდან იყო. მან სიყრმიდანვე თავი უფალს მიუძღვნა. აირჩია განმარტოება, ბერად აღიკვეცა და ღვთის სასოებით იწყო მოღვაწეობა. თავდაპირველად თავისსავე ქვეყანაში, ასურეთში მოსაგრეობდა და დღითიდღე წარემატებოდა სიმდაბლით და მორჩილებით, მარხვითა და ღამისთევით, ცრემლით და ვედრებით, შრომით და მოთმინებით. ასეთი მოღვაწეობისთვის მან უფლისგან უხვად მიიღო მადლი სულისა წმიდისა "უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი". მან მოიპოვა ნიჭი დაფარუმლმცოდნეობისა, სენთა კურნებისა და ბოროტ სულთა განდევნისა. ამის შემდეგ სასწაულმოქმედი მამა განერიდა კაცთაგან განდიდებას, შორეულ უდაბნოში განმარტოვდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად და დიდხანს დაფარულად მოსაგეობდნენ.

ხოლო ღმერთმა კვლავ ინება თავისი ერთგული მსახურის გამოჩინება კაცთათვის. ისევ იწყეს მასთან სიარული სულიერი და ხორციელი შეწევნის მაძიებლებმა. წმინდა იოანეს ლოცვით მაშინვე იღებდნენ კურნებას. განმარტოების მოყვარული წმინდა მამა კვლავ ფიქრობდა მოეძებნა ისეთი ადგილი სამოღვაწეოდ, სადაც არ იცნობდნენ და არც მისი სათნოებების შესახებ ეცოდნებოდათ. მალე ღვთისგან მიიღო ზეციური მინიშნება.
წმინდა იოანეს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, გამოერჩია მოწაფეთაგან ათორმეტნი მამანი და მათთან ერთად ქართველთა ქვეყანაში გამგზავრებულიყო, რათა განემტკიცებინათ მისი წილხვედრილი ერის სარწმუნოება.

წმინდა იოანემ ამ გამოცხადების შესახებ ამცნო თავის მოწაფეებს, შემდეგ წმინდა ტრაპეზზე მოათავსა ფურცლებზე დაწერილი მათი სახელები და შესთხოვა ღმერთს, წირვის დასარულს მას თავად გამოერჩია თორმეტი მათგანი. მოხდა სასწაული, ღვთის ანგელოზმა ყველას დასანახად აიღო ტრაპეზიდან თორმეტი ფურცელი და წმინდა იოანეს გადასცა. ღვთივრჩეული მამები იყვნენ: შიო მღვიმელი, დავით გარეჯელი, ანტონ მარტყოფელი, აბიბოს ნეკრესელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, სტეფანე ხირსელი და ზენონ იყალთოელი. წმინდა იოანემ დაამშვიდა დარჩენილი დამწუხრებული ძმები და თავის ნაცვლად მამა ექვთიმე დაუდგინა მათ წინამძღვრად. შეავედრა ისინი უფალს და თორმეტ მოწაფესთან ერთად საქართველოში წამოვიდა. გზად მოინახულეს საკვირველ მთაზე მოღვაწე დიდი მნათობი სვიმეონ მესვეტე, რომლისგანაც მიიღეს ლოცვა-კურთხევა.

ქართლში ჩამოსულ წმინდა მამებს მიეგებნენ კათალიკოსი ევლავიოსი, საეკლესიო კრებულთან ერთად და მეფე ფარსმანი, რომელთაც ანგელოზისგან ეუწყათ ასურელი მამების მოსვლა. მათთან შეხვედრისას ასურელმა მამებმა, ღვთის მადლით, ქართულ ენაზე იწყეს მეტყველება.

წმინდა იოანემ მოისურვა, რომ უპირველეს ყოვლისა, მოელოცათ მცხეთაში დავანებული უდიდესი სიწმინდეები: კვართი უფლისა იესო ქრისტესი და მირონმდინარე სვეტიცხოველი.

წმინდა სვეტის წინაშე მუხლმოდრეკილი წმინდანი ცრემლით შეევედრა უფალს, რომ ეუწყებინა ადგილი, სადაც შეეძლებოდა დამკვიდრება და დარჩენილი ცხოვრების ღვთის სათნო ღვაწლში მყუდრეობით აღსრულება. ასურელმა მამებმა მრავალი დღე დაჰყვეს ყვლიავის კათოლიკოსთან. ამ დროს ხალხს შესაძლებლობა მიეცა მათგან უდიდესი სულიერი სარგებლის მიღებისა. ღვთის მადლით გასხივოსნებული მათი პირისახის დანახვაც კი რწმენაში განამტკიცებდა მათთან მისულ ადამიანებს. ქვეყნის ყოველი კუთხიდან მოდიოდა ხალხი წმინდა მამებთან, მოყავდათ სნეულები და ღებულობდნენ კურნებას. ისმენდნენ მათგან საუკუნო ცხოვრების სიტყვებს და სულიერად ნუგეშინისმცემელნი და ხორციელად გაკურნებულნი მიდიოდნენ მათგან. თვით მეფე და მთავარნი მოდიოდნენ წმინდა იოანესთან კურთხევის მისაღებად და მისი სწავლებით განათლდებოდნენ. "განმტკიცნებოდეს ყოველნი სარწმუნოებასა ზედა წმიდისა სამებისა. და ყვაოდა მოძღვრებათა მათთა მიერ ყოველი ქვეყანა ქართლისა..."

ასურელმა მამებმა მოილოცეს წმინდა მოციუქლთასწორი ნინოს ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები. ისეთი სიყვარულით და კრძალვით მიეახლებოდნენ მის სიწმინდეებს, თითქოს წმინდა ნინო ცოცხალი მდგარიყო მათ წინაშე. ნეტარი მამები დაუცხრომლად ლოცულობდნენ უფლის წინაშე, რომ გამოეჩინა მათთვის სამოღვაწეო ადგილი. ღმერთმა წმინდა იოანეს მიანიშნა ცხეთის ჩრდილოეთით მდებარე ზედაზნის მთაზე, სადაც წმინდანმა იხილა ბოროტი სულების დიდი სიმრავლე, რომლებიც ცდილობდნენ დაებრკოლებინათ მათი განზრახვა დამკვიდრებულიყვნენ ზედაზნის მტაზე.

ღვთის სასოებით განმტკცებულმა წმინდა მამებმა აიღეს კათოლიკოსისგან ლოცვა-კურთხევა და წავიდნენ. ადიდებული არაგვის დანახვაზე, რომელიც გზად შემოხვდათ წმინდა იოანემ უთხრა წმინდა შიოს, რომ ელოცა მდინარეზე უვნებლად გადასვლისათვის. წმინდა შიოს ლოცვით მდინარემ გზა დაუთმო მამებს, გავიდნენ გაღმა და ავიდნენ ზედაზნის მთაზე.

აქ წმინდა იოანემ იპოვა ერთი გამოქვაბული, სადაც მოაწყო ეკლესია, საცხოვრებლად კი ხის ტოტებისგან გააკეთეს ქოხები და დაიწყეს ფიცხელი მოღვაწეობა. ხის სენაკები მათ ვერ იცავდა ზამთრის სასტიკი ყინვისგან, საზრდელს კი მათთვის ბალახეული შეადგენდა.

ხალხში სწრაფად გავრცელდა ხმა ათი მოღვაწეობის შესახებ, გაიგეს მათი ადგილსამყიფელი და ყოველი მხრიდან მოაშურეს. მოჰყავდათ სნეულები, ეშაკეულები და წმინდა მამათა ლოცვით ყოველნი განიკურნებოდნენ.
ერთხელ ევლავიოს კათალიკოსმა მღვდელმთვართა კრებულთან ერთად, მოინახულა წმინდა იოანე და მისი მოწაფეები ზედაზენზე. ისინი გაკვირვებული იყვნენ მამების ანგელოზებრივი ცხოვრებით, რომელიც სრულ უპოვარებასა და სოფლურ საქმეთაგან განშორებაში აღესრუელბოდა. კათალიკოსმა წმინდა იოანეს თანხმობით გამოირჩია მისი ორი მოწაფე: აბიბოსი ნეკრესელ ეპისკოპოსად და ისე წილკნელ ეპისკოპოსად. რამდენიმე წლის მოღვაწეობის შემდეგ წმინდა იოანე ზედზნელმა მოუწოდა მოწაფეებს და ამცნო ღვთისმშობლის ნება. წასულიყვნენ საქართველოს სხვადსხვა კუთხეში საქადაგებლად და ქართველთა სარწმუნოებაში განსამტკცებლად. Mმოძღვარმა მათ გაუნაწილა მოწამეთა წმინდა ნაწილები, რომელთაც განუშორებლად თან ატარებდა, რომ ამ სიწმინდეებით დაცულნი ყოფილიყვნენ ბოროტის ყოველგვარი საცდურისაგან.

მოძღვრის კურთხევით განმტკიცებული მამები სამოღვაწეოდ სხვადასხვა მხარეს გაემგზავრნენ. დავითი, იოსები, ანტონი, სტეფანე დ ზენონი კახეთს დაემკვიდრნენ; შიო, ისიდორე, თადეოზი, პიროსი და მიქაელი ქართლში მოღვაწეობდნენ. მათ სამოღვაწეო ადგილებში დაარსდა მონასტრები, სადაც მრავალი ადამიანი რჩებოდა და მონაზვნური ცხოვრებით სათნო ეყოფოდა უფალს.

წმინდა იოანე ზედაზნელის სულიერი შვილები კავშირს არ წყვეტდნენ თავიანთ მოძღვართან. ზოგჯერ მათ თავისთან იბარებდა, სხვა დროს კი თვითონ აკითხავდა და ამოწმებდა სულიერების რა საზომს იყვნენ მიწევნილნი. მოწაფეების გამგზავრების შემდეგ წმინდა იოანემ ზედაზენზე განაგრძო მოღვაწეობა ილია დიაკონთან ერთად. მან ლოცვით განდევნა ბოროტი სულების სიმრავლე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ბუდობდნენ ამ მთაზე, რადგანაც აქ იყო აღმართული ზადენის კერპი და აღესრუებოდა წარმართული მსხვერპოლშეწირვა.

***
ზედაზენზე მოღვაწეობისას წმინდა იოანეს ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა: უწყლო მთის მწვერვალზე კლდოვან ადგილზე აღმოაცენა მაკურნებელი წყალი, ამ წყალზე შემოჩვეულ დათვს კი უბრძანა, რომ არც მას და არც მის მოდგმას მთაზე მოსული ადამიანებისთვის არაფერი ევნოთ; მას შემდეგ საუკუნეთა განმავლობაში ეს კრთხევა შეუცვლელად სრუდლება.

განმარტოების და მყუდროების მოყვარე წმინდა მამამ თავისი მოღვაწეობის ადგილზე მშენებლობა არ ინება და მცირე გამოქვაბულში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. ბერმონაზონთათვის მან აღაშენა მონასტერი მთის ძირში და წინამძღვრად დაუდგინა თათე, იგივე თადეოზი.

ხანგრძლივი მოღვაწეობს შემდეგ წმინდა იოანეს უფლისაგან ეუწყა აღსასრულს მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო მწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაუბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა. შემდეგ მიიღო წმინდა ზიარება და მშვდობით შეავედრა სული უფალს. მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა მთის ძირში მდებარე მონასტერში დაკრძალეს მისი წმინდა ნეშტი, რადგან მისი მღვიმე შეუფერხებლად ჩათვალეს მოძღვრის დასამარხად.

მოულოდნელად მიწა იძრა, მონასტერს არყევდა და არ დაწყნარდა, ვიდრე არ გახსენეს წმინდა მამის ანდერძი და არ გულისხმაყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. მათ ყოველივე აუწყეს კათოლიკოსს, რომელიც თვითონ მობრძანდა კრებულთან ერთად, დიდი პატივით გადაასვენეს წმინდა ნაწილები და ანდერძის მიხედვით მღვიმეში დაკრძალეს. წმინდა ნაწილების აღმოყვანების ჟამს მრავალი სასწაული და კურნება აღსრულდა.

მოგვიანებით წმინდა იოანე ზედზნელის საფლავზე მისმა მოწაფეებმა მცირე ტაძარი აღაშენეს. VIII საუკუნეში კლიმენტოს კათოლიკოსის მიერ აიგო წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახლობის ტაძარი, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში არის წმინდანის საფლავი.

შემდგომ საუკუნეებში ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდნენ წმინდა იოანეს ღირსეული მემკვიდრეები, ამთგან რამდენიმე ეკლესიის მიერ წმინდნთა დასში იქნა შერაცხული: ღირსი ილია დიაკონი( V ). ღირსმოწამე იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული( IXს). წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (XXს).

***
ცნობილია ზედაზნის მონასტრის წინამძღვართა სახელები, რომელნიც ოთხი საუკუნის განმავლობაში წინამძღვრობდნენ მონასტერს. მათი ხელმძღვანეობით დაიწყო აღმშენებლობა მონასტერში. გაბრიელ წინამძღვრის დროს IX საუკუნეში აშენდა ტაძრის კარიბჭე, მიქაელის დროს სადიაკვნე, მიქაელის მიერ - ეგვტერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს ეკლესია განადიდა, სამოელმა "მარანი ქვითკირითა ქმნა". სავარაუდოა, რომ ზედაზნის მონასტერში ამ დროისათვის მიმდინარეობდა საგანმანათლებლო საქმიანობა. საუკუნეების მანძილზე მონასტერს მრავალი განსაცდელის გადატანა მოუხდა. ცნობილია, რომ მე-9 საუკუნეში, სავარაუდოდ ბუღა თურქის შემოსევისას სარკინოზები თავს დესხნენ ზედაზნის მონასტერს და მახვილით მოკლეს მონასტრის წინამძღვარი იოანე (ხსენება 12/25 დეკემბერს).

მონასტრისთვის ავბედითი გამოდგა XVIII საუკუნეში ლეკთა განუწყვეტელი შემოსევები. ლეკების მოთარეშე რაზმები ზედაზნის მთის კალთებზე ხშირ ტყეებში იბუდებდნენ და იქიდან ესხმოდნენ თავს მონასტერს და მოსახლებასაც. ამის შედეგად მონასტერი თანდათან გაუკაცრიელდა და დროებით მოქმედებაც შეწყვიტა (1705 წელს).

ამავე საუკუნეში აიგო სამრეკლო. კათოლიკოსმა დომენტიმ განაახლა ეკლესია. XIX საუკუნეში მონასტერს წინამძღვრობდა წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე. მან დიდი ღვაწლი გასწია მონასტრის განახლებისთვის.

მძიმე აღმოჩნდა მონასტრითვის XX საუკუნეც. განსაკუთრებით დამძიმდა მონასტრის ყოფა ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ. ამ დროისათვის ზედაზენზე რამდენიმე ხანდაზმული ბერი ცხოვრბდა და მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (მანდარია), იღუმენ ექვთიმეთან ერთად დიდი გაჭირვებით ახერხებდა მათ მოვლას.

1943 წელს საგურამოდან ზედაზენზე მიმავალი მამა მიქაელი გზაში დახვრიტეს "კომენდანტის საათის დარღვევის გამო".

1929 წლიდან ზედაზნის მონასტერში დამკვიდრდა იღუმენი ექვთიმე კერესელიძე, რომელმაც ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია ეკლესიის წინაშე. მან მიძმე პირობებში მოახერხა ნოტებზე ჩაეწერა 5500-ზე მეტი ქართული საეკლესიო საგალობელი, რითაც დავიწყებისგან იხსნა და მომავალ თაობებს შემოუნახა ტრადიციული სამხმიანი ქრთული გალობა.
ზედაზენზე მცხოვრები მამა ექვთიმე მარტოობაში გარდაიცვალა 1944 წლის ზამთარში. დაკრძალულია მონასტრის ეზოში, ტაძრის აღმოსავლეთით. 2003 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა იღუმენი ექვთიმე კერესელიძე წმინდანად შერაცხა და უწოდა მას წმინდა ექვთიმე აღმსარებელი.

***
XX საუკუნის მეორე ნახევარში მონასტერი უმოქმედო იყო. 80-იანი წლების ბოლოს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით ზედაზენზე სამონასტრო ცხოვრება აღორძინდა. განახლდა ღვთისმსახურება, აშენდა სატრაპეზო და საცხოვრებელი სენაკები.

მონასტერში ლოცვა დილის ხუთ საათზე იწყება. შუაღამიანის და ცისკრის შედმეგ სრუდლება წირვა. ტრაპეზის შემდეგ სრულდება საერთო მორჩილება, მონასტრის წევრებთან ერთად მონაწილეობენ სტუმრები, რომლებიც გარკვეული დროით ცხოვრობენ მონასტერში.

შუადღისას სურდლება პარაკლისი ღირსი იოანე ზედაზნელის საფლავთან დღის მეორე ნახევარში მონასტრის წევრები ასრულებენ სხვადასხვა ხელსაქმეს. მონასტრის ტიპიკონში შედის ერთობლივი კითხვაც, რომლის დროსაც იკრიბებიან მონასტერში მყოფნი და კითხულობენ წმინდა მამათა თხზულებებს. შემდეგ ხდება წაკითხულის განხილვა.

პერიოდულად ტარდება საუბრები საღვთისმსხურო ტიპიკონის, მედავითნეობის და ლიტურგიკის შესახებ. შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მონასტერში გალობს ვაჟთა გუნდი, რომელიც ასრულებს ტრადიცულ ქართულ სამხმიან საგალობლებს.

ბეჭდვაელფოსტა
14.09. 2024
გამარჯობა
კერძოდ წმინდა იოანე ზედაზნელის პარაკლისი ან დაუჯდომელი თუ არის შედგენილი?
სხვა სიახლეები
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat