წმინდა ნექტარიოსის მადლი საქართველოშიც სუფევს
წმინდა ნექტარიოსის მადლი საქართველოშიც სუფევს
შესაძლოა ბევრი არც იცნობდეს წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, არ იცოდნენ, რომ ზაჰესის ერთ მყუდრო დასახლებაში ამ წმინდა მამის სახელზე მცირე ტაძარია აგებული. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ტაძარი ერთ წელიწადში აშენდა. სულ მალე კი მისი ტრაპეზიც იკურთხება. წმინდა ნექტარიოსისადმი უდიდესმა კრძალვამ და სიყვარულმა გადააწყვეტინა ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარს მამა გიორგი რაზმაძეს ამ წმინდანის სახელზე ტაძრის აგება. საქართველოში წმინდა ნექტარიოსის ტაძარი ერთადერთია. მისი მოლოცვა კი დღეიდან ყველას შეეძლება და მისგან კურნებას, შემწეობასა და მადლს მიიღებს. ვიდრე მამა გიორგისთან საუბარს შემოგთავაზებდეთ, წმინდა ნექტარიოსის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გიამბობთ.

ბავშვობა
წმინდა ნექტარიოსი (ნათლობის სახელია ანასტასი) 1846 წელს სილივრიაში, თრაკიის ერთ ღარიბ ოჯახში დაიბადა. იგი კეთილზნეობრივი მშობლების - დიმოსისა და ვასილისა კეფალასის მეხუთე შვილი იყო. ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში, როდესაც ბებია 50-ე ფსალმუნს უკითხავდა და ჯერი ამ სიტყვებზე მიდგებოდა: "ვასწავლო უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ", პატარა ანასტასი ბებიას ბაგეზე ხელს აფარებდა და ეუბნებოდა: "ეს შენ არ წაიკითხო, თავად წავიკითხავ, მე ასე დავმოძღვრავ ხალხსო". 7 წლის ანასტასიმ ფურცლების აკინძვა დაიწყო. რად გინდაო, - ჰკითხა დედამ. წიგნი უნდა გავაკეთო, რათა მასში ღვთის სიტყვა ჩავწეროო, - უპასუხა ბავშვმა.

კონსტანტინოპოლში
ღარიბი ოჯახის შვილს სწავლის გაგრძელების საშუალება არ გააჩნდა, ამიტომ 14 წლის ანასტასი, დედის ლოცვა-კურთხევით, კონსტანტინოპოლისკენ გაემართა.

ნავსადგურში გემის კაპიტანს წაყვანა სთხოვა. მან დასცინა: "წადი, შვილო, ჯერ გაისეირნე, მერე კი მოდი და წაგიყვანო". მაშინ მოხდა პირველი სასწაული: კაპიტანმა ბრძანება გასცა, მაგრამ გემი არ დაძრულა. კაპიტანმა ნაპირზე მდგომ გულდაწყვეტილ ბავშვს ხელი დაუქნია. როგორც კი ანასტასიმ გემბანზე აირბინა, ის მაშინვე დაიძრა.

კონსტანტინოპოლში სამუშაო დიდხანს ვერ იშოვა, ბოლოს, თამბაქოს ფაბრიკაში მოეწყო. ხელფასი მცირე ჰქონდა, ამიტომ მუდმივად დაკემსილი სამოსით დადიოდა და ყოველთვის მშიერი იყო. მხოლოდ ლოცვაში პოვებდა ნუგეშს. მუდამ ტაძარში ცდილობდა ყოფნას.

ერთხელ ზეცაში იესო ქრისტესთვის ასეთი წერილის მიწერა გადაწყვიტა: "ქრისტე, უფალო ჩემო, დამეხმარე, გევედრები". ფოსტაში მიმავალს ნაცნობი ვაჭარი შეხვდა, რომელიც წერილის გაგზავნას დაჰპირდა, მაგრამ როგორც კი კონვერტზე უცნაური მისამართი იხილა, ბარათი გახსნა. წერილის შინაარსმა შეძრა, კონვერტში ფული ჩადო და ანასტასის გაუგზავნა. ფაბრიკის მეპატრონემ კარგ სამოსში გამოწყობილი ანასტასი რომ დაინახა, ქურდობა დააბრალა და სამსახურიდან გააგდო. საბედნიეროდ, იმავე ვაჭარმა იხსნა და ფაბრიკაში დააბრუნა.

ანასტასი დღისით მუშაობდა, ღამე კი სახელმძღვანელოებსა და წმინდანთა ცხოვრებას კითხულობდა, მნიშვნელოვან ადგილებს ინიშნავდა და ამონაწერებს თამბაქოს პაკეტებზე აკეთებდა, რადგან ქაღალდის საყიდელი ფული არ ჰქონდა. ამ ამონაწერებით შეიქმნა შემდეგ "წმინდა ნააზრევთა საუნჯე".

ანასტასის სანუკვარი ოცნება წმინდა მიწის მოლოცვა იყო. როგორც კი საშუალება მიეცა, პალესტინისკენ გაემართა. გზაში გემი საშინელ შტორმში მოხვდა. ყმაწვილმა ლოცვა დაიწყო და უფალს მიმართა: "უფალო, რატომ დაუშვი ასეთი რამ? არ მინდა სიკვდილი, მინდა ვიქადაგო". გულიდან მოიხსნა ბებიის ნაჩუქარი ჯვარი, ქამარზე მიაბა და ზღვაში სამჯერ ჩაუშვა. მოხდა სასწაული: ქარიშხალი ჩადგა, გემიც დაღუპვას გადაურჩა. ეს ჯვარი წმინდანს არასოდეს მოუშორებია.

***
წმინდა მამას უყვარდა ასკეტური ცხოვრება, ხშირად მოგზაურობდა წმინდა მამათა მონასტერში (კუნძულ ქიოსზე), სადაც ბერი პახუმისგან მონაზვნური ცხოვრებისათვის რჩევა-დარიგებებს იღებდა. 1876 წელს ბერად აღიკვეცა და ქიოსის "ნეა მონის" მონასტერში მორჩილად შევიდა. ქიოსის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ღირსეულად შეაფასა ახალგაზრდა ბერის ღვაწლი და 1877 წელს წმინდა მიწის სახელობის ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი. ანასტასიმ ახალი სახელი მიიღო - ნექტარიოსი.

ათენში
საკუთარი სახსრებით გიმნაზიის დასამთავრებლად ნექტარიოსი ათენში გაუშვეს. წარმატებით დაასრულა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი და ალექსანდრიაში დაბრუნდა. პატრიარქი გულითადად შეეგება თავის სულიერ შვილს და 1886 წელს მღვდლად აკურთხა. მას მქადაგებლის, პატრიარქის მდივნისა და ქაიროში პატრიარქის წარმომადგენლის მოვალეობა დაეკისრა. სამი წლის შემდეგ კი ნექტარიოსს ხელი დაასხეს მღვდელმთავრად და პენტაპოლის მიტროპოლიტად დანიშნეს. წმინდა ნექტარიოსი თავმდაბალი ადამიანი იყო. ქება-დიდებამ ეს თვისება ვერ შეუცვალა.

შურით აღვსილმა რამდენიმე პიროვნებამ ნექტარიოსი პირველ იერარქთან დაასმინა - ასე აქტიურად იმიტომ მოღვაწეობს, რომ პატრიარქობა სურსო. სამწუხაროდ, ალექსანდრიის პატრიარქმა, რომელსაც ასე უყვარდა ნექტარიოსი, ირწმუნა ეს და სხვა მრავალი ცილისწამება. ეგვიპტიდან გააძევა და კათედრა ჩამოართვა...

***
ათენში მთელი წელი არსად მსახურობდა, მაგრამ მაინც რწმენით ელოდა ღვთის შეწევნას. ბოლოს, განათლების მინისტრს მიმართა თხოვნით, მოშორებულ სოფელში უბრალო მქადაგებლად დაენიშნათ. უარი მიიღო, რადგან საბერძნეთის მოქალაქეობა არ ჰქონდა. თვალცრემლიანი ჩამოდიოდა კიბეზე და ერთ-ერთ მღვდელს შეხვდა, რომლის დახმარებით მღვდელმთავარი უბრალო მქადაგებლად წავიდა პროვინციაში. ცილისწამება მოძღვარს ყველგან წინ უსწრებდა. დიდი ხანი დასჭირდა მრევლის საკუთარ სისპეტაკეში დასარწმუნებლად... მეუფე შემდეგ ფტიოტიკის ეპარქიაში გადაიყვანეს, სადაც მრავალი ადამიანი დააყენა ჭეშმარიტების გზაზე. მოგვიანებით ათენში, ძმებ რიზარების სახელობის სემინარიის დირექტორად დაინიშნა.

მონასტრის დაფუძნება
მეუფე ნექტარიოსი მონასტრის დაფუძნებაზე ოცნებობდა, სადაც განმარტოებულ ცხოვრებას შეძლებდა. "ჭეშმარიტი მონასტერი მასში მოღვაწე ადამიანს სიწმინდეს მიაახლებს, უფალთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ჭეშმარიტი მონასტერი - ეს საუკეთესო ქადაგებაა, უდიდესი და ძნელი ღვაწლია", - ამბობდა იგი.

მრავალი წლის მანძილზე დაზოგილი ფულით 1909 წელს კუნძულ ეგინაზე ძველი, მიტოვებული მონასტერი "ცხოველმყოფელი წყარო" შეიძინა. ამ მონასტერში ოდესღაც ღირსი ათანასია მოღვაწეობდა.

მეუფე ნექტარიოსის რვა სულიერმა შვილმა მონაზვნად აღკვეცა გადაწყვიტა, რაც ეგინაზე, წმინდა სამების მონასტერში აღსრულდა. აღდგენილი სავანის იღუმენია გახდა მონაზონი ფილოთეა. იგი წმინდა ფილოთე ათონელის ნათესავი იყო, რომელმაც ათონზე 1680 წელს მოწამებრივი აღსასრული მიიღო და აქ ქალაქის მფარველად ითვლებოდა. თავიდან მეუფემ მონასტერში გასამგზავრებლად მხოლოდ სამი მონაზონი აკურთხა. დედა ფილოთეა მონაზვნების მიმართ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო.

ამ დროს ათენში ერთი მორწმუნე ქალი ცხოვრობდა, რომელმაც სიზმარში ნახა დიდი გალია, სადაც სამი ჩიტი იტანჯებოდა და თავის დახსნას ცდილობდა. ქალი მიხვდა, რომ დედებს უმძიმდათ მონასტერში ყოფნა. მაშინვე იყიდა პური, ზეთისხილი, ჰალვა. მონაზვნებს წაუღო და მეუფეს მათი მდგომარეობა შეატყობინა... წმინდა ნექტარიოსის ლოცვა-კურთხევით, იღუმენია ფილოთეა უსინათლო მონაზონმა კასიანამ შეცვალა...

მეუფე ნექტარიოსის დაარსებულ მონასტერში მკაცრი წეს-განგება იყო. როდესაც ამფილოქე მაკარიოსმა, რომელსაც პატმოსზე მონასტრის აშენება სურდა, მიტროპოლიტს ჰკითხა, თუ როგორი ტიპიკონი შეერჩია თავისი მონასტრისთვის, ასეთი პასუხი მიიღო: "სახარება".

წმინდა ნექტარიოსი ასკეტურად ცხოვრობდა, არავის განიკითხავდა, არ შეკრავდა, მით უმეტეს, შურს არასოდეს იძიებდა ვინმეზე, ყველას ლოცავდა და აკურთხებდა. მის მონასტერში მკაცრი წესრიგი სუფევდა. არ იყო კამათი და დრტვინვა. ერთხელ, როდესაც წმინდა ნექტარიოსი მღვდელმსახურებას აღასრულებდა, ერთ-ერთმა მონაზონმა იხილა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმით ხელში აღსავლის კარით შედიოდა საკურთხეველში.

ნექტარიოსი მონასტერში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. ეხმარებოდა მუშებს და მათთან ერთად ტრაპეზობდა. მონაზვნებს ფეხსაცმელს შეუკეთებდა, ხოლო როდესაც ყველას ეძინა, მონასტრის ეზოს, შენობასა და საპირფარეშოს საკუთარი ხელით ასუფთავებდა.

ერთ-ერთი ცნობილი ბერი, მამა ფილოთეოს ზევრაკოსი იხსენებს, რომ როდესაც მონასტერში პირველად ჩავიდა, მინდორში მომუშავე ბერი შემოხვდა. მას ჩალის ქუდი ეხურა, კაბის კალთები ქამარზე აეკაპიწებინა და პაპანაქება სიცხეში მიწას ამუშავებდა. "მამაო, მე მეუფე მჭირდება", - მიმართა ბერმა. "მონასტერში მიდი და იქ ნახავ", - უპასუხა სიმდაბლით ბერმა. მონასტერში მისულმა დაინახა, თუ როგორ დაბრუნდა მინდვრიდან ბერი, დაიბანა, დაივარცხნა, სკუფია დაიხურა და მასთან გამოვიდა. მიესალმა და წარუდგა: "მეუფე ნექტარიოსი გახლავართ".

ლოცვა
მეუფე ნექტარიოსი საათობით ლოცულობდა, უფალთან საუბარში ხანდახან ღამეებსაც კი ათენებდა. მის სენაკში დედა ღვთისმშობლის ხატი ესვენა, რომლის წინაშეც ხმამაღლა ლოცულობდა. ზოგჯერ ტყეში მიდიოდა, რათა განმარტოებით ელოცა. ერთხელ მონაზვნებმა ერთ-ერთი მორჩილი გაგზავნეს ტყეში, რათა მეუფესთვის სკამი მიერთმია - ეგონათ, მოხუცს დიდხანს ფეხზე დგომა ან ქვაზე ჯდომა გაუჭირდებოდა. მორჩილმა მოძებნა მეუფე და ახლოს რომ მივიდა, დაინახა, ჰაერში აწეული ლოცულობდა. როდესაც წმინდანმა შენიშნა, რომ შეამჩნიეს, გოგონას სთხოვა, არავისთვის ეთქვა ეს ამბავი.

წმინდა ნექტარიოსთან მრავალი გაჭირვებული მიდიოდა. მისი ლოცვით მათი ცხოვრება უკეთ ეწყობოდა, სნეულნი და ეშმაკეულნი იკურნებოდნენ. ერთხელ ერთი გლეხი მონასტრის ახლოს მიდიოდა და მონაზონს შესძახა: "სთხოვე მეუფეს, წვიმისთვის ილოცოს, ყველაფერი გვიხმება, შეიძლება საქონელიც ამოწყდეს". მონაზონმა გლეხის სათხოვარი გადასცა მეუფეს. მოხდა სასწაული, საღამოს ცა ღრუბლებით დაიფარა და ღამით ნანატრი წვიმა წამოვიდა.

მეუფესთან სრულიად ურწმუნო ადამიანები, ზოგჯერ მებრძოლი ათეისტებიც კი მიდიოდნენ. მის ბრძნულ ქადაგებებს უსმენდნენ, მასთან საუბრობდნენ და ქრისტიანული რწმენის მხურვალე მიმდევრები ხდებოდნენ. მეუფის ქადაგებებმა მრავალი დააყენა ჭეშმარიტების გზაზე.

მაჭირვებელნი
ათენში ისეთნიც იყვნენ, ვინც მეუფესა და მის მონასტერს ემტერებოდა. მიტროპოლიტმა მრავალი ცილისწამება გადაიტანა. გავრცელდა ჭორი მისი "უზნეობის" შესახებ. სინოდის მაშინდელი თავმჯდომარე, ათენის მთავარეპისკოპოსი თეოკლიტე 1908 წელს კუნძულზე ჩავიდა, რათა თავად გამოერკვია ჭეშმარიტება. იგი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ "იქ საღვთო საქმე კეთდებოდა".

მეუფე ნექტარიოსს ებრძოდა ათონის ეპისკოპოსი მელეტი (მეტაქსაკისი). ეს "განმაახლებელი" მასონი იყო და ეკლესიას უამრავი ზიანი მიაყენა. მონაზვნობის ინსტიტუტს ვერ იტანდა და როდესაც მეუფე ნექტარიოსი მონასტერს აშენებდა, განიკითხავდა მას. მეუფე მაინც აგრძელებდა თავის საქმეს, აშენებდა მონასტრებს და დღეს ეგინა ისეთი კუნძულია, სადაც უფრო მეტი მონასტერია, ვიდრე საბერძნეთის ნებისმიერ სხვა ადგილას. წმინდა ნექტარიოსი ამბობდა: "ეგინა გახდება დედათა მონასტრების ათონი". ახლა ამ კუნძულზე ცხრა დედათა სავანეა.

მის მონაზვნებზე თხზავდნენ, თითქოსდა ისინი უკანონო შვილებს აჩენდნენ და ჭაში ახრჩობდნენ. ერთ ქალს 16 წლის ქალიშვილი ჰყავდა. გოგონა მოკრძალებული და ღვთისმოშიში იყო. დედა ცუდად ექცეოდა და რამდენჯერმე მისი დახრჩობაც კი სცადა. შეწუხებული გოგონა ავადმყოფ დედას გაექცა და წმინდა ნექტარიოსის მონასტერში დაიმალა. მაშინ დედამ ბრძოლა დაიწყო სავანისა და მისი წინამძღვრის წინააღმდეგ. ნექტარიოსმა რჩევისთვის ათენის მიტროპოლიტ თეოკლიტეს მიმართა, რომელმაც გოგონას დატოვების ნება დართო. მან ასე გაატარა მონასტერში ორი წელი, მაგრამ დედა არ წყნარდებოდა. იგი პირეაში ჩავიდა და მონასტერს სასამართლოში უჩივლა. წინამძღვარს ბრალი დასდო, თითქოსდა ძალით წაართვა ქალიშვილი. ათენის პროკურატურამ საქმის გასარკვევად ეგინაზე წარმომადგენელი გაგზავნა ორი პოლიციელის თანხლებით. მათ მონასტრის კარიბჭე შეამტვრიეს და პირდაპირ მეუფე ნექტარიოსის სენაკისკენ გაემართნენ. წინამძღვარმა ღიმილით მიიღო ხელისუფლების წარმომადგენლები. პროკურატურის გამომძიებელმა მეუფის მისასალმებელ სიტყვებს არც კი მოუსმინა და 70 წლის მოხუცს ყვირილი დაუწყო. ლანძღავდა და მოითხოვდა, მისთვის ის ჭა ეჩვენებინათ, სადაც მონასტრის მკვიდრნი დახოცილ ჩვილებს ყრიდნენ. შემდეგ მეუფეს მხარში ხელი ჩაავლო, მიათრევდა და უყვიროდა, ყველას ციხეში ჩაგყრითო. წმინდა ნექტარიოსმა ზეცისკენ მიუთითა და მიმართა: "უფალი ყოველივეს ხედავს". ერთი კვირის შემდეგ პროკურატურის წარმომადგენელი დასნეულდა. ხელი, რომელიც მეუფეზე აღმართა, უმოძრაოდ ეკიდა. მაშინ მიხვდა, რომ რაღაც სწორად ვერ გააკეთა და ეგინაზე წაყვანა ითხოვა. მონასტერში მეუღლის თანხლებით მივიდა და წმინდა ნექტარიოსს პატიება სთხოვა. მეუფემ მთელი გულით შეუნდო მას.

წმინდა ნექტარიოსის აღსასრული
წმინდა ნექტარიოსმა 12 წელი იცხოვრა მონასტერში. 1920 წელს მძიმედ დაავადდა, საშინელი ტკივილი დაეწყო, მაგრამ არავის არაფერს ეუბნებოდა. წმინდანი ეგინაზე მდებარე ქრისოლეონდისის მონასტრისკენ გაემართა, სადაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი იყო დაბრძანებული. ხატთან 15 დღე ილოცა, მაგრამ ვერ განიკურნა, რადგან ასეთი იყო ნება ღვთისა.

KARIBCHE

წმინდა ნექტარიოსის ეკლესია

მეუფე ნექტარიოსმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო. უკან მიმავალი გზაზე გაჩერდა, სახედრიდან ჩამოქვეითდა და მიწაზე დაემხო. მონაზონს ძალიან შეეშინდა და გამოელაპარაკა.

- ყველაფერი კარგადაა, - უპასუხა მან, - ოღონდ ცუდია, რომ ლოცვას მომწყვიტე, - თვალცრემლიანი წამოდგა და წარმოთქვა: - უკანასკნელად ვლოცავ ჩემს მონასტერს და კუნძულის ყოველ მკვიდრს. მალე განგეშორებით.

- საით მიდიხარ, მეუფეო? - ჰკითხა მან.

- ზეცაში.

- ჩვენ რაღა გვეშველება? - შეწუხდა მონაზონი.

- თქვენ კეთილზნეობრივი მონაზვნები იქნებით, თქვენთან ივლიან კეთილი ადამიანები, დაგიცავენ და თქვენზე იზრუნებენ: ყველანი - ერისკაცნიც, მღვდლებიც, მღვდელმთავარნიც.

როდესაც ტკივილი გაუსაძლისი გახდა, მონაზვნებმა აიძულეს, ათენის საავადმყოფოში დაწოლილიყო.

- ვინ არის, ბერი? - იკითხა საავადმყოფოს მიმღების თანამშრომელმა.

- არა, მიტროპოლიტი, - უპასუხა მონაზონმა.

- მოეშვით ხუმრობას, დაო, მითხარით მისი სახელი, საბუთები უნდა შევავსო.

- არა, ეს მართლაც პენტაპოლელი მიტროპოლიტი ნექტარიოსია.

- მაშინ სადა აქვს ოქროს პანაღეა, სად არის მისი ფული? - გაიკვირვა ექთანმა. მეუფეს ფული მართლაც არ ჰქონდა და უპოვართა პალატაში დააწვინეს. მეუფემ საავადმყოფოში 2 თვე დაჰყო და 1920 წლის 8 ნოემბერს მშვიდობით წარდგა უფლის წინაშე.

პალატაში დედები მივიდნენ, რათა დასაკრძალად მოემზადებინათ. პერანგი გახადეს და გვერდით საწოლზე დაფინეს, სადაც პარალიზებული ადამიანი იწვა. შესამოსლის შეხებისთანავე უძრავად მყოფი ადამიანი სრულიად განიკურნა, საწოლიდან წამოდგა და გაიარა. საავადმყოფოს პალატა, სადაც წმინდა ნექტარიოსი აღესრულა, კეთილსურნელებით აღივსო. მოგვიანებით ეს ოთახი წმინდა ნექტარიოსის სახელობის სამკურნალო კაბინეტად გადაკეთდა.

მონაზვნებმა მიტროპოლიტის ცხედარი პირეაში, წმინდა სამების სახელობის ტაძარში დაასვენეს. მრავალი ადამიანი მიდიოდა მასთან გამოსამშვიდობებლად და ყველა საოცარ კეთილსურნელებას გრძნობდა, ყველა ხედავდა, რომ წვერი და თმა თითქოს დაცვარული ჰქონდა. იმავე დღეს გემით ეგინაზე გადაასვენეს.

მონასტერში დასვენებული მეუფე განუწყვეტლივ იფარებოდა ნამით, რომელიც კეთილსურნელებას გამოსცემდა. მორწმუნეები ამ წვეთებს ბამბით აგროვებდნენ და ინახავდნენ, როგორც სიწმინდეს. 48 საათის შემდეგ სხეული მიწას მიაბარეს, მაგრამ გახრწნის ნიშნები არ იყო. საფლავი მონასტრის ტერიტორიაზე გაითხარა.

ამ ადგილთან ერთი საინტერესო ფაქტია დაკავშირებული. ვიდრე აქ მონასტერი აღორძინდებოდა, ერთ-ერთმა მოხუცმა მონაზონმა, რომელიც ნახევრად დანგრეულ, მიტოვებულ სავანეში ცხოვრობდა, ფიჭვის დარგვა გადაწყვიტა. ორმოს თხრა დაიწყო, მაგრამ უეცრად ხმა მოესმა: "აქ ნუ დარგავ". ეგონა, მომესმაო და თხრა განაგრძო. ხმა ისევ გაისმა. მონაზონი ყურადღებას არ აქცევდა, სანამ არ იგრძნო, რომ რაღაც ძალამ იმ ადგილს განაშორა. მაშინ მან ხე მოშორებით დარგო, ხოლო იქ, სადაც თხრიდა, მრავალი წლის შემდეგ წმინდა ნექტარიოსის განსასვენებელი მოეწყო.

უხრწნელი კეთილსურნელება
ხუთი თვის შემდეგ გადაწყვიტეს, წმინდანის ნაწილები მარმარილოს სარკოფაგში გადაეტანათ. მონასტრის იღუმენიას მეუფის სხეული გახრწნილი ეგულებოდა. ამ დროს ერთმა მონაზონმა სიზმარში წმინდა ნექტარიოსი იხილა, რომელმაც გამოჰკითხა, როგორ ცხოვრობთ უჩემოდო.

- ახლოს მოდი, უნდა დაგლოცო, - მოუწოდა მეუფემ და მონაზონს ჰკითხა: - მითხარი, ცუდი სუნი მაქვს?

- არა, - უპასუხა მონაზონმა, - ვინ გითხრათ?

- იღუმენია ქსენია ასე ფიქრობს ჩემზე, - უპასუხა მიტროპოლიტმა. ხელ-ფეხი უჩვენა და მიმართა: - ხედავ, სრულიად უვნებელი ვარ.

მართლაც, როდესაც მეუფის ნეშტი გადაასვენეს, ყველამ იხილა მისი უხრწნელი სხეული. წლების შემდეგ მეუფე ნექტარიოსის სხეული გაიხრწნა. შესაძლოა იმიტომ, რომ მისი მადლმოსილი შეწევნა საბერძნეთის სხვა მხარეებშიც გავრცელდეს, სადაც წმინდა ნექტარიოსის თაყვანსაცემად ტაძრებია აღმართული და მისი წმინდა ნაწილები განისვენებს...

50 წლის შემდეგ მეუფე ნექტარიოსს უკვე თაყვანს სცემდნენ მთელ საბერძნეთში და საზღვარგარეთაც. მის სახელზე აშენდა ტაძრები ლაკონიაში, კრეტაზე, კოზანში, სიდიროკასტროლში და სხვაგან. 1961 წელს მსოფლიო საპატრიარქომ მიტროპოლიტი ნექტარიოსი წმინდანად შერაცხა.

ეგინაზე წმინდა ნექტარიოსის საფლავს დღესაც ათასობით მომლოცველი მიეახლება. მრავალი ადამიანი პოვებს ნუგეშს მისი შემწეობით. უამრავი სნეული განიკურნა. წმინდანისადმი ლოცვა კურნავს ონკოლოგიურ სნეულებებს, პოლიომიელიტს, პნევმონიას, ასთმას, უნაყოფობას, დიფტერიას, გულის დაავადებებს, ფსიქოპათიებს, თრომბოფლებიტებს, სისხლდენას, პლევრიტს, ჰეპატიტს, რაქიტს... განსაკუთრებით შეეწვა იგი კიბოთი დაავადებულებს.

თუკი რწმენით შეევედრება ადამიანი წმინდა ნექტარიოსს, ის აუცილებლად შეისმენს მის ლოცვას და შეეწევა.

***
- წმინდა ნექტარიოსის სახელზე საქართველოში ერთადერთი ტაძარია აგებული. ზაჰესის დასახლებაში დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო ტაძრის მშენებლობა. ამას წინ საინტერესო ამბავი უძღოდა, - მიამბობს მამა გიორგი რაზმაძე, - წმინდა ნექტარიოსის ტაძრის მშენებლობა გადავწყვიტეთ ერთ-ერთი ათონელი ხანდაზმული მამის, გერონდას რჩევით და ლოცვა-კურთხევით. ერთ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მასთან საუბრის შემდეგ გერონდამ გვირჩია, წმინდანის სახელზე აგვეშენებინა ტაძარი. ცნობილია, რომ წმინდა ნექტარიოსი განსაკუთრებული შემწეა ონკოლოგიური სნეულებით დაავადებულებისა. ამან გადაგვაწყვეტინა, საქართველოში წმინდა ნექტარიოსის ტაძარი აგვეშენებინა.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, შარშან, გიორგობის მეორე დღეს, 7 მაისს, იკურთხა ტაძრის საძირკველი. ახლა უკვე დასრულებულია და მზად არის საკურთხებლად. ამ ტაძარშია დაცული წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის წმინდა ნაწილები, რომელიც ათონზე დიონისეს მონასტერში მოღვაწე ინგლისელმა ბერმა, მამა მედოსტემ გვისახსოვრა. მან საუბარში გაგვიმხილა, რომ რამდენიმე დღეში მასთან ჩამოაბრძანებდნენ წმინდა ნექტარიოსის წმინდა ნაწილებს და დიდი სიყვარულით გადმოგვცემდა. ღვთის წყალობით, მისი წმინდა ნაწილები საქართველოშია. წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის ოლარსაც გვჩუქნიან და ეს უდიდესი სიწმინდე დაცული იქნება ჩვენს ტაძარში.

ტაძრის არქიტექტორია ჩვენი მრევლი კახა ხაბეიშვილი. ღვთის წყალობით, ისე მიდიოდა მუშაობის პროცესი და გვეწყობოდა ხელი, რომ გვიკვირდა კიდეც. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.

როცა წმინდანის საფლავი მოვილოცეთ, ასეთი სასწაული მოხდა. რამდენიმე წლის წინ მის საფლავთან ერთი რუსეთიდან ჩამოსული ქალბატონი ბრძანდებოდა. წმინდა ნექტარიოსს შვილიერებას სთხოვდა და მის საფლავზე ზეთი დაუტოვებია. იქ ასეთი წესია, წმინდანის საფლავზე ტოვებენ სხვადასხვა ნივთს, ზეთს და მერე მიაქვთ ხოლმე შინ. ამ ქალბატონმაც დატოვა ზეთი. თვითონ პარაკლისზე დასასწრებად შევიდა ტაძარში. უკან მიბრუნებულს თავისი ზეთი აღარ დახვდა, მხოლოდ ჩამწვარი ნაკმევი ნახშირი ნახა. იფიქრა, ალბათ ეს არის წმინდა ნექტარიოსის კურთხევაო. ნახშირი აიღო და გადაყლაპა. გარკვეული დროის შემდეგ ქალი დაფეხმძიმდა. სამწუხაროდ, ბავშვი კუტი დაიბადა. წლის თავზე ბავშვი მოინათლა. მან დაკრუნჩხული ხელი გაშალა. ხელისგულზე დედის გადაყლაპული ნახშირი ედო. საოცარი იყო ის, რომ წმინდა ნექტარიოსის საფლავის მოლოცვისას ეს ქალბატონი ვნახეთ - სამადლობელი ლოცვისთვის იყო მისული. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისიც გავიგეთ, რომ წმინდანის საფლავზე დაბრძანებულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. მისი კანდელიდან ზეთს ვინც სვამს, ბავშვები ფითილით ხელში ებადება. როცა ნათლობის შემდეგ ხელს ხსნიან, ხელში ფითილი უჭირავთ. ძალიან დიდი წმინდანია წმინდა ნექტარიოსი.

როცა უწმინდესს ავუხსენით, რატომ გადაწყდა წმინდა ნექტარიოსის სახელზე ტაძრის აშენება, გულთბილად მოგვისმინა. ლოცვა-კურთხევისთვის მისული ხელის დადებით გამამხნევა და მითხრა, - ყველაფერი კარგად იქნებაო.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მალე პანტანასას სახელობის დედათა მონასტრის შენებას დავიწყებთ. ზუსტად ამ შემაღლებული ადგილის ქვევით არის აგებული წმინდა ნექტარიოსის ტაძარი და მაღალი კიბით დაუკავშირდება დედათა მონასტერს. ჩვენი ტაძრის რამდენიმე მრევლი საბერძნეთში სწავლობს მონაზვნობის გამოცდილებას. დედები ძირითადად განსაკუთრებული შინაგანი ლოცვით იქნებიან დაკავებულნი. იმ ადამიანებზე ილოცებენ, რომელთაც ონკოლოგიური დაავადებები აწუხებთ.

წმინდა ნექტარიოსის ერთ თანამედროვე სასწაულს გეტყვით. კვიპაროსი, რომლის დარგვასაც მონაზონს ხმა უშლიდა, ზედ საფლავზეა მიბჯენილი. დღესაც, ყურს მიადებ თუ არა, იგივე სიტყვები ჩაგესმის - აქ ნუ დარგავ, აქ ნუ დარგავ...

წმინდა ნექტარიოსს პირველ რიგში უნდა ვევედროთ სულის ცხონებისთვის, რათა ყოვლადწმინდა სამების წინაშე მეოხ გვექმნეს. გულით შევთხოვოთ ასევე ფიზიკური თუ სულიერი უძლურების დაძლევა და წმინდა ნექტარიოსი აუცილებლად შეგვეწევა.
ბეჭდვაელფოსტა
13.05. 2015
krima
me viyavi eginazed agio neqtarios monastershi ar vicodi es istoria .dalian mesiamovna rom gavige agio neqtariosis istoria.
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat