ავადმყოფები ქალაქის სახელგანთქმულ ექიმებთან აღარ მიდიოდნენ და წმინდა პანტელეიმონს მიმართავდნენ დახმარებისთვის
ავადმყოფები ქალაქის სახელგანთქმულ ექიმებთან აღარ მიდიოდნენ და წმინდა პანტელეიმონს მიმართავდნენ დახმარებისთვის
9 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა პანტელეიმონის მოქცევა სასწაულებრივ კურნებას უკავშირდება.

წმინდანს კეთილმორწმუნე ქრისტიანი დედა მალე გარდაეცვალა და წარმართმა მამამ აღზარდა, განსწავლა მწიგნობრობასა და სიბრძნეში, სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად კი მკურნალთა მთავარს მიაბარა ქალაქ ნიკომიდიაში.

მასწავლებელთან მიმავალ პანტელეიმონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, სადაც წმინდა ბერები ცხოვრობდნენ. ერთ-ერთმა ბერმა ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს გულისხმიერებით, სიბრძნითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღესაც შინ შეიპატიჟა და გაესაუბრა. როდესაც შეიტყო, რომ პანტელეიმონი გულმოდგინებით ეუფლებოდა წარმართულ მოძღვრებებს, წმინდა ბერმა ქრისტიანული სარწმუნოება გააცნო. კეთილი მარცვალი კეთილ ნიადაგზე მოხვდა - პანტელეიმონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და სახარების შესწავლა დაიწყო.

ერთხელ შინ მიმავალი წმინდა პანტელეიმონი მკვდარ ბავშვს წააწყდა, რომელიც გველს დაეგესლა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. თავდაპირველად ჭაბუკი შეძრწუნდა და უკან დაიხია, შემდეგ კი გადაწყვიტა, დარწმუნებულიყო ერმოლაოზის სიტყვებში, რომ ქრისტე სნეულთ კურნავდა, ბრმათ თვალს უხელდა, მკვდრებს აღადგენდა. თვალები ზეცად აღაპყრო და ხმამაღლა წარმოთქვა: "ჰოი, უფალო იესუ ქრისტე, უკუეთუ სათნო გიჩნს, რაითა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ ყრმაი ესე სახელითა შენითა". ამ სიტყვებზე, თითქოს ძილისგან გამოფხიზლდაო, ყრმა ფეხზე წამოდგა, გველი კი გასკდა და მოკვდა. წმინდა პანტელეიმონმა მადლობა შესწირა უფალს, მყისვე გაეშურა ერმოლაოზისკენ, ფეხებში ჩაუვარდა და გულმხურვალედ სთხოვა, მოენათლა. წმინდა ბერმაც შეუსრულა თხოვნა და მონათლა ჭაბუკი.

ამის შემდეგ წმინდა პანტელეიმონმა მამის გადარჩენაზე დაიწყო ზრუნვა. მადლმოსილი სიტყვებითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურყია მშობელს. მამამისის მოქცევაც ერთ ბრმაზე ღვთიური სასწაულის აღსრულებას უკავშირდება. ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი რომ ვერ განკურნეს, წმინდა პანტელეიმონმა ქრისტე ღმერთის სახელის მოხმობით აუხილა უსინათლოს თვალი. წმინდანის მამამ მყისვე თავისი ხელით შემუსრა ცრუღმერთების ქანდაკებები, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა.

მამამ აურაცხელი ქონება დაუტოვა წმინდა მოწამეს, მან კი ყოველივე გლახაკებს დაუნაწილა, მონები გაათავისუფლა. პანტელეიმონი ხშირად მიდიოდა საპყრობილეში, სნეულებს უვლიდა და ქრისტეს სახელით კურნავდა, მატერიალურადაც ეხმარებოდა მათ. ავადმყოფები ქალაქის სახელგანთქმულ ექიმებთან აღარ მიდიოდნენ და წმინდა პანტელეიმონს მიმართავდნენ დახმარებისთვის. ამან ფრიად განარისხა ექიმები, საბაბს ეძებდნენ, რომ მეფესთან დაესმინათ. დაბოღმილებმა მაქსიმიანეს მოახსენეს, პანტელეიმონი ჩვენი ღმერთების მაგინებელთ კურნავს და ფულითაც ეხმარება. თუ არ მოვკლავთ, კიდევ მრავალს აცდუნებსო.

მეფემ იხმო პანტელეიმონი და უბრძანა, თავი გაემართლებინა. მან კი მტკიცედ აღიარა ქრისტიანობა და ისიც მოახსენა, რომ ქრისტე ღმერთის სახელის მოხმობით კურნავდა ავადმყოფებს. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს უბრძანა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც მუქარით, ვერც მლიქვნელობით ვერა გააწყო რა, ვერ მოდრიკა ნეტარი. წმინდანის სიმტკიცით გაცოფებულმა მეფემ პანტელეიმონი ჯალათებს გადასცა. მკურნალი საშინლად აწამეს.

ხეზე დაკიდეს წმინდანი, რკინის სამთითებით დაუღადრეს და ანთებული ლამპრებით დაუდაღეს სხეული, მაგრამ, უფლის შეწევნით, უვნებელი გადარჩა. მერე მდუღარე ტყვიაში ჩააგდეს. ამითაც რომ ვერაფერი დააკლეს, ყელზე ლოდი ჩამოჰკიდეს და ზღვაში მოისროლეს. იქიდანაც უვნებელი ამოიყვანა უფალმა. მტარვალებმა ურმის თვალზე გაკრული წმინდანი დააგორეს, რომ ნაკუწ-ნაკუწ დაჭრილიყო, მაგრამ უფლის გამოცხადებით გამხნევებული მოწამე ამ წამებიდანაც სრულიად უვნებელი გამოვიდა.

ამის შემდეგ სამსჯავროს წინაშე წარადგინეს წმინდანის მოძღვარი ერმოლაოზი და ჭეშმარიტების აღსარებისთვის სიკვდილით დასაჯეს. ეს რომ წმინდა პანტელეიმონს შეატყობინეს, ეგონათ, შეშინდებოდა, მაგრამ ნეტარმა მტრებს მიუგო: ვუწყი, რომ ჩემი სულიერი მოძღვარი, რომელმაც ჭეშმარიტება შემაცნობინა, ზეცაში, მარადიულ ნეტარებაში მკვიდრობსო. გონდაკარგულმა მეფემ კვლავ მრავალ სატანჯველში ჩააგდო მკურნალი პანტელეიმონი, ბოლოს კი ჯალათებს მისი ცეცხლში დაწვა უბრძანა.

მტარვალებმა ქალაქგარეთ წაიყვანეს წმინდანი და ზეთისხილის ხეების ქვეშ დააყენეს. ერთმა მხედარმა მახვილი ჩასცა ნეტარს, მაგრამ ბასრი იარაღი ცვილივით გაიღუნა. ამ სასწაულით შეძრულმა მეომრებმა იარაღი დაყარეს, აღიარეს ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, და წმინდა პანტელეიმონს სთხოვეს, უფლისგან მათთვის ცოდვათა შენდობა ეთხოვა. პასუხად ზეციდან გაისმა ხმა, რომელიც წმინდა მოწამეს სასუფევლისკენ მოუწოდებდა: "ამიერითგან აღარ გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ, რაც ყოველთა მოწყალეს ნიშნავს, რამეთუ ყოველი ადამიანი შეიწყალე, და იქნები ყოველთა ნავსაყუდელი, რომელნი მოგიწოდებენ შენ, იქნები ჭირვეულთა შემწე, განწირულთა ხელისაღმპყრობელი და ბოროტ სულთა განმდევნელი".

შეძრწუნებულმა ჯალათებმა სასჯელის აღსრულებაზე უარი განაცხადეს. წმინდანმა კი გაამხნევა ისინი და სთხოვა, უფლის ნება აღესრულებინათ: "უკუეთუ თქვენ არა ჰყოთ ესე, არა გაქუს ჩემ თანა წილი". მხედრები კრძალვით ეამბორნენ ნეტარს და თავი მოჰკვეთეს. წმინდა პანტელეიმონის ცხედარი თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, ზეთისხილის ხეები კი მაშინვე ნაყოფით დაიხუნძლა.

წმინდა მოწამის სასწაულებრივი აღსრულების მხილველი მრავალი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ადიდა უფალი იესო ქრისტე. მორწმუნეებმა დიდი პატივით დაკრძალეს უფლისთვის წამებული მკურნალი.

დიდმოწამის უხრწნელი ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროშია მიმოფანტული. მისი პატიოსანი თავი ათონზე, წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში ინახება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat