ყველა მიხვდა, რომ ქარი გრიგოლის ლოცვით დაცხრა
ყველა მიხვდა, რომ ქარი გრიგოლის ლოცვით დაცხრა
მისმა სათნო სახემ, ღვთის მადლმა გული მოულბო, დაეცა მის წინ და ცოდვათა შენდობას სთხოვდა
წმინდა ნონას ლოცვის ნაყოფი
სამშობლო წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა სამხრეთ კაპადოკიის ქალაქი ნაზიანზი გახლდათ. მშობლებს გრიგოლი და ნონა ერქვათ. მამამისი ადრე ურწმუნო იყო, წარმართულ ოჯახში გაზრდილი, დედამისი წმინდა ნონა კი ღვთისმოშიში ქრისტიანი გახლდათ. ის, ღვთის განგებულებით, ურწმუნო კაცთან შეიკრა ქორწინების საკვრელით, "რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნო ცოლისა მისგან მორწმუნისა". ასეც მოხდა - ნონას შეგონებით გრიგოლი ქრისტესკენ მოიქცა. წმინდა ნონა "სხეულით იყო დედაკაცი, ზნით კი მამაკაცებს სჯობნიდა". მან იმდენად გულმხურვალედ დაუწყო ქმარს ეკლესიისკენ მოწოდება, რომ გრიგოლი მოინათლა და ისეთი მოშურნეობით შეუდგა ქრისტიანულ ცხოვრებას, რომ შემდგომში ნაზიანზის მღვდელმთავარი გახდა.

წმინდა ნონას ლოცვის ნაყოფი გახლდათ წმინდა გრიგოლი. დედას ძალიან უნდოდა, ვაჟი შესძენოდა, ჰპირდებოდა ღმერთს, თუ ბიჭი მეყოლება, შენს სამსახურში ჩავაყენებო. უფალმაც შეისმინა მისი ლოცვა. ერთ ღამეს ძილში გამოუცხადა, როგორი იქნებოდა მისი ვაჟი და სახელიც გაუმხილა - გრიგოლი. მადლიერებით აევსო ნონას გული. შეეძინათ ვაჟი, მაგრამ ერთი კია - მაშინვე არ მოუნათლავთ, იმხანად წესად იყო, ოცდაათ წლამდე არ ინათლებოდნენ.

წამოიზარდა გრიგოლი და მშობლებმა მასწავლებლებს მიაბარეს. სიყრმიდანვე განსხვავებული იყო. ბავშვური თამაშები, გართობა ეჯავრებოდა და თავისუფალ დროს სწავლაში ატარებდა. ერთხელად დედამ გაუმხილა, რომ ღმერთს იყო შეწირული. ყმაწვილმაც ყველაზე მეტად სულის კეთილგონიერება და სხეულის სიწმინდე შეიყვარა. გადაწყვიტა, ქალწულება სიცოცხლის ბოლომდე დაემარხა.

ხილვა
ყრმობისას ძილში სპეტაკი სამოსლით მოსილი ორი უმშვენიერესი ქალწული იხილა. ისინი არც სამკაულებით იწონებდნენ თავს და არც მდიდრული ტანსაცმლით, უბრალოდ იყვნენ ჩაცმულნი, თხელი თავსაფარი კი სახესაც უფარავდათ. თვალები დაეხარათ, ყვრიმალები ქალწულებრივი მორცხვობით შესწითლებოდათ, მდუმარებით უდიდეს თავმდაბლობას გამოხატავდნენ. უცქერდა მათ გრიგოლი და გულში სიხარული უტრიალებდა. ფიქრობდა, არამიწიერი არსებები არიანო. ქალწულები ღვიძლი შვილივით ეფერებოდნენ გრიგოლს. ვინა ხართ და საიდან მოხვედითო? - ჰკითხა ბიჭმა. პირველმა უპასუხა: მე სიწმინდე ვარო, მეორემ კი - კეთილგონიერებაო. იესო ქრისტეს საყდრის წინაშე ვდგავართ და სხვა ქალწულთა ხილვით ვნეტარებთო. ბოლოს კი უთხრეს: "იყავი, შვილო, ჩვენი თანამოაზრე, გონება შენი ჩვენსას შეუერთე, სახითაც ჩვენ მოგვემსგავსე და მაშინ ნათლით გაბრწყინებულს ზეცად აღგიტაცებთ და ყოვლადწმინდა სამების ახლოს დაგაყენებთო". უთხრეს ეს და ჩიტებივით ზეცად აიჭრნენ. გახარებული უცქერდა მათ გრიგოლი, სანამ თვალს არ მიეფარნენ.

სწორედ ეს ხილვა გახდა ერთ-ერთი მიზეზი მისი მიერ ქალწულების დამარხვისა.

იმ წყაროსთვალივით იყო, ზღვის მწარე წყალშიც ტკბილი რომ რჩება
წმინდა ნონას გრიგოლის გარდა ქალ-ვაჟი შეეძინა: კესარი (ძმა გრიგოლისა, ისიც წმინდანად შერაცხული) და გორგონია. დედამ ისინიც დიდი ღვთისმოშიშებით გაზარდა.

გრიგოლმა დაწყებითი განათლება შინ, ბიძასთან, ამფილოქესთან მიიღო, რომელიც რიტორიკის გამოცდილი მასწავლებელი იყო. შემდგომ სწავლობდა ნაზიანზის, კაპადოკიის, კესარიისა და ალექსანდრიის სკოლებში.

მერე გადაწყვიტა, ათენის აკადემიაში გაეგრძელებინა სწავლა. დაჯდა ხომალდზე და ათენისკენ გაცურა. კუნძულ სამოსს რომ მიუახლოვდნენ, ზღვა აღელდა. აბობოქრებულმა ტალღებმა ხომალდს ტორტმანი დააწყებინა. ყველა სასოწარკვეთილი მოთქვამდა. გრიგოლიც ტიროდა. ხორციელზე მეტად სულიერი სიკვდილის ეშინოდა, ვინაიდან კათაკმეველი იყო და ჯერ არ მონათლულიყო. იხსენებდა ღვთისგან სასწაულებს ისრაელი ერის ხსნისა; იმ ხილვებს, ყრმობიდან რომ ჰქონდა და გოდებით შესთხოვდა გადარჩენას. შვილის განსაცდელი ღმერთმა მშობლებსაც განუცხადა ძილსა შინა. ისინი მყის ლოცვად დადგნენ, ცრემლმორეულნი შესთხოვდნენ უფალს, დაეფარა მათი ღელვაგვემული ვაჟი.

ღმერთი მუდამ იფარავდა თავის მონას გრიგოლს, ამზადებდა მას სვეტად ეკლესიისა და მრავალთა მასწავლებლად. ისევე როგორც გალილეის ზღვაზე, ახლაც უბრძანა და წამისყოფაში შეჩერდა ქარი. ზღვა დამშვიდდა. ყველა მიხვდა, რომ ქარი მხოლოდ გრიგოლის ლოცვით დაცხრა. მის თანამგზავრს, რომელსაც ამ დროს ხომალდზე ეძინა, ძილში ენახა: წმინდა ნონა ზღვაზე მოვიდოდა. მოჰკიდა ხელი ხომალდს და ნაპირზე გამოიყვანა. სიზმარი გემზე მყოფთ მოუყა. ყველამ ერთად ადიდა ღმერთი და მისი მონა გრიგოლი.

გრიგოლმა ათენში მშვიდობით ჩააღწია. ნაყოფიერი იყო ნაზიანზელი ჭაბუკისთვის ათენში გატარებული წლები. კეთილკრძალული ცხოვრებითა და გონების სიმახვილით ყველას განაცვიფრებდა. მშვიდ ცხოვრებას მისდევდა, იმ წყაროსთვალივით იყო, ზღვის მწარე წყალშიც ტკბილი რომ რჩება. თანატოლებიც სრულყოფილებისკენ მიჰყავდა. ღმერთმა წყალობა მოიღო და მეგობრობის ჯაჭვით შეკრა "ყველაზე ბრძენ ადამიანთან" - ბასილი დიდთან (მათი მეგობრობის ამბავი აღწერილია წმინდა გრიგოლის ავტობიოგრაფიაში. მკითხველს ვურჩევთ, მოიძიოს და წაიკითხოს ეს მშვენიერი წიგნი, რომელიც გასულ წელს თარგმნა და გამოსცა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა). სანაქებო იყო მათი მეგობრობა: ერთი სახლი, ერთი ტრაპეზი, ერთი ცხოვრების წესი... თითქოს ერთი სული ორ სხეულში მოთავსებულიყო. ისე განისწავლნენ, რომ თავიანთი მასწავლებლები მოსწავლეებად გაიხადეს.

ათენში ფილოსოფიას სწავლობდა იულიანე განდგომილიც, შემდგომში - ქრისტიანთა მდევნელი. გრიგოლს ადრევე უწინასწარმეტყველებია მასზე: "რამხელა ბოროტება გაზარდა ბერძნულმა და რომაულმა მიწამო!"

გზაგასაყარი
მალე წმინდა ბასილმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია და სულიერი სწავლების შესაძენად პალესტინისა და ეგვიპტის უდაბნოში იმ დროის წმინდა მამებთან წავიდა. მეგობრების დიდი თხოვნით გრიგოლი ათენში დარჩა და მასწავლებლობა დაიწყო. მაგრამ როცა შეიტყო, რომ მამამისი ნაზიანზის ეპისკოპოსად აკურთხეს, მაშინვე სამშობლოში გაემგზავრა და მისი ხელით ნათელიღო. მაშინ ოცდაათი წლის გახლდათ და ცხოვრების გზაგასაყართან იდგა: ერთი მხრივ - მასწავლებლის სახელი და პატივი ათენში, მეორე მხრივ კი - მონაზვნური ცხოვრება...

თუმცა ნაზიანზშიც განმარტოებით ცხოვრობდა, მაგრამ მისი გონიერება განა დაიფარებოდა?! ნაზიანზის მცხოვრებნი დაჟინებით სთხოვდნენ, მღვდლად კურთხეულიყო. ორი წელი უარობდა გრიგოლი, მაგრამ ერთხელაც, 359 წლის ერთ-ერთ დიდ დღესასწაულზე (ალბათ ქრისტეშობას), ძველი ჩვეულებისამებრ, შეიპყრეს და იძულებით აკურთხეს მღვდლად. ამ ძალდატანებამ ძალზე დაამწუხრა წმინდა გრიგოლი, ყველა და ყველაფერი დაივიწყა: მეგობრებიც, მშობლებიც, მამულიც - და პონტოში გადაიხვეწა. იფიქრა, მონასტერში მაინც პოვებდა ნუგეშს.

უდაბნოდან მობრუნებულმა წმინდა ბასილი დიდმა პონტოში მონასტერი დააარსა, რომელმაც მრავალი ცხონების მოსურნე მიიზიდა. გრიგოლი ბასილთან ჩავიდა. როგორც ერთ დროს ათენში, ახლაც ერთად იყვნენ, ფილოსოფოსობდნენ, ღმერთს ადიდებდნენ. ერთად ეზიდებოდნენ ნაკელს მიწის გასანაყოფიერებლად, ერთად ჭრიდნენ შეშას და... ერთად წერდნენ მმარხველ ბერ-მონაზონთა ცხოვრების წესს. ეს ბედნიერი დრო საკმაო ხანს გაგრძელდა.

ამასობაში გრიგოლის ძმა კესარი გარდაიცვალა. უსაზღვრო იყო მოხუცი მშობლების გლოვა, თავს ობლად გრძნობდნენ. მამამისი ცრემლმორეული ევედრებოდა ვაჟს დაბრუნებას.

იმხანად ეკლესიას ძლიერ არყევდა არიოზელთა ერესი და მრავალი უბრალო სულიც აცდუნა, მათ შორის - ღვთისმეტყველებაში განუსწავლელი გრიგოლის მამაც. მან 360 წელს სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ხელი მოაწერა არიოზულ მრწამსს, რამაც დიდი მღელვარება გამოიწვია ნაზიანზში. პონტოდან დაბრუნებული გრიგოლი მამას ეკლესიის მართვასა და სამეურნეო საქმეში მიეხმარა, აუხსნა არიოზელთა სწავლების სიბოროტე, განამტკიცა მართლმადიდებლობაში და ჩააცხრო სარწმუნოებრივი ღელვა ნაზიანზში.

კესარიაში
ამასობაში ბიზანტიის ტახტზე მეფეები იცვლებოდნენ. ღვთისმოშიში მეფის იობიანეს ხანმოკლე მმართველობის შემდეგ მეფობა ხელთ იგდო არიოზელმა ვალენტიმ, რომელიც თოთხმეტი წელი მართავდა სამეფოს. არიოზელობა განსაკუთრებით კაპადოკიის კესარიას მოედო. ეპისკოპოსი ევსევიც არიოზელობისკენ იხრებოდა, თუმცა ეკლესიას არ განდგომია.

ეს რომ გრიგოლმა გაიგო, თავისი წერილებით მშვიდობა ჩამოაგდო ევსევისა და ბასილის შორის (მღვდელ ბასილის პოპულარობამ შეაშინა ევსევი და აიძულა იგი, კესარია დაეტოვებინა). წმინდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა და თავისი ღმრთივგანბრძნობილი ქადაგებებით შემუსრა არიოზელთა ერესი. მალე მღვდელმთავარი გარდაიცვალა და მის მაგივრად წმინდა ბასილი აირჩიეს.

გრიგოლი ერთ უდაბნო ადგილას განმარტოების შემდეგ ნაზიანზში დაბრუნდა. ღრმად მოხუცებულ მშობლებს მის გარდა შვილი აღარ ჰყავდათ. გრიგოლი თავს ევლებოდა მათ, სასთუმალთან უთენებდა ღამეებს... მამას სურდა, შვილისთვის ნაზიანზის კათედრა ჩაებარებინა. აფიცებდა, არწმუნებდა... გრიგოლი უარს არ ამბობდა, ეკლესიის კეთილმოწყობისთვის ეზრუნა, მამის ურჩობაც არ უნდოდა, მაგრამ ეპისკოპოსის საყდარზე დაჯდომა კატეგორიულად არ სურდა:

- მამავ ბატონო, სანამ ცოცხალი ხარ და მარადისობაში არ გადასულხარ, შენს საყდარზე ვერ ავალო!

მამაც აღარ აიძულებდა, მხოლოდ ერთს სთხოვდა: სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი სიბერის დასაყრდენი იყავი, მერე კი, როცა მოვკვდები, რაც გსურს, ის აკეთეო.

374 წელს გრიგოლ უფროსი გარდაიცვალა, იმავე წელს აღესრულა წმინდა ნონაც.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ გრიგოლმა გადაწყვიტა, ნაზიანზის კათედრაზე ზრუნვისგანაც გათავისუფლებულიყო. მოიწვია ეპისკოპოსები ახალი მღვდელმთავრის ასარჩევად, თვითონ კი ჩუმად დატოვა ქალაქი და სელევკიაში წმინდა თეკლას მონასტერში დასახლდა. მერე წმინდა ბასილმა მიიწვია და თავშესაფრის პატრონობა მიანდო. ბასილი დიდმა ვეებერთელა შენობა ააგო ქვრივ-ობლებისთვის, მწირებისა და სნეულთათვის.

ამასობაში არიოზელობის გარდა მაკედონიელთა ერესიც გავრცელდა, რომელიც სულიწმინდას გმობდა. ეს ერესი განსაკუთრებით ქალაქ ბიზანტიაში "ყვაოდა". წმინდა ბასილისა და მრავალი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის დარწმუნებით, წმინდა გრიგოლი იქ უნდა გამგზავრებულიყო და თავისი განსწავლულობითა და მჭევრმეტყველებით დაემარცხებინა ღვთის მგმობელები.

ამ დროს მოულოდნელად ძალზე ახალგაზრდა გარდაიცვალა წმინდა ბასილი. დიდად განიცადა გრიგოლმა მეგობრის გარდაცვალება, სიტყვაც წარმოუთქვამს მის დაკრძალვაზე. მერე კი გზა განაგრძო და ბიზანტიაში ჩავიდა.

მთავარი დამცველი მართლმადიდებლობისა აღმოსავლეთ იმპერიაში
წმინდა ბასილის გარდაცვალების შემდეგ წმინდა გრიგოლი მთავარი დამცველი ხდება მართლმადიდებლობისა აღმოსავლეთ იმპერიაში.

როცა ის კონსტანტინოპოლში ჩავიდა, ყველა ეკლესია ერეტიკოსების ხელში იყო. წმინდა გრიგოლი ნათესავის სახლში დაბინავდა და მისი ერთ-ერთი დარბაზი აღდგომის სახელობის ეკლესიად გადააკეთა. ამით მღვდელმთავარმა გამოხატა, რომ სურდა, აღმოსავლეთ იმპერიის დედაქალაქში ჭეშმარიტი სარწმუნოება აღმდგარიყო. მდგომარეობა მართლაც უნუგეშო იყო.

ჯერ არ მიმცხრალიყო არიოზელთა და მაკედონიელთაგან ატეხილი ღელვა, რომ ქრისტეს ეკლესიის ხომალდი ახლა აპოლინართა ერესმა შეარყია. აპოლინარი არასწორად ბრძნობდა ქრისტეს განკაცებაზე და მრავალი უბრალო ქრიტიანიც აცდუნა. წმინდა გრიგოლმა მრავალი ღვაწლი გასწია ამ ერესის წინააღმდეგ. ამასობაში აპოლინარებმა წმინდა გრიგოლს ერეტიკოსობა დასწამეს: ერთის ნაცვლად მრავალი ღმერთი შემოჰყავსო. ქალაქი ააშფოთეს. აღდგომის წინა ღამეს, როცა გრიგოლი ახალმოქცეულებს ნათლავდა, შეიარაღებული მწვალებლები ტაძარში შეიჭრნენ და მართლმადიდებლებს ქვები დაუშინეს. ამ თავდასხმისას ერთი ეპისკოპოსი გარდაიცვალა, წმინდა გრიგოლი კი მძიმედ დაიჭრა. "შფოთის შემომტანი" წმინდა გრიგოლი გამძვინვარებულმა ხალხმა ქალაქისთავის წინაშე წარადგინა. მან კი იცოდა, რომ ის უდანაშაულო იყო და გაათავისუფლა.

ასეთი ღვაწლისა და ერეტიკოსთა წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლის გამო წმინდა საქვეყნოდ გაუვარა სახელი. უფლის საყვარელი მოციქულის მსგავსად, მთელმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღვთისმეტყველის სახელი უწოდა და ასეც ეძახდნენ სიცოცხლეშივე. ღვთისმოშიშ ადამიანებს სურდათ, გრიგოლი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე ეხილათ, მაგრამ ბოროტი ხალხი ამ საქმეშიც შეეწინააღმდეგა.

კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა ერთი ბერძენი ფილოსოფოსი, სახელად მაქსიმე, წარმოშობით ეგვიპტელი, რომელმაც უარყო ელინთა უღმერთობა, ნათელიღო და ეკლესიის წევრი გახდა. ამაო ცხოვრების მოყვარულს ღვთისმოსავის ქათიბი მოერგო, შინაგანად კი მგელი იყო. წმინდა გრიგოლი მის მოქცევას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ამიტომაც დაიახლოვა, მან კი, იუდას მსგავსად, მოძღვრის ღალატი განიზრახა. იმ დროს თასოსიდან ბიზანტიაში მარმარილოს ფილების საყიდლად ვინმე დეკანოზი ჩამოვიდა. მაქსიმეს თანამზრახველებმა მას ფული მთლიანად დასცინცლეს და ალექსანდრიის პატრიარქ პეტრეს მდიდრული საჩუქრები გაუგზავნეს, სანაცვლოდ კი კონსტანტინოპოლის ტახტს სთხოვდნენ. პეტრემაც, ანგარებით დაბრმავებულმა, კონსტანტინოპოლში ეგვიპტის ეპისკოპოსები გამოგზავნა. ისინი მაქსიმესთან ერთად გამოცხადდნენ ეკლესიაში და ცისკრის ლოცვაზე ხელდასხმასაც უპირებდნენ.

წმინდა გრიგოლი ამ დროს სნეულების გამო სარეცელს იყო მიჯაჭვული. შეიკრიბა მრევლი, სამღვდელოება და თვითმარქვია მაქსიმეს ეკლესია დაატოვებინეს. ის და მისი მომხრეები ერთი ფლეიტისტის სახლში შევიდნენ და იქ დაასრულეს ხელდასხმა. აღშფოთდა ხალხი, საყვედურობდა მღვდელმთავარს, ასეთი მოღალატე როგორ დაიახლოვეო. წმინდა გრიგოლმა დაამშვიდა სამწყსო.

მაქსიმე კი ეპისკოპოსებთან ერთად იმ დროს თესალონიკში მყოფ იმპერატორ თეოდოსი დიდს ეახლა, კონსტანტინოპოლის პატრიარქად რომ დაემტკიცებინა. თეოდოსი კარგად იცნობდა წმინდა გრიგოლს. ეს ამბავი რომ შეიტყო, განრისხდა და მაქსიმეც და ეგვიპტელი ეპისკოპოსნიც გაყარა. მაქსიმე ახლა პეტრე ალექსანდრიელს მიეჭრა კადნიერად: ან კონსტანტინოპოლის პატრიარქობისთვის მიშუამდგომლებ, ან არადა შენს ტახტზე დამსვამო. შეშინებულმა პეტრემ მაქსიმე გააძევა ალექსანდრიიდან.

ღვთივგანბრძნობილი მქადაგებელი
ამასობაში ავადმყოფობისგან გაწამებულმა წმინდა გრიგოლმა კონსტანტინოპოლის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მრევლის დაჟინებული თხოვნით, ტირილით, მუდარით შეწუხებული მხოლოდ მანამდე დარჩა, სანამ საეკლესიო კრებაზე ახალ მღვდელმთავარს დაადგენდნენ, ამ კრებას კი ყველა მოუთმენლად მოელოდა.

თეოდოსი დიდმა სძლია ბარბაროსებს და კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. იმ დროს არიოზელებს ამ ქალაქში თავიანთი პატრიარქი ჰყავდათ, ვინმე დემოფილე, და ყველა ტაძარს ფლობდნენ. მართლმადიდებელნი წმინდა აღდგომის ძველ ეკლესიაში იყვნენ შეყუჟულნი. თეოდოსიმ დემოფილე თავისთან დაიბარა და მართლმადიდებლობის მიღება მოსთხოვა. მან კი "რწმენის ღალატს" პატრიარქობის დატოვება არჩია. თეოდოსიმ საპატრიარქო ტაძარი წმინდა გრიგოლს და მის მრევლს გადასცა. ორმოცი წლის შემდეგ მართლმადიდებლები საზეიმოდ შევიდნენ ტაძარში. გამძვინვარებული ერეტიკოსების გადამკიდე ალბათ ვერც მოახერხებდნენ ამას, თეოდოსი რომ არ მოსულიყო ჯარით.

მეფე თეოდოსი დიდ პატივს სცემდა წმინდა გრიგოლს, ხშირად მიდიოდა მასთან, ესაუბრებოდა. არსებობს ასეთი გადმოცემაც: თეოდოსიმ მას სახარების განმარტება სთხოვა. წმინდა გრიგოლი ლოცვად დადგა, სურდა შეეტყო, რამდენად იყო სათნო ღვთისთვის ეს საქმე. მოესმა უფლის ხმა: გრიგოლ, სახარების განმარტება იოანე ანტიოქიელს (წმინდა იოანე ოქროპირს) ებრძანაო. ამიტომ აღარ მოჰკიდა ხელი ამ წმინდა საქმეს, სამაგიეროდ, მრავალი ღვთივგანბრძნობილი ქადაგება დაუტოვა ეკლესიას.

ერთხელ არიოზელებმა მკვლელიც კი მიუგზავნეს. სხვებთან ერთად შევიდა ავადმყოფ მღვდელმთავართან, მაგრამ მისმა სათნო სახემ, ღვთის მადლმა გული მოულბო, დაეცა მის წინაშე და ცოდვათა შენდობას სთხოვდა. როცა შეიტყვეს მისი განზრახვა, მღვდელმთავარს აცნობეს: "მამაო, ეს შენი მკვლელია, ერეტიკოსებისგან მოსყიდული. ქრისტემ დაგიცვა. ეს კი ინანიებს და შენდობას გთხოვსო". წმინდა გრიგოლი ატირდა, მოეხვია ყმაწვილს და უთხრა: "უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ შეგიწყალოს, ჩემო საყვარელო შვილო, და შეგინდოს ცოდვები. რადგან მან სიკვდილს გადამარჩინა, მინდა, შენი სიცოცხლეც ვიხსნა. მხოლოდ ერთი მოგეთხოვება: დაუტევო ერესი და ცხონებისთვის იზრუნო".

მთელმა ქალაქმა შეიტყო მღვდელმთავრის საქციელი და უფრო მეტი სიყვარულით განიმსჭვალა მის მიმართ.

ოღონდ შერიგდით და შეიყვარეთ ერთმანეთი
მალე კონსტანტინოპოლში შედგა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელსაც წინამძღვრობდა წმინდა მელეტი, პატრიარქი ანტიოქიისა. ამ კრებამ წმინდა გრიგოლი კონსტანტინოპოლის პატრიარქად დაამტკიცა. კრების მიმდინარეობისას (ის სამ წელს გრძელდებოდა) წმინდა მელეტი გარდაიცვალა. ამ დროს კრებას შეუერთდნენ ეგვიპტიდან და მაკედონიიდან ჩამოსული ეპისკოპოსები, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ წმინდა გრიგოლის პატრიარქობისა. ატყდა დავა-კამათი, შფოთი მრევლსაც გადაედო. წმინდა გრიგოლმა მათი მორიგება სცადა. რომ ვერ შეძლო, სათქმელი უკვე მკაცრად განაცხადა.

- მამანო! გრცხვენოდეთ, სხვებს სიმშვიდეს ასწავლით და შფოთი თქვენს შორისაა!.. თუ მე ვარ მიზეზი უთანხმოებისა და ღელვისა, - რადგან არაფრით აღვემატები იონა წინასწარმეტყველს, - გადამაგდეთ გემის ქიჩოდან და დაცხრება თქვენ შორის მღელვარება. თუმცა ჩემ მიერ არ აღძრულა ეს ქარიშხალი, ვემსხვერპლები ხომალდის გადასარჩენად, ოღონდ შერიგდით და შეიყვარეთ ერთმანეთი. მე არ მიხაროდა, როცა საყდარზე ავდიოდი და ჩემივე ნებით ჩამოვდივართ. მშვიდობით იყავით, წმინდანო მოძღვარნო, და ნუ დაივიწყებთ ჩემს ღვაწლს.

ახლა მეფეს მიმართა და შინ დაბრუნების ნება სთხოვა. შეაძრწუნა და აატირა თეოდოსი წმინდა მამის სიტყვებმა, მასთან ერთად აცრემლდნენ დიდებულებიც. მთელმა ქალაქმა გააცილა სამშობლოსკენ მიმავალი მღვდელმთავარი, უზომო იყო მათი მწუხარება. წმინდა გრიგოლის კვალად კრება დატოვეს და თავიანთ ეპარქიებში დაბრუნდნენ მისი მოყვარული და ერთგული მღვდელმთავარნი: გრიგოლ ნოსელი, ამფილოქი იკონიელი, ევლოგი ედესელი, ილადი კესარიელი და სხვები. დარჩენილმა ეპისკოპოსებმა კონსტანტინოპოლის პატრიარქად სენატორი ნექტარიოსი აირჩიეს.

წმინდა გრიგოლი კი კაპადოკიაში დაბრუნდა და თავის მშობლიურ სოფელ არიანზში დასახლდა. ძალზე დასუსტებული და დაუძლურებული რვა წლის შემდეგ - 389 წელს გარდაიცვალა და მშობლების გვერდით დაკრძალეს.

ერთხელ, ყრმობისას, წმინდა გრიგოლი თურმე გვირგვინს ამზადებდა. წამახვილებული ბოლო გაეშვა და წარბი გაეჭრა. შემდგომში, როცა წმინდანის საფლავი გახსნეს, მამამისის ნეშტისგან იმითღა გაარჩიეს, რომ თავის ქალაზე განუხრწნელი დარჩენოდა გაპობილი წარბი. წმინდა გრიგოლის პატიოსანი თავი ახლა ვათოპედის მონასტერშია დაბრძანებული და მომლოცველნი ეთაყვანებიან.

ერთი სადავო, მაგრამ საინტერესო ცნობა
აქვე გვინდა აღვნიშნოთ ერთი სადავო, მაგრამ საინტერესო ცნობა, რომელსაც პლატონ იოსელიანი გვაწვდის.

მისი თქმით, როცა გრიგოლი ბასილი დიდთან პონტოში ცხოვრობდა, გადმოცემით, საქართველოშიც ჩამოსულა, მელეტი ანტიოქიელის კურთხევით, რომლის განმგებლობაშიც იყო მაშინ საქართველოს ეკლესია. წმინდა გრიგოლს, ჩვენში გავრცელებული გადმოცემით, არაგვის ხეობის მთიულნი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში განუმტკიცებია. "ამაზე მიგვითითებს ქალაქ დუშეთში დღემდე შემორჩენილი დიდი პატივისცემა წმინდანისა და ეკლესიაში დავით აღმაშენებლის დროს დაწესებული ლიტანია. ქართულმა ეკლესიამ ეს მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი დაადგინა, მეორე დღე წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებიდან. აი, რის საფუძველზე დღესასწაულობდა მთელს საქართველოში მხოლოდ დუშეთის ადგილობრივი ეკლესია ამ ორ დღეს პატივად ლიტანიობით... 1761 წლის საეკლესიო აქტით, ეს ლიტანიობები ზამთრიდან, როგორც ამისთვის შეუფერებელი დროიდან, გაზაფხულზე, აღდგომიდან მესამე კვირას, გადაიტანეს".

პლატონ იოსელიანი ასევე იმოწმებს ბოდორნის, სავარაუდოდ, XV საუკუნის სახარებაზე გაკეთებულ წარწერას: "წმიდაო გრიგოლი ღვთისმეტყველო, არაგვისა განმანათლებელო, მეოხ მეყავ წიგნისა ამის მწერალსა ცოდვილსა მღვდელსა იოანე ბოდ...ელსა (ბოდორნელსა). ბატონის ათანასი ქორეპისკოპოსისთვის დავსწერე".

"წმინდა გრიგოლი ევსტატი ანტიოქიის პატრიარქის შემდეგ მეორე მქადაგებელი იყო რწმენისა (არაგვის ხეობაში - კ.კ.) და როგორც ევსტატის ცხოვრებაში არ არის აღნიშნული ეს ფაქტი, ასევე არ არის წმინდა გრიგოლის ცხოვრებაშიც. ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მათი გარდაცვალებიდან ძალზე გვიან არის შეგროვილი ცნობები და ცხოვრებაც გვიან არის შედგენილი", - ბრძანებს პლატონ იოსელიანი.

პლატონ იოსელიანის დროს დუშეთსა და მის შემოგარენში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელზე აშენებული რამდენიმე ტაძრის ნანგრევი იყო.

არ არის ჩვენ შორის არც პირველი, არც მეორე და არც მესამე
ალექსი კომნენოსის მეფობისას ბიზანტიაში სერიოზული დავა-კამათი ატყდა, თუ ვინ უფრო დიდი იყო: წმინდა ბასილი, წმინდა გრიგოლი თუ წმინდა იოანე ოქროპირი. ეს შფოთი რომ დამცხრალიყო, სამივე წმინდა მამა გამოეცხადა იოანე ევქაიტელ ეპისკოპოსს და ამცნო: "სამივე თავის დროზე სულიწმინდით ვიღვწოდით და ვქადაგებდით. არ არის ჩვენ შორის არც პირველი, არც მეორე და არც მესამე. უთხარი მართლმადიდებელ ერს, რომ მათაც დაუტევონ დაყოფა. ჩვენ როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ ვცდილობთ, ყველანი თანამოაზრენი იყვნენ. შეგვაერთე ერთ დღეს და შეგვიდგინე საერთო დღესასწაული; ჩვენ კი ყველა ჩვენს მომხსენებელს მსწრაფლ შევეწევით ცხონების საქმეშიო".

წმინდა იოანემ ეს სასწაულებრივი ხილვა ხალხს გაუმჟღავნა, 30 იანვარს (ახალი სტილით - 12 თებერვალს) დააწესა სამივე დიდი მღვდელმთავრის ხსენება და ამით მშვიდობა ჩამოაგდო ქრისტიანთა შორის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat