ღირსი დანიელ მესვეტე - 11 (24) დეკემბერი
ღირსი დანიელ მესვეტე - 11 (24) დეკემბერი
ღირსი მამაი ჩვენი დანიელ მესვეტე, ნერგი სამოთხისა, აღმოცენდა მესოპოტამიაში, სოფელ ბიფარაში, რომელიც ქალაქ სამოსატის სიახლოვეს მდებარეობდა. მის ქრისტიან მშობლებს ელია და მართა ერქვათ. დედამისი ბერწი იყო და მრავალგზის საყვედურობდა მას ამის გამო ქმარი და ახლობლები. ერთხელ შუაღამისას ჯავრისგან ძალზე დამძიმებული, ჩუმად გამოვიდა თავისი სახლიდან, ხელები ზეცად აღაპყრო და ცრემლმორეულმა ამგვარად ილოცა:

-უფალო ღმერთო იესო ქრისტე! რომელმაც თავიდან შექმენ მამაკაცი და დედაკაცი და მათ უთხარი: აღორძინდით და გამრავლდით. შენ უბოძე სარას სიბერეში ისააკი, ანას სამოელი, ელისაბედს იოანე. შემიბრალე მე უბედურიც და მოწყალე მექმენ მხევალსა შენსა, შვილიერ მყავ და მომანიჭე ნაყოფი მუცლისა ჩემისა, რათა მოგცე იგი შენ მსახურად, როგორც ოდესღაც ანამ მოგგვარა სამოელი.

მართამ ილოცა რა ამგვარი შემუსვრილი გულით და მდაბალი სულით, სახლში დაბრუნდა. როგორც კი ჩათვლიმა, ძილში მან ორი დიდი მნათობი იხილა, ფეშხუმის მსგავსი, რომლებიც ზეციდან გარდამოხდნენ და მის სიახლოვეს დაადგრნენ. დილით, როცა წამოდგა მან ქმარსა და ახლობლებს მოუთხრო ხილვის შესახებ, ისინიც ყველანაირად ცდილობდნენ სიზმრის ახსნას, ხოლო მან ამოიოხრა და თქვა, შევევედრები ღმერთს რომ ჩემთვის უმჯობესი განაგოს. წინასწარმეტყველური სიზმარი მალევე ახდა, მართამ მუცლად იღო და შვა ძე. თუმცა ეს კია მისთვის სახელი არ დაურქმევიათ, რადგან სურდათ რომ ღვთის საჩუქარისთვის სახელი ღვთისაგან მიეღო. ამიტომაც, როცა ხუთი წლისა მონასტერში მიიყვანეს და უფალს შესწირეს, მისთვის სახელის დარქმევა იღუმენს თხოვეს. იღუმენმა საკურთხევლიდან საეკლესიო წიგნის გამოტანა ბრძანა, გადაშალა და იქ წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა. აქედან მიხვდა, რომ ღვთის ნებით ყრმისთვის წინასწარმეტველის სახელი უნდა დაერქმია და მას დანიელი უწოდა. ეს კი მოასწავებდა იმას, რომ ბავშვი მომავალში მიემსგავსებოდა დიდ წინასწარმეტყველს, როგორც სახელით, ისე ღვთისმოშიშებით. მშობლებს სურდათ, რომ ყრმა მაშინათვე ღვთის სამსახურისთვის შეეწირათ, მაგრამ იღუმენი არ დათანხმდა, რადგან ბავშვი ძალზე პატარა იყო. ამგვარად, ღმრთის განგებულებით, მშობლები სახლში დანიელთან ერთად დაბრუნდნენ, რათა ყრმას შემდგომში თავისი სურვილითა და ნებით აერჩია ღვთის სამსახური, და არა სხვათა კარნახით. დანიელის სიყრმითვე მიხვდებოდით, რომ მისგან ღმრთის სათნო ადამიანი გამოვიდოდა, ვითარცა კარგი ხის ნერგი, თავისი შემდგომი მსხმოიარობის ნიშანს რომ გამოიტანს ხოლმე. მას სათნოებათა საფარველი ყველგან თან სდევდა, რამეთუ ის ამქვეყნად ღვთის მადლით დადიოდა.

როცა ყრმა 12 წლის გახდა, მან უჩუმრად ქრისტესთვის დატოვა თავისი სახლი, მშობლები, ნათესავები და მშობლიური სოფლიდან 20 სტადიონის მოშორებით მდებარე მონასტერში წავიდა. იღუმენის წინაშე დაემხო მუხლებზე, საძმოში მიღება და მონაზვნად აღკვეცა სთხოვა.
წინამძღვარმა უთხრა:

-შვილო შენ ფრიად პატარა ხარ ასაკით და ამდენი შრომის დათმენა არ შეგიძლიან, რასაც მონასტერში შეხვდები. წადი და დარჩი შენს მშობლებთან, და რაღაც დროის შემდეგ, როცა შესძლებ მარხვას, მღვიძარებას, გალობას და შრომას, მაშინ მოდი შენი მშობლებისა და ახლობლების ნებართვით.
ხოლო ყრმამ უთხრა:

-მამაო პატიოსანო. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე აქედან წავიდე და შენს მადლს და შენს სამწყსოს გავშორდე.

დიდხანს ცდილობდა გადარწმუნებას იღუმენი, რომ ვერ მოდრიკა ძმებს უთხრა:

-ღმერთს გაფიცებთ ძმებო, მითხარით, მივიღოთ ეს ყრმა, თუ რა ვუყოთ?

მონაზვნები დათანხმდნენ წინამძღვარს და დანიელი საძმოში მიიღეს.

ამასობაში ყრმას მშობლები ეძებდნენ და მონასტერში მიაგნეს, გაიხარეს და ამასთან გაოცდნენ, რომ ასეთმა პატარამ ღვთის სამსახური აირჩია. სთხოვეს იღუმენს ჩვენი ვაჟი ჩვენს თვალწინ აღკვეცეთ მონაზვნადო. კვირა დღეს იღუმენმა ძმებთან მოთათბირების შემდეგ, დანიელი მონაზვნად აღკვეცა და მშობლებს კი უბრძანა, შვილის სანახავად ხშირად არ მოსულიყვნენ. მშობლები სახლში გახარებულნი დაბრუნდნენ, ნეტარი დანიელი კი წარემატებოდა და განძლიერდებოდა სულით, და იზრდებოდა არამარტო წლებით, არამედ სათნოებებითაც.


წმინდა დანიელის საკვირველი ცხოვრების მიზეზი შემდეგი ამბავი გახდა. წმინდა დანიელმა მოისურვა მოევლო წმიდა ადგილები სადაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ევნო, დაეფლა, აღსდგა მესამე დღეს და საიდანაც ამაღლდა ზეცად. თანაც სურვილი ჰქონდა, იმ დროის უდიდესი მოღვაწის წმინდა სვიმეონ მესვეტის (უფროსი) ხილვისა. მივიდა და გაშვება სთხოვა იღუმენს, მაგრამ მან უარი უთხრა, თუმცა რაღაც დროის შემდეგ როცა ანტიოქიის მთავაეპისკოპოსმა არქიმანდტრიტების კრება გამართა, წინამძღვარმა რამდენიმე ძმასთან ნეტარი დანიელი თან წაიყვანა. მიაღწიეს სოფელ ტილანისამდე, რომლის სიახლოვესაც წმინდა სვიმეონი მოღვაწეობდა. საკვირველი სანახავი იყო, უმკაცრესი ჰავა, მაღალი სვეტი, სადაც წმინდა სვიმეონი იდგა შეუძვრელად, და უძლებდა ზამთრის სიცივეს და ზაფხულის მცხუნვარებას, ქარსა და წვიმას. ზოგიერთმა უგუნურმა თქვა, ხიბლში არის და ამიტომ უძლებსო. მაგრამ წმინდა დანიელი არა მხოლოდ განცვიფრდებოდა მისი მოთმინებით, არამედ მისი მიბაძვის სურვილიც გაუჩნდა. ამიტომ როცა წმინდა სვიმეონმა ბრძანა სვეტისთვის კიბე მიედგათ, და ვისაც მისი ნახვის სურვილი ჰქონდა ზემოთ ასულიყო, ზოგმა ფეხი აიტკია, ზოგმა თქვა ასვლას ვერ შევძლებ, ბებერი ვარო... წმინდა დანიელი კი მაშინათვე კიბეს თავში მოექცა და გახარებული მივიდა წმინდა მამასთან. ღირსმა სვიმეონმა დამოძღვრა ყმაწვილი, აკურთხა და ბოლოს უწინაწარმეტყველა:

- გამხნევდი შვილო, და განგიმტკიცდეს გული, რამეთუ ქრისტეს გულითვის ძნელად სატვირთავი ღვაწლის გაწევა მოგიწევს. მაგრამ, თვით ქრისტე იქნება შენი წინამძღოლი და შემწე. ის გააძლიერებს და ანუგეშებს შენს სულს.

წმინდანთან ამ სიყვარულით აღსავსე საუბრის შემდეგ წმინდა დანიელი, ძირს ჩავიდა და მონასტერში დაბრუნდა.

გამოხდა ხანი. მონასტრის იღუმენი გარდაიცვალა და ძმები დანიელს აიძულებდნენ იღუმენობა მას მიეღო. მან სხვაზე მიუთითა და თვითონ კი მყუდროების მოსურნემ თავისთვის თქვა:

-აი, დანიელ შენ უკვე თავისუფალი ხარ და დადგა ჟამი როცა უნდა უნდა აღასრულო ის, რისკენაც ასე ისწრაფოდი.

ამგვარად, წმინდა დანიელი მონასტრიდან გამოიპარა და მივიდა წმინდა სვიმეონის სვეტთან და იქ დაჰყო ორი კვირა. როცა წასვლა დააპირა წმინდა სვიმეონმა თავისთან დარჩენა შესთავაზა. ნეტარ დანიელს კი ძალზე სწყუროდა იერუსალიმის წმინდა ადგილების მონახულება და გაუდგა კიდეც გზას პალესტინისკენ. თუმცა გზა სახიფათო იყო, რადგან იმ დროს სამარიტელები ეომებოდნენ ქრისტიანებს. თუმცა დანიელს ქრისტესთვის სიკვდილი სურდა კიდეც, და უშიშრად გააგრძელა გზა. საკმაოდ იარა და გზაში ერთ მხცოვან მონაზონს შეხვდა რომელიც ძალზე ჰგავდა წმინდა სვიმეონ მესვეტეს. ბერდიდი ეამბორა დანიელს და ჰკითხა ასურულ ენაზე, საით მიდიხარო. წმინდა მიწაზე, თუ ღმერთი მაკურთხებსო, უპასუხა წმინდა დანიელმა. ბერდიდმა უთხრა:

-მართლაც, თუ ღმერთი გაკურთხებს-უთხრა უცნობმა, -განა არ შეიტყვე, რომ პალესტინაში სისხლისღვრაა გაჩაღეული?

-დიახ, მაგრამ ღვთის იმედი მაქვს. ის შემწევა და ამიტომ ცუდი არაფერი შემემთხვევა. რამე რომ მოხდეს მაინც არ მეშინია, "რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ, და გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით; გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ (რომ.14:8);

-განა არ იცი რომ დაწერილია: ნუ მისცემ შეძრვად ფერჴსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა (ფსალმ. 120:3);

დანიელი კვლავ შეეწინააღმდეგა და თქვა რომ ამ მოგზაურობისას მზად იყო ქრისტესთვის მომკვდარიყო. რაზეც უცნობმა მამამ რისხვით პირი მიაბრუნა მისგან და უთხრა:

-ღმერთს არ უბრძანებია ჩვენთვის, რომ თავი სასიკვდილო საფრთხეში ჩავიგდოთ, რამეთუ ბრძანა: რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად (მათე 10:23);

მაშინ წმინდა დანიელმა ჰკითხა:

-მამაო, თქვენ თუ ასე წარმოგიდგენიათ, მზად ვარ უკან დავბრუნდე.

ბერდიდმა უპასუხა:

-მე განზრახვაზე ხელის აღებას კი არ გირჩევ, არამედ მხოლოდ მიგითითებ, რომ უგუნურებაა იქ ასეთ არასასურველ დროს წასვლა. ეხლა კი წადი და იხილე სიწმინდეების სიმრავლით მეორე იერუსალიმი, ქალაქი კოსტანტინეპოლი, იქ შეგიძლიან ბევრი ეკლესია მოილოცო და განსცხრე სიწმინდეთა ჭვრეტით. თუ გინდა უდაბნო ადგილას დაყუდება, ან თრაკიაში, ანდა პონტოში-ეს შენთვის მაცხონებელი იქნება და ღმერთი შეგეწევა ამაში. საერთოდაც საყვარელო, ნუ იფიქრებ, რომ მხოლოდ იერუსალიმში შეგიძლია იპოვნო ღმერთი და არა იერუსალიმში. ღმერთი შემოსაზღვრული არ არის.
ამგვარად, საუბარში მიაღწიეს ერთ მონასტერს, და რადგანაც შემწუხრებული იყო, წმინდა დანიელმა უცნობ ბერს უთხრა, მამაო თუ ბრძანებ, აქ შევჩერდეთო. ბერმა უთხრა დანიელს, წინ წადი და მოგწევიო. იფიქრა დანიელმა, რომ ბერი ხორციელი საჭიროების გამო შეჩერდა. წავიდა და მონასტრის კარიბჭესთან დაელოდა. რომ არ მოვიდა, იფიქრა, ეტყობა ღამეს სხვაგან გაათენებსო და სავანეში შევიდა. მამებმა თბილად მიიღეს და ატრაპეზეს. მიწვა მოსასვენებლად. ჩაეძინა და მას ძილში, ისევ ის უცნობი ბერი გამოეცხადა და უთხრა, რომ მისი რჩევისთვის ყური ეგდო და ბიზანტიაში წასულიყო. გაეღვიძა წმინდა დანიელს, იფიქრა ნეტავ ვინ გამომეცხადა კაცი თუ ანგელოზია. ის კი დიდი მესვეტე წმინდა სივიმეონი იყო. დილის ლოცვების წართქმის შემდეგ დანიელმა მშვიდობა უსურვა მონასტრის მამებს და ბიზანტიისკენ გაემართა.
KARIBCHE
წმინდა დანიელმა ზღვის პირას ერთ ადგილს მიაღწია რომელსაც ანაპლეს უწოდებდნენ, და იქ მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში შევიდა, სადაც ერთი კვირა დაჰყო. აქვე შეიტყო, რომ ანაპლეში იდგა ერთი მიტოვებული წარმართული ტაძარი, სადაც უამრავი არაწმინდა სული სახლობდა. მას გვერდით ვერავინ ჩაუვლიდა, ბოროტმა სულებმა უამრავ მენავეს ჩაუძირეს ნავი და მოკლეს. ხმელეთზე მიმავალთ ეშმაკები ყაჩაღებივით ესხმოდნენ თავს, და ხოცავდნენ. ეს რომ წმინდა დანიელმა შეიტყო, გადაწყვიტა წასულიყო და იქ დასახლებულიყო, გაიხსენა რა წმინდა ანტონი დიდი, რომელმაც მრავალი ვნება დაითმინა ეშმაკთაგან და ბოლოს ღვთის შეწევნით სძლია. აღიჭურვა რა პატიოსანი ჯვრის ნიშით წმინდა დანიელი შევიდა ცარიელ წარმართულ ტაძარში, თითოეულ კუთხეს ჯვარი გამოსახა, თითოეულ კუთხეში დაიჩოქა და ღმერთს შეევედრა. როცა მოსაღამოვდა ეშმაკთამთავარი მოვიდა და ქვების სროლა დაუწყო სროლა. შემდეგ საშინელი ქვითინი, ხმაური და ღრიალი გაიგონა; მაგრამ წმინდა დანიელი უშიშრად იდგა და ლოცულობდა, წარმოთქვამდა ფსალმუნის სიტყვებს: "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდ; ვისა მეშინოდის? უფალი შესავერდებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?" (ფს.26:1). ამგვარად გაატარა მან პირველი და მეორე ღამე. მესამე ღამეს კი წმინდა დანიელმა უამრავი ეშმაკი იხილა, დევების სახით, კბილებს აღრჭენდნენ და გაცეცხლებულნი უყვიროდნენ წმინდანს:

-უბედურო, ვინ გირჩია მოსულიყავი აქ სადაც დიდიხანია ვცხოვრობთ და ამ ადგილის ბატონ-პატრონნი ვართო.

ეშმაკებმა დანიელისკენ გაიწიეს, ზოგს მისი ზღვაში ჩაგდება უნდოდა, ზოგსაც ქვებით ჩაქოლვა, თუმცა წმინდანთან მიახლოება ვერ გაბედეს.. ღირსმა დაინელმა გაიხსენა რომ "ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა" მარკოზი 9:29). და ამგვარად მოიქცა: ტაძრის ყველა გასასვლელი ამოქოლა და ერთი მცირე სარკმელი დაიტოვა, თვითონ კი მარხვასა და ლოცვას შეუდგა. მცირე ხანში ღვთის ძალით, ეშმაკთა ურდო იქიდან განიდევნა და ხალხს უკვე უსაფრთხოდ შეეძლო იმ ადგილის გვერდით გავლა. ამის შესახებ ირგვლივ ბევრმა შეიტყო და იწყეს ღირს დანიელთან მისვლა. იმ ადგილას სადაც ადრე ეშმაკები ბუდობდნენ, ახლა, დღე და ღამ ღვთის დიდეება გაისმოდა. ეშმაკმა შური აღძრა ზოგიერთ სასულიერო პირში და წმინდა დანიერლის წინააღმდეგ გაილაშქრეს, წავიდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქთან და ცილი დასწამეს ღირს მამას. მაგრამ პატრიარქმა უთხრა:
-ცილს რატომ სწამებთ ადამიანს, რომელსაც არც კი იცნობთ და არ იცით, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. თუ ის პატიოსნად იქცევა, მაშინ თქვენ მის სიწმინდეს უნდა მიჰბაძოთ; თუ ის არაწმინდად ცხოვრობს, მაშინ გასაგდებია. მაგრამ ჯერ წინასწარ დაწვრილებით უნდა გამოიძიოთ, თუ ვინაა.
პატრიარქის პასუხმა ცილისწამებელნი დაადუმა, თუმცა ეშმაკმა ნაცადი ხერხით-ზღვაში ჩაგდებით სცადა მისი შეშინება, მაგრამ ღირსი დანიელი, უშიშრად შეუძვრელად იდგა და ლოცულობდა.

-უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ რომლისაც მწამს, დაე დაგნთქას თქვენ ჯოჯოხეთის უფსკრულში.

როგორც ღამურების გუნდი, ისე გაიფანტა შეშინებული ეშმაკები. მაშინ ბოროტმა ძალამ კიდევ ერთხელ აღსძრა მის წინააღმდეგ ცილისმწამებელნი. მივიდნენ პატრიარქთან და უთხრეს:

-მეუფეო! დანიელი ჯადოქარია და მატყუარა. მან ხალხი მოაჯადოვა, ამიტომაც მისი დათმენა არ შეგვიძლიანო.

პატრიარქმა მოიხმო დანიელი, ვინაობა და სარწმუნოება ჰკითხა. წმინდა დანიელმა თავისი მართლმადიდებლური რწმენა აღიარა, უთხრა საიდანაც იყოდა ისიც რომ ბიზანტიაში საღმრთო გამოცხადებით ჩამოვიდა. ეს რომ პატრიარქმა გაიგო და ღირსი დანიელი როგორც ღვთის კაცი გულში ჩაიკრა. რამდენიმე დღის შემდეგ პატრიარქი მძიმედ გახდა ავად. მან მაშინათვე მოიხმო დანიელი და სთხოვა უფლისთვის მისი განკურნება ეთხოვა. როგორც კი ღირსმა დანიელმა ლოცვა წართქვა, პატრიარქი მაშინათვე გამოჯანმრთელდა. უანგარო მკურნალმა მხოლოდ ის თხოვა მღვდელმთავარს, მისი ცილისმწამებელნი არ დაესაჯა, პატრიარქმა უთხრა:

-როგორ არ ვაპატიო მათ, როცა ამხელა სიკეთე მომიტანეს იმით, რომ ღირსი გავხდი შენი ხილვისა და შენის ლოცვით განკურნებისა.
პატრიარქმა თავისთან დარჩენა სთხოვა, მაგრამ წმინდა დანიელმა უკან დაბრუნება არჩია, ჩარაზა შესასვლელი და მცირე ღიობიღა დატოვა, საიდანაც მასთან მისულ ხალხს ესაუბრებოდა.
ამგვარ მკაცრ ასკეტურ ცხოვრებაში განვლილი ცხრა წლის მერე ღმერთმა ღირს დანიელს, უფრო დიდი ღვაწლისკენ მოუწოდა. მან სიზმრეულ გამოცხადებაში სვეტი იხილა რომლის წვერი ცასა წვდებოდა. წვერის თავზე ღირსი სვიმეონი იდგა, ორ ნათლით მოსილ ჭაბუკთან ერთად. წმინდა სვიმეონ მესვეტემ მას მიმართა:

-დანიელ! ჩემთან ამოდი.

დანიელმა თითქოს უპასუხა:

-ბატონო! როგორ ამოვიდე ამ სიმაღლეზე?

მაშინ ღირსმა სვიმეონმა ამ ჭაბუკებს მასთან ჩასვლა და ამოყვანა უბრძანა. ჭაბუკებმა მაშინათვე შეასრულეს მისი ბრძანება და ღირსი დანიელი მასთან მიიყვანეს. ღირსი სვიმეონი მოეხვია დანიელს და ხმამაღლა უთხრა:

-გამხნევდი დანიელ! იყავ დიდსულოვანი და ძლიერი! იდექი მტკიცედ და მამაცურად!

როცა წმინდა სვიმეონი ამას ეუბნებოდა, მისი ხმა მეხივით გრგვინავდა. ამ ხმამ ღირსი დანიელი გამოაღვიძა კიდეც. სიზმარი კი მოასწავებდა, რომ ღირსი დანიელიც წმინდა სვიმეონის მსგავსად სვეტზე უნდა ასულიყო და მიახლოებოდა მას როგორც სულით, ისე ხორცით.

ამ დროს მასთან წმინდა წმინდა სვიმეონის მოწაფე სერგი მივიდა მას წმინდა სვიმეონის კუნკული მიუტანა, რომელიც მას მეფესთან, ყოველგვარი ცუდისაგან დასაცავად გაეტანებინა, და რადგანაც მეფე ერისკაცულ საზრუნავში იყო ჩაფლული, მაშინ სერგიმ მისგან წასვლა უკან დაბრუნება მოიფიქრა. მოისურვა დაუძინართა მონასტერი მოენახულებინა. როცა მან სხვებთან ერთად იმ ადგილის გვერდით გასცურა, სადაც ღირსი დანიელი მოღვაწეობდა, ზოგიერთმა გაიხსენა მისი ასკეტური ცხოვრება და ასევე ის რომ მან ღვთისაგან კურნების და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიეღო, სერგიმ ეს რომ მოისმინა, ბრძანა ნაპირზე გასულიყვნენ და ღირს დანიელთან წავიდა. წმინდა მამამ სერგი დიდი სიყვარულით მიიღო, რომელიც მასთან ხანგრძლივი საუბრის Aშემდეგ დარწმუნდა, რომ დანიელზე განისვენებდა ღირსი სვიმეონის სული, ვითარცა ილიასი-ელისეზე, მაშინ მან ღისრს დანიელს წმინდა სვიმეონის კუნკული გადასცა.

ამის მერე სერგიმ ძილში სამი ჭაბუკი იხილა, რომლებიც მასთან მივიდნენ და უთხრეს:

-ადექი, სერგი და უთხარი დანიელს, რომ დასრულდა მისი ტაძარში ცხოვრების ჟამი. დაე მან სერგიმ თავის ხილვის შესახებ მოუთხროს დანიელს. გამოეღვიძა თუ არა, სერგიმ მოუთხრო ღირს დანიელს ნანახი. ის მიხვდა, რომ ამით ღმერთმა მოუწოდა მას ღირსი სვიმეონისთვის მიებაძამაშინ ღირსმა დანიელმა სერგის სთხოვა წასულიყო უდაბნოში და სვეტტის დასადგმელად შესაფერისი ადგილი მოეძებნა.. სერგიმ ერთი ბორცვი შემოიარა, და ღვთის მინიშნებით იმ ადგილას მივიდა სადაც სვეტი უნდა დაედგა.აქ მძიმედ დაღლილი დასასვენებლად ჩამოჯდა და მან ასეთი ხილვა ნახა: მის წინ თეთრი მტრედი -გაფრინდა, სერგიმ მისი დაჭერა სცადა, უეცრად მას ზეციდან ხმა მოესმა"

-ხომ არ ფიქრობ, რომ ბულბულის ბადით დაჭერას შეძლებ? ეს ხელით უნდა დაიჭირო.

მაგრამ მტრედი ზევით აფრინდა და უჩინო შეიქმნა. ამით ის მიხვდა, რომ ღმერთმა ადგილი მიუთითა სვეტის ასაშენებლად. გახარებულმა დანიელმა თავის მეგობარს, ვინმე მარკოზს სვეტის აშენება სთხოვა, რომელმაც მალევე ააშენა და გადახურა. ღირსი დანიელი ღამე, ისე რომ ვერავის დაენახა, გამოვიდა ტაძრიდან, მივიდა სვეტთან და ილოცა:

-დიდება შენდა ქრისტე ღმერთო ჩემო, რომ ამგვარი ცხოვრების ღირსი გამხადე. იცი უფალო, რომ შენს მიერ განმტკიცებული, შენის იმედით ავდივარ ამ სვეტზე. მიიღე ჩემი მსხვერპლი, განმამტკიცე ღვაწლში და აღასრულე ჩემი ჩანაფიქრი.

ამგვარად ლოცვის შემდეგ სვეტზე ავიდა და ცასა და მიწას შუა დაყუდებულ ცხოვრებას შეუდგა. მაგრამ ეშმაკმა აქაც შური იძია, და მის წინააღმდეგ აღძრა ვინმე გელასი, იმ ადგილის პატრონი სადაც სვეტი იყო აღმართული. ამ უკანასკნელმა როცა შეიტყო, რომ მის სამფლობელოში ვიღაცას უნებართვოდ სვეტი აეგო, და მასზე ვინმე მონაზონი ცხოვრობდა, საშინლად განრისხდა და ამის შესახებ მეფესა და პატრიარქ გენადს ამცნო. მეფემ ყურადღება არ მიაქცია, ხოლო პატრიარქმა არამარტო სვეტის დანგრევა, ბერის სამარცხვინოდ განდევნაც უბრძანა. გამძვინვარებული გელასი სვეტისკენ გაემართა, უეცრად მოწმენდილი ცა მოიქუფრა, და საშინელი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ატყდა საშინელი ჭექა-ქუხილი. თუმცა ამან ვერ შეაშინა გელასი სვეტთან მივიდა და წმინდანს ყვირილი დაუწყო, ან ჩამოდი ან ძალით ჩამოგაგდებო. გელასს თან ხალხი ახლდა, რომლებიც მის დამშვიდებას ცდილობდნენ და ეუბნებოდნენ:

-თავი დაანებე, ცუდს ხომ არაფერს გიკეთებს. სვეტიც შენს სახლიდან შორსა დგას. ამით არაფერი გევნება, პირიქით, სჯობია ასეთი მეზობელი გყავდეს, რომელიც შენთვის ილოცებს.

მაგრამ გელასიმ მათ არ უსმინა და წმინდანს მრისხანედ უბრძანა საერთოდ დაეტოვებინა სვეტი. მაგრამ როცა წმინდანმა ჩამოსვლა დაიწყო და მეექვსე საფეხურზე ჩამოვიდა, ყველამ დაინახა, რომ მას დღედაღამ ზეზე დგომით, ფეხებიმორებივით გახდომოდა, დასიებოდა. ყველას შეებრალა, თვით გელასსაც გული მოულბა და სთხოვა, კვლავ სვეტზე ასულიყო და მისთვის ეპატიებინა შეურაცხყოფა. ამის მერე გელასიმ მას უფრო მაღალი სვეტი აუგო, პატივს მიაგებდა და თვით მეფის წინაშეც განადიდებდა ღირსი დანიელის სათნოებებს.

ერთხელ მასთან თრაკიიდან ერთი მოხუცი და პატივცემული კაცი მოვიდა და თან თავისი ერთადერთი ეშმაკეული ვაჟი მოიყვანა; ყმაწვილი სვეტთან დააწვინა და თვითონ ცრემლმორეულმა წმინდანს მისი განკურნება სთხოვა.

-ღვთის კაცო, აი უკვე ოდაათი დღეა რაც ეს ეშმაკისაგან შეპყრობილი განუწყვეტლივ შენს სახელს ახსენებსო.

ღირს მამას შეეწყალა იგი და უთხრა:

-თუ შენ გჯერა, რომ უფალი ჩემი იესო ქრისტე ჩემს მიერ განკურნებს შენს ვაჟს, მაშინ გეყოს რწმენისაებრ შენისა.

შემდეგ ბრძანა ყმაწვილს ნაკურთხი ზეთი დაალევინეთო. მართლაც როცა შეასვეს, ეშმაკმა ყმაწვილი ძირს დასცა და შეანჯღრია და დაიყვირა, გამოვდივარ, გამოვდივარო. განკურნებული ვაჟი მამამ მონასტერში დატოვა და ის შემდგომში კარგი მონაზონი გამოვიდა. ერთხელაც ღირს დანიელთან სახელგანთქმული პოეტი და ჰიმნოგრაფი კირი მოვიდა, ის იმპერატორ თეოდოსი უმცროსის დროს კონსტანტინეპოლის ქალაქის თავი გახდა, შემდგომშისმირნის ეპისკოპოსი. კირს ქალიშვილი ჰყავდა, ალექსანდრა, რომელიც ეშმაკისაგან იტანჯებოდა, მან ისიც წმინდანთან მოიყვანა. როგორც კი წმინდანმა ილოცა და ქალიშვილს თავზე ხელი დაადო, ეშმაკი მაშინათვე გამოვიდა მისგან და გოგონაც გამოჯანმრთელდა. მას მერე კირი წმინდანისადმი დიდი სიყვარულით განიმსჭვალა.ერთხელ მან ღირს დანიელს თავისი მეომრის ეშმაკეული ცოლი მიუყვანა და მანაც წმინდანის ლოცვით კურნება ჰპოვა.
ბერძენთა მეფეს ლეონ დიდს მემკვიდრე ვაჟი არ ჰყავდა და ღირს დანიელს სთხოვა ღვთისგან მისთვის ძე გამოეთხოვა. მან ილოცა უფლისა მიმართ და მეფეს უწინასწარმეტყველა რომ მომავალ წელს ვაჟი შეეძინებოდა. ეს წინასწარმეტყველება მართლაც ახდა. გახარებულმა მეფემ ღირს დანიელს მესამე სვეტი აუგო. ერთხელ კი ღირს დანიელთან დედოფალი ევდოკია მივიდა და წმინდანს თავის მხარეში გაყოლა სთხოვა, სადაც მისი თქმით ბევრი უდაბნო ადგილი იყო სამოღვაწეოდ შესაფერისი. მაგრამ ღირსმა დანიელმა მას მადლობა მოუხადა და გელასის მიერ აშენებულ მაღალ სვეტზე ავიდა.


სწორედ ამ დროს ბიზანტიაში მცხოვრებმა ერეტიკოსებმა დიდძალი ფულით ერთი მეძავი მოისყიდეს და მას ღირსი დანიელის, ან მისი რომელიმე მოწაფის ცდუნება დაავალეს. ქალი მდიდრულად მორთული წავიდა წმინდა დანიელის სვეტთან და იქვე მინდორზე კაი ხანს ცხოვრობდა, წმინდანის სხვა სულიერ შვილებთან ერთად, თავს კი სნეულად აჩვენებდა. არაფერი გამოუვიდა, თავის დამქირავებელს კი მოახსენა, წმინდანმა და მისმა მოწაფეებმა ძალადობა დააპირეს და გამოვექეციო. ეს ამბავი მალევე გავრცელდა, თუმცა ღვთის რისხვა მოეწია ქალს, ბოროტმა სულმა ძირს დასცა და ტანჯვა დაუწყო. მაშინ მან უნებურად აღიარა, რომ წმინდა დანიელს ცილი დასწამა. ხალხმა ის შეიპყრო და განსაკურნებლად ღირს დანიელს მიუყვანა. ღირსმა დანიელმაც, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტმა მოწაფემ, შეუნდო თავის მტერს და განკურნა. გონსმოსული ქალი ეამბორა სვეტს, აღიარა თავისი ცოდვები და შემდგომში განკრძალულად ცხოვრობდა.

წმინდა დანიელს წინასწარმეტყველების მადლიც ჰქონდა ღვთისაგან ბოძებული. მან წინასწარ სცნო სასჯელი რაც ღვთისაგან მოწევნული იყო დედაქალაქის თავზე. ამიტომ პატრიარქ გენადს და მეფე ლეონს მაცნე გაუგზავნა და ურჩია, კვირაში ორჯერ პარაკლისი გადაეხადათ, რომ ღვთის რისხვა შეეჩერებინათ. მაგრამ, წმინდანს არავინ უსმინა. ღვთის რისხვამაც არ დააყოვნა. მანამდე კი მეფემ პატრიარქი გააგზავნა წმინდა დანიელთან, რათა იგი მღვდლად ეკურთხებინა. მიუხედავად დიდი თხოვნისა წმინდანმა ნება არ მისცა პატრიარქს სვეტზე კიბე მიედგა და ასულიყო და გასაუბრებოდა მას. დიდი ხნის ვედრების შემდეგ რომ ვერ დააჯერა, პატრიარქმა მოუხმო არქიდიაკვანს და მას მღვდლად კურთხევის ლოცვების წაკითხვა დაავალა. თვითონაც იმეორებდა ამ ლოცვებს და წმინდა დანიელი მღვდლად აკურთხა, მიუხედავად იმისა რომ იგი ამ დროს სვეტზე იყო ასული. ნეტარმა დანიელმა ამაში ღვთის განგებულება დაინახა და ბრძანა სვეტისთვისთვის კიბე მიედგათ. პატრიარქის ხელთაგან მიიღო სამღვდელო შესამოსელი, ეზიარა უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს, დალოცა სვეტთან შეკრებილი ხალხი და სახლში მშვიდობა გააყოლა. როცა მეფემ შეიტყო ღირსი დანიელი მღვდლად ეკურთხაო, გახარებლმა მოიძარცვა სამეფო სამოსელი და თავმდაბლად ავიდა სვეტზე რირს მამასთან. მამა დანიელის მოთმინებით განცვიფრებული შეჰყურებდა მის დაწყლულებულ და დაჩირქებულ ფეხებს. ბოლოს კურთხევა აიღო მისგან და სახლში დაბრუნდა. ამასობაში მოახლოვდა ღირსი დანიელის წინასწარმეტყველების აღსრულების ჟამი.სექტემბრის თვეში როცა მთელი ბიზანტია აღნიშნავდა წმინდა მოწამე მამანტის ხსენებას, და ეკლესიაში საზეიმო ღვთისმსახურება დაიწყო, დედაქალაქი ხანძარი გაჩნდა და მთელს ქალაქს მოედო. სახლები, ტაძრები და რაც მთავარია ადამიანები ბევრი ამოიწვა ამ ცეცხლში. სწორედ მაშინ გაახსენდათ ღირსი დანიელის წინასაწარმეტყველება და საშველად ღირს მამას მიმართებს. აცრემლებულმა წმინდანმა უსაყვედურა მათ რატომ არ დამიჯერეთ, კვირაში ორი საზოგადო პარაკლისი რატომ არ გადაიხადეთო. ღირსმა დანიელმა ხელები ზეცად აღაპყრო და უფალს შეწყალება შესთხოვა. შემდეგ ღვთის პასუხი გააცნო, ხანძარი კიდევ შვიდი დღე. რაც შემდგომში აღსრულდა კიდეც. თვითონ მეფესაც შეეშინდა ღვთის და დედოფალთან ერთად მივიდა წმინდა დანიელთან და ლოცვა სთხოვა.

გავიდა ზაფხული და დადგა იმდენად ცივი შემოდგომა, რომ შეუძლებელია მისი აღწერა. ოთხი დღე კოკისპირულად წვიმდა. და მთელი ეს ხანი საშინელი ქარები ქროდა. ქარიშხალმა, ის რკინის კაუჭები მოწყვიტა, რომელზეც დამაგრებული იყო სვეტები. ქარისაგან წმინდა დანიელიც სვეტთან ერთად ფოთოლივით ირხეოდა. სულიერიშვილები შიშით შეჰყურებდნენ, საცაა სვეტი გადაიქცევა და ქვეშ მოიყოლებს ღირს მამასო. მაგრამ წმინდა დანიელი მხნედ იდგა და გაუძლო ამ განსაცდელს.

როცა ქარი ჩადგა წმინდანთან მოსანახულებლად მეფე მოვიდა. ნახა თუ რა ზიანი მიეყენებინა ქარს წმინდა დანიელის სამყოფელისთვის და სვეტების გამაგრება ბრძანა. ბოლოს ბერდიდისგან კურთხევა აიღო და სასახლეში დაბრუნდა. უკანა გზაზე ასეთი რამ შეემთხვა: ცხენი დაუფრთხა, წაიქცა და მეფე ჩამოაგდო. მეფეს თავიდან გვირგვინი მოსძვრა და გაუტყდა, თვალ-მარგალიტნი კი გაიბნა. მეფეს მეჯინიბე ჰყავდა, სახელად იორდანე, სარწმუნოებით არიანელი. შეშინდა, მეფემ არ დამსაჯოსო და უკან წმინდა დანიელთან გაიქცა. ატირებულმა ღირს დანიელ სთხოვა მეფესთან მიშუამდგომლე,ამასთან უარყო არიანელთა რწმენა და სთხოვა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის შეერთებინა. წმინდანმა მეფეს წერილი მისწერა, სადაც ეუბნებოდა, რომ იორდანე მართლამდიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა და ამიტომ შეწყალების ღირსი არისო. გასაოცარი იყო მეფის პასუხი: " ჩემს დაცემაში მხოლოდ მე ვიყავი დამნაშავე, რადგან წმინდა სვეტს არ ვიყავი მოცილებული და შენს წინაშე ავმხედრდი ცხენზე. იორდანეზე არათუ არ ვბრაზობ, არამედ მიხარია, რამეთუ ჩემი ცხენის დაცემა მისი სულიერი წამოდგომის მიზეზი შეიქმნა.

მეფე ისეთი პატივისცემით იყო განმსჭვალული მის მიმართ, რომ ამ განწყობას სხვებსაც გადასდებდა. ერთხელ როცა ბერძენთა მეფე ლეონ I-თან დასაზავებლად ეგრისის მეფე გუბაზ I ჩავიდა (გუბაზი სატახტო ქალაქში მომდევნო იმპერატორის, ლეონის (457-474) მეფობის პირველ წლებში ჩასულა. გუბაზი ისევ ცდილა ბიზანტიის ხელისუფლებისათვის თავისი (ეგრისის) მნიშვნელობის დემონსტრირებას იმით, რომ სამეფო კარზე სპარსულ სამოსში გამოწყობილი და სპარსელთა წესისამებრ შუბოსნების თანხლებით გამოცხადდა. ამის გამო სამეფო კარზე გუბაზი გაკიცხეს, მაგრამ შემდეგ დაუყვავეს. გუბაზმა ისინი მოხიბლა თავისი სიტყვა-პასუხით და საქრისტიანო ნიშნების ტარებითო, - გადმოგვცემს პრისკე პანიონელი. ამრიგად, გუბაზი იძულებული გამხდარა ისევ დაზავებოდა ბიზანტიას-წწწ.ქიმ.გე) ლეონმა ის დანიელ მესვეტესთან მიიყვანა და უთხრა:
-აი სასწაული ჩემ სამეფოში. გუბაზი გაოცდა წმინდანის მოთმინებით, თაყვანისცა არამარტო ღირს დანიელს, არამედ იმ სვეტსაც, რომელზეც ის იდგა და აცრემლებულმა წარმოთქვა:
-გმადლობ შენ ზეციურო მეუფეო, რამეთუ ამქვეყნიური მეფის სანახავად მოსული ღირსმყავი ზეცისა კაცი და მისი საცხოვრებელი მენახა.

წმინდა დანიელმა მოარიგა ქრისტიანი მეფეები და დააზავა. სახლში დაბრუნებული გუბაზი, ხშირად იხსენებდა ღირს დანიელს. და როცა მოციქულებს გაგზავნიდა ხოლმე კონსტანტინეპოლში, მათ ღირს დანიელთან წერილს გაატანდა ხოლმე, სადაც ის მას ლოცვა-კურთხევას თხოვდა.
წმინდა დანიელი მხნედ ითმენდა ამინდის ცვლილებას, ერთხელ ძალზე ცივი ზამთარი დადგა, საშინელი ქარები ჰქროდა. თოვლი, ყინვა. წმინდანის სვეტი არათუ გადახურული არ იყო, არამედ ქარმა ტყავის კუნკულიც კი მოაძრო თავიდან და უდაბნოში წაიღო. ერთხელ ისეთი ქარბუქი ამოვარდა, რომ მოწაფეები სვეტისთვის თვალის შევლებასაც კი ვერ ახერხებდნენ. მესამე დღესღა ჩადგა ქარი და ზემოთ სვეტზე ავიდნენ, წმინდა დანიელი თავიდან ფეხებამდე გაყინული დახვდათ. ძლივს გაათბეს. ღრუბელით თბილ წყალს უსვამდნენ. გონს მოსულმა ღირსმა დანიელმა მოწაფეებს უთხრა:
-რასა ზრუნავთ ჩემთვის? ტკბილად ჩაძინებული რას გამაღვიძეთ? ეხლაღა ჩამეძინა ლოცვისას; მაგრამ, მაინც მადლობელი ვარ შვილო რომ ჩემზე თქვენი მამისთვის ზრუნავთ.

როცა ქრისტესმოყვარე მეფემ ეს შეიტყო, მოვიდა და წმინდა დანიელს სთხოვა, ნება მომეცი სვეტი გადავხუროო. მეფის ცრემლიანი თვალები, რომ დაინახა ღირსმა დანიელმა სვეტის თავზე სახურავის მოწყობის ნება მისცა.

რაღაც დროის მერე ვანდალების მეფემ გენზერიხმა ბერძნებზე გაილაშქრა და ლაშქარი ალექსანდრიისკენ დაძრა. შეფიქრიანებული მეფე ლეონი წმინდა დანიელთან მივიდა და ლოცვით შეწევნა სთხოვა. წმინდა დანიელმა დაამშვიდა მეფე, უთხრა, მტერი ვერც ალექსანდრიას აიღებს და სახლშიც დამარცხებული წავაო. როცა მისი ნათქვამი აცხადდა, გახარებულმა ლეონმა სამადლობელოდ გადაწყვიტა სვეტთან მისი მოწაფეებისთვის კელიები აეშენებინა. თუმცა ღირსმა დანიელმა სთხოვაკელიების ნაცვლად წმინდა სვიმეონ მესვეტეს სახელზე ეკლესია აეშენებინა, ანტიოქიიდან წმინდა სვიმეონის წმინდა ნაწილები შესაფერისი პატივით გადმოესვენებინა და ახლადაშენებულ ტაძარში დაებრძანებინა. მეფის ბრძანებით წმინდა დანიელის სვეტის ჩრდილოეთით ტაძარი ააგეს, იქვე ეკლესიასთან კი სასტუმრო სახლი ააშენეს. ტაძარში დაასვენეს წმინდა სვიმეონის წმინდა ნაწილები, რითაც ძალზე გაიხარა ღირსმა დანიელმა.

ღირსი მამა ძალზე უბოროტო იყო, წყენაზე გულში არ ჩაიდენდა. ამასთან ის მადლმოსილი მქადაგებელი გახლდათ. მის მსმენელთ ღრმა სინანული იპყრობდა. მეფის კარზე ერთი სახელგანთქმული მეომარი იყო, ვინმე ედრანი, წარმოშობით გალატელი. როცა მან ღირსი დანიელის ქადაგება მოისმინა მან ერისკაცული ცხოვრების მიტოვება განიზრახა და თავის ორ მეგობართან ერთად ღირსი დანიელის მოწაფეებს შეუერთდა. მეფეს ძალზე გაუძნელდა თავის ერთგული მეომრის გაშვება, სთხოვა კიდეც უკან სასახლეში დაბრუნებულიყო, მაგრამ ედრანმა არ დაიხია და მონაზვნად აღიკვეცა ტიტეს სახელით. იგი მობაძავი გახლდათ ღირსი დანიელის ცხოვრებისა. ტიტეს გარდაცვალების შემდეგ წმინდა დანიელის მსგავსად ანტონი მოღვაწეობდა.
რაღაც დროის შემდეგ მეფე ლეონმა თავისი ქალიშვილი არიადნა ზენონ ისავრიელს მიათხოვა და შემოსეული ბარბაროსების წინააღმდეგ თრაკიაში გააგზავნა არმიით. წასვლის წინ ზენონი ღირს დანიელს ეწვია. ღირსმა დანიელმა უწინასწარმეტყველა, რომ ომს მოიგებდა და სრულიად უვნებელი დაბრუნდებოდა. თავისი სიმამრის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდოდა, ახლობლების შურით ტახტიდან ჩამოაგდებდნენ და შემდგომში კვლავ გამეფდებოდა. მართლაც ლეონ მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ზენონი ავიდა. თუმცა ის მალე ჩამოაგდო ლეონ მეფის ცოლისძმამ ბასილისკომ რომელიც ევტიხიანელთა ერესით იყო მოწამლული და დიდი შფოთი შემოიტანა ეკლესიაში. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა აკაკიმ ეპისკოპოსთა კრება გამართა, მაგრამ მეფეს ვერ მოერია. ამიტომაც, რამდენიმე ეპისკოპოსი გააგზავნა ღირს დანიელთან და სვეტიდან ჩამოსვლა და დახმარება სთხოვა. წმინდა დანიელი ჩამოვიდა სვეტიიდან და კონსტანტინეპოლში ეწვია პატრიარქსა და ეპისკოპოსთა კრებას. მეფემ ეს რომ გაიგო, ქალაქგარეთ თავის მამულში გაერიდა წმინდანს. ღირსი დანიელი უკან გაჰყვა და რადგანაც მას დაწყლულებული ფეხების გამო სიარული აღარ შეეძლო, ღირსი მამა საკაცით წააბრძანეს. გზად ერთი კეთროვანი შეხვდათ, რომელმაც განკურნება სთხოვა წმინდანს, ღირს დანიელს შეეცოდა კაცი, ილოცა მისთვის და მერე ზღვაში განბანვა ურჩია, რის მერეც კაცი სრულიად განიკურნა. ეს ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა და უამრავი სნეული მიუყვანეს ღირს დანიელს განსაკუნებლად. როგორც იქნა მიაღწია მეფის სამყოფელამდე, მაგრამ ის მეფის ბრძანებით ახლოს არ მიუშვეს. წმინდანმა სახარების მიხედვით, განიფერთხა მტვერი ფერხთაგან და გამობრუნდა. მეფეს შეეშინდა ამ უპატივცემულობის გამო რაიმე ცუდი არ შემემთხვასო და უკან დაბრუნება სთხოვა. წმინდა დანიელმა არათუ არ უსმინა მეფეს, სიკვდილი უწინასწარმეტყველა ზეციური მეუფის განმარისხებელს, თვითონ უკან გამობრუნდა. როგორც კი მდევრებმა მოახსენეს, ის რაც ღირსმა დანიელმა დააბარა, სწორედ მაშინ სასახლის ერთი სვეტი გადმოვარდა. მეფეს შიშისაგან თავზარი დაეცა და შემდგომში ცდილობდა რამენაირად შერიგებოდა წმინდანს. ჯერ პატვცემული ხალხი გააგზავნა მასთან, მერე თვითონაც ეახლა, დაემხო მის წინ და შენდობა სთხოვა. მაგრამ, წმინდანმა მისი ბოროტი გულისძრახვები განსჭვრიტა და მეფე მკაცრად ამხილა და იქ მყოფთ უთხრა:

-მისი სიმდაბლე და სინანული მოჩვენებითია; მისი ცხვის ტყავის ქვეშ, მგლის სისასტიკე იმალება. მალე იხილავთ მასზე აღსრულებულ მართლმსაჯულებას. რამეთუ ღვთის ყოვლადძლიერი მარჯვენა დაამხობს ტახტიდან ქედმაღალ ადამიანებს.

მართლაც მალე ტახტზე კვლავ ზენონი ავიდა. მეფე ცოლთან ერთად ეწვია ღირს დანიელს და თაყვანისცა.

მთელი შემდგომი ცხოვრება ღირს დანიელი სვეტს აღარ გაშორებია. მრავალი სასწაული მოახდინა მან, მაგრამ ყველაფერს ის წმინდა სვიმეონს მიაწერდა და არა თავის მადლმოსილებას. თუ ვინმე სნეული მიადგებოდა და განკუნებას სთხოვდა ის მას წმინდა სვიმეონის ტაძარში გააგზავნიდა, ღირსი მამის წმინდა ნაწილების თაყვანისსაცემად. და მართლაც უამრავი ადამიანი განიკურნა ორი ღირსი მამის ლოცვით. ერთი კაცი ავაზაკებმა სასტიკად სცემეს, და ამის მერე ვეღარ დადიოდა. წმინდა დანიელმა ის წმინდა სვიმეონის საფლავის მოსალოცად გააგზავნა და როგორც კი მას ღირსი მამის საფლავთან დათებული კანდელიდან ზეთი სცხეს, კაცი წამოხტა და გაიარა.

ერთ ესპანელ ასისთავს ისეთი რწმენა ჰქონდა ღირსი დანიელისა, რომ როცა ვინმე ავად გაუხდებოდა წმინდანს წერილს უგზავნიდა და სნეულის განკურნებას სთხოვდა. პასუხს როცა მოუტანდნენ, წმინდანის წერილს ავადმყოფს ადებდა და ისიც ინკურნებოდა.

წმინდა დანიელმა ღრმა სიბერემდე მიაღწია. წინასწარცნო რა თავისი აღსასრული ღირსმა დანიელმა ანდერძი დაუტოვა სულიერ შვილებს და ბრძანა მათთვის წაეკითხათ. მის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მისი ზოგიერთი მოწაფე საღმრთო გამოცხადების ღირსი შეიქმნა. მათ იხილეს თუ როგორ ესტუმრნენ წმინდა დანიელს წინასწარმეტყველები, მოციქულები, მოწამეები, მოიკითხეს და უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარება უბრძანეს. მისი გარდაცვალების დღეს სვეტთან სამღვდელობასთან ერთად მოვიდა პატრიარქი ეფრემი, რომელიც აკაკის შემდეგ ავიდა საპატრიარქო ტახტზე. ვინმე დედაკაცმა ირაიდამ, რომელიც ადრე უნაყოფო იყო და წმინდა დანიელის ლოცვით შვილი შეეძინა, ყველაფერი მოამზადა მის დაკრძალვისთვის. ამ დროს სვეტთან იდგა ვინმე ეშმაკეული, რომელიც გაჰყვიროდა, რომ ხედავდა წმინდა დანიელის სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებსა და წმინდანებს. მართლაც, ამ დროს ღირსმა დანიელმა სული თვისი ჩააბარა უფალს, მაშინ ის 80 წლისა იყო.

წმინდანის გარდაცვალებისთანავე ზემოთ ხსენებული ეშმაკეული ბოროტი სულისგან განთავისუფლდა. ამ დროს სვეტის თავზე ცაში სამი ვარკვლავი დაადგა ჯვრის სახით, რომლებიც მზის სინათლეზეც კი გასაოცარი ძალით ბრწყინავდნენ, ვიდრე წმინდანის სხეული არ მიაბარეს მიწას. ღირსი დანიელის ანდერძით, მის საფლავზე დაასვენეს სამი ბაბილოვნელი წმინდა ყრმის ანანიას, აზარიას და მისაელის წმინდა ნაწილები, რომელიც წმინდანის სიცოცხლეში ბაბილონიდან ჩამოასვენა მეფე ლეონმა და მას გადასცა. ასე კი იმიტომ მოიქცა, რომ მის საფლავის თაყვანისცემისთვის მისულ ადამიანებს თაყვანი ეცათ სამი წმინდა ყრმის წმინდა ნაწილებისთვის. სიცოცხლეში თავმდაბალს, არ სურდა მისი გარდაცვალების შემდეგ პატივი მიეგოთ მისთვის. მაგრამ, უფალმა უამრავი სასწაულით განადიდა თავის წმინდანი როგორც აქ მიწაზე კაცთა შორის, ისე ზეცაში ანგელოზთა წინაშე. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat