წმიდა სამოელ I კათოლიკოსი (V-VI)
წმიდა სამოელ კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა პეტრე კათოლიკოსის შემდეგ VI ს დასაწყისში. წმიდა სამოელი ისევე, როგორც წმიდა პეტრე კათოლიკოსი წარმოშობით ბიზანტიიდან იყო. მღვდელ პეტრეს და მონაზონ სამოელს ვახტანგ გორგასალი ჯერ კიდევ საბერძნეთში ლაშქრობის დროს შეხვდა. წმიდა სამოელი საქართველში ჩამოვიდა ვახტანგ მეფის სურვილით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევისა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. წმიდა სამოელი სხვა ეპისკოპოსებთან ერთად თან ჩამოჰყვა ქართლში კათოლიკოსად დადგინებულ წმიდა პეტრეს. ამ დროს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია იყო "ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი" წმიდა პეტრე კი მცხეთასვე განაწესეს ეპისკოპოსად.
წმიდა პეტრე კათოლიკოსის გარდაცვალების შემდეგ ქართლის კათალიკოსის ტახტზე "დაჯდა სამუელ და მეფემან (დაჩიმ) მას მიათუალა მცხეთა, რამეთუ ეგრეთ ებრძანა მეფესა ვახტანგს" წმიდა სამოელ კათოლიკოსი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას განაგებდა მეფე დაჩისა და მისი მემკვიდრის ბაკურის დროს. წმიდა სამოელ კათოლიკოსის დროს აშენდა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში.
წმიდა სამოელის მოღვაწეობაში კარგად ჩანს შორსმჭვრეტელი კათოლიკოსის და თითოეულ პიროვნებაზე მზრუნველი მამა, წმიდანი კარგად იცნობდა წმიდა მოწამე შუშანიკს (ხს. 28 აგვისტო).
წმიდა სამოელ კათოლიკოსი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინებასა და ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების საქმეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი