კიევში მდებარე ზვერინევსკის მამათა მონასტრის შესახებ ადრე გიამბეთ. ამჯერად "კარიბჭის" მკითხევლის ყურადღებას წმინდა მღვდელმოწამე იოასაფ ჯავახიშვილის (ჟევახოვი) ცხოვრებასა და მოღვაწეობას მივაბყრობთ.
ბევრმა შესაძლოა არცკი იცის ამ წმინდა მამის შესახებ, არადა ეს ღვთისნიერი ადამიანი კიევში მოღვაწე ქართველი ეპისკოპოსი გახლდათ. უდიდესი სიყვარულით მოიხსენიებენ წმინდა მამა იოასაფს და შესაბამისად უდიდეს სიყვარულს გამოხატავენ ქართველების მიმართ.
ეპისკოპოსი იოასაფ ჯავახიშვილი, ერისკაცობაში თავადი ვლადიმერ დავითის ძე ჯავახიშვილი დაიბადა 1874 წლის 24 დეკემბერს, პოლტავის გუბერნიის ქალაქ პრილუკაში. ის მიეკუთვნებოდა ძველი ქართული გვარის - ჯავახიშვილების იმ შტოს, რომლის წინაპარიც იყო იაფეტის შვილიშვილი - ქართლოსი, რომელიც გახლდათ კავკასიის პირველი მფლობელი და საქართველოს მამამთავარი.
XVIII საუკუნეში, თავადი შიო (სვიმეონ) ჯავახიშვილი თავის რაზმთან ერთად გაჰყვა რუსეთში ვახტანგ მეფის ამალას. სახელმწიფოსთვის გაწეული სამხედრო სამსახურისთვის 1738 წელს შიო ჯავახიშვილს უწყალობეს მიწა ნოვოსიბირსკის, კაბელიანსკის მაზრის-მოგვიანებით პოლტავის გუბერნიაში, რის შემდეგაც მან მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა და თავადის ტიტული. სწორედ მან დაუდო სათავე უძველეს ქართულ, თავადურ შტოს რუსეთში, რომელსაც სლავიანურ ტრანსკლიფციაში ჟევახოვებს უწოდებენ.
ბავშვობის წლები
ბავშვობა ვლადიმერმა ლონოვიცის მამულში გაატარა, რომელიც ეკუთვნოდა მამას, პირიატინსკის მაზრის, პოლტავის გუბერნიის მემამულეს - დავით დიმიტრის ძე ჯავახიშვილს, იგივე ჟევახოვს, რომელიც აზნაურთა არჩევნების წესით მსახურობდა კიევში, სადაც დედას - ეკატერინე კონსტანტინეს ასულ ვულფერტს ჰქონდა საკუთარი ბინა. ეკატერინეს წინაპრები იყვნენ გორლენკოთა ოჯახის ნათესავები, რომელთა მოდგმამაც რუსეთის მიწას უდიდესი მღვდელმთავარი, ბელგროდელი სასწაულმომქმედი - წმინდა იოასაფ ბელგოროდელი აჩუქა. ჯავახიშვილების ოჯახში ოთხი ბავშვი იზრდებოდა. ვლადიმერს ჰყავდა ტყუპისცალი ძმა - ნიკოლოზი, (სასულიერო მწერალი და წმინდა სინოდის ობერპროკურორის თანაშემწე), ასევე ორი და, ლიუბა და ბარბარე. აღსანიშნავია ერთი სიყრმისეული მოგონება, რომელიც მთელი ცხოვრება ატარა თან მომავალმა მღვდელმთავრამა თავისი ცხოვრების განმავლობაში. ეს იყო სიზმარი. დედამ ვლადიმერი ლინოვიცში წაიყვანა, სადაც მან ბავშვობის წლები გაატარა. სიზმარში ნახა, როგორ ჩამოვიდა მათთან სტუმრად წმინდა იოანე კრონშტადტელი. ძვირფას სტუმარს მთელი ოჯახი შეეგება. მამა იოანესთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად პირველად დედა მივიდა, შემდეგ მივიდა ვლადიმერიც. მამა იოანეს გაეღიმა და ჯვარი გადასახა მას, ხოლო დედამ, თითქოს წმინდანს წარუდგინაო თავისი შვილი, თქვა: "ეს ჩვენი მომავალი ...". ამ ფრაზას ეპისკოპოსი იოასაფი არასდროს არავისთან არ ამთავრებდა.
1900 წლიდან მსახურობდა კიევის სასამართლოს პალატაში და თორმეტი წლის განმავლობაში არჩევნების წესით ითვლებოდა ქვეყნის საპატიო მოსამართლედ, რაც თვალნათლივ მეტყველებს უბრალო ხალხისაგან მის მიმართ გამოვლენილ ნდობაზე. 1913 წლის 9 იანვარს, თავადი ჯავახიშვილი დანიშნეს კიევის გუბერნიის სამმართველოს უფროს მრჩევლად. თავადი ვლადიმერ ჯავახიშვილი კიევის საქველმოქმედო საზოგადოების მოქმედი წევრი გახდა. ის კიევის მონასტრებს თანხით და პროდუქტებით ეხმარებოდა. ქველმოქმედებამ და მონასტერზე ზრუნვამ მიიყვანა თავადი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე წმინდა იონას სახელობის მამათა მონასტრის სამების ტაძარში. აქ გაიცნო მან იღუმენი ვალენტინი (კოროტენკო), რომელმაც პირველმა მოუთხრო მას ზვერინევსკის ახლადაღმოჩენილი უძველესი მღვიმეების მონასტრებზე.
ზვერინევსკის მღვიმეებში მოღვაწეობის დასაწყისი
ვლადიმერ ჯავახიშვილმა უდიდესი ძალისხმევა მოანდომა მღვიმეებში ბერმონაზვნური ცხოვრების აღორძინებას. ამ ღვთივსათნო საქმის წამოწყებისთანავე უამრავი წინააღმდეგობა წარმოიშვა. მიწა, რომელზედაც ზვერინევსკის მღვიმეები მდებარეობდა ეკუთვნოდა სამხედრო უწყების მეციხოვნე-საინჟინრო სამმართველოს და მონასტრისთვის გადასაცემად მას საკმაოდ დიდი დრო ესაჭიროებოდა. პირადი და თანამდებობრივი კავშირების წყალობით, მღვიმის ტერიტორია იჯარით აიღეს. ლოცვა-კურთხევა გამოითხოვა კიევისა და გალიცის მიტროპოლიტ ფლაბიანესგან (გოროდეცკი), ვლადიმერმა მთელი მონდომებით, საკუთარი სახსრებით მოაწყო არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც გამოააშკარავა კიევის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მონასტრის დავიწყებული ისტორია. მღვიმეებთან ერთად დაარსდა ზვერინევსკის სკიტი, რომლის წინამძღვრადაც დაინიშნა იღუმენი ვალენტინი, ხოლო საპატიო მეურვედ ვლადიმერ დავითის ძე ჯავახიშვილი (ჟევახოვი).შემოწირული თანხებით ააშენა მღვიმისზედა ეკლესია. ტაძარი 1913 წლის პირველ დეკემბერს აკურთხეს ღვთისმშობლის შობის სახელზე, ხოლო შემდეგ წელს ტაძრის ეკვდერი აკურთხეს თავადის უსაყვარლესი იოასაფ ბელგოროდელის სახელზე. ეკლესიის მამასახლისად დანიშნეს თავადი ჯავახიშვილი.
ხალხისადმი გულწრფელი თანაგრძნობა და მოწყალების სურვილი ხშირად აღძრავდა ვლადიმერს ქველმოქმედებისადმი. პროლუკში სადაც ის დაიბადა, ვლადიმერი საკუთარი სახსრებით აარსებს ლაზარეთს. ლაზარეთში უსასყიდლოდ შეეძლოთ ემკურნალათ ხელმოკლე ადამიანებს. ზრუნავს მათი ბავშვების განათლებაზე. პირველი მსოფლიო ომის დროს მას ნიშნავენ სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის არმიასთან არსებული პოლტავის გუბერნიის წითელი ჯვრის ორგანიზაციის რწმუნებულად, სადაც აქტიურად მონაწილეობს სანიტარული ეშელონების ჩამოყალიბებაში. ვლადიმერის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტაძრების მშენებლობას და მონასტრების კეთილმოწყობაზე ზრუნვას. მის მიერ დაარსებული ზვერინევსკის მღვიმეებზე არსებული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის და "ყოველთა მწუხარეთა ნუგეშის" ხატის სახელობის სკიტის გარდა, მან კიდევ ერთ ახლადდაარსებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სკიტს გაუწია უდიდესი დახმარება. ეს სკიტიც იმ უდიდესი მღვიმეების ადგილზე იყო დაარსებული, რომელთანაც ასევე იყო დაკავშირებული ღირსი მამის - თეოდოსი პეჩორელის სახელი. ამ მღვიმეებში ატარებდა წმინდა მამა დიდი მარხვის დღეებს, ამაო საზრუნავებისგან შორს, სრულ განმარტოებასა და ლოცვით ღვაწლში. საგულისხმოა ვლადიმერის სიზმარი, რომელიც ნაწილობრივ წინასწარმეტყველური აღმოჩნდა მისთვის. ის ასე იხსენებს მას:
"უცნაური სიზმარი ვნახე 1913 წლის 22-23 მაისის ამაღლების ღამეს.
მე, რომელსაც გაურკვეველია ვისგან, რა ვითარებაში და რის საფუძველზე, მისჯილი მქონდა დახვრეტა, ეს განაჩენი მე უნდა შემესრულებინა - ტყვია თვითონ უნდა დამეხალა თავში. მე ვიმყოფებოდი უცხო ადამიანთა გარემოცვაში და იმდენად ღრმად და ნათლად ვგრძნობდი სიკვდილის განცდის ტანჯვის სიმძიმეს და უიმედობას, რომ გამოღვიძება, პირველ წამებში უფრო არარეალური მეჩვენა.
ვგრძნობდი რა თავს სიკვდილმისჯილად, მე შესანიშნავად ვაანალიზებდი არამარტო იმ ფაქტს, რომ ეს ყველაფერი საკუთარი ხელით უნდა მომეყვანა სისრულეში, არამედ ასევე განვიცდიდი ჩემი, თუმცა უცნობი, შეუგნებელი ცოდვის სიმძიმეს. და ამ დანაშაულის გათვითცნობიერებამ ყოველნაირი ხსნის იმედის გარეშე, ჩემში ძალაინ დიდი სინანული წარმოშვა, მე ხმამაღლა წარმოვთქვი აღსარება და ხელაღპყრობით დავიწყე ლოცვა. ლოცვის შემდეგ გამეღვიძა, ჯერ კიდევ საოცარი სიზმრის შთაბეჭდილების ქვეშ."
საყვარელ მღვიმისზედა სკიტზე ყოველდღიურ ზრუნვაში ატარებდა ვლადიმერი თავისი ცხოვრების დღეებს. თუმცა ცხოვრობდა ამაოებით სავსე მტრულ გარემოცვაში, ის რჩებოდა ადამაინად, რომლისთვისაც აბსოლუტურად უცხო იყო ადამიანური დიდება და ამქვეყნიური გართობები.
ოქტომბრის გადატრიალების ტრაგიკული პერიოდი
ჯავახიშვილების ოჯახმა გაიზიარა იმ ათასობისთ ადამიანთა ბედი, რომლებიც იმ ავბედით ჟამს არ დარჩენილან გულგრილნი თავიანთი სამშობლოს და მართლმადიდებლობის მიმართ. განუწყვეტელი დევნა და თვალთვალი ოდნავადაც არ ასახულა ვლადიმერის სულიერ განწყობაზე. ძმები - ვლადიმერი და ნიკოლოზი, მძიმე წუთებში, სკიტის წინამძღვარმა - იღუმენმა მანუილმა შეიფარა. სკიტში ყოფნის დროს თავადები ჩვეულებრივი, მორიგი მორჩილებივით შრომობდნენ. ასეთი "მაღალი წრის" სტუმრების ცხოვრება მონასტერში, ყოველწუთიერად ქმნიდა მონასტრის დახურვის საშიშროებას, მაგრამ უფლის შეწევნით, ბოლშევიკებმა, არაერთი შემოვლის მიუხდავად, თავმდაბალ მორჩილებში ვერ ამოიცვნეს რევოლუციის მტრები. მუდმივი შიშისა და დაძაბულობის ქვეშ ცხოვრება დროდადრო დრტვინვას იწვევდა მონასტრის მცირედმორწმუნე ძმებში. თუმცა იღუმენი მანუელი ყოველთვის მოხერხებულად ახსენებდა ძმებს იმ შემწეობას, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში უწევდა ვლადიმერი გასაჭირში ჩავარდნილ მონასტერს. დაახლოებით ამ დროს გაიცვნეს ძმებმა ცნობილი პოეტის - სერგი ნილუსის ოჯახი, რომელთანაც მომავალში საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გააგრძელეს.
მუდმივი თვალთვალის მიუხედავად, ვლადიმერი ყველა ღონეს ხმარობდა დახმარებოდა მისთვის ძალზე საყვარელ ზვერინევსკის სკიტეს. გარკვეული დროის შემდეგ, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდა, მას ნიშნავენ ზვერინევსკის მღვიმეების მეურვედ და მღვიმისზედა ეკლესიის მამასახლისად. ამ წლების განმავლობაში ის იბრძოდა, რათა მღვიმეების ტერიტორია სკიტის პირად საკუთრებაში გადმოეცათ, მაგრამ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ამ ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებელი გახდა. სულ მალე მას კიევის დატოვებაც მოუხდა.
1929 წლის ოქტომბერში, ეპისკოპოსი იოასაფი გადაჰყავთ აღმოსავლეთ ციმბირის მხარის, ნარიმსკის ოლქში. ექვსწლიანი პატიმრობიდან განთავისუფლებისთანავე, 1932 წელს მეუფე, რომელიც ერთი წუთითაც არ რჩება მორჩილების გარეშე, ინიშნება პიატიგორსკის კათედრის მმართველად. დევნის წლებმა ვერ გატეხა მღვდელმთავრის სული და სიმართლისთვის ბრძოლის წყურვილი. მისი ხასითის ასეთ თვისებებს შეუძლებელია არ გამოეწვია მმართველი რეჟიმის ყურადღება და სულ რაღაც ერთ წელიწადში მას ახალი განაჩენი გამოუტანეს. ეს იყო ეგრეთწოდებული "ოგპუ-ს სამეულის" ბრძანება - "ათი წლით გადასახლება ციმბირის მხარეში". სწორედ აქ გაიცნო წმინდა იოასაფმა ქირურგი, აღმსარებელი, მღვდლემთავარი წმინდა ლუკა (ვოინო-იასენეცკი), რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1997 წელს შერაცხა წმინდანთა დასში. არხანგელსკის გადასახლებამ ძალზედ დააახლოვა ერთმანეთთან ეს ორი აღმსარებელი და უდიდესი მოღვაწე, ღრმა სიყვარულითა და მეგობრობით, რომელიც არაერთი გადასახლების მიუხედავად, ძალიან დიდ ხანს გრძელდებოდა. ცნობილია, რომ წმინდა მღვდელმთავარი ლუკა სიკვდილამდე ყოველთვიურად უგზავნიდა მეუფე იოასაფს 30 მანეთს.
ჩრდილოეთის მკაცრმა, ნოტიო ჰავამ, საბოლოოდ გატეხა ციხეებით გატანჯული ეპისკოპოსის დასუსტებული ჯანმრთელობა. 1934 წელს ის როგორც ინვალიდი, ზედამხედველობის ქვეშ გადაჰყავთ მოსკოვის მხარეში. ამავე წელს, შესაძლებლობისთანავე ღებულობს მოგილევსკის ეპარქიის მმართველის თანამდებობას და კვლავ უბრუნდება სამწყსოს. უდრეკი ეპისკოპოსის ჭეშმარიტად მხურვალე ქადაგებები შეუძლებელია უყურადღებოდ დარჩენოდათ მაშინდელი უშიშროების ეგერთწოდებულ "შავ ყვავებს". ამჟამად ეპისკოპოსის შერყეული ჯანმრთელობა მას აღარ აძლევს შეწინააღმდეგების საშუალებას და მოგილევსკის კათერაზე ყოფნიდან ერთი წლის შემდეგ, ის ტოვებს კათედრას. ამ დროს მას უსრულდება სანუკვარი ოცნება, საცხოვრებლად გადადის საყვარელ ბელგოროდში, რათა მჭიდროდ მიეკრას მიწას, რომელიც ინახავს მისი დიდი წინაპრის ხსოვნას. ამ მიწაზე გატარებულმა წუთებმა და ბელგოროდელ სასწაულმოქმედთან განმარტოებულმა ლოცვამ, განამტკიცა ეპისკოპოსი იოასაფი და მოამზადა ცხოვრების იმ ეკლიანი კიბის ბოლო საფეხურების გასავლელად, რომელსაც ის ცათა სასუფეველში მიჰყავდა.
ბელგორადის ციხეში ყოფნის თითქმის ერთი წლის შემდეგ, მეთვალყურეობის ქვეშ გადაჰყავთ ნოვგოროდის მხარეში, ხოლო 1937 წელს მიჰყავთ გასასამართლებლად კურსკში. თუ რის გადატანა მოუხდა მოხუც ეპისკოპოსს კურსკში ამის წარმოდგენა შეიძლება მოგვცეს არქივში ნაპოვნმა დაკითხვის მასალებმა - "ჩემს მონაწილეობას კონტრრევლუციურ საქმიანობაში უარვყოფ".
ძიების კეთილად წარმართვის ალბათობა ძალზედ საეჭვო იყო, ვინაიდან მოსამართლეების მექრთამეობა ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. განაჩენი იმავე დღეს, 4 დეკემბერს იქნა გამოტანილი - "სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა", რომელიც ბარბაროსებმა განაჩენის გამოტანის დღესვე შეასრულეს.
1990 წელს ბელგოროდის პროკურატურამ სიკვდილის შემდგომი რეაბილიტირება მისცა 1937 წლის 4 დეკემბერს დახვრეტილ, ქალაქ პრილუკში დაბადებულ, საქართველოსა და მართლმადიდებლური სამყაროს სასახელო შვილს, ეპისკოპოს - იოასაფ ჯავახიშვილს (ჟევახოვს), დაუდო რა ამით სათავე საყოველთაო სინანულს რუსეთის მიწაზე, ქრისტეს სახელის გულისთვის უდანაშაულოდ დახოცილი ასი ათასობით ადამიანის წინაშე. 2002 წლის 21 თებერვალს მაღალყოვლადუსამღვდელოეს მაქსიმეს, მოგილევსკის და მსტისლავსკის მხარის ეპისკოპოსს ყოვლადწმინდა სამების სახელობის, წმინდა იონას მონასტრის წინამძღვარმა - არქიმანდრიტმა იონამ და ზვერინევსკის მღვიმეების სკიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის აღმშენებელმა - არქიმანდრიტმა კასიანემ მიმართეს თხოვნით, რათა ეშუამდგომლა მონასტრის აღმშენებლის, მზრუნველისა და კეთილისმყოფელის წმინდანთა დასში შერაცხვის საკითხში და თან წარუდგინეს მათ მიერ შეკრებილი მღვდელმთავრის კანონიზაციისთვის საჭირო დოკუმენტური მასალები.
2002 წლის 17 ივლისს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი ალექსი II-სა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დადგენილებით ჩატარდა კანონიზაცია - მოგილევსკის ეპისკოპოსი, მღვდელმოწამე იოასაფ ჯავახიშვილ (ჟავახოვი) წმინდანად შერაცხეს. შეგვეწიოს წმინდა იოასაფის მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი