წმინდა იოანე ახალი, ქოზიბელი (1913-1960) - 23 ივლისი (05 აგვისტო)
წმინდა იოანე ახალი, ქოზიბელი (1913-1960)  -  23 ივლისი (05 აგვისტო)
ღმერთს ვთხოვ, ჩემი აღთქმა შენ აღასრულო
წმინდა მიწაზე ჩასული ქართველი პილიგრიმი მრავალ სიწმინდეს იხილავს და თაყვანს სცემს. მათ შორის ალბათ წმინდა გიორგი ქოზიბელის სახელობის მონასტერიც იქნება... დიდი ისტორია აქვს ამ მონასტერს. მის ერთ-ერთ მღვიმეში თავს აფარებდა იეზაბიელ დედოფალს განრიდებული წმინდა ილია წინასწარმეტყველი. ეს ადგილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამას, წმინდა იოაკიმეს ეკუთვნოდა და თავის ფარას აქ აძოვებდა. გადმოცემით, სწორედ ილიას მღვიმეში ევედრებოდა უფალს დამწუხრებული იოაკიმე შვილიერებას. ამ მადლმოსილ ადგილას ნახავთ ჩვენი დროის უდიდეს სასწაულს - წმინდა იოანე ქოზიბელის უხრწნელ სხეულს, რომელიც თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო შვიდ წელიწადს ახლომდებარე მონასტერში მოღვაწეობდა.

წმინდა იოანე 1913 წელს დაიბადა რუმინეთში ბოდოსონის მაზრის სოფელ ხოროდისტეში. მისი მშობლები - მაქსიმე და ეკატერინე ღრმადმორწმუნენი იყვნენ, მაგრამ ნივთიერად ღარიბები. ნათლისღებისას ებოძათ ერთადერთი ვაჟი, რომელსაც წმინდა ილია თეზბიტელის სახელი დაარქვეს. ექვსი თვის იყო ილია, დედა რომ გარდაეცვალა ჭირისგან. სამი წლის შემდეგ მამაც დაეღუპა I მსოფლიო ომში. პატარა ილიას გაზრდა ბებია მარიამმა იკისრა. მას მონაზვნობა სურდა, მაგრამ იძულებული გახდა, ერში დარჩენილიყო და თავისი ობოლი შვილიშვილი გაეზარდა, რომელსაც ღვთის შიში და სიყვარული ჩაუნერგა გულში. ბებია და შვილიშვილი ერთად ლოცულობდნენ, ერთად დადიოდნენ ტაძარში. როცა ილია წამოიზარდა და ანბანი ისწავლა, რელიგიურ წიგნებს დაეწაფა. ერთხელ, როცა შვილიშვილი ხმამაღლა კითხულობდა ქრისტეს მხსნელ ვნებებზე, ბებიამ თავი ვეღარ შეიკავა და მწარედ ატირდა. ატირდა პატარა ილიაც, ოღონდ ვერ ხვდებოდა მიზეზს. ასე მწარედ რატომ ტიროდიო, - ჰკითხა ერთხელაც. ქალმა მშვიდად უთხრა: - მამაშენს აღთქმა მივეცი, მონასტერში წავალ-მეთქი, მაგრამ შენი აღზრდა მერგო. ღმერთს ვთხოვ, ჩემი აღთქმა შენ აღასრულო. მაშინ ვინუგეშებდიო.

ათი წლის ილიას ბებიაც გარდაეცვალა. უზომო იყო მისი მწუხარება, განსაკუთრებით აღდგომა დღეს. პასექის საღამოს მთელი სოფელი სასაფლაოზე გავიდა გარდაცვლილ ახლობლებთან ქრისტეს აღდგომის სიხარულის გასაზიარებლად. რეკავდნენ საზეიმო ზარებს, პატარა ილია კი დასტიროდა ბებიის ახალმიწამიყრილ საფლავს. უეცრად ბავშვს ზარის რეკვასავით ხმა მოესმა: "ნუ ტირი, ნუ მწუხარებ, ჩემო შვილო, რადგან მე ვარ შენთან, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე". შეშინებულმა ბიჭმა მიმოიხედა და თვალი მოჰკრა საკურთხევლის კედელზე ჭვარტლით შემურულ მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის ხატს, რომელიც თითქოს გაცოცხლებულიყო, უფალი მდაბლად უღიმოდა ილიას. ამ საღმრთო გამოცხადებამ მწუხარება განუქარვა ობოლს, სიმშვიდითა და სიხარულით აავსო. შემდგომში, როცა ზარის რეკვის ხმა მოესმოდა, ახსენდებოდა უფლის გამოცხადება და სული მისი ნუგეშსა და მყუდროებას პოვებდა.

ობოლი ილია მრავალშვილიანმა ბიძამ შეიფარა. არავისგან ნუგეში, არავისგან მოფერება, ხშირად სუფრიდანაც მშიერი დგებოდა. გაიქცეოდა სადმე შორს, რომ გულიანად ეტირა და თავისი გასაჭირი ზეციური მამისთვის შეეჩივლა. სკოლა წარმატებით დაამთავრა, მიუხედავად იმისა, რომ არც ფული ჰქონდა, არც სახელმძღვანელოები და არც წესიერი ტანსაცმელი, რის გამოც დასცინოდნენ. ეს მარტოობა დაეხმარა, რომ ღმერთს მისჯაჭვოდა. ბავშვობიდანვე შეიძინა მონაზვნის დამამშვენებელი თვისებები: სიმშვიდე, მდუმარება, გულწრფელი ცრემლი და დიდი სიყვარული ქრისტესი და მისი ეკლესიისა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთ ღამეს, მხურვალე ლოცვისას მოესმა ხმა, რომელიც უბრძანებდა: "მონასტერში, მონასტერში წადი!" ახლა უკვე ვერაფერი დააკავებდა, თაყვანი სცა სოფლის ტაძარს, უკანასკნელად ეამბორა მშობლებისა და ბებიის საფლავს და ნიამეტის მამათა მონასტრისკენ გასწია. ღვთისმშობლის მიძინების წინა საღამო იყო, როცა ოცი წლის ილიამ ფეხი შედგა ამ სახელგანთქმულ მონასტერში. თავდაპირველად მონასტრის ექიმის, სქემმონაზონ იობის მორჩილებაში იყო, შემდეგ კი ბიბლიოთეკაში გადაიყვანეს, სადაც ორი წელი დაყო. აქ ხშირი ორპირი ქარისა და სინესტისგან რევმატიზმით დაავადდა, რომელიც მთელი ცხოვრება სტანჯავდა.

სამხედრო ბეგარა მოიხადა და მონასტერს მიაშურა. იღუმენმა ვალერიმ ბერად აღკვეცა აღდგომა დღეს, 1936 წლის 8 აპრილს. სახელად იოანე უწოდეს, წმინდა ნათლისმცემლის პატივად. ამ ღირსსახსოვარი დღიდან ღვაწლი გააათკეცა ბერმა იოანემ: მარხვა, ლოცვა, თავმდაბლობა, მორჩილება ღვთისა და მოყვასისა. მოიკვეთა საკუთარი ნება, წირვა-ლოცვას არ აკლდებოდა, სადაც გალობდა კიდეც. განსაკუთრებით უყვარდა იმ წიგნების კითხვა, სადაც წმინდა მამები გონიერ ლოცვას ასწავლიდნენ. ამიტომაც სდიოდა ასე უხვად ცრემლი. გონებით ხშირად აღიწეოდა ხოლმე ზეცად, სადაც ტკბებოდა სამოთხის ხილვით. მარხვის დროს, მოძღვრის კურთხევით, მონასტრის კუთვნილ სკიტში განმარტოვდა, სადაც მთელი არსებით ლოცვას იყო მიცემული. გულში წმინდა მიწის მოლოცვის სურვილი უღვიოდა. მართლაც, 1936 წელსვე, მოძღვრის კურთხევით, ორ ნიამეცელ ბერთან ერთად პალესტინაში გაემგზავრა.

იერუსალიმის მოლოცვის შემდეგ იოანე თანამემამულე ბერებთან მივიდა. ისინი ზაფხულობით იორდანეს ველზე მოღვაწეობდნენ, ზამთარში კი საბაწმინდის ლავრაში ბრუნდებოდნენ. ასე მოხვდა მამა იოანე წმინდა საბას ლავრაში, სადაც ათი წელი იღვაწა. ამ პერიოდში სრულყოფილად შეისწავლა ბერძნული ენა და მრავალი სასულიერო შინაარსის წიგნი გადათარგმნა რუმინულად. გზადაგზა უამრავი მორჩილება ჰქონდა: საბაწმინდის ექვს ტაძარში კანდელებს ანთებდა, იყო იკონომოსის თანაშემწე, მედიცინის ძმა ავადმყოფთა და მოხუცებულთათვის, შვიდი წელი ბიბლიოთეკარი გახლდათ. ყველას აოცებდა მოსაგრეობით, მუდმივად სწავლობდა გონიერ ლოცვას, დღეში ერთხელ იღებდა საკვებს და დიდი სიწმინდისა და უბრალოების გამო ღვთისგან ცრემლთა დენის ნიჭი მიეცა. ღვთაებრივმა მადლმა მისი შინაგანი სამყარო განანათლა, ცდილობდა, არაწმინდა გულისთქმები არ მიეღო, რათა შეურყვნელი ყოფილიყო ღვთის წინაშე. ერთხელ მუსლიმანმა არაბებმა კინაღამ მოკლეს, იერუსალიმიდან მონასტერში ფეხით მიმავალს ჩაუსაფრდნენ. არაბები მის მაგივრად იკონომოსს ელოდნენ და მოკვლას უპირებდნენ, რადგან ისინი სამუშაოდ არ მიიღო. ამ პერიოდში პალესტინელი არაბები ინგლისელებს აუჯანყდნენ. უამრავი დაჭრილი მოჰყავდათ ლავრაში სამკურნალოდ, მონასტერი ჰოსპიტლად იქცა. მამა იოანეც თავდაუზოგავად ემსახურებოდა მოყვასს და თვითონვე გახდა მძიმედ ავად. თირკმლების ავადმყოფობამ, არასასურველმა კლიმატურმა პირობებმა, მწირმა ლუკმამ დაასუსტა. 1939 წელს ერთ რუმინელ ბერთან ერთად უდაბნოში განმარტოვდა სულიერი და ფიზიკური ძალების აღსადგენად. საკვები და წყალი არც იქ იყო. იოანეს დიზენტერია შეეყარა.

ამასობაში II მსოფლიო ომი დაიწყო, გერმანელები ალექსანდრიას მიუახლოვდნენ. რუმინელები მათი მოკავშირეები იყვნენ, ამიტომაც ინგლისელებმა პალესტინაში ყველა რუმინელი დააპატიმრეს და ერთ ბანაკში შეჰყარეს იტალიელებთან და გერმანელებთან ერთად. მამა იოანე წმინდა თეოდოსი დიდის ხსენების დღეს გაათავისუფლეს. წმინდანის პატიოსანი თავი საბა განწმენდილის ლავრაშია დასვენებული. მამა იოანემ საზეიმო ღვთისმსახურებას მიუსწრო, მთელი გულით შეევედრა წმინდანს, ეამბორა მის პატიოსან თავს და მოხდა სასწაული, დიზენტერიისგან განიკურნა.

1945 წელს, ინგლისელებს და არაბებს შორის სამხედრო დაპირისპირებისას, ბერი იოანე კვლავ მონასტერში იყო. იღუმენმა ის დიდი სქემით შემოსა, ამან უფრო განუმტკიცა უდაბნოში განმარტოების სურვილი. მაგრამ ღმერთმა სხვანაირად განსაჯა. 1937 წელს პალესტინაში რუმინეთის საპატრიარქომ სულიერი მისია ჩამოაყალიბა, რომელიც გაიზარდა და უკვე წინამძღოლი სჭირდებოდა. 1947 წლის 13 მაისს ნეოკესარიის მთავარეპისკოპოსმა მამა იოანეს დიაკვნად დაასხა ხელი, იმავე წლის 14 სექტემბერს კი მღვდლად აკურთხეს და მონასტრის იღუმენის ხარისხში აიყვანეს.

შვიდი წელი კეთილგონიერად წარმართავდა ძმათა ცხოვრებას, უამრავი სულიერი შვილი ჰყავდა, ბერძნებიც და რუმინელებიც, ყველა, ვინც იმ უდაბნოში მოღვაწეობდა. მათ უპირველესად საკუთარი მაგალითით ასწავლიდა. დღისით ყველა მიმსვლელს იღებდა, საღამოს კი უდაბნოში განმარტოვდებოდა ლოცვისთვის და განთიადისას ბრუნდებოდა. თავისუფალ დროს სულიერ ლექსებს წერდა. ჭეშმარიტად, ის ჩვენი დროის იშვიათ ასკეტთაგანი იყო. არასოდეს ეძიებდა მდიდარ კაცთაგან დახმარებას, რომლებიც შორს იყვნენ ეკლესიისგან. ამბობდა, სჯობს ღარიბი იყო, ვიდრე შეგინებულიო.

კაცობრივ შფოთს განრიდებული 1953 წელს თავის მოწაფესთან, ბერ იოანიკესთან ერთად წმინდა გიორგი ქოზიბელის მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ერთ მღვიმეში დასახლდა, რომელიც კლდეში იყო გამოთხრილი და უფრო მერცხლის ბუდეს წააგავდა. ამ მღვიმეში მრავალი რამ დაითმინა მამა იოანემ - სიცივე, სიცხე, სნეულება და კაცთა მოდგმის მტრის შემოტევა. აქ განაგრძნობდა თავის ასკეტურ ღვაწლსა და პოეტურ შემოქმედებას. როცა ღმერთი სეფისკვერს უგზავნიდა, წმინდა ანას სკიტის პატარა ტაძარში სწირავდა. დიდ დღესასწაულებზე წმინდა გიორგი ქოზიბელის მონასტრის ძმებთან ინაწილებდა სიხარულს, საღამოს კი კელიაში ბრუნდებოდა თოკის კიბით. ხშირად არაბები ქვებს ესროდნენ მღვიმეში და იქიდან მის გაგდებას ცდილობდნენ, მაგრამ მამა იოანე ყველაფერს დაითმენდა.

გავიდა კიდევ შვიდი წელი. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ხილვა ჰქონდა: დღისით, მოწმენდილ ცაზე, თავისგან მარჯვნივ ფინიკის ფოთლებით მოწნული გვირგვინი იხილა, რომელზეც ეწერა "ნეტარ იყვნენ", შემდეგი სიტყვები ვერ გაარჩია. მარცხნივ კი ეწერა "წყეულიმც იყვნენ". საიდანაც იმავდროულად ისრის სახით ელვა გამოდიოდა. ეს ხილვა თავის მოწაფეს მოუთხრო და დაჰპირდა, უფრო მეტსაც მოგიყვებიო. მაგრამ ამ ორ კვირაში ისე გახდა ავად, ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა.

სიკვდილის მოახლოება ღვთისაგან შეიტყო, ეს მღვიმეში დაწერა კიდეც. 1960 წლის 4 აგვისტოს ეზიარა, საწოლზე მიწვა. ერთი საათის შემდეგ მარჯვენა ხელით ოთხივე მხარე დალოცა და წარმოთქვა: "მშვიდობა ყოველთა". 5 აგვისტოს (ძვ. სტ.), ხუთშაბათს მიაბარა სული უფალს. ეს ამბავი შეიტყო ქოზიბის მონასტრის წინამძღვარმა, დილის ათი საათისთვის რამდენიმე მონასტრის ბერი წესის ასაგებად მღვიმეში ავიდა. მღვიმეში უამრავი ჩიტი შემოფრინდა, ბერებმა იფიქრეს, ალბათ საკენკისთვის მოვიდნენო. ფრინველები მამა იოანეს სხეულის გარშემო სხდებოდნენ, ჭყიოდნენ, სანთლებს აქრობდნენ, ფრთების ფართხუნით წიგნებს ხურავდნენ, ლოცვაში ხელს უშლიდნენ, მხოლოდ მაშინ გაფრინდნენ, როცა მამა იოანე ერთ ძველ კუბოში ჩაასვენეს და სახურავი ქვიშითა და მიწით დაგოზეს.

გავიდა ოცი წელი. მამა იოანე თავის მოწაფეს გამოეცხადა და თავისი კუბოს გახსნა უბრძანა. მაგრამ მონასტრის იღუმენმა მამა ამფილოქემ გადაწყვიტა, წმინდანის სხეული მღვიმეში დაეტოვებინა. 1980 წლის ივლისის მიწურულს მონასტერში მოსალოცად ამერიკელი ბერძნები მივიდნენ, სთხოვეს იღუმენს, მათთან ერთად წასულიყო მამა იოანეს მღვიმეში. როცა ზევით ავიდნენ, ბერძნებმა მამა იოანეს კუბოს გახსნა სთხოვეს მოძღვარს: "მის წმინდა ნაწილებს თაყვანს ვცემთო". იღუმენმა მცირე ყოყმანის შემდეგ ამის ნება მისცა. საოცარი კეთილსურნელება ამოვარდა მამა იოანეს კუბოდან, მაგრამ ყველაზე განმაცვიფრებელი ის იყო, რომ ღირსი იოანეს არა მარტო სხეული, ტანსაცმელიც კი სრულიად გაუხრწნელი დახვდათ. მისი მღვიმეში დატოვება აღარ შეიძლებოდა, რათა ვინმე ურწმუნოს არ შეეგინებინა. იერუსალიმში კუბო იყიდეს, მასში გადაასვენეს ცხედარი და ქოზიბის მონასტერში გადააბრძანეს.

მალევე წმინდა ნაწილები შუშის სარკოფაგში ჩაასვენეს. ეს სარკოფაგი ერთმა ავსტრალიელმა ბერძენმა ქალმა ძილში ნაბრძანების მიხედვით შეგროვილი ფულით გააკეთებინა. მრავალ ქრისტიანს გამოეცხადა წმინდა იოანე, ერთ ქალს, რომელსაც მისი უხრწნელი სხეულის ნახვისა ეშინოდა, უთხრა: "ჩემი რატომ გეშინია? მე იოანე ვარ, ცუდი რა გაგიკეთეო". ერთმა ბერძენმა ქალმა მისი წვერის ერთი ღერი, როგორც სიწმინდე, სამშობლოში წაიღო, მაგრამ მამა იოანეს დატუქსვის შემდეგ უკანვე გამოფრინდა იერუსალიმში და დააბრუნა თმა.

ერთხელ იერუსალიმელმა მღვდლებმა ისარგებლეს იღუმენის არყოფნით, დაითანხმეს პატრიარქი და წმინდა იოანეს კუბოს სხვაგან გადატანა გადაწყვიტეს. მაგრამ უეცრად პატრიარქი გარდაიცვალა. ამ საქმის მოთავე ორიდან ერთი ავარიაში მოჰყვა, მეორე გულით მძიმედ დაავადდა და მას შემდეგ კუბოს სხვაგან გადატანა აღარავის უფიქრია, ის ისევ წმინდა გიორგი ქოზიბელის მონასტერშია დასვენებული.

ჰოდა, ბედნიერ ქართველს, ვინც ღირსი შეიქნება წმინდა იოანეს თაყვანისცემისა, ვთხოვთ, ღირს მამას ჩვენც, "კარიბჭის" რედაქციაც, შეავედროს, როგორც მისი სიწმინდის შორიდან თაყვანისმცემელი.

1992 წელს რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირსი იოანე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 05 აგვისტო (ახალი სტილით) დაადგინა. 2015 წლის 22 დეკემბერს, იერუსალიმის საპატრიარქომ სქემმღვდელმონაზონი იოანე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 28 ივლისი-როცა მოხდა მისი წმინდა ნაწილთა აღმოყვანება - დაადგინა.

ბეჭდვაელფოსტა
15.11. 2014
ekaterine
dideba ufals!
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat