ჰოი, როგორი შემოხედვა იცოდა!
ჰოი, როგორი შემოხედვა იცოდა!
ილარიონ ქართველის სახელი ლეგენდად შემორჩა ათონს. მთაწმინდა დიდ პატივს მიაგებს სათნოებათა კიბეზე ასულ ამ საკვირველ მოღვაწეს.

წმინდა ილარიონი 1776 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ლოსიათხევში, ხახული და მარიამ ყანჩაიშვილების ოჯახში დაიბადა. პირველშობილ ყრმას ნათლისღებისას იესე დაარქვეს. ბავშვს ექვს წლამდე ღვთისმოსავი მშობლები ზრდიდნენ, შემდეგ კი ბიძამ, ტაბაკინის მონასტრის ბერდიაკონმა სტეფანემ, თავისთან წაიყვანა. ბიძასთან ილარიონი მის გარდაცვალებამდე დარჩა. ბევრი რამ ისწავლა იესემ ამ თორმეტი წლის მანძილზე: მდუმარება, თავშეკავება, ლოცვა... იშვიათად თუ მოიხილავდა მშობლებს. ჯერ კიდევ ყრმამ გამოსცადა ეშმაკთა სიავე. დემონები ხან დედის ხმით ეძახდნენ, ხან ყაჩაღების ან მხეცების სახეს იღებდნენ და ასე აშინებდნენ პატარას, მაგრამ ბიძის ლოცვა იფარავდა ილარიონს.

მამა სტეფანემ წინასწარ შეიტყო თავისი გარდაცვალების ჟამი და იესეს უანდერძა, როცა ეს მოხდებოდა, უმალვე დაეტოვებინა მათი განმარტოების ადგილი.

აღესრულა მამა სტეფანე. იესემ შეასრულა ბიძის ანდერძი და ტაბაკინის მონასტერში გადასახლდა. იქ შეიტყო, რომ თბილისში სასულიერო სასწავლებელი გაიხსნა და ფარულად ქალაქს მიაშურა. გზად ნიქოზში, ეპისკოპოს ათანასესთან შეიარა კურთხევისთვის. მეუფემ გამოჰკითხა ვინაობა, ლოცვები ათქმევინა და უთხრა: "შვილო, იქ არაფერს გასწავლიან ისეთს, რაც უდაბნოში შეგიძენია, ამიტომ დაბრუნდი შინ; უფალი ღმერთი, რომელმაც ლოცვა გასწავლა, ისეთ ადამიანად გაქცევს, ეკლესიასა და ერს რომ გამოადგებაო".

იესე სახლში დაბრუნდა. მალე მამამ იგი ქუთაისში წაიყვანა და მეფის სამსახურში ჩააყენა. მეფე სოლომონმა, მისი განსწავლულობა რომ იხილა, თავად გიორგი წერეთელს ჩააბარა ჭაბუკი, მან კი ჯრუჭის მონასტრის მოძღვარს, არქიმანდრიტ გერონტი სოლოღაშვილს, მიანდო იესეს განსწავლა.

მამა გერონტი ცდილობდა, იესესთვის ლოცვის სიყვარული გაეღრმავებინა. მამა ილარიონი იხსენებდა, როგორ იდგა ბერი ლოცვად მწუხრიდან მზის ამოსვლამდე და მოწაფესაც იმავეს აიძულებდა. მოძღვარი მკაცრად ამარხულებდა, ასწავლიდა სხვადასხვა მეცნიერებას, არითმეტიკას, გრამატიკას... სამწელიწად-ნახევარი დაყო იესემ მამა გერონტისთან. შემდეგ რამდენიმე წელი მეფის მოხელედ მუშაობდა. დაოჯახდა. ცოტა ხნის შემდეგ მღვდლადაც აკურთხეს.

მძიმე დრო იდგა. მეფე სოლომონს ერთგული ცოტა ჰყავდა, ამიტომ გვერდიდან არ იცილებდა მამა იესეს, რომელიც უკვე პირად მოძღვრადაც აერჩია. მარიამმა, მისმა თანამეცხედრემ, ორი წელიწადი გაუძლო ქმართან განშორებას და დარდისგან გარდაიცვალა.

მამა იესეს პირად ტრაგედიას ერის სატკივარიც დაემატა. ქართლ-კახეთის დაპყრობის შემდეგ რუსეთმა იმერეთის შემოერთება გადაწყვიტა. მეფე სოლომონი თბილისში ჩამოიტყუეს და შინაპატიმრობაში აიყვანეს. ნაბრძანები იყო, რუსეთს გაეგზავნათ, მაგრამ ერთგულმა თავადებმა გააპარეს. მეფემ თურქეთს შეაფარა თავი, სადაც აღესრულა კიდევაც 1814 წელს.

იესემ დაუხუჭა თვალები ივერიის უკანასკნელ მონარქს. მეფის საგანძურის ნაწილი გლახაკებს დაურიგა, ნაწილი მის დაკრძალვასა და საფლავის ქვას მოახმარა, დანარჩენი კი მეფის სულის მოსახსენიებლად ეკლესიებს დაურიგა.

მეფის დაკრძალვის შემდეგ იესე ამალასთან ერთად იმერეთში დაბრუნდა და დედოფალს წერილი გაუგზავნა, სადაც ყოველივეს აღწერდა და, დასასრულ, ამბობდა: "რადგან კურთხეული ბატონი ჩემი მეფე სოლომონ გარდაიცვალა, ამსოფლად არაფერი კეთილი და არაფერი დიდება არ მინდა და ღმერთმა ნუმც მომცესო, ბატონო". სურდა, ტაბაკინის მონასტერში განმარტოებულიყო, მაგრამ დედოფალმა მარიამმა, რომელიც იმხანად უკვე მოსკოვში იმყოფებოდა, თავისთან იხმო.

დიდხანს ვერ გაუძლო მამა იესემ სამეფო კარის თავაშვებული ცხოვრების ყურებას. თვითონაც მშვენიერი ვაჟკაცი გახლდათ - მაღალი, მხარბეჭიანი... სულიერ საფრთხეს საფრთხე ემატებოდა და მამა იესემ დაუტევა ყოველივე. როგორც მართალი იოსები - დედოფლისგან, ისე ილტვოდა ამა სოფლის საცდურთაგან. დედოფლის მალულად გამოიპარა მოსკოვიდან. საქართველოში, ცხადია, აღარ დაბრუნებულა, კონსტანტინოპოლში ჩავიდა - წმინდა მიწის მოლოცვა სურდა, ფიქრობდა, აღდგომას უფლის საფლავთან შევხვდებიო. იმ დროს კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა იერუსალიმის პატრიარქი, რომელმაც ურჩია, ის ზამთარი ათონზე გაეტარებინა, დიდმარხვას კი მასთან ჩასულიყო, რათა ერთად შეხვედროდნენ აღდგომას. მამა იესემ ათონისკენ მიმავალი გემი იპოვა და 1819 წელს პირველად დაადგა ფეხი ათონის წმინდა მიწას. გზად სამოსი გამოიცვალა, დაკონკილი ძველმანები ჩაიცვა და ასე მიადგა ივერონს.

ათონზე ერთი კვირა დაყო. ბერძნული არ იცოდა. მონასტრის ბერებს შორის კი თურქულის მცოდნე თითქმის არავინ იყო და იესე მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, მაგრამ ივერონის მსუბუქი ტიპიკონი არ მოეწონა და დიონისეს მონასტერში გადასახლდა. იქ თავის ძველ მეგობარს ბენედიქტე ქიოტიშვილს შეხვდა. 1821 წელს, დიდმარხვისას, ისინი ერთად შეიმოსნენ დიდი სქემით. იესეს ილარიონი უწოდეს. ბერად აღკვეცისას მამებს სურდათ, ილარიონი ახალი სამოსით შეემოსათ, მაგრამ მან ითხოვა, ისევ თავისი კონკების ტარების ნება მიეცათ.

მამა ილარიონი პირველი აღკვეცეს, ამიტომ ბენედიქტეს უფროს ძმად ითვლებოდა, მაგრამ იგი ძალზე აფასებდა მამა ბენედიქტეს და მუდამ თავის მოძღვრად მიიჩნევდა.

ბერ ილარიონს სხვადასხვა მორჩილებას განუჩენდნენ ხოლმე. სატრაპეზოსა და სამზარეულოშიც მუშაობდა და ვენახშიც. ყველამ შეიყვარა მორჩილი და მდაბალი "უპოვარი" ქართველი ბერი. ერთხელ ერთმა ძმამ მის სენაკში რუსული პასპორტი აღმოაჩინა, სადაც მისი წოდება იყო აღნიშნული. გამჟღავნდა მამა ილარიონის საიდუმლო. ბერმა ძმებს სთხოვა, ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ.

ივერონის ბიბლიოთეკაში უამრავი ქართული წიგნი იყო. ილარიონმა მათი დათვალიერება გადაწყვიტა, ეახლა მონასტრის წინამძღვარს და ქართული წიგნები სთხოვა. იმ დროს წინამძღვართან სტუმრად იყო ერთი არქიმანდრიტი, რომელიც ილარიონმა მოსკოვში გაიცნო. მან შორიდანვე იცნო იგი, "მამა იესე, მეფის მოძღვარი!" - შესძახა აღტაცებულმა და მოწიწებით მიესალმა.

ივერონელმა ბერებმა მოძღვარს დარჩენა შესთავაზეს, მაგრამ მან იუარა და დიონისეს მონასტერში დაბრუნდა. იქაც გაეგოთ მისი ამბავი. იღუმენმა დაჟინებით სთხოვა, მღვდლობა გაეწია, მაგრამ ილარიონმა კატეგორიული უარი განუცხადა და მძიმე მორჩილებას დაუბრუნდა. ყველა ცდილობდა, ხელი წაეშველებინა, ხშირად იჩოქებდნენ მის წინაშე და კურთხევას სთხოვდნენ... ბოლოს და ბოლოს ბერმა მონასტერი დატოვა და უდაბნოში გადასახლდა.

1821 წელს თურქები სასტიკად გაუსწორდნენ აჯანყებულ ბერძნებს. მდინარეებად მიედინებოდა ქრისტიანთა სისხლი... თურქები ათონსაც მიადგნენ. აბდულ რობუთ ფაშა ათონის ახლოს, დაბა კუმიცაში დაბანაკდა და წმინდა მთის მონასტრების წინამძღვრები თავისთან იხმო. დიონისეს მონასტრის იღუმენს შეეშინდა და თავის მაგივრად მამა ილარიონი გაგზავნა - "ფაშა ხომ წარმოშობით ქართველია (ასეც იყო - მღვდლის შვილი გახლდათ, ბავშვობაში თურქებს მოეტაცათ და გაეყიდათ), შენ ხელს არ გახლებსო".

ფაშას გულის მოსაგებად ძღვენი მიართვეს, მართლაც მან ილარიონის გარდა ყველა დილეგში გაისტუმრა.

წმინდა მამა ათონზე რომ დაბრუნდა, მონასტრის ძმობა იქ დასახლებულ თურქ ასკერებს ემსახურებოდა. ბერი ძალზე დამწუხრდა და უდაბნოს მისცა თავი. კარგა ხანს მღვიმეებში ცხოვრობდა და ღმერთმა იცის, რით საზრდოობდა, შემდეგ კი მკაცრ უდაბნოს კატუნაკს მიაშურა.

თითქმის გაუკაცრიელებულ ათონზე ისედაც ჭირდა ცხოვრება, მით უფრო - კატუნაკის ღრმა უდაბნოში. შიმშილსა და სიცივეს მღვიმის სინესტეც დაერთო. ილარიონს თმა გასცვივდა, ფეხები დაუსივდა, ხშირად მღვიმიდან გამოსვლასაც კი ვერ ახერხებდა. ეშმაკმაც საშინელი ბრძოლა გაუმართა; ხან მხეცის, ხან ადამიანის სახით ესხმოდა თავს. ასეთ ღვაწლში გაატარა წმინდა მამამ რამდენიმე წელიწადი.

ერთხელ შიმშილისგან დაუძლურებულს შემთხვევით ვინმე ბერი წააწყდა. ყველამ შეიტყო ილარიონის ადგილსამყოფელი. უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან და სულიერ სარგებელს იღებდა. ხალხისგან შევიწროებულმა წმინდა მამამ კურთხევა აიღო, ახალ სკიტში, ზღვის მეკობრეებისგან თავის დასაცავად აგებულ გოდოლში განმარტოვდა და მარხვასა და ლოცვას მღვიძარებაც შემატა. ეშმაკებმა ეს გამოწვევად მიიღეს და ლეგიონებად ესხმოდნენ თავს. ერთხელ მამა ილარიონს მისი სულიერი მოძღვარი, დიდი ნეოფიტე კარამანლისი სწვევია. ამ დროს კოშკის კიბეზე ხმაურით გოლიათური აღნაგობის კაცი ასულა და ილარიონისთვის ვეებერთელა ხმალი მოუღერებია. "ვერც კი ხვდები, ვის ებრძვიო", - შეუძახია. მამა ნეოფიტე შიშისგან გაქვავებულა, მამა ილარიონს კი ლოცვით ზეაღუპყრია ხელები და ბოროტიც გამქრალა.

განდეგილობის დასასრულს ღირს მამას ეშმაკთა ურიცხვი ურდო დაატყდა თავს, როგორც ერთ დროს ანტონი დიდს და ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა. სავანის ძმებმა ილარიონი მონასტერში გადაიყვანეს, მამა ბენედიქტე ქიოტიშვილი მოიხმეს და რჩევა ჰკითხეს. მამა ბენედიქტემ, მისი ნება რომ დაეთრგუნა, აიძულა, კარაქი, თევზი და ყველი ეჭამა. მამა ილარიონი მორჩილად დაჰყვა სულიერი ძმის რჩევას.

როცა გამოჯანმრთელდა, ივერონში გადასახლდა, სადაც პლატონ იოსელიანის თხოვნით ქართული ხელნაწერების კატალოგი შეადგინა. "ნუსხა გეთხოვნა წიგნებისა და აღმძრა სიყვარულისგან უსწავლელი და უგუნური და ხელ-ვჰყავ, აღვნუსხე, რაოდენიცა იპოვებოდა სიძველისგან და უდროებისგან განრყვნილ და სხვა ავაზაკთაგან გარყვნილ-ამოხეული", - სწერდა იგი პლატონ იოსელიანს 1836 წელს.

მამა ილარიონი ექვსი თვე დარჩა ივერონში. ამ პერიოდში ივერთა მონასტერს შეემატა მისი ორი ხორციელი ძმა, მამა მაკარი და მამა საბა, რომლებიც ილარიონის სულიერი შვილები გახდნენ. მამა მაკარი მალევე გარდაიცვალა, ხოლო მამა საბა ათონზე დიდად პატივცემული მოძღვარი შეიქმნა.

მამა ილარიონის სახელმა ათონს გარეთაც გააღწია. უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან რჩევის მისაღებად. "ათონის მოძღვართმოძღვარს" უწოდებდნენ. ილარიონის სიტყვა ძლიერი და მიუკერძოებელი იყო. მისი წინასწარმეტყველება ყოველთვის ცხადდებოდა. "მთელი მისი სული, ფიქრები, სურვილები თუ მოქმედება იყო ნათელი, - ასე იხსენებდა მოძღვარს მამა საბა, - მის კეთილ სახეში ჩანდა ანარეკლი უფლის სახისა. ჰოი, როგორი შემოხედვა იცოდა! მე ხშირად ვერ ვბედავდი თვალებში ცქერას, ისინი პირდაპირ გხერხავდნენ".

მამა ილარიონი არც პატრიარქს ერიდებოდა, არც იღუმენს, არც ერისკაცს; ყველას, ვისაც კი მართლმადიდებლობის ღალატს შეამჩნევდა, დაუნდობლად ამხელდა.

1862 წელს რუსიკში გაემგზავრა. გახარებულმა რუსმა მამებმა წმინდა გიორგის სახელზე სენაკი აღუშენეს, სადაც მამა საბასთან ერთად დასახლდა. სულიერი მამა-შვილი ღამეებს ლოცვაში ატარებდა, დღისით კი, უქმად რომ არ ყოფილიყვნენ, ხის მაგიდებსა და სკამებს აკეთებდნენ. ილარიონს, მიუხედავად ხანდაზმულობისა, ცხოვრების წესი არ შეუცვლია; დღე-ღამეში მხოლოდ ორი საათი ეძინა, ერთი - ფეხზე მდგომს, კვერთხზე დაყრდნობილს და ერთიც - იატაკზე მჯდომს, კედელზე ზურგმიყრდნობილს.

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ნაწლავების გადახლართვა დაემართა. გადარჩა, მაგრამ უკურნებელი სენი შეეყარა. ტკივილებით გატანჯული, იტყოდა ხოლმე: "დიდება უფალს, მსურდა მოწამეობა, მაგრამ ღმერთმა არ მაღირსა, ახლა კი ავადმყოფობა მომივლინა. ეს მოწამეობის ტოლია, თუ მოთმინებითა და ღვთის ნების ერთგულებით გადაიტანო". ასე მიაბარა სული უფალს 1864 წლის 14 თებერვალს (ძვ. სტილით).

ერთხელ მამა ბესარიონს (ქიქოძეს) მამა ილარიონის საფლავზე განუზრახავს წასვლა. ძილში გარდაცვლილი მამა ბენედიქტე გამოსცხადებია და უთქვამს: "სად მიდიხარ, მამა ილარიონი არ მომკვდარა; ის ცოცხალია და ღირს ათანასე ათონელთან იმყოფებაო".

სამი წლის შემდეგ, ათონის წესისამებრ, მამა ილარიონის საფლავი გახსნეს. ირგვლივ მირონის სურნელება დატრიალდა. მის წმინდა ნაწილებს ეს სურნელება მცირე ანას სავანემდე გაჰყვა, სადაც ისინი დიდი პატივით გადაასვენეს და მამათა ძვლებს შერთეს.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ილარიონ ქართველი (ახალი) და მისი ხსენების დღედ 27 თებერვალი დააწესა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat