ხედავ, უცხოც კი მიხვდა, რომ ბერობა მინდა, შენ კი ჩემი არ გესმის
ხედავ, უცხოც კი მიხვდა, რომ ბერობა მინდა, შენ კი ჩემი არ გესმის
მიდიოდნენ მის სენაკთან, კარის ზღურბლიდან იღებდნენ მიწას, იყრიდნენ სნეულ ადგილზე და იკურნებოდნენ
მამა არსენი (ანიცალიხოსი) დაიბადა დაახლოებით 1840 წელს კაბადოკიაში, ფარასის ოლქში. მის ღვთისმოშიშ მშობლებს ელეფთერი და ბარბარე ერქვათ. მამამისს, რადგან იერუსალიმი მოელოცა, როგორც წმინდა მიწის მომლოცველს, ჰაჯი-ელეფთერს ეძახდნენ. ჰყავდათ ორი ვაჟი: ვლასი და თეოდორე. მშობლები ადრე გარდაიცვალნენ და ბავშვებზე დეიდა ზრუნავდა. ერთხელ ვლასიმ ძმა მამისეულ მინდორში წაიყვანა. ერთი პატარა, მაგრამ ჩქარი მდინარე უნდა გადაევლოთ. უცებ წყალმა თეოდორე გაიტაცა. იქვე ახლოს წმინდა გიორგის ეკვდერი იდგა. ვლასიმ წმინდანს შეწევნა სთხოვა. ამ ტირილში იყო, რომ გვერდით მდგომი ძმა იხილა. მან უთხრა, - ბერის მსგავსმა მხედარმა ცხენზე შემისვა და გამომიყვანაო. ამ დროიდან მოყოლებული თეოდორეს ბერობის სურვილი გაუჩნდა. ვლასიმაც ღმერთს მიუძღვნა ცხოვრება. ბიზანტიური მუსიკის მასწავლებელი გახდა და ბოლოს კონსტანტინოპოლში გარდაიცვალა.

ცოტა რომ მოიზარდა, დეიდამ თეოდორე სასწავლებლად მამიდასთან გაგზავნა ნიგდეაში. მამიდა კი, ბიჭის გონიერება რომ დაინახა, მოეთათბირა თავისიანებს და გადაწყვიტეს, ნიგდიაში სწავლას რომ დაასრულებდა, სმირნაში (დღევანდელი იზმირი) გაეგზავნათ. არდადეგებზე მამისეულ სახლში მობრუნებული თეოდორე შემოიკრებდა თანატოლებს და თვითონ რაც იცოდა, მათ ასწავლიდა. ერთხელ დეიდამ მისი თავისთან დატოვება და დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ დეიდის არჩეულმა გოგონამ თეოდორეს ცოლობაზე უარი თქვა - კარგი ოჯახის შვილია, მაგრამ ბერიაო. როცა თეოდორემ ეს გაიგო, დეიდას უთხრა: ხედავ, უცხოც კი მიხვდა, რომ ბერობა მინდა, შენ კი ჩემი არ გესმისო. მეორე დღესვე დატოვა იქაურობა და სმირნაში წავიდა, სადაც ბერძნული ენისა და საეკლესიო საგნების გარდა შეისწავლა სომხური, თურქული და ფრანგული ენები. 26 წლისა კესარიაში, ერთ მონასტერში აღიკვეცა ბერად. მას არსენი უწოდეს.

მშვიდად ყოფნა დიდხანს არ დასცალდა ბერ არსენს. მაშინ ძალზე აკლდათ მასწავლებლები, ამიტომ მიტროპოლიტმა პაისი II-მ არსენს ხელი დაასხა დიაკვნად და მშობლიურ ფარასაში გაგზავნა მასწავლებლად. დიდი მოშურნეობით შეუდგა არსენი შრომას. სკოლა თავის ოთახში მოაწყო. რუსეთ-თურქეთის ომის მერე, 1878-79 წლებში, რუსეთმა, საზავო ხელშეკრულებით, თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი მართლმადიდებელი ბერძნული მოსახლეობა თავისი მზრუნველობის ქვეშ აიყვანა, მაგრამ მაშინაც და მით უმეტეს, ათი წლით ადრე, ბერძნები დიდად ფრთხილობდნენ, თურქები არ გაეღიზიანებინათ. ამიტომაც მამა არსენი საგულდაგულოდ მალავდა თავის სკოლას, ბავშვები ხშირად მიჰყავდა სოფლიდან მოშორებით ერთ მღვიმეში, სადაც წერა-კითხვას ასწავლიდა. 30 წლის არსენი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. ახლა უფრო გაიშალა ღირსი მამის მოღვაწეობა, მოივლიდა ქრისტიან ბერძენთა სოფლებს და განამხნევებდა თანამემამულეებს. თურქებისგან დაპყრობილ ბერძენთა უნუგეშო მდგომარეობა მხნეობასა და ძალას აძლევდა ღირს მამას. მისი ლოცვით უამრავი სასწაული ხდებოდა, ყველას უკითხავდა ლოცვებს, სნეული ქრისტიანი იქნებოდა თუ თურქი. თურქებიც გრძნობდნენ მართლმადიდებლობის უდიდეს ძალას და პატივს სცემდნენ. ერთხელ თავის მედავითნესთან ერთად რომელიღაც სოფელში იყო. იქაურმა თურქებმა ქრისტიანებთან დალაპარაკების ნება არ მისცეს. მამა არსენი დუმდა, მერე კი მედავითნეს უთხრა, წავიდეთ აქედან და თურქები თვითონ მოგვაბრუნებენ უკანო. იარეს ნახევარი საათი, გასცდნენ სოფელს. ჰაჯი-ეფენდიმ (ასე ეძახდნენ თურქები მამა არსენს) მუხლი მოიდრიკა და ლოცვა დაიწყო. უეცრად მოწმენდილი ცა ღრუბლებით აივსო და კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომელსაც საშინელი ქარიშხალი მოჰყვა. თურქები მაშინვე მიხვდნენ შეცდომას და ბერს ორი მხედარი დაადევნეს. ისინი მუხლებში ჩაცვივდნენ და სოფლის სახელით შენდობა ითხოვეს. მამა არსენი დაბრუნდა სოფელში, ოთხივე მხარეს გადასახა ჯვარი და წვიმაც უეცრად შეწყდა.

მაგრამ თურქებზე არანაკლებ საშიში იყვნენ ბერძენი პროტესტანტები. ერთხელ მათ თავიანთი კაცი მასწავლებლად გაგზავნეს ფარასაში. მას მამა არსენმა უთხრა: აქედან წადი, ჩვენ ერთი პროტესტანტიც გვეყოფა, თურქი, ფარასაში რომ ცხოვრობსო. რომ ვერაფერი გააწყო, ფარასელები გააფრთხილა: ვინც იმ პროტესტანტს მიესალმება, არ ცხონდებაო. ხალხისგან იზოლაციამ და ცალკე მამა არსენის საუბრებმა დააფიქრა პროტესტანტი და ისიც მამა-პაპის რწმენას დაუბრუნდა.

ილოცეთ, ბავშვებო, - არიგებდა შეგირდებს მამა არსენი და ლოცვასაც ასწავლიდა. ვინც რაიმეს შესცოდავდა, სინანულით ღვთისაგან შენდობა უნდა გამოეთხოვა. ძალიან უფრთხილდებოდა ადამიანთა სულებს. ხშირად, როცა ყრმებს ნათლავდა, მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ ისეთ სახელს არქმევდა, რომლის დღესასწაული კალენდარში არ არსებობდა. მაგალითად: იორდანე, გეთსიმანია, იერუსალიმი. იცოდა, რომ ხშირად ანგელოზის დღის აღნიშვნა ლოთობით, სიმთვრალით მთავრდებოდა, რაც ძმათა შორის ჩხუბის მიზეზი ხდებოდა. თუ რამე შეგიძლიათ, აგერ მტერი, თურქები, და მათ ებრძოლეთო, - ეტყოდა ხოლმე ახალგაზრდებს. "მისმა ასეთმა ზოგისთვის "დამაბრკოლებელმა" საქციელმა უფრო შემძრა, ვიდრე ღვთის ძალით მის მიერვე აღსრულებულმა სასწაულებმა. ცდილობდა, შესახედად ყოფილიყო მრისხანე (განსაკუთრებით დედაკაცთა მიმართ) ანდა გაუმაძღარი, რომ თავისი სული კაცთა თვალთაგან და ცარიელი ქების შესხმისგან დაეფარა", - ამბობს მასზე მამა პაისი ათონელი. მაგრამ ბოლომდე ვერ იფარავდა ღვთის მადლს, რომლითაც იყო ავსებული.

ამ გაჭირვებულ დროში კაპადოკიის ქრისტიანებში, მუსულმანურ ზღვაში მოქცეულ ამ პატარა კუნძულზე ექიმს სად იპოვიდი. სამაგიეროდ, ფარასელებს სხვა "ექიმი" ჰყავდათ - მამა არსენი. მასთან ყველანაირი სნეული მიჰყავდათ და მისი ლოცვით ყველა იკურნებოდა. ვისი მიყვანაც შეუძლებელი იყო, მამა არსენს ავადმყოფის ტანისამოსს უგზავნიდნენ, ის აკურთხებდა და უკანვე უბრუნებდა სნეულს. ავადმყოფი ღვთსმოშიშებით იცვამდა და იკურნებოდა. ხშირად, მათდა სანუგეშოდ, მამა არსენი რაიმე ლოცვას უგზავნიდა, რომელსაც ისინი გულზე ჩამოიკიდებდნენ ხოლმე ავგაროზად. როცა ავადმყოფობის ანდა კაცთა სხვა პრობლემების მოსაგვარებლად კურთხევანში სათანადო ლოცვას ვერ პოულობდა, მათ ფსალმუნებს უკითხავდა. "სახარებას" კი მხოლოდ მძიმე შემთხვევებისას უკითხავდა ავადმყოფს, ისეთებისას, როგორიცაა: სიბრმავე, სიყრუე, დამბლა ანდა ეშმაკეულობა. თუ კაცი სხეულთან ერთად სულითაც იყო სნეული, რამდენჯერმე მიჰყავდა თავისთან, ჯერ სულს უკურნავდა, მეორე კი სხეულსაც. რა თქმა უნდა, ამისთვის ფულს არასოდეს იღებდა. "ჩვენი რწმენა არ იყიდებაო", - იტყოდა. ერთხელ ეშმაკეული თურქი ქალი მოუყვანეს განსაკურნებლად, მაგრად ჰყავდათ შეკრული, მაგრამ მაინც ვერ აკავებდნენ. მამა არსენმა მისი გათავისუფლება ბრძანა. თოკებშემოცლილი ქალი ეცა ბერს და ფეხზე უკბინა. მამა არსენს ამ დროს სახარება ჰქონდა ხელთ, არც გადაუშლია, სამჯერ მსუბუქად დაარტყა ქალს და ეშმაკი მაშინვე განვიდა. ქალის მამამ ფულით სავსე ქისა დაუდო მამა არსენს. მან უკან დაუბრუნა. ერთხელ ერთმა თურქმა ორი ვირი მოუყვანა "ფეშქაშად", რადგან თურმე მისი ლოცვით თურქის უნაყოფო ცოლს ორი ბავშვი შეეძინა. მამა არსენმა მას მკაცრად უთხრა: შენს სოფელში ღარიბი აღარავინ არის, მე რომ მომიტანეო? მამა არსენი თავისი ლოცვით განსაკუთრებით ქალთა უნაყოფობას კურნავდა. ქალები მამა არსენს თავიანთ თავსაფრებს უგზავნიდნენ, რომელთაც ბერი აკურთხებდა, შემდეგ იხურავდნენ და წლის თავზე ბავშვებს შობდნენ. ხშირად თოკებსაც უგზავნიდნენ. ამას კი უნაყოფო ქალები წელზე ქამრად შემოირტყამდნენ და შვილიერების მადლს იძენდნენ. ხან კანდელის ძაფს სთხოვდნენ, ხან საცეცხლურის ფერფლს, რომელსაც წყალში ხსნიდნენ, ასმევდნენ ავადმყოფს და ისიც იკურნებოდა.

სხვებისთვის მოწყალე მამა არსენი შეუბრალებელი იყო საკუთარი თავის მიმართ. მიწისიატაკიანი ფარღალალა ქოხი ჰქონდა. მიწაზე გაიშლიდა თხელ საბანს და ასე ისვენებდა. ღმერთმა იცის, როდის ეძინა. ამსოფლიური შფოთით დაღლილი კვირაში ორ დღეს ჩაიკეტებოდა კელიაში და არავის იღებდა. თუ შორიდან იყვნენ მოსულნი და კარზე კაკუნით შეაწუხებდნენ, გააღებდა კარს, შეხედავდა, რა სჭირდა სნეულს, მერე კი სათანადო ლოცვას კითხულობდა მდუმარედ და სნეულიც იკურნებოდა. ფარასელებმა იცოდნენ ეს და ამ ორ დღეს მის შეწუხებას ერიდებოდნენ. მიდიოდნენ მის კელიასთან, კარის ზღურბლიდან იღებდნენ მიწას, იყრიდნენ სნეულ ადგილზე და იკურნებოდნენ. ჰაჯი-ეფენდის კელია თითქოს ამ გატანჯულ ადამიანთა სნეულებას იტოვებდა. მამა არსენს კელიაში ყოველთვის ტომარა ჰქონდა ზურგზე აკიდებული, როგორც არ უნდა დიდი კაცი სწვეოდა, არ იხსნიდა - დედაჩემის ნაჩუქარიაო, - ამბობდა. შესაძლოა მასში ნაცარიც ეყარა, რადგან მის კელიაში ხატების წინ ყოველთვის ნაცარი და ფერფლი იყო, რომელზეც სიმდაბლის ნიშნად იდგა და ასე ლოცულობდა. ხშირად თურქები, რომლებიც თავს ჰაჯი-ეფენდის ლოცვის ღირსად არ თვლიდნენ, მედავითნეს მხოლოდ ამ ნაცარს გამოართმევდნენ ხოლმე, შესვამდნენ წყალში გახსნილს და გამოჯანმრთელდებოდნენ. ერთხელ ერთმა მუსულმანმა ქალმა ოთხშაბათ დღეს მამა არსენს თავისი ბრმა ქალიშვილი მიუყვანა. ბერმა კარი არ გაუღო. ქალმა შვილი კარწინ დატოვა, თვითონ კი სოფლის ცენტრში წავიდა. ამ დროს მამა არსენის კელიასთან ერთმა ფარასელმა ქალმა მოირბინა, რომელსაც ტკივილისაგან ხელი ჰქონდა მოკრუნჩხული. აიღო კელიის ზღურბლიდან მიწა, წაისვა ხელზე და განიკურნა. მუსულმან გოგონასაც უთხრა: - რას უცდი, განა არ იცი, რომ ჰაჯი-ეფენდი ოთხშაბათს და პარასკევს კარს არ აღებს? აიღე მიწა ზღურბლიდან და თვალებზე წაისვიო. ქალი თავის საქმეზე წავიდა. გოგონამ ხელის ცეცებით მიაგნო ზღურბლს, აიღო მიწა, წაისვა თვალებზე და დაინახა. გახარებულმა კარზე ბრახუნი ატეხა. რომ აღარ გაჩერდა, მამა არსენმა გამოხედა და ხელით ანიშნა, რა გინდაო (ამ დღეებში მდუმარებდა). მიზეზი რომ გაიგო, აიღო სახარება, თავზე დადო, წაიკითხა და ისიც სრულიად განიკურნა. გახარებულმა ქალმა თაყვანი სცა და ფეხზე ეამბორა. მაშინ კი უთხრა ღირსმა მამამ: თაყვანისცემა თუ გინდა, მუხლი მოუდრიკე ქრისტეს, რომელმაც თვალისჩინი მოგანიჭაო.

როცა პარალიზებულ ანდა ეშმაკეულ ბავშვს განკურნავდა, ეპიტიმიას მის მშობლებს ადებდა, რომლებიც, მისი აზრით, ბავშვის სნეულების მიზეზნი იყვნენ. სხვა შემთხვევაში ეპიტიმიას თითქმის არ ადებდა ცოდვილს, სამაგიეროდ, მიჰყავდა ცოდვის შეგრძნებამდე. ერთხელ მას ერთი თურქი მოუყვანეს, რომელმაც წმინდა იოანეს წყარო შებილწა და ამის გამო კისერი მოეგრიხა. მამა არსენმა ერთი კვირა დაიტოვა და არ განკურნა. რას აჩერებ, მამაო, თურქს ამდენ ხანსო, - ჰკითხეს. სინანული რომ იგრძნოსო, - უპასუხა. ერთი კვირის შემდეგ ლოცვა წაუკითხა და კაცს თავი თავის ადგილას დაუდგა. მამა არსენმა უთხრა: შემდეგში, როცა დაინახავ რაიმე ქრისტიანულს, შორიდან თავი მოუდრიკე, წადი შენს გზაზე და არ მიეკაროო. ერთხელ კი ვინმე მუნჯი თურქი მიუყვანეს. მამა არსენმა სახარების კითხვა დაუწყო. დამთავრებული არ ჰქონდა ლოცვა, რომ მუნჯმა ენა ამოიდგა.

ღირსი მამა ყოველდღე წირავდა უსისხლო მსხვერპლს. ლოცვისას კი, როგორც ამბობდნენ, მისი გული თითქოს სხეულს შორდებოდა, ადიოდა ქრისტესთან, ფეხებზე მოეხვეოდა და მანამ არ გაუშვებდა, სანამ მის სათხოვარს არ აასრულებდა.

მამა არსენის სიტყვის ძალა მრავალჯერ უგრძნიათ. ერთხელ მას ორი შეიხი ეწვია. ღირსი მამა ყავით გაუმასპინძლდა, მათ კი თავიანთი გაკეთებული ავგაროზი შესთავაზეს. მამა არსენმა მკაცრად უთხრა: მე უფრო მეტ ძალასა ვფლობ. ქრისტეს ძალით შემიძლია ადგილზე გაგაქვაოთ და ვერ წამოდგეთო. შემდეგ ადგა და დატოვა სტუმრები. შეიხებმა ყავა დალიეს, მაგრამ წამოდგომა ვერ შეძლეს. იძულებული გახდნენ, მამა არსენისთვის დაეძახათ. ღირსმა მამამ მხოლოდ ანიშნა, წადითო. შეიხები თავისუფლად წამოდგნენ და შერცხვენილნი წავიდნენ.

ერთხელ ქურდები შევიდნენ მის კელიაში. ღირსი მამა იქვე ლოცულობდა. არაფერი უთქვამს. მათ მამა არსენის საბანი აიღეს, გასვლა მოინდომეს, მაგრამ კარი ვერ იპოვეს. მამა არსენი ადგა, ხელი მოჰკიდა ერთ მათგანს და უთხრა: აი კარი, საიდანაც ქურდები შემოდიან, მაგრამ ჯოჯოხეთში მიემგზავრებიანო.

მოხდა ასეთი რამეც: სამმა თურქმა ყაჩაღმა მამა არსენის გაძარცვა მოინდომა. ეგონათ, ბევრი ფული ექნებოდა. ოთხშაბათი დღე შეარჩიეს გასაძარცვად. ორი გარეთ დარჩა, ერთი მათგანი ფანჯრიდან შეძვრა და კელიის კარი გააღო. მამა არსენი ამ დროს ლოცულობდა. ხმაურზე მოიხედა. მისმა მზერამ შუა კარებში გააქვავა ხანჯალმომარჯვებული თურქი. მამა არსენმა მშვიდად გააგრძელა ლოცვა. ამასობაში გათენდა. გარეთ დარჩენილი ყაჩაღები აღელდნენ, თვითონაც შეძვრნენ ფანჯრიდან და თავიანთი მეგობარი უცნაურ პოზაში გაშეშებული იხილეს. დაუწყეს ვედრება მამა არსენს - შეგვიწყალეო. მან ანიშნა, წადითო და ყაჩაღები შეშინებულნი გაშორდნენ იქაურობას.

ერთხელ თურქებმა დრო იხელთეს და ფარასას მაშინ დაესხნენ თავს, როცა მამაკაცები სოფელში არ იყვნენ. ათი კაციც დაატყვევეს. მათ წინ მამა არსენი გადაუდგა და ხალხის დაბრუნება მოსთხოვა. თუ არადა, ქვებად გაქცევთო. მართლაც, მისმა სიტყვამ თურქები ქანდაკებად აქცია. მხოლოდ დატყვევებული თანამემამულეების დაბრუნების შემდეგ მოხსნა მათ "ჯაჭვები".

სხვა "უცნაურობასთან" ერთად, ერთი რამეც სჭირდა ღირს მამას - პირუტყვზე არასოდეს ჯდებოდა. რამდენჯერმე იერუსალიმში ფეხშიშველმა იმოგზაურა.

დიდად აფასებდნენ მას პატრიარქები, ეპისკოპოსობაც კი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

1923 წელს, ლოზანის ხელშეკრულებით, თურქეთმა და საბერძნეთმა მოსახლეობა გაცვალეს: მცირეაზიელი ბერძნები საბერძნეთში გადასახლდნენ, ხოლო იქ მცხოვრები თურქები - თურქეთში. ფარასელები ააფორიაქა ამ ახალმა ამბავმა. მამა არსენი მათ ამშვიდებდა. პირველ რიგში ყველა მოუნათლავი ბავშვი მონათლა. ამ დროს მოუნათლავთ მამა პაისი ათონელიც. მამა არსენს ყრმისთვის თავისი სახელი უწოდებია. ვიცი, რომ გინდათ მემკვიდრე დატოვოთ, - უთქვამს მისი მშობლებისთვის, - მეც მომინდა ჩემს შემდეგ ბერი დავტოვო, რომელიც ჩემს გზას გააგრძელებსო.

ნათლობის შემდეგ მთელი კვირა ეკლესიის სიწმინდეებს მარხავდა მიწაში - თურქებს რომ არ შეებილწათ. ნაწილი ეკლესიაში ჩამარხა, ნაწილი - სასაფლაოზე. მათი წაღების საშუალება არ იყო.

გადასახლება 1924 წლის 14 აგვისტოს (ძვ. სტილით) დაიწყო. სამოცი კილომეტრი ჰქონდათ გავლილი, როცა მამა არსენს გახსენდა, რომ ფარასაში, ეკლესიაში, წმინდა ტრაპეზზე წმინდა იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები დარჩენოდა. მარტო მიბრუნდა ფარასაში, აიღო სიწმინდე და დაეწია თავის ხალხს.

ნიგდეაში ფარასელებთან ერთად მრავალი ადგილობრივი სნეულიც ელოდებოდა. ღირსმა მამამ ისინი განკურნა და გზა გააგრძელეს. ხუთი დღის დამღლელი მგზავრობის შემდეგ დაინახეს, რომ მამა არსენს ფეხით სიარული აღარ შეეძლო, ძალით დასვეს საზიდარზე. გზაზე ყველას ანუგეშებდა. იმასაც ამბობდა: საბერძნეთში როცა მივალთ, ჩვენი სოფლის ხალხი გაიფანტება სხვადასხვა მხარეში. მე ორმოცი დღე ვიცოცხლებ და გარდავიცვლებიო. ჯვართამაღლებას მიაღწიეს საბერძნეთს. ფარასელები დროებით კუნძულ კორფუზე დააბინავეს. სამი კვირის შემდეგ მამა არსენი ავად გახდა. თანასოფლელებმა ძალით დააწვინეს საავადმყოფოში. სიკვდილის წინა დღეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ათონის მთის მონასტრები უჩვენა. უჩვენა ის კურთხეული მიწა, "საითკენაც მთელი სიცოცხლე ისწრაფოდა და ამის ღირსი ვერ შეიქმნა".

1924 წლის 10 იანვარს (ახ. სტილით) მამა არსენი გარდაიცვალა. მასთან იმ დროს ფარასელები არ იმყოფებოდნენ...

ერთხელ თურმე მამა არსენმა ფარასიდან მოშორებით, ფრიალო კლდეზე, მღვიმეში, ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერში სწირა. წირვის შემდეგ ხის აივანზე გამოვიდა. უეცრად ფიცარი ჩატყდა და მამა არსენი უფსკრულში ჩავარდა. ეს შორიდან შენიშნეს გლეხებმა. ჩავიდნენ ხრამში. მამა არსენი ცოცხალი აღარ ეგონათ, მაგრამ ის უვნებელი დახვდათ: როცა უფსკრულში ვვარდებოდი, უეცრად ვიღაც ქალმა ხელი მომკიდა, ნელ-ნელა დამსვა მიწაზე და განმშორდაო. შემდეგ ხშირად ამბობდა: - როგორც ჩვილი დედის ხელებში, ისე ვგრძნობდი მაშინ თავსო. ასეთია ხვედრი ღვთისმშობლის მორჩილისა, უფლის დედა ყოველთვის შეეწევა და ხელს აღუპყრობს თავის მადლისმიერ შვილებს...

მამა პაისი ათონელს ძალიან უყვარდა თავისი დიდი თანამემამულე. 1958 წელს კორფუში მოიხილა ღირსი მამის საფლავი, გათხარა და წმინდა ნაწილები კონიცაში გადაასვენა. 1970 წელს წმინდა ნაწილები ახალაშენებულ დედათა მონასტერში დააბრძანა. როცა წმინდა ნაწილები პირველად თავის კელიაში დაასვენა და მის წინ ლოცვა დაიწყო, საღამო ხანი გახლდათ. მამა პაისიმ ვიღაცის მრისხანე ხმა გაიგონა: ეს რა ძვლებია?! შემდეგ კი რაღაც ძალა შემოეხვია და დახრჩობა მოუნდომა. მამა არსენ, მიშველე, - დაიძახა. მამა პაისიმ იგრძნო, რომ ეს ბნელი ძალა სხვა უფრო ძლიერმა ძალამ მოაშორა.

მამა პაისიმ შეაგროვა წმინდა არსენის ცხოვრების ამსახველი მასალები. 1971 წლის 21 თებერვალი იდგა. ამ დღეს ორი წმინდა თეოდორეს ხსენებაა. მამა პაისი იჯდა და ამ მასალებს კითხულობდა. მზე ჯერ არ ჩასულიყო. ამ დროს მას მამა არსენი ესტუმრა და მოეფერა: თავზე მისვამდა ხელს, როგორც მასწავლებელი ეფერება მოსწავლეს კარგად ნასწავლი გაკვეთილისთვისო. ამ სტუმრობამ მამა პაისის გული ენით აუწერელი საღმრთო სიხარულით აავსო.

1986 წლის 11 თებერვალს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მამა არსენი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენება 10 ნოემბერს (ახ. სტილით) დააწესა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat