წმინდა ჰონორიუსი (ონორიუსი) კენტერბერიელი (+ 653) – 30 სექტემბერი (13 ოქტომბერი).
წმინდა ჰონორიუსი (ონორიუსი) კენტერბერიელი (+ 653) – 30 სექტემბერი (13 ოქტომბერი).
წმინდა ჰონორიუს (ონორიუსი) კენტერბერიელის, დორუვერნის (დუროვერნის, თანამედროვე კენტერბერის) არქიეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 სექტემბერი (კელტური და ბრიტანული, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ; ბერძნული კალენდრების მიხედვით)

წმ. ბედა პატივცემული და წმ. გოსცელინ კენტერბერიელი მოწმობენ, რომ ჰონორიუსი ბრიტანეთში რომიდან ჩავიდა და იყო პაპ გრიგოლ I დიდის მოწაფეთა შორის. სავარაუდოდ, ჰონორიუსი ბრიტანეთში გაემგზავრა არა წმ. ავგუსტინეს პირველ მისიასთან ერთად 595 ან 596 წელს, არამედ 601 წელს, როდესაც პაპმა გრიგოლმა ავგუსტინეს თხოვნის საპასუხოდ რომიდან სასულიერო პირები გაუგზავნა დასახმარებლად. დორუვერნში ჰონორიუსი, ალბათ, თავდაპირველად ცხოვრობდა წმ. ავგუსტინეს მიერ დაარსებულ წმ. მოციქულების პეტრესა და პავლეს (მოგვიანებით - წმ. ავგუსტინე კენტერბერიელის) მონასტერში.

XII საუკუნის ისტორიკოსი უილიამ მალმსბერიელი გვაუწყებს, რომ ჰონორიუსი კენტერბერიის კათედრას 26 წლის განმავლობაში განაგებდა. მისი წინამორბედი იუსტი გარდაიცვალა პაპ ჰონორიუს I-ის პონტიფიკატის დასაწყისში, რომელიც რომის ტახტზე 625 წელს ავიდა. ამგვარად, შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ჰონორიუსი კათედრაზე დაახლოებით 627 წელს აიყვანეს. ეპისკოპოსად ხელდასხმა შეასრულა პავლინმა, ებორაკის (თანამედროვე იორკის) არქიეპისკოპოსმა, ლინდოკოლინში (თანამედროვე ლინკოლნში).

დაახლოებით 630 წელს ბრიტანეთში მისიონერული საქმიანობისთვის თავის მიძღვნის მიზნით ჩავიდა ფრანკო-ბურგუნდიელი ეპისკოპოსი ფელიქსი, რომელიც ჰონორიუსმა აღმოსავლელ ანგლთა სამეფოში გაგზავნა, სადაც ამ დროს ტახტზე ქრისტიანი მეფე სიგებერტი ავიდა. ფელიქსის გარდაცვალების შემდეგ 646/7 წელს ჰონორიუსმა მის მიერ დაარსებულ კათედრაზე ქ. დომოკში (თანამედროვე დანიჩი) ხელი დაასხა მის დიაკონს თომას, წარმოშობით ბრიტანელს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ (დაახლ. 651) - კენტის მკვიდრს ბერკტგილსს. წმ. ბირინ დორჩესტერელი, რომელიც ბრიტანეთში პაპ ჰონორიუსმა გაგზავნა, დაახლოებით 634 წელს მისიას შეუდგა დასავლეთ საქსთა (უესექსის) სამეფოში, ასევე, სავარაუდოდ, არქიეპისკოპოს ჰონორიუსის მხარდაჭერით. ნორთუმბრიის მეფე ედვინის თხოვნით პაპმა ჰონორიუსმა ჰონორიუსსა და პავლინს პალიუმი უბოძა. თანმხლებ წერილში ჰონორიუსისადმი პაპმა მოუწოდა მას კვლავაც გამოეჩინა გულმოდგინება ანგლოსაქსთა ქრისტესკენ მოქცევის საქმეში და დაადგინა თანასწორუფლებიანობა დორუვერნისა და ებორაკის არქიეპისკოპოსებს შორის, ისე რომ ერთ-ერთის გარდაცვალების შემთხვევაში ცოცხლად დარჩენილს უნდა დაენიშნა მისი მემკვიდრე.

მას შემდეგ, რაც ნორთუმბრიის მეფე ედვინის წინააღმდეგ გამოვიდნენ მერსიის მეფე პენდა და ჩრდილოეთ უელსის მეფე კედვალა და 633 წლის ოქტომბერში ედვინი დაიღუპა ჰიტფილდის ბრძოლაში, პავლინ იორკელი იძულებული გახდა გაქცეულიყო გარდაცვლილი მეფის მეუღლე ეთელბურგასთან ერთად კენტში, მის ძმასთან, მეფე ედბალდთან. ჰონორიუსმა აქ პავლინს კათედრა გამოუყო ქ. როფში (თანამედროვე როჩესტერი), რომელიც ამ დრომდე რამდენიმე წლის განმავლობაში ცარიელი იყო. ეთელბურგამ დააარსა მონასტერი ლიმინგის ადგილას (თანამედროვე ლიმინჯი) და მონაზონი გახდა. ლიმინგში სააბატოს დაარსებას ადასტურებს წმ. გოსცელინიც "წმ. ვერებურგის ცხოვრებაში". პავლინის გარდაცვალების შემდეგ 644 წელს ჰონორიუსმა მის ადგილზე ხელი დაასხა კენტის მკვიდრს წმ. იტამარ როჩესტერელს.

თავისი წინამძღოლობის პერიოდში ჰონორიუსი ხელს უწყობდა იმას, რომ ანგლოსაქსი მეფეები, ქრისტიანობის მიღებისას, არა მხოლოდ ინარჩუნებდნენ რწმენას, არამედ აღმოფხვრიდნენ წარმართობას მათდამი დაქვემდებარებულ ოლქებში.

გარდაიცვალა 653 წელს. წმ. გოსცელინ კენტერბერიელი მოწმობს, რომ არქიეპისკოპოსი ჰონორიუსი დაკრძალეს წმ. მოციქულების პეტრესა და პავლეს ეკლესიაში. 1091 წელს, ტაძრის გადაკეთებასთან დაკავშირებით, რომელიც წამოიწყო აბატმა გვიდომ, აღმოაჩინეს კენტერბერის ძველი ეპისკოპოსების ნაწილები, მათ შორის ჰონორიუსის, და გადაასვენეს ახალ ეკლესიაში როჩესტერის ეპისკოპოსის გუნდულფის თანდასწრებით. არქიეპისკოპოს ჰონორიუსის ნეშტი კეთილსურნელებას აფრქვევდა.

სტატიის წყარო: ГОНОРИЙ КЕНТЕРБЕРИЙСКИЙ

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat