წმინდა მღვდელმთავარი აიდან ლინდისფარნელი (+ 651) – 31 აგვისტო (13 სექტემბერი).
წმინდა მღვდელმთავარი აიდან ლინდისფარნელი (+ 651) – 31 აგვისტო (13 სექტემბერი).
წმინდა აიდანის (Aidan, Aedhan) ხსენების დღე 31 აგვისტო (კელტური და ბრიტანული, ბერძნული], რუმინული, ალბანური, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კალენდრების მიხედვით), ასევე შოტლანდიელ წმინდანთა კრებაში.

წმინდა აიდანი წარმოშობით ირლანდიელი იყო, შესაძლოა დაიბადა კონახტში. სწავლობდა წმინდა სენანთან ინისკატიში, შემდეგ გახდა იონას მონასტრის ბერი, რომელიც მდებარეობდა ამავე სახელწოდების კუნძულზე შოტლანდიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან.

635 წელს მეფე ოსვალდის თხოვნით წმინდა აიდანი რამდენიმე ძმასთან ერთად გაემგზავრა ნორთუმბრიაში, ინგლისის ჩრდილოეთში, ანგლო-საქსების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. იმავე წელს ხელდასხმულ იქნა ნორთუმბრიის ეპისკოპოსად. დააარსა ლინდისფარნის კუნძულზე (რაც ნიშნავს "წმინდა კუნძულს") ამავე სახელწოდების მონასტერი, რომელიც გახდა მისი საცხოვრებელი ადგილი და მისი საგანმანათლებლო საქმიანობის ცენტრი. წმინდანმა ააშენა ბევრი ტაძარი, მონასტერი, გამოისყიდა ბევრი ანგლი ბიჭი ტყვეობიდან და მისცა მათ საეკლესიო განათლება.

თავად აიდანი ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბესა და თავშეკავებაში, ამავე დროს ხშირად ამხელდა მდიდრებსა და ძლიერთა ამა ქვეყნისას მათი უზომო ცხოვრებისა და ღარიბებისადმი უსამართლო დამოკიდებულების გამო. წმინდანი ყველას უყვარდა მისი მოთმინების, სიყვარულისა და სიკეთის გამო. წმინდა მისიონერი ხშირად დადიოდა ფეხით სოფლიდან სოფელში, მარტივად და გასაგებად ესაუბრებოდა ადგილობრივ მცხოვრებლებს, აღვიძებდა მათში ინტერესს ქრისტიანობისადმი. ფიქრობდა რა, რომ მომავალი ეპისკოპოსები და რწმენის მასწავლებლები ნორთუმბრიაში უნდა ყოფილიყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიდან, აიდანმა გაგზავნა მის მიერ შერჩეული 12 ადგილობრივი ახალგაზრდა სასწავლებლად ლინდისფარნის მონასტერში.

მეფე ოსვალდი ყველაფერში ეხმარებოდა წმინდა აიდანს. ერთხელ, როდესაც მეფემ უხვი მოწყალება გაუნაწილა გაჭირვებულებს, წმინდა აიდანმა, შეაქო რა ის ამისთვის, იწინასწარმეტყველა, რომ მეფის მარჯვენა ხელი უხრწნელი დარჩებოდა (რაც შემდგომში ახდა). 642 წელს ოსვალდი დაიღუპა ბრძოლაში წარმართებთან, რომელთაც პენდა მერსიელი ხელმძღვანელობდა.

მის შემდეგ ნორთუმბრიის სამხრეთში მდებარე დეირის პროვინციის (თანამედროვე იორკშირი) სამეფო ტახტზე ავიდა წმინდა მეფე ოსვინი. ის წმინდა აიდანის ახლო მეგობარი გახდა.

დიდი მარხვის დროს აიდანი ყოველთვის განმარტოვდებოდა ხოლმე სალოცავად ინერ-ფარნის კუნძულზე. 651 წელს, იქ ყოფნისას, მან დაინახა, რომ წარმართები პენდას მეთაურობით თავს დაესხნენ ნორთუმბრიის დედაქალაქ ბამბურგს და ცეცხლი წაუკიდეს მის კედლებს. წმინდანმა დაიწყო მხურვალე ლოცვა - და ქარმა უეცრად შეიცვალა მიმართულება, რის შედეგადაც ცეცხლი პირდაპირ დამპყრობლებისკენ გაემართა. აიდანის ლოცვებით ქალაქი გადარჩა, ხოლო დამპყრობლები გაიქცნენ.

იმავე წელს, ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილმა ოსვიუმ, ბერნიციის (ნორთუმბრიის ჩრდილოეთი ნაწილის) მეფემ, მოკლა წმინდა ოსვინი. წმინდა აიდანმა მას მერე მხოლოდ 12 დღეღა იცოცხლა.

გარდაიცვალა 651 წლის 31 აგვისტოს სამეფო მამულში ბამბურგთან ახლოს და დაკრძალეს ლინდისფარნის მონასტერში. მისი საეპისკოპოსო და მისიონერული მსახურება 16 წელი გრძელდებოდა.

უიტბის კრების შემდეგ 664 წელს წმინდა აიდანის ნაწილების ნაწილი გადატანილ იქნა იონას მონასტერში.

აი, რას წერდა წმინდა აიდანის შესახებ მისი გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ წმინდა ბედა პატივცემული:

"საუკეთესო მტკიცებულება მისი სწავლების სასარგებლოდ იყო ის, რომ ის თავის თანამოაზრეებთან ერთად ცხოვრობდა იმავე ცხოვრებით, რასაც ასწავლიდა. რადგან ის არ ფიქრობდა და არ ზრუნავდა მიწიერ სიკეთეებზე, არამედ მაშინვე სიხარულით გადასცემდა პირველივე შემხვედრ ღარიბს საჩუქრებს, რომლებსაც იღებდა მეფეებისა და ძლიერთა ამა ქვეყნისაგან. ყველგან, ქალაქში თუ სოფელში, ის მგზავრობდა არა ცხენით, არამედ ფეხით... მთელი მისი ცხოვრება განსხვავდებოდა ჩვენი დროის სიზანტისგან... არც პატივისცემის და არც შიშის გამო არ დუმდა ის მდიდართა ცოდვებზე, არამედ ამხელდა მათ მკაცრი საყვედურით... ყველა ფულს, რომელსაც საჩუქრად იღებდა მდიდრებისგან, ხარჯავდა ღარიბთა დასახმარებლად ან იმათ გამოსასყიდად, ვინც უსამართლოდ იყო მონობაში გაყიდული. ბევრი მათგანი, ვინც მან გამოისყიდა, შემდგომში მისი მოწაფე გახდა და მისი დარიგებებისა და სწავლების შემდეგ მღვდლობა მიიღო"...

წმინდა აიდანის ცხოვრება სასწაულებით იყო აღსავსე, და თავადაც უთვალავ სასწაულს ახდენდა და წინასწარმეტყველად იყო მიჩნეული. ერთხელ ერთ მღვდელს დაავალეს წასულიყო წმინდა ენფლედა პრინცესასთან კენტში, რათა იქიდან ზღვით ჩამოეყვანა იგი ნორთუმბრიაში. ეს მღვდელი მივიდა წმინდა აიდანთან და სთხოვა მას ელოცა მისთვის, სანამ ის გზაში იქნებოდა. წმინდანმა მას ცოტაოდენი ნაკურთხი ზეთი მისცა და უთხრა, რომ მოგზაურობისას ისინი ძლიერ ქარიშხალში მოხვდებოდნენ, მაგრამ თუ ზეთს ზღვაში დაღვრიდნენ, გემი გადარჩებოდა. ასეც მოხდა: საშინელი დამღუპველი ქარიშხლის დროს მღვდელმა ზეთი ზღვაში დაღვარა და ქარიშხალი მაშინვე ჩაცხრა.

ფართოდაა ცნობილი ინგლისში წმინდა აიდანის მიერ გარდაცვალების შემდეგ მოხდენილი სასწაული. სიკვდილის წინ ის იდგა ეკლესიის გარე საყრდენზე დაყრდნობილი. მოგვიანებით ეს ეკლესია წარმართებმა დაწვეს, მაგრამ საყრდენი მთლიანი და უვნებელი დარჩა. ტაძარი ხელახლა ააშენეს, მაგრამ ადგილობრივთა დაუდევრობის გამო ის კვლავ დაიწვა, და საყრდენი კვლავ გადარჩა. მაშინ ეკლესია ისე გადააკეთეს, რომ საყრდენი მის შიგნით აღმოჩნდა. მას შემდეგ ბევრმა ადამიანმა მიიღო იმ ადგილას სასწაულებრივი განკურნება.


აქვე წაიკითხეთ:

წმინდა აიდან ლინდისფარნელი, ნორტუმბრიის მოციქული - ხსენების დღე - 31 აგვისტო (13 სექტემბერი).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat