წმინდა აიდან ლინდისფარნელი, ნორტუმბრიის მოციქული - ხსენების დღე - 31 აგვისტო (13 სექტემბერი).
წმინდა აიდან ლინდისფარნელი, ნორტუმბრიის მოციქული - ხსენების დღე - 31 აგვისტო (13 სექტემბერი).
როდესაც 633 წელს მერსიის მეფე პენდა დაიპყრო ნორტუმბრია, რომელმაც მანამდე, მეფე ედვინის დროს ქრისტიანობა მიიღო, ამ ქვეყნის სამი ახალგაზრდა პრინცი იძულებული გახდნენ სამშობლოდან გაქცეულიყვნენ. ისინი შოტლანდიაში, აიონას მონასტრის კუნძულზე წავიდნენ, სადაც მაშინ ირლანდიური მონაზვნობა ყვაოდა. გარკვეული დროის შემდეგ, მათგან უფროსი დაბრუნდა ნორტუმბრიაში, რათა იგი დაეხსნა წარმართებისაგან. მაგრამ ის პენდასთან ბრძოლაში მოკლეს. მაშინ სამეფოში მისი სხვა ძმა, ოსვალდი ჩავიდა. ოსვალდი იყო სარწმუნოებრივი მოშურნეობით იყო აღსავსე და მთელი გულით სურდა, რომ მისი სამშობლო კვლავ გამხდარიყო ქრისტიანული. 634 წელს, ჰევენფილდთან (ზეციური ველი), ადრიანეს გზაზე, მან დაამარცხა პენდას წარმართული არმია, ისე რომ პენდას მარტოს მოუწია ნორტუმბრიიდან გაქცევა. ოსვალდის დაბრუნების დროს ამ სამეფოში იყო მხოლოდ ერთი ქრისტიანი მქადაგებელი - წმინდა დიაკონი იაკობი. ოსვალდს ძალიან უყვარდა დიაკონი იაკობი და აკეთებდა ყველაფერს, რათა მას დახმარებოდა. მაგრამ ოსვალდმა გაიგო, რამდენად მძიმე იყო ისეთი კარგი მქადაგებლების ნაკლებობა, ამიტომაც გააგზავნა ირლანდიელი მისიონერები აიონის კუნძულზე. პირველი მისიონერი, რომელიც აიონიდან ჩამოვიდა კორმან ძალზე მკაცრი აღმოჩნდა, გარდა ამისა, მან არ იცოდა ანგლელთა ენა, ამიტომ მას უკან დაბრუნება მოუხდა. დაბრუნების შემდეგ მან დაიწყო საძმოსთვის მოყოლა, "რა უიმედო საქმეა - ამ ველურ და ჯიუტ ანგლებისთვის ქადაგება". მაგრამ ერთ-ერთმა ბერმა, სახელად აიდანმა, მშვიდად უპასუხა: "შესაძლოა, ძმაო, შენ ძალიან მკაცრი იყავი ამ გაუნათლებელ ხალხთან". და გადაწყვიტეს, ნორთუმბრიაში წმინდა აიდანი გაეგზავნათ. წმინდა ოსვალდს მაშინვე შეუყვარდა ეს მოღვაწე და მას აჩუქა ლინდისფარნის კუნძული, რომელიც ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. წმინდა აიდანს წილად ხვდა ნორთუმბრიის მოციქული და ინგლისელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმინდანი გამხდარიყო, ხოლო ლინდისფარნის კუნძული მრავალი წლის განმავლობაში გახდა ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი სამონასტრო და ჭვრეტითი ცხოვრებისა მთელ ბრიტანეთში.

ვინ იყო წმინდა აიდანი?

წმინდა აიდანი (ხსენების დღე - 31 აგვისტო / 13 სექტემბერი) ირლანდიელი წარმოშობის იყო; მის შესაძლო დაბადების ადგილად მიიჩნევენ კონოტს. მისი ადრეული წლების შესახებ არაფერი ცნობილი არ არის. ის იყო წმინდა კოლუმბა აიონელის პირდაპირი მოწაფეთაგან ერთ-ერთი, რომელიც გახლდათ შოტლანდიის განმანათლებელი და აიონის კუნძულზე ცნობილი მონასტრის დამაარსებელი. აიდანი მონაზვნად აღიკვეცა ამ კუნძულზე, სადაც კელტურ ტრადიციაზე აღიზარდა; ის ცხოვრობდა ასკეტურად და მოიპოვა როგორც კეთილშობილი და წმინდა კაცის სახელი.

მეფე ოსვალდის თხოვნით, 635 წელს წმინდა აიდანი რამდენიმე ძმასთან ერთად გაემგზავრა ნორთუმბრიაში ჩრდილოეთ ინგლისის განსანათლებლად და იმისთვის, რომ გამხდარიყო ეპისკოპოსი ახლად მართლმადიდებლობაში მოქცეული ნორთუმბრიის მცხოვრებთათვის. 635 წელს ეპისკოპოსის ხარისხში ნაკურთხი წმინდა აიდანი დასახლდა ლინდისფარნის კუნძულზე (ასევე ცნობილია როგორც ჰოლი-აილენდი - სიტყვასიტყვით "წმინდა კუნძული"), სადაც ააშენა ეკლესია და დააარსა მონასტერი, რომელიც მისი სამყოფელი გახდა. მან აქ დააფუძნა ლინდისფარნის ეპარქია და აქედან მართავდა მას როგორც ეპისკოპოსი, ამავდროულად იყო რა ლინდისფარნის მონასტრის წინამძღვარი. ახალი ეპარქია ვრცელდებოდა შოტლანდიის ფორთის მდინარიდან ჩრდილოეთ ინგლისის ჰამბერის მდინარემდე. ლინდისფარნის კუნძული ჰგავდა აიონას კუნძულს, მდებარეობდა ნორთუმბრიის მეფეთა სასახლის ახლოს ბამბურგში და ძალიან შესაფერისი იყო იმისთვის, რომ ახალი მისიის ცენტრი გამხდარიყო. ლინდისფარნიდან დაიწყო ჩრდილოეთ ინგლისის გაქრისტიანება.

წმინდა აიდანი, პირველი კელტი მისიონერი ანგლოსაქსთა მიწაზე, მთელი ნორტუმბრიაში ქვეითად მოგზაურობდა. მისიის პირველ წლებში აიდანს და მის მონაზვნებს ხშირად თან სდევდა მეფე ოსვალდი, როგორც თარჯიმანი, რადგან აიდანს დასჭირდა დრო, ესწავლა ანგლოსაქსთა ენა. თითქმის ყველა ცნობა, რაც ჩვენთვის ცნობილია წმინდა აიდანზე და მის მისიაზე ჩრდილო ანგლოსაქსთა შორის, მოგვცა წმინდა ბედამ თავის "ინგლისელთა ხალხის საეკლესიო ისტორიაში". ღირსი ბედა საუბრობდა წმინდა აიდანზე ისეთი სიყვარულითა და სითბოთი, რაც სხვა არცერთ წმინდანზე არ უთქვამს.

ნორტუმბრიაში წმინდა აიდანმა აღმართა მრავალი ტაძარი და მონასტერი, ბევრი ანგლელი ბიჭი ტყვეობიდან გამოისყიდა და განსწავლა ეკლესიურ მეცნიერებებში. ის შთააგონებდა ახლადმონათლულ ხალხს დაეცვათ ყველა მარხვა და ხშირად ეფიქრათ წმინდა წერილზე. თავად აიდანი ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბესა და თავშეკავებაში, ამასთანავე ის ხშირად ამხელდა მდიდრებსა და ძლიერებს მათი ფუფუნებითი ცხოვრებისა და ღარიბებისადმი უსამართლო დამოკიდებულების გამო.

წმინდანი ყველა უყვარდა მისი მოთმინებისა და სიკეთის გამო. ერთი სოფლიდან მეორეში ფეხით გადაადგილებისას, ის მარტივ საუბარს იწყებდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ქრისტეს შესახებ და ამით თანდათანობით აღვიძებდა მათში ინტერესს ქრისტიანობისადმი. ის მოთმინებით ეპყრობოდა მათ, მისი მარტივი მეტყველება გასაგები იყო ნორთუმბრიის მცხოვრებლებისთვის. ამგვარად, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, აიდანმა და მის თანმხლებმა ბერებმა ამ მოგზაურობებში თანდათანობით, სოფელ-სოფელ, მიიყვანეს ნორთუმბრიელები ქრისტესთან. წმინდანმა ანგლებიდან 12 ახალგაზრდა აიყვანა ლინდისფარნის მონასტერში სასწავლებლად, რადგან სურდა, რომ მომავალი ეპისკოპოსები და რწმენის მასწავლებლები ნორთუმბრიაში ყოფილიყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიდან.

მეფე ოსვალდი, რომელიც სულით ერთი იყო აიდანთან, ყველაფერში ეხმარებოდა მას. ერთ დღეს, როდესაც ოსვალდმა უზარმაზარი მოწყალება გაუნაწილა გაჭირვებულებს, აიდანმა, შეაქო რა ის მოწყალებისთვის, უწინასწარმეტყველა მეფეს, რომ მისი მარჯვენა ხელი უხრწნელი დარჩებოდა (ეს წინასწარმეტყველება ახდა). მაგრამ 642 წელს მეფე ოსვალდი მოკლულ იქნა ბრძოლაში წარმართებთან, რომლებსაც პენდა მეთაურობდა. ოსვალდის სიკვდილის შემდეგ ნორთუმბრია დროებით ორ პროვინციად გაიყო. ოსვალდი კი დროთა განმავლობაში წმინდანად იქნა შერაცხული.

ოსვალდის სიკვდილის შემდეგ წმინდა მეფე ოსვინს ერგო დეირას პროვინცია ნორთუმბრიის სამხრეთში (თანამედროვე იორკშირი). მან შვიდი წლის განმავლობაში შესანიშნავად მართა თავისი ქვეყანა და დეირას ხალხის საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. წმინდა ოსვინი, ბედა ღირსეულის სიტყვებით, იყო "დიდი თავმდაბლობისა და ღვთისმოსაობის" ადამიანი. მეფე იყო მაღალი და ლამაზი, სასიამოვნო მოპყრობით და გულუხვი ყველას მიმართ - როგორც დიდებულების, ისე უბრალო ხალხის მიმართ. ოსვინმაც შეიყვარა წმინდა აიდანი, ყოველმხრივ უჭერდა მხარს მის მისიას და (როგორც წმინდა ოსვალდი მანამდე) გარკვეული დროის განმავლობაში თარჯიმნობდა წმინდანისთვის. აიდანი ოსვინს თავის მეგობრად მიიჩნევდა. მაგრამ წმინდა ოსვინს აწუხებდა აიდანის უკიდურესი უპოვრება, რომელიც მაშინვე არიგებდა ყველაფერს, რასაც საჩუქრად იღებდა. ერთხელ ოსვინმა აიდანს ცხენი აჩუქა, იმ იმედით, რომ მას აღარ მოუწევდა ფეხით სიარული ხანგრძლივი მისიონერული მოგზაურობების დროს, მაგრამ აიდანმა თავმდაბლობის გამო უარი თქვა სამეფო საჩუქარზე და მაშინვე მისცა ცხენი ღარიბ გლეხს, რომელსაც ის სჭირდებოდა მიწის დასამუშავებლად.

აი, რას წერს წმ. აიდანზე ღირსი ბედა წმინდანის გარდაცვალების 80 წლის შემდეგ: "მისი სწავლების საუკეთესო მტკიცებულება იყო ის, რომ ის და მისი თანამგზავრები ისე ცხოვრობდნენ, როგორც ასწავლიდნენ. ვინაიდან არ ფიქრობდა და არ ზრუნავდა ამქვეყნიურ სიკეთეებზე, არამედ მყისვე სიხარულით აძლევდა ნებისმიერ გზაში შემხვედრ ღარიბს იმ საჩუქრებს, რაც მიღებული ჰქონდა მეფეებისა და ამ ქვეყნის დიდებულებისგან. ყველგან, ქალაქსა თუ სოფელში, მოგზაურობდა არა ცხენით, არამედ ფეხით... მთელი მისი ცხოვრება განსხვავდებოდა ჩვენი დროის ნელტბილობისგან... საქებრივად თუ შიშით არ დუმდა ის მდიდართა ცოდვების გამო, არამედ ემუქრებოდა მათ საზარელი გაკიცხვებით... ყველა ფულს, რაც მიეღო მდიდრებისაგან, ხარჯავდა ღარიბთა დასახმარებლად ან უსამართლობით გაყიდული ტყვეების გამოსასყიდად. ბევრი მათგანი, ვინც მან გამოისყიდა, შემდგომში მისი მოწაფე გახდა და მისი დარიგებებისა და სწავლებების შემდეგ მღვდლობა მიიღო...

დიდი მარხვის დროს წმინდა აიდანი ყოველთვის გადიოდა ინერ-ფარნზე - კუნძულზე, რომელიც ფარნის კუნძულებს მიეკუთვნება (პატარა კუნძული ლინდისფარნის გვერდით ჩრდილოეთ ზღვაში), სადაც, სხვა კელტი მოღვაწეების მსგავსად, განმარტოვდებოდა ხანგრძლივი ლოცვისთვის, ამ დროს არაფერს და არავის ხედავდა გარდა ზღვისა და ფრინველებისა. 651 წელს, ამ კუნძულზე ყოფნისას, აიდანმა დაინახა, რომ წარმართი მერსიელები მეფე პენდას მეთაურობით თავს დაესხნენ ბამბურგს და მისი კედლები გადაწვეს. მოღვაწემ დაუყოვნებლივ აღავლინა მხურვალე ლოცვა - და, ო საოცრებავ! - ქარის მიმართულება უეცრად შეიცვალა და ცეცხლი პირდაპირ წარმართებისკენ მიემართა. აიდანის ლოცვებით ქალაქი გადარჩა, ხოლო წარმართები გაიქცნენ. აი რატომ პატივს სცემენ წმინდა აიდანს როგორც მეხანძრეების მფარველს.

ერთხელ წმინდა ეპისკოპოსი აიდანი, მაგიდასთან მჯდომი მეფე ოსვინის სახლში, უეცრად მწარედ ატირდა. როდესაც მის გვერდით მყოფმა მღვდელმა იკითხა მიზეზი, აიდანმა უპასუხა, რომ ხილვაში ეცნობა, რომ წმინდა ოსვინი დიდხანს არ იცოცხლებდა, რადგან მისი ხალხი არ იყო ღირსი ასეთი თავმდაბალი მბრძანებლისა. აიდანის წინასწარმეტყველება მალე აღსრულდა.

იმავე 651 წელს, ოსვიუმ, ბერნიციის (ნორტუმბრიის ჩრდილოეთი ნაწილი) მეფემ, ძალაუფლების მწვავე სურვილით, მოკლა მეფე ოსვინი. წმინდა აიდანმა თავისი მორწმუნე მეგობრის გარდაცვალების მერე მხოლოდ თერთმეტი დღე იცოცხლა: ის გადასახლდა უფალთან 651 წლის 31 აგვისტოს. აიდანის ეპისკოპოსობრივი და მისიონერული მსახურება ნორტუმბრიაში გრძელდებოდა 16 წელი. ის გარდაიცვალა ბამბურგის (ნორტუმბრიის დედაქალაქი) სამეფო რეზიდენციის ეკლესიაში, ხოლო სიკვდილამდე მოსაგრე დაავადდა. იმ ღამეს, როდესაც ნორთუმბრიის წმინდა მოციქული გარდაიცვალა, ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც ცხვრებს მწყემსავდა მაღლა ლამერმურ-ჰილსის მთებში, დაინახა წმინდა აიდანის სული, რომელიც ანგელოზებს დიდი დიდებით მიჰყავდათ ზეცაში სამოთხის სავანეთა მარადიული ნეტარებისკენ. მომდევნო დილას მან შეიტყო წმინდანის გარდაცვალების შესახებ. ამ სასწაულმა უბიძგა ახალგაზრდას მონაზვნური ცხოვრებისაკენ. ეს მწყემსი იყო წმინდა კატბერტი, რომელიც მომავალში უდიდესი ინგლისელი წმინდანი გახდა.

წმინდა აიდანის ცხოვრება სავსე იყო სასწაულებით, და თავად იყო წინასწარმეტყველი და უთვალავ სასწაულს ახდენდა, რაზეც მოწმობს ღირსი ბედა. ერთხელ ერთ მღვდელს დაევალა კენტში წასულიყო პრინცესა ენფლედასთვის, რათა იქიდან ზღვით ჩაეყვანა იგი ნორთუმბრიაში, სადაც მას მეფე ოსვიუზე უნდა ექორწინა. ეს მღვდელი მივიდა წმინდან აიდანთან და სთხოვა მასზე ელოცა, სანამ ის გზაში იქნებოდა. წმინდანმა მას მისცა ცოტაოდენი ნაკურთხი ზეთი და უთხრა, რომ მოგზაურობისას ისინი ძლიერ შტორმში მოხვდებოდნენ, მაგრამ თუ ზეთს ზღვაში დაღვრიდნენ, გემი გადარჩებოდა. ასეც მოხდა: გემი ნორთუმბრიისკენ მიმავალ გზაზე საშინელმა შტორმმა მოიცვა, ყველა მასზე მყოფი ნებისმიერ წამს შეეძლო დაღუპულიყო, მაგრამ მღვდელს გაახსენდა ზეთი, ჩაღვარა ის ზღვაში, და შტორმი მაშინვე ჩაცხრა.

ინგლისში ფართოდაა ცნობილი წმინდა აიდანის მიერ სიკვდილის შემდეგ მოხდენილი სასწაული. ის, როგორც უკვე ვახსენეთ, ბამბურგში გარდაიცვალა. თავის უკანასკნელ მიწიერ წუთში წმინდანი მიეყრდნო ეკლესიის გარე საყრდენს. შემდგომში ეს ეკლესია წარმართებმა გადაწვეს, მაგრამ საყრდენი მთლიანი და უვნებელი დარჩა. მოგვიანებით ეკლესია ხელახლა ააშენეს, მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებლების დაუდევრობის გამო ის კვლავ დაიწვა. საყრდენი ამჯერადაც გადარჩა. მაშინ ეკლესია ხელახლა გადააკეთეს, ხოლო საყრდენი ეკლესიის შიგნით მოათავსეს. მას შემდეგ ბევრმა ადამიანმა იმ ადგილას განკურნება და სალოცავი თხოვნების აღსრულება ჰპოვა.

წმინდან აიდანის ნაწილებიდან მისი აღსრულების შემდეგაც მრავალი სასწაული ხდებოდა. წმინდა აიდანი თავდაპირველად დაკრძალეს საფლავში ლინდისფარნის კუნძულზე, ხოლო მალევე მისი ნაწილები გადაასვენეს ლინდისფარნის სამონასტრო ეკლესიაში. 660-იან წლებში წმინდანის ნაწილების ნაწილი წმინდან კოლმან ლინდისფარნელმა გადაიტანა მისთვის მშობლიურ ირლანდიაში. 793 წელს დანიელებმა გაძარცვეს ლინდისფარნის მონასტერი, ამიტომ წმინდან აიდანის ნაწილების ნაწილი, სავარაუდოდ, გადატანილ იქნა გლასტონბერის მონასტერში სომერსეტის საგრაფოში, რამაც ხელი შეუწყო წმინდანის ფართო თაყვანისცემას არა მხოლოდ ინგლისის ჩრდილოეთში და შოტლანდიაში, არამედ მერსიაშიც, ანუ ცენტრალურ ინგლისში. შესაძლოა, წმინდა აიდანის ნაწილები ინახებოდა აიონას კუნძულზეც შოტლანდიაში. ერთი სიტყვით, წმინდანის თაყვანისცემა საერთო-ეროვნული გახდა.

დაუღალავი სახარების ქადაგებაში, წმინდა აიდანი ჭეშმარიტად არის ერთ-ერთი უსაყვარლესი წმინდანი ინგლისსა და შოტლანდიაში, მას უწოდებენ ნორთუმბრიის მოციქულს, ნორთუმბრიული მონაზვნობის მამას. წმინდა აიდანის, ასევე წმინდა მეფეების ოსვალდისა და ოსვინის წყალობით, ნორთუმბრიის სამეფო ანგლო-საქსური მიწების სულიერ ციხესიმაგრედ იქცა. წმინდანის საქმიანობამ დიდი ნაყოფი გამოიღო. წმინდა ბედას უყვარდა და აფასებდა წმინდანს მისი ლოცვისადმი სიყვარულის, სიბრძნის, მშვიდობისმოყვარეობის, სიწმინდის, თავმდაბლობის, ასევე ავადმყოფებსა და ღარიბებზე ზრუნვის გამო. ღირსი ბედა თვით მიუთითებდა წმინდა აიდანის მაგალითზე თავისი დროის ზოგიერთი გულგრილი და დაუდევარი ეპისკოპოსის გასაკიცხად.

უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა აიდანი იყო ირლანდიური პრაქტიკის მიმდევარი ასკეტურ ცხოვრებასა და ღვთის სიტყვის ქადაგებაში. აიდანის დროს ინგლისში ერთდროულად ორი მისია მოქმედებდა: რომაული მისია წმინდა ავგუსტინე კენტერბერიელის მოწაფეებისა და მემკვიდრეებისგან სამხრეთში და წმინდა აიდანისა და მისი მოწაფეების მისია ჩრდილოეთში, რომელიც შორს სამხრეთშიც გავრცელდა - მერსიასა და სხვა რაიონებში. ამ ორი მისიის წყალობით მთელი ინგლისი შედარებით მოკლე დროში მოექცა ქრისტესკენ, ხოლო ცოტა მოგვიანებით ისეთმა წმინდანებმა, როგორიცაა კატბერტ ლინდისფარნელი, თავიანთ თავში გააერთიანეს კელტური და რომაული პრაქტიკები - ასკეტური ჭვრეტითი ცხოვრება ბრწყინვალე ორგანიზატორულ უნარებთან ერთად. როგორც ირლანდიური, ისე რომაული პრაქტიკის მომხრეები (რომლებიც, უნდა აღინიშნოს, არ ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს, არამედ ავსებდნენ ერთმანეთს) პატივს სცემდნენ წმინდა აიდანს და აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი დაუღალავი მისიონერული შრომით. წმინდა აიდანის სულიერ მემკვიდრეებს შორის არიან ისეთი დიდი მადლმოსილნი, როგორებიც არიან წმინდანები კატბერტი, ჩედ ლიჩფილდელი და ეტა ჰექსემელი.

წმინდა აიდანის შემდეგ მის მიერ დაარსებული ლინდისფარნის მონასტერი იზრდებოდა და ვითარდებოდა, ლინდისფარნის ბერები აშენებდნენ ახალ ეკლესიებსა და მონასტრებს ინგლისის მრავალ რაიონში, ხოლო თავად წმინდა კუნძული გახდა სწავლულობის, კულტურის, განდეგილთა ჭვრეტითი ცხოვრების ცენტრი, აღზარდა მრავალი წმინდანი და იქცა ნორთუმბრიის უდიდეს მისიონერულ ცენტრად. წმინდა წინამძღვრები და ეპისკოპოსები ლინდისფარნელები ერთმანეთის ნაკვალევს მისდევდნენ: წმინდა ფინანი, წმინდა კოლმანი, წმინდა ტუდა, წმინდა ეტა, მთელი ბრიტანეთის სასწაულმოქმედი წმინდა კატბერტი - მის სახელზე ნაკურთხია არანაკლებ 135 ეკლესია, წმინდა ედბერტი, წმინდა ედფრიდი, წმინდა ეთილვალდი. მათგან ბევრი იყო როგორც მისიონერი, ისე განდეგილი, ატარებდნენ თავიანთი ცხოვრების ნაწილს სრულ განმარტოებაში. ასე გრძელდებოდა VIII საუკუნის შუა ხანებამდე. თავისი წმინდა ბერების წყალობით ლინდისფარნს უწოდებდნენ "ინგლისურ ათონს".


წმინდა აიდანს ხშირად გამოსახავენ ეპისკოპოსად, რომელსაც ხელის გულზე უჭირავს ლინდისფარნის მონასტერი, ფეხებთან კი ირემი უდგას (ლეგენდის თანახმად, ერთხელ წმინდანმა შეიცოდა ირემი, რომელსაც მონადირეები მისდევდნენ და მისი ლოცვით ის უხილავი გახდა). ასევე ხშირად გამოსახავენ მას ანთებული ჩირაღდნით ხელში, როგორ აძლევს ცხენს ღარიბ გლეხს, როგორ აწყნარებს შტორმს ზღვაზე და როგორ აქრობს ხანძარს თავისი ლოცვით.

ცოტა ხნის წინ წმინდა აიდანისთვის დაიწერა მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ინგლისურ ენაზე.

წმინდა აიდანი არის ნორთუმბერლენდის საგრაფოს მფარველი. მრავალი ტაძარია ნაკურთხი ამ წმინდანის სახელზე. ბამბურგში დღემდე შემორჩენილია ძველი ეკლესია, რომელიც მის სახელზეა აშენებული და სადაც მომლოცველობები სრულდება. ლინდისფარნის კუნძულზე შემორჩენილია ძველი მონასტრის ნანგრევები, ასევე წმინდანის ქანდაკება. ეს კუნძული არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომლოცველობის ადგილი ინგლისში.

წმინდა აიდანი 31 აგვისტოს გარდა, ასევე იხსენიება "შოტლანდიელ წმინდანების კრებულში" - სულთმოფენობის შემდეგ მე-2 კვირას (ბერძნ.)

სტატიის წყარო: СВЯТИТЕЛЬ АЙДАН ЛИНДИСФАРНСКИЙ, АПОСТОЛ НОРТУМБРИИ, ЧУДОТВОРЕЦ

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat