წმინდა ნიფონტ ქიოსელი - ხსენება 28 დეკემბერს (10 იანვარი)
წმინდა ნიფონტ ქიოსელი - ხსენება 28 დეკემბერს (10 იანვარი)
ღირსი ნიფონტ ქიოსელი, ახალი კინოვიარქი (1736-1809), მღვდელმონაზონი, ხარების სახელობის მონასტრის დამაარსებელი სკიათოსზე, წამყვანი წარმომადგენელი კოლივადების მოძრაობისა, ეგრეთწოდებული წოდებული "კოლივადების განფანტვის" მეთაური.

ხსენება 28 დეკემბერს (ბერძნ. ) და ათონელ კოლივად ღირს მამათა (ბერძნ.), ქიოსელების (ბერძნ.) და ევბეის (ბერძნ.) წმინდანთა კრებებში.

ერისკაცობაში მას ნიკოლოზი ერქვა, დაიბადა 1736 წელს სოფ. პატრიკაში, ქიოსის კუნძულზე. აღიზარდა ბიძის მიერ, რადგან დაკარგა მშობლები ჭირიანობის დროს. სრულწლოვანების მიღწევისთანავე, ნიკოლოზი წავიდა კონსტანტინოპოლში, სადაც ვაჭრობდა მაღაზიაში, რომელიც ერთხელ მამის საკუთრება იყო. მალე გაიჩინა მეგობარი, ვაჭარი, თანამოქალაქე; გარკვეული დროის შემდეგ მისი მეგობარი ნიკოლოზი მოკლეს იანიჩარებმა. მეგობრის მკვლელობით შეძრწუნებული, ნიკოლოზი წავიდა ათონზე. რამდენიმე ხანს იმყოფებოდა დიდ ლავრასა და პანტოკრატორის სკიტში (თანამედროვე კაფსალა), სადაც მონაზვნად აღიკვეცა ნიფონტის სახელით.

ბერძენი მწერლის, ა. პაპადიამანტისის (1851-1911) თანახმად, ნიფონტი სხვა ბერებთან ერთად მოსაგრეობდა წმინდა ბასილის სკიტში, რომელიც მაღლა მთაზე იყო განთავსებული, მოშურნედ ასრულებდა თავის მოვალეობებს და გულდასმით სწავლობდა წმინდა მამების ნაწერებს.

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო დავა მიცვალებულთა მოხსენიების შესახებ შაბათს და დაიწყო კოლივადების მოძრაობა. 1772 წელს, მამა ნიფონტი, უკვე იმღვდელმონაზონის სტატუსით, აირჩიეს მოძრაობის წარმომადგენლად და ის წავიდა კონსტანტინოპოლში პატრიარქ თეოდოსი II-თან, რათა გადაეცა მისთვის წამყვანი კოლივადების მიერ შედგენილი და ხელმოწერილი, სარწმუნოების აღსარება. პატრიარქმა სინოდალურ გრამატიკაში დამარწმუნებელი პასუხი გასცა:"...ვინც მიცვალებულებს მოიხსენიებს შაბათს, კარგად იქცევა, როგორც დამცველი ეკლესიის ძველი ტრადიციისა; ხოლო ვინც მოიხსენიებს კვირას არ არიან გასაკიცხნი". თუმცა, დამარწმუნებელი გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებდა მამა ნიფონტს და მან თავდაპირველად უარი თქვა წერილის მიღებაზე, რადგან მისი აზრით კომპრომისი არ აკმაყოფილებდა კოლივადებს. კომპრომისი არ აწყობდა არც მათ მოწინააღმდეგეებს, აგიანნანიტებს. პატრიარქმა ვერ მოახერხა კონფლიქტის მოგვარება. შედეგად, კოლივადების მრავალმა წევრმა, მათ შორის ასევე მღვდელმონაზონმა ნიფონტმა თავის ოთხი მოწაფესთან ერთად დატოვა ათონი.

მამა ნიფონტი წავიდა ქიოსზე, შემდეგ სამოსზე, სადაც ცხოვრობდა ღვთისმშობლის ხატის "ცხოველსმყოფელი წყაროს" სახელობის მონასტერში მარატოკამბოსთან ახლოს.

ერთი წლის შემდეგ რამდენიმე მღვდელმონაზონთან ერთად გაემართა ნაქსოსის კუნძულზე, სადაც ცხოვრობდა მიძინების მონასტერში. იქ მამა ნიფონტმა გაიცნო ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი (1749-1809), ხოლო შემდგომ დასახლდა პატმოსის კუნძულზე, სადაც წმინდა მაკარი ნოტარასთან, კორინთის მიტროპოლიტთან (1731-1805) ერთად დააარსა კუმანას ღვთისმშობლის ისიქასტრია, იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის ყოველთა წმინდათა ტაძართან პატმოსზე. ამის შემდეგ მამა ნიფონტი მოგზაურობდა სხვადასხვა კუნძულებზე და ყველგან აშენებდა ხარების მონასტრებს: ფურნისა და იკარიის კუნძულებზე (ხარების მონასტერი ლეფკადაში), რამდენიმე წლის შემდეგ - ხარების მონასტერი სკიათოსის კუნძულზე, საიდანაც იყო მისი ერთ-ერთი მოწაფე, გრიგოლ ხაძისტამატისი, რომელმაც შესთავაზა მამა ნიფონტს მონასტრის დაარსება თავის სამშობლოში, ადგილზე, სადაც ერთხელ უკვე არსებობდა მონასტერი. ნიფონტს გარშემო შემოიკრიბენ მონაზვნები და მალე მათმა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა. ამ მონასტრის მკვიდრნი იცავდნენ სამონასტრო ტრადიციებს და ეწეოდნენ სულიერ-განმანათლებელ საქმიანობას: შექმნეს ბიბლიოთეკა, ინახავდნენ და ავსებდნენ მას ახალი წიგნებით, ააშენეს სკოლები და მუზეუმები; გარდა ამისა, მათ ჭეშმარიტი რწმენის მრავალი ღვაწლი აღასრულეს.

მონასტერი იყო თავშესაფარი პატრიოტ-მებრძოლებისთვის. პირველი ეროვნული ბერძნული დროშა აქ აღიმართა 1807 წლის სექტემბერში. ამ მოვლენის მოწმე გახდა 1400 ადამიანი. შემდეგ, არქეა-ეპიდავროსის საკრებულოზე ის გამოცხადეს ქვეყნის ოფიციალურ დროშად. 1809 წლის დეკემბერში მღვდელმონაზონმა ნიფონტმა, ექვსი მონაზვნის თანდასწრებით, წინასწარ განცხადა თავისი გარდაცვალების შესახებ და აპირებდა წასვლას იკარიის ხარების მონასტერში, რადგან სურდა, რომ სწორედ იქ დამარხულიყო, მაგრამ ვეღარ მოასწრო.

გარდაიცვალა 1809 წლის 28 დეკემბერს სკიათოსზე. იმ დღეს მოხდა პირველი სასწაული, დაკავშირებული ნიფონტთან: ხანგრძლივად პარალიზებული მონაზონი განიკურნა, როცა შეეხო გარდაცვლილის ცხედარს. მღვდელმონაზონი ნიფონტი დაკრძალეს სკიათოსის ხარების მონასტრის სასაფლაოზე. 1812 წელს მისი წმინდა ნაწილების აღმოყვანება მოხდა, საკვირველი კეთილსურნელება იფრქვეოდა და მრავალი სნეული განიკურნა მასთან მიახლებით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat