ღირსი ნიკონი დაიბადა მდიდარ ოჯახში პონტოს პოლემონიაკში, არმენიაკონის თემში, მდიდარი სომეხი მიწათმფლობელების ოჯახში. ბავშვობიდანვე ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა, მას არ სურდა თავისი მდიდარი ოჯახის ქონების მართვა.
არ სურდა ამ სოფლის ამაოებით დატვირთვა, და მივიდა ქრისოპეტრას მონასტერში, სადაც 12 წლის განმავლობაში იღვწოდა, მოიპოვა დიდი მლოცველისა და ასკეტის სახელი, რომელმაც მთლიანად მიუძღვნა თავი უფლის სიყვარულს.
უფალმა დააჯილდოვა ქადაგების ნიჭით, მისი მსმენელები აღივსებოდნენ დიდი გულწრფელი მონანიებითა და ღვთის სიყვარულით; მისი სიტყვები ისეთ სულიერ ნაყოფს იძლეოდა მათში, ვინც მას უსმენდა, რომ სთხოვდნენ მას მოგზაურობაში წასულიყო, რათა ექადაგა უფლის მონანიება. ის წავიდა საქადაგებლად მთელ ანატოლიაში, დაუღალავად იმეორებდა: "Μετανοεῖτε" ("მოინანიეთ").
შემდეგ წმინდანმა 20 წლის განმავლობაში იქადაგა კრეტის კუნძულზე. მას შემდეგ, რაც კრეტა არაბებისგან დაიბრუნეს 961 წელს, ის შვიდი წლის განმავლობაში დადიოდა კუნძულზე, მისიონერობდა. ქრისტიანობაზე მოაქცია ბევრი მაჰმადიანი, ხოლო ქრისტიანებს შორის ცდილობდა აღედგინა ქრისტიანობის პირველი დროის მკაცრი ცხოვრება.
იმავე მონანიების ქადაგებით ნიკონმა შემდეგ გაიარა აქაია, ეპირი, პელოპონესი. ასევე გარკვეული დროის განმავლობაში იღვწოდა დამალაში, ტრიზინიის ოლქში, ქადაგებდა საერთო მონანიებას. მიწიერი ცხოვრების ბოლოს ის დასახლდა ლაკედემონში (სპარტაში).
სადაც არ უნდა ექადაგა ღირს ნიკონს, ხალხი მას მზერას მიაპყრობდა, რადგან ხედავდნენ მის დიდ ღვაწლს, მის საოცარ თავგანწირვას, რაც აიძულებდა ხალხს დაფიქრებულიყვნენ თავიანთ ცხოვრებასა და სახარების ქადაგების სიტყვებზე. ლაკედემონში მისი ძალისხმევით აშენდა ეკლესია მაცხოვრის სახელზე, რომელიც შემდგომში გაიზარდა მნიშვნელოვანი მონასტრის ზომამდე. მრავალი ხალხი მოდიოდა მასთან, რათა ესწავლათ ღირსისგან სულიერი სიბრძნე და შეეცვალათ თავიანთი ცხოვრება. ღირსმა ნიკონმა ბევრი სასწაული და კურნება მოახდინა: მის მიერ განკურნებულთა შორის იყო ცნობილი ბიზანტიელი პატრიკიოსი ვასილ აპოკავკი 981 წელს.
ღირსი მამა გარდაიცვალა ლაკედემონში 998 წელს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი