სვეტიდან აღვიდა ზეცად მისი წმინდა სული
სვეტიდან აღვიდა ზეცად მისი წმინდა სული
წმინდა ანტონ მარტომყოფელი
ქრისტეს შობიდან მეექვსე საუკუნე იდგა. ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში უფლის ეკლესიას ცრუ სოფელმა ათასგვარი საცდურის ცეცხლი შეუნთო. ზოროასტრის მიმდევარნი, მონოფიზიტნი თუ მწვალებელნი თავისკენ მიიზიდავდნენ მრავალ ქართველს, "ახალნერგთა ქრისტეს სარწმუნოებაში". სწორედ მაშინ შეგვიწყალა დედა ღვთისამ და ჩვენს სამშობლოს წარმოუგზავნა ცამეტი ნათლის სვეტი, ცამეტი ღირსი მამა, რომელთაც გაამყარეს და ფეხზე დააყენეს ქრისტეს სარწმუნოება ქართველთა შორის.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ასურეთში, ანტიოქიის მახლობლად, ერთი მონასტერი იდგა, რომელიც მკაცრი ტიპიკონითა და მამათა ღვაწლით გამოირჩეოდა. მონასტერს ღირსი იოანე წინამძღვრობდა. უამრავი ქრისტიანი მიდიოდა სავანეში სულიერი სარგებლისთვის. იმდენად ბევრი, რომ წმინდა იოანემ განიზრახა, განშორებოდა ანტიოქიას, წასულიყო უცხო მხარეს, სადაც არავინ იცნობდა, და იქ დაესრულებინა "მცირედი იგი ნეშტი დღეთა ცხოვრებისა თვისისა".

ერთხელ ღირსმა მამამ მონასტრის ძმობა შეკრიბა და განუცხადა: "გამომეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მიბრძანა, წავიყვანო თორმეტი თქვენგანი ქვეყანად ქართლისა და იქ ვიღვაწოთ სარწმუნოებისთვის ქვეყანისა", - მერე კი ყველას უბრძანა, ქარტაზე თავისი სახელი დაეწერა და წმინდა ტრაპეზზე დაედო.

KARIBCHE

ღამე ლოცვაში გაათენეს, განთიადის ჟამს უსისხლო მსხვერპლი შესწირეს უფალს, ეზიარნენ უფლის სისხლსა და ხორცს. წმინდა იოანემ უბრძანა სულიერ შვილებს, ხელები აღეპყროთ და "კირიელეისონი" ეგალობათ. მათაც "განიპყრეს ხელნი სიტყვისაებრ მოძღვრისა" და ყველამ დაინახა, რომ უფლის ანგელოზმა წმინდა ტრაპეზიდან 12 ქარტა აიღო და ხელში ჩაუდო წმინდა იოანეს...

მოძღვართან განშორების მოახლოებამ შეაძრწუნა დანარჩენი ძმები. წმინდა იოანემ ისინი სათითაოდ დალოცა, წინამძღვრად ღირსი ექვთიმე განუჩინა და "ესრეთ მრავლითა ცრემლითა იჯმნა მათგან". წასვლის წინ ღირსმა მამამ და მისმა მოწაფეებმა სვიმეონ ახალი მესვეტისგან აიღეს კურთხევა და ისე დაადგნენ საქართველოსკენ მომავალ გზას.

ცამეტ ასურელ მამას შორის იყო ღირსი ანტონიც. მას უძვირფასესი ძღვენი მოჰქონდა ქართველებისთვის - მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, "კეცისად" წოდებული. ურიგო არ იქნება, ამ ხატის წარმოშობის ისტორიაც გავიხსენოთ.

მაცხოვარმა ერთხელ სახეზე მიირქვა ტილო და მასზე მისი უწმინდესი ხატი გამოისახა. უფალმა იგი ქალაქ ედესის დასნეულებულ მთავარს ავგაროზს გაუგზავნა. მთავარი წმინდა ხატთან მიახლებით განიკურნა სულიერი და ხორციელი კეთრისგან. ავგაროზმა წმინდა ხატი დიდი პატივით დააბრძანა ქალაქის შესასვლელში, მაგრამ, გავიდა ხანი, მისმა შვილიშვილმა ისევ კერპებს სცა თაყვანი და ხატის განადგურება სცადა. ედესის ეპისკოპოსმა მაცხოვრის სახე ერთ ნიშში ჩაასვენა, წინ კანდელი აუნთო, ნიშს კი კეცი მიაფარა და ამოქოლა. საუკუნეების შემდეგ ეპისკოპოს ევლავიოზს ღვთისმშობელი გამოეცხადა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ადგილსამყოფელი აუწყა. ლიტანიით გახსნეს ამოქოლილი ნიში და ნახეს წმიდა კანდელი ჩაუქრობელი და ხატი უვნებელი, ხოლო კეცზე ხელით უქმნელად აღბეჭდილიყო მაცხოვრის ხატის ასლი.

წმინდა ხატები გადაასვენეს ეკლესიაში, რომელიც შემდგომ ნესტორიანელთა ხელში აღმოჩნდა. საღმრთო შურით აღძრულმა წმინდა ანტონმა მოახერხა, ჩუმად აეღო კეცის ხატი და საქართველოში წამოებრძანებინა.

KARIBCHEღირსმა მამებმა მცხეთას რომ მიაღწიეს, მათ ქართლის კათოლიკოსი ევლავიოზი მიეგება. უფლის ანგელოზს ეუწყებინა, მობრძანდებიანო ქართველთა განმათავისუფლებელი ღირსი მამები. დიდად გაიხარა კათოლიკოსმა და "მრავლითა მოღვაწებითა ისტუმრნა" ღმრთივ მოვლენილი ბერები. მთელი ქართლი მცხეთაში შეიკრიბა. ყველა სმენად იყო ქცეული, ვერ შორდებოდნენ წმინდა იოანეს, უსმენდნენ და განათლდებოდნენ მისი ქადაგებით, კრძალვით ეამბორებოდნენ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს და წმინდანთა ნაწილებს, რომლებიც წმინდა იოანეს ჩამოებრძანებინა საქართველოში. ასურელი მამებიც მოწიწებით დადიოდნენ წმინდა ნინოს ნაკვალევზე, თითქოს მიწაზე კი არ ადგამდნენ ფეხს, არამედ ზეცად იყვნენ ატაცებულნი, ევედრებოდნენ უფალს, უმჯობესი მათი სულისა გამოეჩინა. ერთ დღეს იხილეს, ზადენის მთას ეშმაკები შემოხვეოდნენ გარს და გადაწყვიტეს, სწორედ ის ადგილი განეწმინდათ და საცხოვრებლადაც იქ გადასულიყვნენ. გაუჭირდა კათოლიკოსს მათი გაშვება, მაგრამ რაღას იზამდა, გზა დაულოცა.

მამებმა ზადენის მთაზე მცირე მღვიმე იპოვეს, რომელიც ეკლესიად აქციეს, მცირედი რამე ტალავარები შეკრეს და დასახლდნენ. ხალხი ახლა ზადენს მიაწყდა. ერთხელ მამებს კათოლიკოსიც ეწვია ეპისკოპოსებთან ერთად. გამოითხოვეს წმინდა იოანესგან ორი მოწაფე - აბიბოსი და ისე - და ნეკრესისა და წილკნის დაქვრივებულ საყდრებზე დასვეს.

ღირსმა იოანემ ნახა სამკალის სიმრავლე და ისიც, რომ მომკელნი მცირედნი იყვნენ და სულიერ შვილებს მამობრივი სიტყვით მიმართა. უთხრა: "შვილნო, რასა სდგახართ და არა ზრუნავთ სხვათა სულიერი სარგებლისათვის? განა არ იცით, რომ შესაძინებელისთვის ამის ქვეყნისა წარმოუვლინებიეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესო? განა ვერ ხედავთ, რომ ახალი დანერგილია სარწმუნოება ამ ქვეყანაში და სწავლითა და ქადაგებით მორწყვა და განაყოფიერება სჭირდებაო?!" მოუწოდა, წასულიყვნენ და საქართველოში სახარება ექადაგათ. საგზლად დარიგებანი გაატანა: ურჩია, განშორებოდნენ შვებასა და უძღებებას, "ღვინოს ევლტოდეთ ყოვლითურთო", - უბრძანა ვაზის სამშობლოში სამოღვაწეოდ გასულებს.

როგორც უკვე ვთქვით, იოანეს თან წმინდა მოწამეთა ნაწილები ჰქონდა წამოღებული. როცა მოწაფეები საქადაგებლად წარავლინა, წმიდანთა ნაწილებიც გადასცა ეშმაკთა სივერაგისგან მცველად და მფარველად.

ზედაზნიდან წამოსული მამები მთელ ქართლ-კახეთში მიმოიფანტნენ. წმინდა ანტონს ჯერ ზედაზნის მთის ჩრდილოეთით უქადაგია და მრავალი მოუქცევია ქრისტეს სარწმუნოებაზე, შემდეგ აღმოსავლეთით, კახეთში, გადასულა, მოუკითხავს სულიერი ძმები იყალთოში - ზენონი და იოსებ ალავერდელი, მერე კი თავის თანამგზავრებთან ერთად ლოპატინის ხეობაში დასახლებულა. უამრავი სასწაული ხდებოდა ხელთუქმნელი ხატის მეოხებითა და ღირსი ანტონის ლოცვით. მისი წმინდა ცხოვრება და ქადაგება სხვებსაც საღმრთო შურით აღძრავდა. გამრავლდნენ მის გარშემო მონაზონნი. მათთვის ღირსმა მამამ ალაზანს გაღმა მონასტერი დააარსა, ხოლო თვითონ ახმეტასთან ახლოს, უვალ მთაზე განმარტოვდა, მაგრამ იქაც მოძებნეს. მამა ანტონი აკრიანის მთაზე გადავიდა და იქ შეუდგა მარტომყოფელობის ღვაწლს. მას აქეთ ამ მთას მის პატივსაცემად მარტყოფელის მთა ეწოდება. დიდხანს არც იქ დარჩენილა შეუმჩნეველი - იპოვეს მონადირეებმა, რომლებიც მთაში ირმებზე სანადიროდ ყოფილიყვნენ. სწორედ ეს ფურირმები ასაზრდოებდნენ წმინდა ანტონს.

მამა ანტონის დასახლების შემდეგ აკრიანის მთა სანეტარო სამყოფლად იქცა. მისმა მოწაფეებმა აავსეს იქაურობა. მოძღვარმა მათ ტიპიკონი განუჩინა, თვითონ კი მოშორებით, მწვერვალზე აღმართა
15 მ სიმაღლის სვეტი, ხოლო ძირში მომცრო საყდარი ააშენა წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელზე. ამ სვეტზე, წვიმაში, თოვლში, სიცხესა თუ ყინვაში გაატარა ღირსმა მამამ ცხოვრების დარჩენილი თხუთმეტი წელიწადი. მისი ლოცვით და ოფლით განწმენდილი სვეტიდანვე აღვიდა ზეცად მისი წმინდა სული, სხეული კი იქვე, მონასტერში დაკრძალეს. მონასტერშივე დააბრძანეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიც. მას შემდეგ წმინდა ანტონის პატივსაცემად მარტყოფის მონასტრის წინამძღვრებად ხშირად ინიშნებოდნენ ეპისკოპოსნი, ხოლო XIII საუკუნეში, როცა მოოხრდა რუსთავი, მარტყოფში დაიდო ბინა რუსთაველმა ეპისკოპოსმა. რუსთველის სამწყსოს ჰქონია დროშა სარდლისა, რომლის ერთ მხარეს წმინდა გიორგი ყოფილა გამოსახული, ხოლო მეორე მხარეს - ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს ეპყრათ ხელთ.

მრავალი სოფელი ეკუთვნოდა ღვთაების (მარტყოფის) მონასტერს. ახმეტასთან ახლოს იყო მონასტრის მეტოქიონი. ამბობენ, რომ მეტოქიონი ტაძრის "ზედა ფრთესა" ასულა ვინმე ჭაბუკი, "ძლიერად მომრთხმელი მშვილდისა", ისარი ოთხივე მხარეს გაუტყორცნია და სადაც დაცემულა, იქამდე უბოძებიათ ადგილები ღვთაების საყდრისთვის.

ღვთაების საყდრისშვილობა დიდი პატივი იყო. 1616 წელს, როცა შაჰ-აბასმა ფერეიდანში ქართველები, მათ შორის მარტყოფის მოსახლეობა, გადაასახლა, მათ თან წმინდა ანტონის ხატები წაუბრძანებიათ. ეს ხატები XIX საუკუნემდე ჰქონიათ შენახული ფერეიდნელ გურჯებს.

დიდი იყო კეცის ხატისადმი ქართველთა სასოება. "ქართლის ცხოვრებაში" აღწერილია ორი ეპიზოდი დავით ულუს ცხოვრებიდან: კეცის ხატს იგი ერთხელ განუკურნავს სნეულებისგან, მეორედ კი აღარ, "რამეთუ მოაკლო ღმრთისმსახურება და იწყო რღვევად საყდართა და შლად, ამისთვის აღიღო ღმერთმა ხელი წყალობისა" მასზე.

კეცის ხატი XIV საუკუნეში, თემურ ლენგის შემოსევისას დაკარგულა. მარტყოფის ეპისკოპოს გიორგის (+1395) მოუსწრია მისი გადამალვა. მალე მტერმა მონასტერი დაარბია. მონასტრის ძმობა მომხდურს შეაკვდა. ბრძოლაში დაიღუპა მეუფე გიორგიც, ისე, რომ, ვერ მოასწრო გაემჟღავნებინა, სად დამალა ძვირფასი საუნჯე ქრისტიანობისა. ამის შემდეგ მრავალ ეპისკოპოსს უცდია ხატის პოვნა, მაგრამ ამაოდ.

1752 წელს ლეკებს დაუქცევიათ მონასტერი. ძმებს მოუსწრიათ და კეცის ხატის უძველესი პირი თბილისში ჩამოუბრძანებიათ. იგი ბერძენ მხატვარ ქსანტოპულოს მოუჭედავს. იმავე ხანებში დაიკარგა თვით წმინდა ანტონის საფლავიც. ეგზარქოს ისიდორეს მღვდელმთავრობისას მამა იოანე მაკარაშვილს, რომელსაც დიდად უღვაწია მონასტრის გაახლებისთვის, ნორიოში ეპოვა ერთი ღრმად მოხუცებული უსინათლო კაცი, რომელსაც ხსომებოდა, სად იყო ძველ ეკლესიაში წმინდა მამის სამარე. ეთქვა: თუ დასავლეთის მხრით, პირველი კარის შესავალთან დამაყენებთ, მერე თვითონ მივალ იმ ადგილამდე, სადაც მამა ანტონის საფლავი მეგულებაო. ასეც მოქცეულან. უსინათლოს ერთ ადგილზე მიუთითებია. დაუწყიათ თხრა. გამოჩენილა მოკირწყლული საფლავის თაღი. იოანემ თურმე ვეღარ მოითმინა და გაატეხინა. ამოიღეს რამდენიმე აგური და ყველამ იხილა მამა ანტონის გაუხრწნელი სხეული.

KARIBCHEეგზარქოსმა ისიდორემ თაყვანი სცა წმინდანის ნეშტს, მცირე ლიტანია გადაიხადა და საფლავი ისევ ამოქოლეს.

1823 წელს, მიწისძვრისას, მარტყოფის ეკლესიის გუმბათი ჩამოქცეულა. ეგზარქოს ისიდორეს მონასტერი განუახლებია და საზაფხულო რეზიდენციად უქცევია...

მარტყოფის მონასტერში ასვენებდა ხოლმე დამაშვრალ სულს წმინდა კირიონ კათალიკოსი და აქვე წარდგა ღვთის წინაშე. კომუნისტური მმართველობის ხანაში მარტყოფში ორი დიდი ბერი - გერმანე და ხარლამპი - მოღვაწეობდა. მათ სიწმინდეს ახლაც მოწიწებით იხსენებენ მარტყოფელები. დედები თურმე ბავშვების სამოსს გამოიტანდნენ და დაალოცვინებდნენ, რათა შვილები სნეულებათაგან განკურნებულიყვნენ.

გავიდა ხანი და როცა მოოხრდა აფხაზეთი, მარტყოფში რუსთველი ეპისკოპოსის ნამოსახლარს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დევნილმა სამღვდელოებამ შეაფარა თავი. მარტყოფში ნამოღვაწარი ღირსი მამების ლოცვა და მადლი კეცის ხატისა შეეწიოს მათ და სრულიად საქართველოს.

ის მადლი, ის კეთილსურნელება, ასე უშურველად რომ მოგვეფინება მისი საფლავიდან, ღირსმა მამამ ჯერ - სოფელში მოღვაწებით, შემდგომ კი კოშკზე მარტომყოფობით შეიძინა... გვიახლოვდება დიდმარხვა. ყველაზე მეტად ამ დროს სჭირდება ქრისტიანს მარტომყოფობა, მყუდროება, განჩხრეკა საკუთარი თავისა. ჰოდა, ჩვენც მივბაძოთ წმინდა მამას, ავმაღლდეთ საკუთარ ვნებებზე, საკუთარ ხორცზე, ამ მიწისაგან მოზელილ კოშკზე, განვმარტოვდეთ უფლის წინაშე და ვჭვრეტდეთ სულიერ ზეცას, სადაც, ინებოს სახიერმა უფალმა და ყველა დაგვასახლოს. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
29.08. 2014
მანანა
ძალიან საინტერესოა,დიდი მადლობა!
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat