მოგონებები წმინდა პორფირეზე
მოგონებები წმინდა პორფირეზე
02 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა პორფირე კავსოკალიველს. „კარიბჭის“ მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე საგულისხმო მოგონებას ამ ღირს მამაზე.

მომავალი

დუკას ბუჯატიოტისის იგონებს:

ბერდიდთან ჩემი პირველი ვიზიტის დროს - 1984-85 წლებში, მან ერთი მნიშვნელოვანი რამ მითხრა:

–მამაო, როგორ ხედავ ჩვენს მომავალს?

– გვიახლოვდება ძალზე მძიმე წლები (დროები), განსაკუთრებით მაშინ, როცა დაიწყება ხალხთა გადაადგილება. მსოფლიო ამას ვერ გაუძლებს. საბერძნეთი იქნება ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც უდიდეს ტვირთს აიღებს. აუცილებელია, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ვილოცოთ და არაფრის არ გვეშინოდეს.

- რა არის ევროპული თანამეგობრობა? კარგია რომ მას შევუერთდით (საბერძნეთი ამ თანამეგობრობის წევრი გახდა 1981 წლის 01 იანვრიდან-კ,კ,)?

- ეს კარგია დიდი სახელმწიფოებისთვის. მაგრამ როდესაც ერების მოძრაობა დაიწყება, ჩვენ ამის გამო დავზარალდებით. ეს ყველას გაუჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით საბერძნეთს, რომელიც ყველაზე დიდ ტვირთს იტანს. ირგვლივ ყველა თავს დაგვესხმება!

– მერე მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ?

– ღმერთი თავად იზრუნებს ყველაფერზე. ჩვენ დღე და ღამე უნდა ვილოცოთ, შევინარჩუნოთ ერთობა და ღმერთი იზრუნებს ჩვენზე.

მივხვდი, რომ ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა შეიქმნა დიდი და გავლენიანი სახელმწიფოების ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მაშინ ეს უცნაურად მეჩვენებოდა და მიჭირდა ამის დაჯერება, მაგრამ ახლა, ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ, ვხედავ, როგორ ხდება ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რამდენად სულგანათლებული იყო ბერდიდი. ახლა ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში ვხედავ, მაგრამ მაშინ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. ბერდიდმა კიდევ ბევრი რამ მითხრა ჩვენს მომავალზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი ჩამიწერია და ახლა უკვე კარგად არ მახსოვს.

ერთხელ მან შემდეგი რამ მითხრა: `ადამიანები, რომლებიც სწორ გზას აირჩევენ, უმცირესობაში იქნებიან, მაგრამ მხოლოდ ისინი მიაღწევენ თავიანთ დანიშნულებას და იქნებიან ბედნიერნი. დინებით გატაცებული ბრბო ველურ ზღვებსა და პირქუშ მთებში ჩაეშვებიან და იქ შავი ლომები და გარეული მხეცები დაელოდებიან მათ და აწამებენ. ჩიხში მოხვდებიან და ცუდად დაამთავრებენ. ვაი ჩვენ, რამეთუ სწორი ხაზის ბოლოს მივაღწიეთ. ჩვენ მივდივართ და ნეტარია ის, ვინც ბოლომდე არ იცოცხლებს და არ იხილავს იმ დასასრულს!~

თანამედროვე ადამიანის გაუცხოება ღმერთის გზიდან უკვე იმდენად საყოველთაო გახდა, ისეთი შეგრძნებაა, რომ თითქოს ჯუნგლებში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ერთმანეთის შეჭმას ცდილობს. უმრავლესობა ემორჩილება სიხარბის ამ სულს, მუდმივად ცდილობს სხვა ადამიანზე კონტროლის მოპოვებას, მაშინ როცა ძალიან ცოტაა ის, ვინც ერთგულად იცავს ღვთის მცნებებს. ჩანს, რომ ჩვენ დავადგინეთ კურსი და მივდივართ კაცობრიობის ისტორიის დასასრულისკენ.



"თავი შორს დაიჭირე მასონებისგან!"

ათენელი მათემატიკოსი, ბატონ ფ.კ.-ს იგონებს

1988 წელს ვსწავლობდი მათემატიკას იანინის უნივერსიტეტში. ერთ ორშაბათს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ვახშმის მერე, მე და ჩემი თანაკურსელი ჰ-ნ წავედით სასეირნოდ და ქალაქის ცენტრისკენ გავემართეთ. შობა ახლოვდებოდა და პარასკევს ვგეგმავდით ათენში წასვლას. იმ საღამოს, სეირნობისას ჰ.-მ მითხრა, რომ მამამისი იყო მასონი და თვითონაც გაჰყვა მის კვალს. 20 წლის ვიყავი და ისედაც არაფერი ვიცოდი, ვმონაწილეობდი სხვადასხვა დისპუტში და მაინტერესებდა ყველაფერი. მაინტერესებდა სხვადასხვა სიახლის აღმოჩენა და შესწავლა. მინდოდა ყველაფერი გამომეცადა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ქრისტიანულ გარემოში გავიზარდე, ენთუზიაზმით დავთანხმდი ჩემი მეგობრის წინადადებას და კვირას შევთანხმდით, რომ წავსულიყავით ათენში იმავე მასონურ ლოჟაში, რათა უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი.

როგორც მოგვიანებით გავიგე, მეორე დღეს, სამშაბათს, წმინდანმა დაურეკა დედაჩემს და ჰკითხა:

– როგორ არის იქ ჩვენი ფ., რას აკეთებს იანინაში?

- არა უშავს, მამაო.

-უთხარი, რომ არ იმეგობროს იმ მსუქან ბიჭთან, რადგან ის მასონია. მისი მამა ძალიან მდიდარი კაცია, ფლობს ფისტას კორომებს და არის დიდი მასონი. ძალიან მაღალ საფეხურზეა ასული...მრავალ ლოჟაში შედიოდა. დაე, ფ.-მ მთლიანად შეწყვიტოს მის შვილთან ურთიერთობა. დაე, თავი შორს დაიჭიროს მასონებისგან და როცა შაბათს ათენში იქნება, სასწრაფოდ მოვიდეს ჩემთან.

ოთხშაბათს სწავლის დამთავრების შემდეგ მივედი სატელეფონო სადგურთან, რათა მშობლებთან დამერეკა და მეთქვა, რომ პარასკევს ათენში მივდივარ. დედა მომესალმა და მაშინვე გამაკვირვა: "იმ მსუქან ბიჭს ელაპარაკები ხოლმე? გუშინ მამა პორფირემ დარეკა და გთხოვა, იანინიდან ჩამოსვლისთანავე მასთან მიხვიდე, გელოდება". რა თქმა უნდა, მე არც დედაჩემს და არც ვინმეს არ ვუთხარი კვირას მასონური ლოჟის მონახულების გეგმების შესახებ.

მონასტერში დილით ადრე მივედი მამაჩემის მანქანით, უკვე 7 საათზე. როგორც კი ბერდიდის სენაკში შევედი, მან სერიოზულად მკითხა: "ხვალ სად აპირებ წასვლას?" გაოგნებული ვიყავი. ბერდიდის დამოძღვრის შემდეგ, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება მხოლოდ მართლმადიდებლობაშია, მითხრა მასონებისგან მომდინარე საფრთხესა და ხიბლის შესახებ, მე გავაუქმე ეს შეხვედრა. მან ასევე გამგზავნა ერთ არქიმანდრიტთან, რომელმაც მომცა წიგნი მასონობის შესახებ, საიდანაც შევიტყვე მათი საიდუმლო მზაკვრობის შესახებ.

წმინდანმა "დაინახა" ჩემი საუბარი ჩემს მეგობარ ჰ-თან, "დაინახა" ჩემი განზრახვა, შორს, 600 კმ-ში. ჩემი მეგობარი ჰ. ახალ წევრებს იბირებდა და წმინდანი რომ არა, მე ქვისმთლელების რომელიღაც საერთაშორისო საიდუმლო ორგანიზაციას დავუკავშირდებოდი, რომელიც მუშაობს საბერძნეთში მართლმადიდებლობის განადგურებაზე.




მასონობა.

ბ-ნი ევანგელ პ.-ს ჰყვებოდა:

მამაჩემს ჰყავდა მეგობრები, ჰომეროსი და ანტიპა, რომლებიც მასონებთან გაწევრიანებისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ ის არ თანხმდებოდა, რადგან კარგად იცოდა ამ საიდუმლო ორგანიზაციის როლი. მამა ცდილობდა მეგობრები ბერდიდთან მოეყვანა, რათა დახმარებოდა მათ ამ მასონური ქსელიდან თავის დაღწევაში.

ერთ საღამოს ანტიპა ჩვენთან მოვიდა და მამამ გახარებულმა გააგზავნა მამა პორფირესთან. ბერდიდს არაფერი უთქვამს ანტიპასთვის, მაგრამ რაღაც მომენტში მაინც უთხრა:

- ეჰ, კარგი ადამიანი ხარ... მაგრამ მახეში გაები. სადაც შეხვედი, ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გეჩვენება. ახლა ისინი ყველაფერს საუკეთესო სახით წარმოგიდგენენ. მაგრამ იცოდეთ, რომ მალე ისინი გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს და ზეწოლას მოახდენენ თქვენზე. როცა გაიგებთ მათ ნამდვილ ზრახვებს, ამას ვერ გაუძლებთ, თქვენს კაბინეტში სავარძელში დამჯდარი "გახვალთ".

– მამაო, ჩვენ სამშობლოს სასიკეთოდ ვმუშაობთ!

– ჯობია, აღიარო ცოდვები და ცხოვრება შეიცვალო... სადაც ახლა ხარ, ძალიან ცუდი ადგილია. მაგრამ მე `ვხედავ~, რომ შენ ამას ვერ გაუძლებ.

ბერდიდმა სევდიანად დაუქნია თავი, მაგრამ მამაკაცს მხოლოდ ბერდიდის პირდაპირობა გაუკვირდა. სულაც არ განაწყენდა, არამედ პატივსაცემი ღიმილით დაიხარა, ხელზე ეამბორა და წავიდა.

ბატონი ანტიპა მსხვილი ბანკის დირექტორი იყო, ჭკვიანი ხელმძღვანელი. ის კარგი ადამიანი გახლდათ, კარგი ოჯახიდან, მაგრამ გულუბრყვილო იყო, ფიქრობდა, რომ იქ (ორგანიზაციაში) მალე მასონობის ყველა საიდუმლოს გაუმხელდნენ, როგორც მას დაპირდნენ.

როცა ის წავიდა, მამაჩემმა ჰკითხა ბერდიდს: `რას გულისხმობდი, როცა თქვი: შენს კაბინეტში სავარძელში მჯდომი `წახვალ?~

-შენი მეგობარი მალე გაიგებს სიმართლეს, რომლის დანახვაზეც აქამდე უარს ამბობს. მას იქ ისეთი რამის გაკეთებას მოსთხოვენ, რაც არ შეიძლება... ახლა ამას ვერც კი წარმოიდგენს. და დიდ ზეწოლას მოახდენენ, აიძულებენ. მაშინ დაინახავს მათ ნამდვილ სახეს, გაიგებს როგორ აერია გზა და მისი გული ვერ გაუძლებს. ის მოკვდება თავის მაგიდასთან, თავის კაბინეტში და ამის შესახებ ტელეფონით გეტყვიან.

მართლაც, ათი თვის შემდეგ შუადღისას დაგვირეკეს და მამაჩემი იკითხეს. მათი თქმით, დილით მისი მეგობარი კაბინეტში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ხომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო! მამა მაშინვე წავიდა იქ, თან წაიღო ხის ჯვარი, ბერდიდის ნაჩუქარი და ჩაეხუტა უბედურ მეგობრის სხეულს და ატირდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat