წმინდა დამიანე კიევ-პეჩორის (კიევის მღვიმევის) ლავრაში წმინდა თეოდოსის (ხსენება 3 მაისს) იღუმენობისას იღვწოდა
და მისებრ ანგელოზებრივ ცხოვრებას ესწრაფვოდა. სავანის ძმებს თვისი მორჩილებით, თვინიერებითა და უძილო, უმკაცრესი მოღვაწეობით განაკვირვებდა.
რაც სული ედგა, პურითა და წყლით საზრდოობდა, ღვთისგან თვისი მოშურნეობის ნაყოფად კურნების მადლი ებოძა, ამიტომ, თუ სავანეს სნეული მიადგებოდა, ნეტარი თეოდოსი მყისვე უბრძანებდა დამიანეს, მისთვის ელოცა და ზეთი ეცხო, რის შემდგომაც უძლურთ სიმრთელე უბრუნდებოდათ.
მრავალწლიანი ასკეზის შემდგომ დამიანე მარადისობაში გადასანაცვლებლად შეემზადა და ღმერთს ცრემლით ევედრა, იქაც არ განეშორებინა სულიერ მოძღვართან, - ნეტარ თეოდოსისთან.
მალე ანგელოზისგან (რომელიც წმინდა თეოდოსის სახით გამოეცხადა) ეუწყა, რომ მისი თხოვნა ღმერთმა შეიწყნარა, შემდეგ ძმობა შეკრიბა, ყველას სათითაოდ ეამბორა და მიიცვალა.
ღირსი იერემია უკვე მხცოვანი გახლდათ, წმინდა ანტონსა და წმინდა თეოდოსის დამოწაფება რომ სთხოვა. დიდი ღვაწლისთვის ღვთისგან წინასწარჭვრეტის მადლი ებოძა და ვინც მიეახლებოდა, ყველას დაფარულ ცოდვასა და ბილწ ფიქრს ჭვრეტდა, ხოლო თუ სავანის ძმათაგან რომელიმე ერში დაბრუნებაზე გაიფიქრებდა, განზე გაიყვანდა და იმგვარი დამაჯერებლობით დაარწმუნებდა ხოლმე, - დაითმინეო, სამუდამოდ გადააფიქრებინებდა იქაურობის დატევებას.
მრავალი წელი ამსახურა ერემიამ ეს სულიერი ნიჭი მოყვასს და ღვთივ განისვენა.
წმინდა მათე მოციქულის არამხოლოდ სახელს ატარებდა, სიქველეშიც ჰბაძვიდა. ღვთისგან უხილავ მტერთა გარჩევის და მათ ბნელ ჩანაფიქრთა ჩაშლის ნიჭი მიიღო.
ერთხელ, წირვისას, ტაძარში მეომრის სახით შემოსული ბოროტი იხილა, რომელიც მამებს ყვავილებს აყრიდა. როგორც კი მათი ფოთლები მონაზვნებს ეხებოდა, მყისვე იპყრობდათ გულგატეხილობა და გონებაგაფანტულობა და მიზეზს ეძებდნენ, ტაძრიდან გასულიყვნენ.
ამ ხილვამ ძმები გააფხიზლა და განამტკიცა.
ღირსი მამა ლავრაში იმ დროს ცხოვრობდა, როდესაც იქაურობას წმინდა ნიკონი (ხსენება 23 მარტს) წინამძღვრობდა.
ერთხელ, ცისკარზე, იღუმენის ადგილას სახედარი იხილა. როდესაც ამის შესახებ ნიკონს აუწყა, ეს უკანასკნელი მყისვე მიხვდა, რომ ცთუნების მსხვერპლი შეიქნა და შეინანა.
ღირს მამას, ძმათა განსამტკიცებლად, კიდევ მრავალი ხილვა ჰქონდა, ფრიად ხანდაზმული აღესრულა და მისი სხეული დღემდე უხრწნელად განისვენებს.
* * *
ხსენება ღირსისა გაბრიელისა (იგოშკინი), აღმსარებლისა, არქიმანდრიტისა (+1959)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი