წმინდა ათანასე ათონელი, დედით - კოლხი, და მისი მოწაფე (+1000) - 05 (18) ივლისი
წმინდა ათანასე ათონელი, დედით - კოლხი, და მისი მოწაფე (+1000) - 05 (18) ივლისი
წმინდა იოანე მთაწმინდელი, ვის სახელსაც ათონის მთაზე ქართველთა მონასტრის დაარსება უკავშირდება, წმინდა ათანასემ შეიფარა და შესაფერისი პატივი მიაგო.

ათანასე დედით ლაზი იყო. ალბათ, სწორედ ამიტომ უყვარდა განსაკუთრებით ქართველები და მზრუნველობდა მათ.

წმინდა ათანასე ათონელი (ერისკაცობაში - აბრაამი) ქალაქ ტრაპეზუნტში დაიბადა. ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა და ობოლზე ზრუნვა ერთმა ღვთისმოშიშმა მონაზონმა იტვირთა.

აბრაამი გამზრდელისაგან კეთილმსახური ცხოვრების ჩვევებს იძენდა, ბაძავდა მას ლოცვასა და მარხვაში.

დედობილის სიკვდილის შემდეგ ჭაბუკი კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ უფროსის (919-944 წლები) კარზე წაიყვანეს და სახელგანთქმულ რიტორს, ათანასეს დაუმოწაფეს.

იმ ხანებში კონსტანტინოპოლში ჩავიდა ღირსი მიქაელ მალეინი, კიმინის მონასტრის იღუმენი. აბრაამმა მას უფლისთვის ცხოვრების შეწირვის გულწრფელი სურვილი გაუმჟღავნა.

ღვთაებრივმა მოხუცებულმა ჭაბუკი სულიწმიდის რჩეულ ჭურჭლად შეიცნო, სიყვარულით აღივსო მის მიმართ და დიდხანს გულმოდგინედ მოძღვრავდა მას ცხონების საკითხებზე.

ერთხელ, სულიერ საკითხებზე საუბრის დროს, მათ შემოესწრო მიქაელის ნათესავი ნიკიფორე ფოკა - ცნობილი მხედართმთავარი, შემდგომში იმპერატორი.

აბრაამის სულის სიმაღლემ და გონების გამჭრიახობამ მისადმი ღრმა პატივისცემით განმსჭვალა იგი. წმინდანს ბერული ცხოვრების სურვილი დაუოკებელ სწრაფვად ექცა, მან მიატოვა ყველა და ყველაფერი, კიმინის სავანეს მიაშურა, იღუმენს ფეხებში ჩაუვარდა და ბერად აღკვეცა სთხოვა.

იღუმენი დარწმუნდა აბრაამის სიბრძნესა და სიწმინდეში, მალე აღკვეცა იგი და სახელად ათანასე უწოდა.

ათანასე ღირსი მიქაელ მალეინელის ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას: მკაცრად მარხულობდა, ლოცულობდა და საოცარი გულმოდგინებით აღასრულებდა ნებისმიერი მორჩილების საქმეს. ღირს ათანასეს სურდა, კვირაში მხოლოდ ერთხელ ეხმია პური, მაგრამ წმინდა მიქაელმა, მოწაფის ნება რომ აღეკვეთა, უბრძანა, საზრდელი ყოველ მესამე დღეს მიეღო, თან ჭილოფზე დაეძინა და არა სკამზე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.

ნეტარი ათანასე მშვიდად დაჰყვა კურთხევას. მორჩილების საქმეებისაგან თავისუფალ დროს იგი წიგნებს გადაწერდა.

დაუცხრომელი მარხვით, მღვიძარებით, მეტანიებით, ღვთივსათნო მოღვაწეობით ათანასემ მალე იმგვარ სრულყოფილებას მიაღწია, რომ იღუმენმა მდუმარებასა და განკრძალულ ადგილას დაყუდებაზე მისცა კურთხევა, თან კანონად დაუდგინა: დღეგამოშვებით ეხმია პური და მცირეოდენი წყალი, დიდმარხვაში საზრდელი ხუთ დღეში ერთხელ მიეღო მხოლოდ, უწინდებურად ჯდომით დაეძინა, კვირა დღეებსა და საუფლო დღესასწაულებში კი - ლოცვასა და უფლის განდიდებაში ეფხიზლა მწუხრიდან დღის სამ საათამდე.

ნეტარი გულმოდგინედ ასრულებდა კურთხევას, მაგრამ ფარული ღვაწლის სიყვარულითა და შიშით, რომ წმინდა მიქაელს წინამძღვრობა მისთვის არ გადაებარებინა, ათანასემ კიმინის მთა დატოვა.

მან მხოლოდ საკუთარი ხელით გადაწერილი სახარება წაიღო თან და ათონის მთის ყველაზე მივარდნილ ადგილს - მელანას მიაშურა. აქ წმინდანმა მცირე სენაკი მოიწყო და შიგ დაემკვიდრა.

ახოვანი მოსაგრეობით იგი თანდათან სრულ იქმნებოდა.

ადამიანთა მოდგმის მტერი, ეშმაკი ცდილობდა, ათანასეს გულში სამოღვაწეო ადგილისადმი სიძულვილი გაეღვივებინა და ბოროტი გულისთქმებით აშფოთებდა მას.

ნეტარმა გადაწყვიტა, ერთი წელი ეთმინა - უფლის ნების გაცხადებას დალოდებოდა. როცა დათქმული ვადის უკანასკნელ დღეს წმინდა ათანასე ლოცვად დადგა, უეცრად ზეციურმა ნათელმა გააცისკროვნა იგი, გამოუთქმელი სიხარულით აღივსო, დაიწმინდა ავი გულისზრახვებისაგან და თვალთაგან მადლმოსილი ცრემლები გადმოსდინდა.

ამ დროიდან მოყოლებული ათანასე საოცრად ლმობიერი გახდა, ეს ადგილი კი ისე ძლიერ შეუყვარდა, როგორც უწინ სძაგდა. ამ ხანებში ნიკიფორე ფოკამ წმინდა მამას სთხოვა, მისი სახსრებით მონასტერი მოეწყო.

წმინდა ათანასეს არ სურდა, სული მიწიერი საზრუნავებით დაემძიმებინა და უარი განაცხადა ოქროს მიღებაზე, მაგრამ შემდეგ ყოველივე ამაში ღვთაებრივი ნება განჭვრიტა და სავანის შენებაც დაიწყო.

მან ორი ტაძარი ააგო: იოანე ნათლისმცემლისა და ყო¬ვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობისა, მოაწყო სენაკები, სატრაპეზო, ქსენონი, დავრდომილთა თავშესაფარი...

და წმინდა მთაზე საოცარი მონასტერი გაიმართა.

სავანეში მიდიოდნენ ძმები არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთხანს აქ იღვაწეს წმინდა იოანემ, თორნიკემ და ექვთიმემ.

წმინდა ათანასემ ძველი პალესტინის სავანეების მიბაძვით შეადგინა თავისი მონასტრის წესგანგება. მან შემოიტანა განმარტოებულ დაყუდებულ მონაზვნობაში საერთო ცხოვრების სისტემა, კინოვიები, რაც შემდგომში სამონაზვნო ცხოვრების ძირითად წესად იქცა.

წმინდა ათანასეს მონასტერი უძველესი და ყველაზე დიდი სავანეა ათონის მთაზე.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ათანასე ათონელი

თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ზეციური დედოფალი მფარველობდა წმინდანს. იგი მრავალჯერ გამხდარა ღირსი ყოვლადწმინდა ქალწულის ხილვისა.

ერთხელ, ღვთის ნებით, ათონის მთაზე საშინელი შიმშილობა დაიწყო. სულითა და ხორცით დაუძლურებული ბერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ ლავრას. მარტოდმარტო დარჩენილი ნეტარი ათანასეც წუთიერად სულმოკლეობამ შეიპყრო და წასვლა დააპირა, მაგრამ უეცრად გზაზე მის შესახვედრად მომავალი ქალბატონი გამოჩნდა ჰაეროვანი თავსაბურით.

- ვინ ხარ და საით მიდიხარ? - ჩუმად იკითხა მან. უნებლიე მოწიწების გრძნობით აღვსილი წმინდა ათანასე შედგა.

- მე აქაური ბერი ვარ, - უპასუხა და თავის გასაჭირზე მოუთხრო.

- და პურის ნატეხისთვის ტოვებ ამ სავანეს, რომელსაც განდიდება უწერია მოდგმიდან მოდგმამდე? სად არის შენი სარწმუნოება? გაბრუნდი და მე მიგულვე შემწედ!

- შენ ვინა ხარ? - ჰკითხა ათანასემ.

- მე დედა ვარ შენი უფლისა, - მიუგო უცნობმა და წმინდანს უბრძანა, მახლობლად მდებარე ლოდისთვის კვერთხი დაეკრა.

ბზარიდან გადმოხეთქა მადლმოსილმა წყარომ, რომელიც დღემდე კეთილგემოვნებით ატკბობს და აგრილებს ბერებსა და მონასტერში მისულ მლოცველებს.

ეს წყარო სასწაულმოქმედია.

საძმო იზრდებოდა. ლავრაში სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა. ღირსმა ათანასემ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა, ისიც უწყოდა, თუ როგორ გავიდოდა ამ სოფლიდან და ძმებს სთხოვდა, ნუ დაბრკოლდებოდნენ იმით, რაც მოხდებოდა, კაცობრივი გონება ხომ უძლურია შეიმეცნოს ღვთის განგებულება.

ძმები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ მოძღვრის სიტყვების არსს. ბოლოს ღირსმა მამამ უკანასკნელად დამოძღვრა და ნუგეში სცა სულიერ შვილებს; სენაკში შევიდა, მანტია შეიმოსა და დიდხანს ილოცა; შემდგომ გარეთ გამოვიდა და ექვს ძმასთან ერთად მშენებარე ტაძრის გუმბათი დაათვალიერა.

უეცრად სახურავი ჩამოიქცა. ხუთმა ბერმა იქვე განუტევა სული, ხუროთმოძღვარი დანიელი და წმინდა ათანასე კი ცოცხლები დარჩნენ. ყველას ესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა ნანგრევებში მოყოლილი მამა უფალს:

- დიდება შენდა, ღმერთო! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!

აქვითინებულმა ძმებმა ლოდების გადაგორება დაიწყეს, მაგრამ ქვაყრილის ქვეშ მოძღვრის უსულო ცხედარსღა მიაკვლიეს.

წმინდა ათანასემ ათონის მთაზე ქართველების დამკვიდრებასა და გამრავლებას შეუწყო ხელი. მისი დახმარებით ათონის მთის ქართველთა მონასტერმა ნაოსნობის უფლება მოიპოვა. შემორჩენილია ღირსი მამის ანდერძი, რომელშიც იგი ლავრელ ბერებს ქართველების სიყვარულს მოუწოდებს - თითქოს გრძნობდა წმინდა მამა, რა შავ დღეში ჩაყრიდნენ ისინი ერთმორწმუნე ქართველებს. ამ ანდერძითვე იგი სიკვდილის შემდეგ თავისი ლავრისა და სრულიად ათონის მართვაგამგებლობას იოანე ივერიელის ხორციელ შვილსა და თავის სულიერ შვილს ექვთიმეს ანდობდა.

ათანასე დიდი დღესაც მფარველობს და განსაკუთრებულად შეეწევა ქართველებს.

წმინდა ათანასე ათონელის ანდერძი

წმინდა ათანასემ ათონის ქართველი მამებისადმი თანადგომა და სიყვარული კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის ანდერძში. განსაკუთრებით ეამაყებოდათ ქართველებს ის არაორდინარული ფაქტი, რომ ათანასეს გარდაცვალების შემდეგ, მისი ანდერძის თანახმად, უძველესი, უდიდესი და ყველაზე გავლენიანი სამეფო მონასტრის, - ათონის ლავრის ეპიტროპებად ერთმანეთის მიყოლებით უნდა განწესებულიყო სამი დიდი ქართველი: იოანე იბერი, ექვთიმე და გიორგი I (ვარაზვაჩე) - ივერონის მესამე წინამძღვარი.

ამით ათანასე ლავრელმა დაამტკიცა თავისი ნდობა და პატივისცემა ქართველი თანამოღვაწეებისადმი და სრული უნდობლობა გამოუცხადა არა მარტო ლავრის ბერძენ ბერებს, არამედ საერთოდ ათონის მმრთველობას.

ეს "მძიმე შეცდომა" წმინდა ათანასეს არ აპატიეს არც მისმა თანამოღვაწეებმა და არც მომდევნო თაობებმა, რაც აისახა ათანასეს "ცხოვრების" ორ ბერძნულ რედაქციაში, სადაც იგნორირებულია იოანე იბერი და ის ურთიერთობა, რომელიც არსებობდა ქართველებსა და ათანასეს ლავრის საკრებულოს შორის ათანასეს სიცოცხლეში და, უწინარეს, თვით ათანასე ათონელსა და იოანე იბერს შორის.

ბერძნულ ამპარტავნებას ივერონის პირველი მამები - იოანე და ექვთიმე პასუხობდნენ გულმოწყალებით, მიმტევებლობით, გულუხვი შესაწირავებითა და შეჭირვებულ მონსატრებზე მუდმივი ზრუნვით.

ამას მოწმობს როგორც ივერონის ბერძნული აქტები, ასევე - შეწირულობათა ნუსხები, შედგენილი იოანე იბერისა და ექვთიმე ათონელის მიერ, რომელთა სრული ტექსტები გიორგი მთაწმინდელმა ჩართო იოანესა და ექვთიმეს "ცხოვრებაში".

ტროპარი

ხორციელი ცხოვრება შენი დაუკვირდა ანგელოზთა გუნდსა, რამეთუ, ვითარცა უხორცო, უხილავად შეერთე, ყოვლადქებულო, და ეშმაკთა მანქანებანი ყოველნი განაქარვენ, ათანასე, ამისთუისცა ქრისტემან მოგანიჭნა შენ მდიდრად ნიჭნი საღმრთონი, მამაო ღირსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთა.

კონდაკი

ვითარცა უნივთოთა არსებათა მხილველსა სახარულევანსა, მოქმედსა და მაუწყებელსა ჭეშმარიტისასა, გიწოდს შენ სამწყსო შენი, ღმრთისმეტყუელო; ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთათბს ხსნად გარემოდგომილთა განსაცდელთაგან, რომელნი გიხმობთ შენ: გიხაროდენ, მამაო ათანასე.
..................................


ჩვენი ღირსი და ღმერთშემოსილი ათონელი მამის, ათანასეს სამადლობელი

იოანე ყოვლად კეთილმოშიში მონაზონისა და წინამძღვრის, იბერის, მიმართ ათანასემ, უნდო მონაზონმა და ლავრის წინამძღვარმა, საკუთარი ხელით წინა-განვაწესე პატიოსანი ჯვარი და სახელი ჩემი.

ათანასე, უნდო მონაზონი და ზესთაწმინდა და ღვთისმშობლის იმ ლავრის წინამძღვარი, რომელიც ათონის ჩვენეულ მთაზეა, წინამდებარე წერილობით თავდებობას და, ამიერიდან უკვე, წრფელ და შეუძრავ ბოძების [სიგელს] დავდებ და გავიღებ (ჩემი ნებსითი აზრითა და თვითარჩევითი განზრახვით და არათუ რაიმე აუცილებლობის, იძულების, დაცინვის, მზაკვრობისა თუ საქმის უმეცრებისაგან გამომდინარე, არამედ, როგორც ითქვა, მთლიანსულიერი გადაწყვეტილებით, განზრახვითა და ნებით, აგრეთვე, მოწონებითა და თანხმობით იმ მთელი ჩემეული საძმოსი, რომელიც ღვთის შეწევნით შემოკრებილია ჩვენეულ ლავრაში, განსაკუთრებით კი უპირატეს ძმათა [დასტურით], რომლებმაც საკუთარი ხელით აღნიშნეს ქვემოთ თავიანთი მოწონება და თანხმობა) ყოვლად კეთილმოშიში მონაზონისა და წინამძღვრის იოანე იბერის და, მის მიერ, მისეული ყოვლად კეთილპატიოსანი ლავრის, კლიმენტისეულად წოდებულის, მიმართ.

რადგან ხსენებული ყოვლად კეთილმოშიში მონაზონი იოანე, მას შემდეგ, რაც იგი ჩვენს მთაზე მოვიდა და შემომიერთდა მე, მდაბალსა და ცოდვილს, დაემორჩილა რა ჩემს უღირსებას (შესაბამისად ღვთის მცნებისა და, აგრეთვე, თავისი სათნოებისა და ღირსპატიოსანი სულის გამო), მრავალი და ნაირგვარი სულიერი ზნე-ჩვევითა და წარმატებით გაბრწყინდა, სრულყო რა აღურიცხავი და დიდ-დიდი მსახურებანი ზემოხსენებულ მორჩილებაში.

ამის გამო, არა მხოლოდ ღმერთს, არამედ მეც, მდაბალს, და მთელ ჩემს ქრისტესმიერ საძმოს იმგვარად გვემსახურა და გვარგო მან, როგორც არავინ სხვამ ყველა იმათგან, რომლებიც კი ამჟამად თუ ძველ დროში გაბრწყინებულან, ვინაიდან ესოდენ მრავალგზის დაშვრა ეს კაცი სამეფო ქალაქში მისვლითა და თავ-თავისი დროის იმპერატორებთან შეხვედრით (დაწყებული უფალ ნიკიფორეთი, ამ სახელოვანი იმპერატორით, ვიდრე დღევანდელ დღემდე), რომ თავისი გულითადი მცდელობისა და, აგრეთვე, კეთილი შუამდგომლობისა და მორჩილების შედეგად ოქრობეჭედი მიიღო იოანე იმპერატორისგან ჩვენს ლავრასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავდა იმას, რომ ყოველწლიურ შემოსავლად მიგვეღო ჩვენ ორას ორმოცდაოთხი [ოქროს] მონეტა ლემნოსიდან, რასაც აქამდე წლიურად ვიღებდით.

ასევე, უფალ ბასილი იმპერატორისგან სხვა ოქრობეჭედი ებოძა მას ნეონის კუნძულის შესახებ, რაც მისცა ჩვენს ლავრას, დაუმტკიცა რა მას ეს კუნძული. შემდეგ, ღვთის თანაშეწევნით, საკუთარი ლავრაც დააფუძნა მან და მკვიდრობდა რა და მეწინამძრვრეობდა მას საკუთარი უფლებამოსილებით, არც ამ სახით შეუწყვეტია, არცთუ საერთოდ დაუხანებია "თავისი სულის დადება ჩვენთვის და ჩვენეული ლავრისათვის".

პირიქით, თანამოსაგრეობდა და ყოველდღიურად თანამოსაგრეობს იგი ჩვენთან, შეამტკიცებს რა და აწესრიგებს ყოველივეს, რაც ჩვენ გვიკავშირდება. მან მოგვიბოძა ჩვენ, რისიც კი (იცოდა, რომ) საჭიროება გვქონდა.

ამიტომ, ნაცვლად ამ მრავალრიცხოვანი, შეუდარებლად დიდი და წარმოდგენაზეც აღმატებული საქმეებისა, ვამბობ მის ჭეშმარიტ მორჩილებას, შრომას, დამაშვრალობას, მზრუნველობას, გულმოდგინებას, თავშეწირულობას (რათა არ ვახსენო მხოლოდ საბოძვარნი), მოვიწადინეთ ჩვენც, რომ მიგვენიჭებინა მისთვის და მისეული ლავრისთვის მცირე და კნინი ძღვენი, რაც, ვევედრეთ რა, რომ სამადლობელის სახით გაღებულიყო ჩვენგან, ძლივს მიიღო და დაგვთანხმდა.

და ახლა ვუძღვნით მას უფალ ბასილი იმპერატორის ოქრობეჭედს გადასახადისაგან თავისუფალი ხომალდის შესახებ ექვსჯერ ათას ექვსი მედიმნას ტევადობას (რაც ჩვენ მოგვიბოძა ხსენებულმა უკეთილმსახურესმა იმპერატორმა, თუმცა გადასახადისაგან თავისუფალი ოცდახუთი სახლის გარეშე), რომ ჰქონდეთ მას და მისეულ ლავრას ამგვარი ოქრობეჭედი მუდმივად მთელი შემდგომი დროის მანძილზე სრულ უფლებამოსილებასა და აღუხოცელ მფლობელობაში, ისევე როგორც მის მომავალ მონაცვლეებსა და მემკვდირეებს, და არ გვექნება უფლება არც თვით მე, არც ჩემს მონაცვლეებს და მომავალ წინამძღვრებს, არცთუ საერთოდ ვინმეს, უცხოსა თუ შინაურს ჩვენი ლავრისას, რომ წამოვიწყოთ რაღაც მოძრაობა, ანდა ძიება, ანთუ რამეგვარი პროცესი ამ ოქრობეჭდისეული საბოძვრის შესახებ, თუნდაც ლიტონი სიტყვით.

ხოლო თუ ვინმე ზემოჩამოთვლილ პირთაგან გამოაშკარავდება ანდა შემჩნეული იქნება ამგვარ მოქმედებაში, უპირველესად ჰქონდეს მას დაწყევლა ჩვენი წმინდა მამებისა, რომლებიც საუკუნიდან ესათნოვენ უფალს, ასევე წყევლა ჩემი სიმდაბლისა; უცხო იყოს იგი და განშორებული ჩვენი, ქრისტიანების, სარწმუნოებისაგან და გამცემ იუდასთან ჰქონდეს მას საკუთარი ნაწილი.

მეტიც, საერთოდ არ მოუსმინონ მას არც სამოქალაქო რჯულდებათა მხრივ, არცთუ საღვთო და სამღდელო კანონთა მიხედვით, არამედ, ამიერიდან უკვე, ეს ჩემგან გაღებული წრფელი და შეუნანებელი საბოძვარი იყოს მტკიცე, ურყევი, უცვლელი და შეუძრავი, ჩემს ქრისტესმიერ ძმათა თანხმობითა და მოწონებით. ამასთან, რადგან იმავე ოქრობეჭედში ჩართულია ოცდახუთი სახლი, როგორც ზემოთ ითქვა, გადასახადისაგან თავისუფალნი, ქრისოპოლისში, რომლებიც ეკუთვნის ჩვენს ლავრას, თუკი ოდესმე მოხდება ისე, რომ დაიწყება ოქრობეჭდის ძიება, გადასახადების ამკრეფთა წინაშე წარსადგენად და მათ დასარწმუნებლად, რომლებიც ამგვარ (საბუთებს) გამოეძიებენ, განვაჩინებთ, რომ კლიმენტის ყოვლად კეთილადპატიოსანი ლავრის წევრებმა წარმოადგინონ ხსენებული ოქრობეჭედი, უფრო კი ეს ოქრობეჭედი კლიმენტის ლავრისა და ჩვენეული ლავრის ძმათა მიერ გაიგზავნოს იმათ მიმართ, რომლებსაც დასაბუთებულად სურთ მისი ნახვა, ხოლო შემდეგ კვლავ უკან მიიღონ იგი კლიმენტის ლავრის ძმებმა საკუთარ მონასტერში.

ეს დაიწერა და წაკითულ იქნა ჩემსა და ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ ძმათა წინაშე, რომლებმაც საკუთარი ხელით აღვნიშნეთ ქვემოთ ჩვენი ნება, მოწონება და თანხმობა, და ყოვლითურთ კმაყოფილმა წინა-განვაწესე და ქვე-განვაწესე, საკუთარი ხელით, პატიოსანი ჯვრები და ჩემი სახელი, ქვემოდაწესებულ ღირსსარწმუნო მოწმეთა თანდასწრებით, რომლებიც თავიანთი ხელმოწერებით დაადასტურებენ ამას.

ხოლო დაიწერა წინამდებარე ბოძების (სიგელი) იოანე მონაზონის ხელით დეკემბრის თვეში მეცამეტე ინდიქტიონისა.

ათანასემ, მონაზონმა და ლავრის წინამძღვარმა წავიკითხე მთელი ტექსტი და ყოვლითურთ კმაყოფილმა წინა-განვაწესე და ქვე-განვაწესე, საკუთარი ხელით, პატიოსანი ჯვარი და სახელი ჩემი.

ანტონი მონაზონმა, მოვიწონე რა და დავეთანხმე წინამდებარე წრფელ ბოძების (სიგელს), საკუთარი ხელით მოვაწერე ქვეშ.

დიონისე მონაზონმა, მოვიწონე რა და დავეთანხმე წინამდებარე წრფელ ბოძების (სიგელს), საკუთარი ხელით მოვაწერე ქვეშ.

ეფრემ მონაზონმა და ხუცესმა

ევსტათი მონაზონმა და ხუცესმა

თეოფანე მონაზონმა და ხუცესმა

თომა მონაზონმა და დიაკონმა

კოზმა მონაზონმა და დიაკონმა

პაფნუტი მონაზონმა და დიაკონმა

პავლე მონაზონმა

ამბროსი მონაზონმა

იოანე მონაზონმა

თეოქტისტე მონაზონმა

არსენ მონაზონი და იკონომოსქმნილი დავესწარი წინამდებარე ბოძების (სიგელს) და, დავამოწმე რა, საკუთარი ხელით მოვაწერე ქვეშ.

ფილადელფოს მონაზონი და ხუცესი დავესწარი წინამდებარე წრფელ ბოძების (სიგელს) და, დავამოწმე რა, საკუთარი ხელით მოვაწერე ქვეშ.

კირილე მონაზონი და იღუმენი დავესწარი

ტიმოთე მონაზონი დავესწარი

მე, იოანე მონაზონი მოწმე ვარ

არისტობულე მონაზონი დავესწარი.

თარგმნა ედიშერ ჭელიძემ
................................................

აქვე წაიკითხეთ:

თავისი ლავრის ბერებს ქართველთა სიყვარული უანდერძა


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat