თავისი ლავრის ბერებს ქართველთა სიყვარული უანდერძა
თავისი ლავრის ბერებს ქართველთა სიყვარული უანდერძა
წმინდა ეკლესია ათანასე ათონელს 18 ივლისს იხსენებს, თუმცა ათონზე, დიდ ლავრაში, ხარება დღეს იქნა დაწესებული წმინდა ათანასეს ხსენება და ამ დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ. მას უფრო მეტ პატივს მიაგებენ, ვიდრე ღვთისმშობლის დღესასწაულს. ასე თვით დედა ღვთისამ ინება. მან თავისი სურვილი ლავრის ერთ ძველ იღუმენს გაუმჟღავნა: ამიერიდან ამ დღეს (ხარებას) ჩემთვის ნუ იდღესასწაულებთ, რადგან ქრისტიანები ისედაც ყველგან განადიდებენ ჩემს სახელს; არამედ იზეიმეთ ჩემი მოყვასის ათანასეს ხსენება, რომელიც დიდად მემსახურა და ამ მონასტრისთვის ბევრსაც გაისარჯაო.

მოდით, ჩვენც გავიხსენოთ ღვთისმშობლის მოყვასის, წმინდა ათანასე ათონელის ცხოვრება.

ღირსი მამა დაახლოებით 920 წელს დაიბადა ქალაქ ტრაპეზუნში. მამამისი წარმოშობით დიდი ანტიოქიიდან ყოფილა, დედით კი ლაზი გახლდათ. მამა მის დაბადებამდე გარდაცვლილა. დედაც, თავისი პატარა მოუნათლავს თუ არა, სამარადისო სამყოფელში გადასახლებულა. აბრაამის (ასე უწოდეს ნათლობისას წმინდა ათანასეს) აღზრდა თავს უდვია ერთ კეთილშობილ მდიდარ ქალბატონს, დედამისის მეგობარს.

პატარა აბრაამს დიდი სულიერება იმთავითვე ეტყობოდა. თანატოლებისგან თავმდაბლობით, გონიერებით, თავშეკავებით გამოირჩეოდა. ამას მისი ტოლებიც ამჩნევდნენ და ბერობანას თამაშის დროს, როცა სადმე მღვიმეში შეიყუჟებოდნენ, ვითომ მონასტერიაო, აბრაამს თავიანთ "იღუმენად" დაადგენდნენ ხოლმე (გავიდა ხანი და იმ ბავშვების უმეტესობა მართლაც ბერად აღიკვეცა).

გამზრდელმა აბრაამი მწიგნობრობის მასწავლებელს მიაბარა. ბიჭი ღრუბელივით ისრუტავდა ღვთის სიტყვას.

შვიდი წლის აბრაამს გამზრდელი მოუკვდა და მეორედ დაობლდა. ბიჭს ტრაპეზუნში ყოფნა გაუჭირდა, თანაც უმაღლეს მეცნიერებათა შესწავლის სურვილი გაუჩნდა და ქალაქ ბიზანტიაში გაემგზავრა. ამაში მას მეფე რომანოზის ერთი მოხელე დაეხმარა. ჩინოვნიკს ისე მოსწონებია ბავშვის გონიერება, უმალვე წაუყვანია ბიზანტიაში და იქ ერთი სახელგანთქმული მასწავლებლისთვის, ვინმე ათანასესთვის მიუბარებია.

მოკლე ხანში აბრაამი განათლებით თავის მასწავლებელს გაუტოლდა.

ბიზანტიაში ობოლი ყმაწვილი ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა იშვილა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი შეძლებული იყო და მათთან დიდებული ტრაპეზი იშლებოდა, აბრაამმა გაიმკაცრა მარხვა, რომელიც სიყრმიდანვე ასე შეჰყვარებოდა. ორ დღეში ერთხელ იღებდა საზრდელს, ისიც - ქერის პურსა და მწვანილს, მღვიძარებასა და ლოცვაში ათენებდა ღამეებს. ვიდრე მონაზონი გახდებოდა, სულით უკვე ბერულად ცხოვრობდა.

ერთხელ აბრაამის მამობილი, რომელიც მხედართმთავარი გახლდათ, მეფემ რაღაც საქმეზე ეგეოსის ზღვის კუნძულებზე გაგზავნა. სარდალმა თან აბრაამიც წაიყვანა. სწორედ ამ მოგზაურობისას მოჰკრა თვალი ყმაწვილმა ათონის მთას და მთელი გულით შეიყვარა.

ბიზანტიაში დაბრუნებულმა აბრაამმა შეიტყო, რომ დედაქალაქს ოლიმპოს მთიდან ღირსი მამა - კიმინის მონასტრის წინამძღვარი მიქაელ მალეინი სწვეოდა. ეახლა და გულისნადები გაანდო. მამა მიქაელთან სტუმრობისას გაიცნო ღირსი მამის ნათესავი, სარდალი ნიკიფორე, რომელიც შემდგომში დიდ როლს შეასრულებს წმინდა ათანასეს ლავრის დაარსებაში.

დაბრუნდა თუ არა მამა მიქაელი ოლიმპოზე, აბრაამი წარუდგა და სთხოვა, ბერად აღეკვეცა. მოძღვარს, რომელმაც იცოდა მისი წარსული და განჭვრიტა მომავალი, აღარ უყოყმანია, ყმაწვილი ანგელოზის სქემით შემოსა და სახელად ათანასე უწოდა.

სიყრმიდანვე მკაცრ მარხვას მიჩვეულ ბერ ათანასეს სურდა, საკვები კვირაში მხოლოდ ერთხელ მიეღო, მაგრამ მოძღვარმა მისი ნების მოსაკვეთად უბრძანა, საჭმელი სამ დღეში ერთხელ ეჭამა, ცხოველის ტყავზე წამოწოლილს დაეძინა და არა მჯდომს, როგორც მანამდე იქცეოდა. ათანასე უსიტყვოდ ემორჩილებოდა მოძღვარს. კიმინის მონასტრის ძმობა მას სიყვარულით "მორჩილების ძეს" ეძახდა.

ოთხწლიანი გამოცდის შემდეგ მოძღვარმა ათანასეს განმარტოებით ცხოვრების ნება მისცა.

ერთხელ სარდალი ნიკიფორე და მისი ძმა, პატრიკიოსი ლევი, ბიძას სწვევიან. საუბრის შემდეგ მამა მიქაელს გადაუწყვეტია, მათთვის თავისი საგანძური - ბერი ათანასე ეჩვენებინა. ახალგაზრდა ბერის საუბარმა მოხიბლა დიდებულნი - მის ბაგეთაგან მართლაც რომ მადლის წყარო მოედინებოდა. მამა მიქაელმა, ლევისა და ნიკიფორეს აღფრთოვანება რომ დაინახა, აკურთხა - სულიერი რჩევისთვის ათანასეს მიაკითხეთ, ამიერიდან ის იქნება თქვენი მოძღვარიო. ნიკიფორეს სურვილიც კი გაუჩნდა, იქვე შემდგარიყო ბერად, მაგრამ ათანასემ ურჩია, უფალს მინდობოდა, რომელიც ყოველი კაცისთვის უმჯობესს იქმს.

იმ დღიდან ათანასესთვის აუტანელი გახდა მონასტერში ცხოვრება. ყველა პატივით ეპყრობოდა, წმინდა მიქაელი კი მას თავის შემცვლელად ამზადებდა. წლები გადიოდა, მოძღვარი ბერდებოდა, ხშირად ავადმყოფობდა. მონასტრის ძმობა ათანასეში მომავალ იღუმენს ხედავდა.…

ერთ დღეს ათანასემ აიღო თავისი გადაწერილი წიგნები, ოთხთავი, სამოციქულო, თავისი მოძღვრის კუნკული, ვითარცა სიწმინდე, თან წარიტანა, ჩუმად დატოვა კიმინი და ათონისკენ გაემგზავრა.

იმხანად მთაწმინდაზე მრავალი ღირსი მამა მოღვაწეობდა. ათანასემ მთელი ათონი მოიარა და ბოლოს ერთ განდეგილს დაემოწაფა. იცოდა, რომ ნიკიფორე და ლევი ძებნას დაუწყებდნენ, ამიტომ ახალ მოძღვარს ბარნაბად გაეცნო. ერთი უსწავლელი ბერი ვარო, უთხრა, ვმოგზაურობდი, ჩვენი ხომალდი ჩაიძირა და მეღა გადავრჩიო.

მოძღვარი მოხუცებული და უძლური იყო, ათანასეც მორჩილებითა და გულმოდგინებით ასრულებდა ყოველგვარ საქმეს, მხოლოდ ამას სთხოვდა მოძღვარს - წერა-კითხვა მასწავლეო. მანაც ჩამოწერა ქაღალდზე ანბანი და დიდი მოთმინებით შეუდგა ახალგაზრდა ბერის განსწავლას.

ამასობაში ნიკიფორემ შეიტყო, რომ ათანასე კიმინის მონასტრიდან გაპარულიყო. ათონზე წავიდოდაო, იფიქრა და თესალონიკის მმართველს წერილი გაუგზავნა. სთხოვდა, პირადად სწვეოდა მთაწმინდას და ბერი ათანასე მოეძებნა, თან მისი გარეგნობა, განსწავლულობა, სიბრძნე აღუწერა.

ძებნა ამაო გამოდგა - ათონზე ასეთს არავის იცნობდნენ. პროტმა (ათონის მმართველმა) დაამშვიდა: შობას ყველა ათონელი ბერი კარიესის ეკლესიაში შეიკრიბება, იქნებ მაშინ მაინც ვიპოვოთო.

25 დეკემბერს ეკლესია ბერებით აივსო. პროტმა ერთ მათგანში თითქოს ათანასე შეიცნო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ ბერს ბარნაბას ეძახდნენ და უწიგნურად მიიჩნევდნენ. როცა პროტის კურთხევით ჟამნის კითხვა დაავალეს, ბარნაბამ სიტყვების მარცვლა დაიწყო. პროტი ზიარებიდან განყენებით დაემუქრა და უბრძანა, ისე წაეკითხა, როგორც შეეძლო. ათანასესაც სხვა რა გზა ჰქონდა, ისე ტკბილად, კეთილხმოვნად წაიკითხა, რომ მამებმა აღფრთოვანება და გაოცება ვერ დამალეს. პროტი მიხვდა, რომ ეს სწორედ ის ბერი იყო, რომელსაც ნიკიფორე და ლევი ეძებდნენ. წმინდა ათანასემ სთხოვა, მისი ვინაობა არ გაემჟღავნებინა. არც პროტს უნდოდა, ათონიდან გაეშვა ესოდენ დიდსულიერი ბერი. ათანასე კარიესიდან სამი მილის მოშორებით დასახლდა. მისი ხელსაქმე წიგნების გადაწერა იყო, აღებულ ფულს კი მოწყალებად გასცემდა.

ამასობაში ნიკიფორეს ძმა ლევიმ, დასავლეთ ჯარების სარდალმა, სძლია სკვითებს და უკან დაბრუნებისას ღვთისმშობლისთვის მადლობის შესაწირად ათონის მთაზე შეიარა. იქვე გაიკითხა და შეიტყო ათანასეს ადგილსამყოფელიც. დიდი სიხარულით შეხვდა სულიერი მამა-შვილი ერთმანეთს.

ათონელმა მამებმა ლევის კეთილგანწყობა რომ დაინახეს, ათანასეს ურჩიეს, მისთვის კარიესში დიდი ტაძრის აგება ეთხოვა. ლევიმაც სიხარულით გაიღო ტაძრის ასაგები თანხა.

სარდლის სტუმრობის შემდეგ მთელ ათონს მოედო ათანასეს ამბავი. უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან სულიერი რჩევისთვის, ბერ ათანასეს კი მყუდროება სწადდა. კაცთა დიდებას გაქცეული ათონის კიდეზე დასახლდა. ამ ადგილს მელანოსს უწოდებდნენ, რაც ქართულად შავს ნიშნავს. ბნელეთის ძალები დიდხანს ცდილობდნენ იქიდან ათანასეს გაგდებას, ათასგვარ განსაცდელს უვლენდნენ. ბოლოს ბერმა გუნებაში აღთქმა დადო, ერთ წელიწადს კიდევ მოვითმენ, მერე კი ისე მოვიქცევი, როგორც ღმერთი ინებებსო.

იმ ხანებში ნიკიფორე სამეფოს მთავარსარდლად დანიშნეს და კრეტაზე გაგზავნეს აგარიანთა გასანადგურებლად. გამარჯვებით შემოქცეულმა სარდალმა ათონზე ხომალდი გაგზავნა ათანასეს მოსაყვანად. არ სურდა ღირს მამას კელიის დატოვება, მაგრამ ათონელ ბერთაგან იძულებული გაემგზავრა ნიკიფორესთან. "ღირსო მამაო, - უთხრა შეხვედრისთანავე მთავარსარდალმა, - შენი ლოცვით დავამარცხეთ აგარიანნი. ათონის მთას აღარაფერი ემუქრება. ერთს გთხოვ მხოლოდ: ააგე სადმე დიდი ტაძარი და ძმათა სენაკები; მინდა აღთქმა შევასრულო, ბერად შევდგე და აქ დავსახლდეო". მცირე ხნის შემდეგ ნიკიფორემ 6 ლიტრი ოქრო გაუგზავნა თავის მოძღვარს და ისიც იძულებული გახდა, მონასტრის მშენებლობა დაეწყო.

მალე მელანოსის სანახებში დიდებული სავანე წამოიმართა.

ტაძრისთვის საძირკველს რომ ჭრიდნენ, ეშმაკმა მუშებს ხელები ისე მოუდუნა, რომ პირთან ლუკმის მიტანაც არ შეეძლოთ. წმინდა ათანასემ მათთვის ილოცა და მუშები განიკურნენ. ეს იყო მის მიერ მოხდენილი პირველი სასწაული. რამდენიმე განკურნებული მუშა ბერადაც აღიკვეცა და სავანეში დარჩა.

წმინდა ათანასეს სახელმა ყოველი მხრიდან მიიზიდა ბერობის მოსურნენი. მალე წმინდა მამამ ორი პატარა ტაძარიც ააგო, ხოლო რაც დიდი სქემა შეიმოსა, სავანეში სატრაპეზო და სასნეულოც აშენდა. მოშორებით რამდენიმე წყარო მოჩუხჩუხებდა. წმინდა ათანასემ დიდი წვალებით მოახერხა, წყალი თიხის მილებით მონასტრამდე მიეყვანა. ღირსი მამა ლოცვითაც შეეწეოდა მშენებლებს და არც მძიმე ჯაფას ერიდებოდა - სამი კაცის საქმეს აკეთებდა.

ერთხელ ისეთი შიმშილობა ჩამოვარდა, რომ მონასტერი ყველამ დატოვა. მარტო დარჩენილმა ათანასემ თვითონაც განიზრახა წასვლა. სწორედ მაშინ გამოსცხადებია ღვთისმშობელი, სულმოკლეობაში დაუდანაშაულებია და შეწევნა აღუთქვამს. წმინდა ათანასემ არ დაიჯერა, რომ მის წინაშე ღვთისმშობელი იდგა - ეშმაკსაც შეუძლია ნათლის ანგელოზის სახე მიიღოსო. მაშინ დედა ღვთისას უთქვამს: "ხომ ხედავ იმ ქვას? დაჰკარი კვერთხი და მიხვდები, ვინც ვარ. იცოდე, ამის შემდეგ მე ვიქნები შენი ლავრის იკონომოსიო". წმინდა ათანასე მისი სიტყვისამებრ მოიქცა. მოხვდა თუ არა ქვას კვერთხი, თითქოს მეხი დაეცაო, გასკდა და იქიდან წყაროსთვალი გადმოჩუხჩუხდა, რომელიც დღესაც მოედინება და სამკურნალო თვისებები აქვს.
შემდგომში ამ ამბის პატივსაცემად ლავრაში "იკონომოსად" წოდებული ღვთისმშობლის ხატი შეიქმნა.

KARIBCHE
წმინდა ათანასეს წყარო

გავიდა ორიოდე წელი. მოულოდნელად ათანასემ შეიტყო, რომ ბერობის მოსურნე ნიკიფორე მეფედ ეკურთხებინათ. ამან ისე აღაშფოთა ღირსი მამა, რომ მონასტრის დატოვება გადაწყვიტა. თავს მოტყუებულად მიიჩნევდა - განმარტოებაზე ოცნებობდა, ასეთ შფოთში კი ჩააგდეს! და აი, ერთ დღეს სამ ბერთან ერთად კუნძულ ლემნოსზე გაიპარა. იქიდან ნიკიფორეს უსტარი მისწერა და სიცრუის გამო უსაყვედურა, მეორე წერილით კი თავისი მონასტრის გამორჩეულ ბერს ექვთიმეს ლავრის წინამძღვრობა ჩააბარა. შემდეგ კვიპროსზე გადავიდა - იქიდან იერუსალიმში სურდა გამგზავრება, მაგრამ შეიტყო, რომ პალესტინა არაბებს დაეპყროთ, საბერძნეთში კი ნიკიფორეს ბრძანებით ყველგან დაეძებდნენ. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილს ლოცვისას უფალი გამოეცხადა და ლავრაში დაბრუნება უბრძანა.

სავანის ძმები დიდ მწუხარებაში იყვნენ. ექვთიმეს წინამძღვრობაზე უარი ეთქვა. მამა ათანასეს დანახვაზე ბერების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდა ათანასე ნიკიფორეს სანახავად გაემგზავრა. მეფემ თავმდაბლად მოისმინა სულიერი მამის საყვედური და შენდობა სთხოვა. წმინდა ათანასემ მეფესთან რამდენიმე დღე დაჰყო, უკან დაბრუნებულმა კი თან ნიკიფორეს ბოძებული სიგელი ქრისობული წამოიღო, რომლის ძალითაც კუნძულ ლემნოსის შემოსავლიდან ყოველწლიურად 244 ოქროს მონეტა უნდა მიეღო. ნიკიფორე არც სხვა მხრივ აკლებდა ყურადღებას მონასტერს.

969 წელს შეთქმულებმა ნიკიფორე ფოკა მოკლეს. ბოროტმა დრო იხელთა და ათონის ზოგიერთი ბერი ათანასეს წინააღმდეგ აამხედრა. "მოვიდა და შფოთი შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში - სულ რაღაცებს აშენებს, ბერების საცხოვრისი ქალაქად აქციაო" - საჩივრებით აავსეს ახალი ხელმწიფე. მან ათანასე თავისთან იხმო, მაგრამ მათმა შეხვედრამ კიდევ უფრო განამტკიცა წმინდა მამის მდგომარეობა. მეფეს ნიკიფორესეული სიგელიც კი განუახლებია.

იმ ხანებში წმინდა ათანასესთან იოანე ქართველი მისულა თავის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. მეცნიერთა აზრით, ათანასე და იოანე თანატოლები იყვნენ და ერთმანეთს ოლიმპოდან იცნობდნენ.


იოანე ქართველს ლავრისთვის დიდი ღვაწლი დაუდვია. წმინდა ათანასე წერს: "იოანე ქართველი ჩვენს ძმობას ისე ემსახურა, როგორც არც ერთი იმათგანი, ჩვენს დროში თუ ძველად რომ ბრწყინავდნენ. რამდენი იშრომა და იღვაწა ამ კაცმა! ხშირად სატახტო ქალაქშიც ჩადიოდა, ხვდებოდა მეფეებს, ისე რომ, რუდუნებით და კეთილი შუამდგომლობით იოანე მეფისგან მიიღო ქრისობული, რომელიც ლემნოსის შემოსავლიდან ჩვენი ლავრისთვის 244 ნომიზმის ბოძებას ადასტურებდა... ბასილი მეფემაც (იოანეს შემდგომ რომ მეფობდა - კ.კ.) უბოძა ქრისობული კუნძულ ნეონის შესახებ, ხოლო მან ის ლავრას აჩუქა".

წმინდა ათანასეს კურთხევით, იოანე ქართველმა და უკვე ბერად აღკვეცილმა იოანე-თორნიკემ ლავრიდან მოშორებით იოანე მახარებლის სახელობის ეკლესია და სენაკები ააშენეს, სადაც ცხოვრობდნენ კიდეც, სანამ ბარდა სკლიაროსთან საომრად გაგზავნილმა და გამარჯვებულმა იოანე-თორნიკემ უამრავი ოქრო არ ჩამოიტანა. ამასთან ერთად ბასილმა გამარჯვებულ ბერ-სარდალს სამი მონასტერი უბოძა. ერთი მათგანი, "ტუს კლემენტოდ" წოდებული, ათონზე იყო. ეს სწორედ ის მონასტერი გახლდათ, რომელიც შემდგომში ივერონად იქცა.

ქართველებს წმინდა ათანასეს ლავრისთვის უამრავი თანხა შეუწირავთ. "წმინდა იოანე ქართველმა საკუთარი ლავრა კი ააშენა, მაგრამ ამით არ შეუწყვეტია მოღვაწეობა, - ბრძანებს წმინდა ათანასე, - კვლავაც ჩვენთან ერთად შრომობდა, იღვწოდა, გვერდით გვედგა ყველა საქმეში და თუ შეიტყობდა, რომ რამე გვჭირდებოდა, უმალ გვაძლევდაო". ამიტომაც უბოძებია წმინდა ათანასეს ქართველთა მონასტრისთვის სიგელი, რომლითაც მათ ხომალდის ყოლის ნება ეძლეოდათ.

ქართველებთან მეგობრობა ამით არ დამთავრებულა. გარდაცვალებამდე ათი-თხუთმეტი წლით ადრე დაწერილ ანდერძში წმინდა ათანასემ თავისი ლავრის ეპიტროპად ანუ ზედამხედველად და მზრუნველად წმინდა იოანე ქართველი დანიშნა და დაავალა, ლავრის ძმებთან ერთად აერჩია იღუმენი. თუ დიდ ლავრაში საცხოვრებლად ვერ გადმოვიდოდა, მანამდე მაინც დარჩენილიყო, სანამ ბერების ყოველგვარ უკეთურებას არ გამოასწორებდა. ასევე, თუკი არჩეული იღუმენი სათანადოდ ვერ გაუძღვებოდა მონასტერს, შეეკრიბა მონასტრის ძმობა და მის მაგივრად სხვა დაედგინა. თავისი ლავრის ბერებს კი ქართველთა სიყვარული უანდერძა: "უფალ იოანეს ლავრისა (ივერონის - კ.კ.) და მისი ძმების მიმართ გქონდეთ იგივე განწყობილება და ისეთივე სულიერი სიყვარული, როგორიც მე ცოდვილსა და მდაბალს მაქვს და როგორსაც ხშირად ჩაგაგონებდით ცალ-ცალკე თუ ერთად".

KARIBCHE

დიდი ღვაწლით განვლო წუთისოფელი წმინდა ათანასემ. ღვთისაგან ძალამიცემული სიცოცხლეშივე მრავალ სასწაულს აღასრულებდა, კურნავდა სნეულთ, იყო მაგალითი თავმდაბლობისა და სიყვარულისა. აღსასრულის მოახლოება რომ იგრძნო, იხმო მონასტრის ძმობა და უკანასკნელად დაარიგა: "ძმებო და შვილებო, ყველამ მოთოკეთ ენა, რამეთუ სჯობს, კაცი დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდეს, ვიდრე ენისგან დაეცეს... ნუ შეძრწუნდებით, თუკი იხილავთ, რომ რაიმე შემემთხვაო". ძმები ვერ მიხვდნენ, რას ნიშნავდა მისი სიტყვები. ღირსი მამა შეიმოსა, წამოისხა ანაფორა, დაიხურა თავისი სულიერი მამის მიქაელ მალეინის კუნკული და ექვს ძმასთან ერთად ეკლესიის ხარაჩოებზე ავიდა, მაგრამ ღვთის განგებით ტაძრის გუმბათი ჩაინგრა და მამები დაიტანა. ხუთი ბერი იქვე გათავდა. მამა ათანასე და ოქრომჭედელი დანიელი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. სამი საათი ესმოდათ ქვებს შორის მოყოლილი მამა ათანასეს ლოცვა: "დიდება შენდა, ღმერთო, უფალო იესო ქრისტე, შემეწიე მე". ქვები რომ ააცალეს, ღირსი მამა უკვე სამარადისო სასუფეველში გადასულიყო. თავი ტრაპეზისკენ ჰქონდა მიბრუნებული, ხელები ჯვარის სახედ დაეწყო, ხოლო ფეხები მაღლა აეწია, თითქოს ზეცისკენ მიემართებაო. სხეულზე არავითარი ჭრილობა არ ეტყობოდა, მხოლოდ მარჯვენა ფეხი გაეკაწრა ხეს. ამ ნაკაწრიდან სამი დღის განმავლობაში მოედინებოდა სისხლი. წესის აგებისას სახე მისი საოცრად განსპეტაკდა, სისხლმა კი უხვად იწყო დენა. ათონელი ბერები მას, ვით წმინდა მირონს, ისე იცხებდნენ.

დიდი პატივით დაკრძალეს ღირსი მამა. ბევრი დასტიროდა მაშინ სულით ობლობას. მათ შორის ქართველთა ცრემლიც ერია...

ერთხელ წმინდა ათანასემ თავისი ლავრის ეზოში კვიპაროსები დარგო. ასევე მოიქცა წმინდა იოანეც ივერონში. გავიდა ხანი, კვიპაროსებმა ტანი აიყარეს, იოანესებმა - უფრო მეტად... ამ ათი-თხუთმეტი წლის წინათ დიდი შფოთი ატყდა ბერძენ ბერებს შორის. ზოგი ამბობდა, არ შეიძლება, იოანესი წმინდა ათანასეს კვიპაროსზე მაღალი იყოსო და მის დამოკლებას მოითხოვდა. კეთილგონიერ ძმათა ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ამას, მაგრამ სახიერმა უფალმა და მისმა მსახურებმა წმინდა ათანასემ და წმინდა იოანემ ინებეს, არ ყოფილიყო ძმათა შორის შფოთი ამ უმნიშვნელო საკითხის გამო - მოხდა ისე, რომ წმინდა იოანეს კვიპაროსს მეხი დაეცა და სწორედ იმ ადგილას მოკვეთა, სადაც გადაჭრას უპირებდნენ...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat