08.06.2023
აბბა აფრე IV-V საუკუნეებში ცხოვრობდა და ნიტრიის უდაბნოში მრავალი წელი აბბა ორეს (ხსენება 7 აგვისტოს) მოწაფე გახლდათ,
რომელსაც უსიტყვოდ ჰმორჩილებდა.
აბბა ორე ჩვიდმეტი წლის მანძილზე ავადმყოფობდა, აბბა აფრე კი - ანგელოზებრივი მოთმინებით უვლიდა.
ერთხელ, როდესაც აფრე თევზს ამზადებდა, აბბა ორმა თავისთან უხმო. აფრემ დანა თევზში ჩაარჭო და მოძღვარს უსიტყვოდ წარუდგა.
ამგვარი მორჩილების მხილველი აბბა სისო (ხსენება 6 ივლისს) ძლიერ განკვირდა. მაშინ აფრემ განიზრახა, თვით ხუცესის მორჩილება ეჩვენებინა: - თევზის ნაწილი გამოაცხო, დანარჩენი - განგებ წაახდინა და ასე მიართვა აბბა ორეს.
ხუცესმა თევზი მთლიანად მიირთვა, ისე, რომ სიტყვაც არ დაუძრავს, აფრე კი დაეკითხა:
- გემრიელია, აბბა?
- ძალიან, - იყო პასუხი.
მაშინ აფრემ თევზის მეორე, გამომცხვარი ნაწილი მიართვა და უთხრა:
- გავაფუჭე, მამაო!
- ასეა, მართლაც, წაგიხდენია, - უპასუხა ორემ.
წმინდა აფრე გარდაიცვალა მეხუთე საუკუნეში.