წმინდა მაქსიმე ბერძენი (+1556) - 21 იანვარი (3 თებერვალი)
წმინდა მაქსიმე ბერძენი (+1556) - 21 იანვარი (3 თებერვალი)
ღირს მაქსიმეს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს: 21 იანვარს, 21 ივნისს, მოსკოველ, რადონეჟელ, ტვერელ, ვათოპედელ (საბერძ.), ლაკონიელ (საბერძ.) წმინდანების კრებულთა შორის, ასევე ათონელ ღირს მამებთან ერთად

მიქაელის არტაში გატარებული ბავშვობა


მიქაელი, შემდგომ მაქსიმე ბერძენი, 1470 წელს დაიბადა ალბანეთის ქალაქ არტაში მანუელ და ირინე ტრივოლისების მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში. ტრივოლისები ბიზანტიელ მთავართა დიდ ოჯახს მიეკუთვნებოდნენ და მეგობრობდნენ ბიზანტიის უკანასკნელ იმპერატორებთან - თომა და კონსტანტინე პალეოლოგოსებთან.

სპარტელი ტრივოლისების გვარიდან მანუელი არტაში გადავიდა საცხოვრებლად, მისი ძმა დიმიტრი კი კერკირაზე დამკვიდრდა, სადაც შექმნა დიდი ოჯახი (რომელიც კუნძულის მმართველებსა და ვენეციელთა არისტოკრატიას დაუკავშირდა). დიმიტრი ტრივოლისი, რომელიც ღვთიური და ამქვეყნიური სიბრძნით იყო დაჯილდოებული, წიგნის ცნობილი მოყვარული და "კლასიკური ბერძნული ნაშრომების" კოდექსების ერთ-ერთი ღირსეული გადამწერი იყო. წმინდა მაქსიმეს მამა მანუელი ქალაქ არტას დაცემამდე (1449 წ.) სამხედრო გამგებელი იყო, ხოლო მოგვიანებით მისი ერთ-ერთი მმართველი. რუსული წყაროები წმინდა მაქსიმეს მშობლებს "ფილოსოფოსებად" მოიხსენიებს, ანუ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებად წარმოაჩენს. წმინდანი თავის ნაშრომებში წერდა, რომ მისი მშობლები "ჭეშმარიტი მორწმუნეები" იყვნენ და რომ მამამისი "მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგული მიმდევარი იყო. ამიტომაც საკუთარი ვაჟი ღვთისმოშიშებითა და ღვთისმოსაობით აღზარდა".

მიქაელმა დაწყებითი განათლება მშობლებისაგან და შინ მოწვეული რჩეული პედაგოგებისაგან მიიღო. არტა იპიროსის რაიონის დიდი და ცნობილი ქალაქი იყო. ვაჭრობის განვითარების გამო მდიდარიც გახლდათ. გიმნაზიაში, რომელიც იქ სავარაუდოდ, იარსებებდა, მიქაელმა გაკვეთილების მთელი ციკლი მოისმინა. სამწუხაროდ, არ არსებობს არც ერთი წყარო არტაში მისი განათლების მიღების შესახებ, 1821 წლის არტას ბრძოლაში თურქ-ალბანელთა მიერ მათი განადგურების გამო. სწავლის მოყვარული და ნიჭიერი პატარა მიქაელი უმეტეს დროს მამის ან ბიძის, დიმიტრის, ბიბლიოთეკაში ატარებდა. იგი გულდასმით სწავლობდა ხელნაწერებს თავისი მასწავლებლების ზედამხედველობით, რომლებიც მის განათლებაზე სისტემატურად ზრუნავდნენ.

მიქაელი სწავლას საბერძნეთის კუნძულ კერკირაზე აგრძელებს

მიქაელი ბეჯითად სწავლობდა, მაგრამ ფართო განათლების მიღების სურვილის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო ქალაქ არტაში. მამამისმა საკუთარ ძმას დიმიტრის სთხოვა, მიეღო მასთან მიქაელი და მის შემდგომ განათლებაზე სრულად ეზრუნა. მაშინ იგი ოცი წლის იყო. ასეც მოხდა, მიქაელმა ერთხანს კერკირაზე იცხოვრა, სადაც რიტორსა და ფილოსოფოსს, ხელნაწერთა გადამწერ იოანე მოსხოსს დაემოწაფა, რომელიც ამ დროისათვის საკმაოდ ხნიერი უნდა ყოფილიყო. იოანე მოსხოსი, როგორც მისტრიდან ლტოლვილი, კერკირაზე თავის ორ ვაჟთან - გეორგიოსსა და დიმიტრისთან - ერთად იმყოფებოდა. ისინი სკოლას ხელმძღვანელობდნენ. იოანე ფილოსოფიას ასწავლიდა, მისი ვაჟი გეორგიოსი კი - მედიცინასა და რიტორიკას. ამ დროისათვის მიქაელი იოანეს ვაჟებს, გეორგიოსსა და დი-მიტრის ძალიან დაუმეგობრდა.

წმინდა მაქსიმე იტალიაში

საბერძნეთში მიქაელი ვერ იკლავდა უმაღლესი განათლების მიღების წყურვილს. თურქების მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდგომ უმაღლესი განათლების დონემ იკლო. მამამისმა, თავის მეგობარ იანოს (იოანის) ლასკარისს, როდესაც ამ უკანასკნელმა იგი არტაში მოინახულა, სთხოვა, რომ გაევლო კერკირაზე და იქიდან მისი ვაჟი იტალიაში თან წაეყვანა. ასევე, ეზრუნა, რომ მას იტალიის საუკეთესო უნივერსიტეტებში მისცემოდა განათლების მიღების საშუალება.

იტალია XV-XVI სს.-ში ევროპის სკოლის ფუნქციას ასრულებდა. კონსტანტინოპოლის დაცემამდე და განსაკუთრებით მისი დაცემის შემდეგ ბერძენი სწავლულები თურქთაგან განსაცდელებს გაურბოდნენ და დასავლეთისაკენ ილტვოდნენ, უპირატესობას კი იტალიას ანიჭებდნენ. თავიანთი სიბრძნით სხვებსაც უნაწილებდნენ ბერძნული ფილოლოგიისა და ფილოსოფიის ცოდნის ლამპრის ნათელს. ისინი ან სკოლებს აარსებდნენ ან იტალიის უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ, როგორც რჩეული ლექტორები.

ძალზე ბევრი ელინოლოგი იყო, მაგალითად, ემანუილ ქრისოლორას (1355-1415) მოწაფე, რომელიც ლექტორად ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი იტალიის სხვა ქალაქებში მუშაობდა და ძველ ბერძნულ ტექსტებს უკითხავდა მათ. ბერძნული კლასიკური სიძველეების კვლევისადმი ინტერესის გაღვივებაში დიდი წვლილი მიუძღვით ცნობილ ბერძენ სწავლულებს ლეონტიოს პილატოსს, დიმიტრიოს თესალონიკელს, იოანის არგიროპულოსს, თეოდორე ღაზისს, გეორგიოს პლეთონასს, კარდინალ ბესარიონს, გეორგიოს ტრაპიზონელს, დიმიტრიოს ქალკოკონდილისს, კონსტანტინე და იანოს ლასკარისებს, ნიკოლაოს ტომეოსს, მარკოს მუსუროსს და სხვებს.

ჰუმანიზმის აღორძინებამ კლასიკური ცოდნის გაღრმავებით იტალიაში ნოვატორობის ფენომენი გამოიწვია. ბევრი საერო მმართველი, ასევე პაპებიც, მოწინავეები გახდნენ ძველი ბერძნული და ლათინური მწიგნობრობის ხელნაწერ საგანძურთა მოგროვებაში და ამით ბიბლიოთეკების შექმნასა და გამდიდრებაში. მმართველები, მდიდარი ოჯახები და ბევრი სხვა კერძო პირი მფარველობდნენ მეცნიერებასა და კლასიკური ხანის სიძველეებს. ქალაქები იწვევდნენ ცნობილ ბერძენ სწავლულებს და ამით ცდილობდნენ თავიანთი უნივერსიტეტების დონის ამაღლებას. ისინი განსაკუთრებით ძველი ბერძნული ტექსტების მთარგმნელებს მფარველობდნენ მაშინ, როდესაც დიდი გამომცემლობები საკუთარ თავზე იღებდნენ ძველ ბერძენ ავტორთა ნაშრომების ბეჭდვას, რაც მხოლოდ დიდი შემოწირულობებით იყო შესაძლებელი.

კლასიკური ფილოლოგიის აყვავების ამ ხანაში ჩადის მიქაელ ტრივოლისი იტალიაში სამეცნიერო განათლების მისაღებად. იგი თავად არ გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას მისი იქ ყოფნის პერიოდზე, მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს, რომ ახალგაზრდობისას რამდენიმე წელი ბრძენი ადამიანების გვერდით ცხოვრობდა და გამორჩეული მასწავლებლები ჰყავდა, რომელთა სახელებს იხსენიებს მხოლოდ. იგი იხსენიებს ქალაქებს: ვენეციას, პადოვას, ფერარას, ფლორენციას და მედიოლანს (იგივე მილანს), რომელთა უნივერსიტეტებში დაახლოებით თორმეტი წლის განმავლობაში სწავლობდა და სადაც ღრმა და ფართო განათლება მიიღო. იგი არ აკონკრეტებს, თუ რა მეცნიერებები შეისწავლა იქ. უბრალოდ ამბობს, რომ მრავალი სხვადასხვა ქრისტიანული თუ არაქრისტიანული, ამქვეყნიური სიბრძნის შემცველი სამეცნიერო ნაშრომი შეისწავლა და მათგან ბევრი სულიერი სარგებელი პოვა.

დაახლოებით 1490 წელს მიქაელ ტრივოლისი ვენეციაში ჩადის, მას ამ ქალაქის ბერძნულ სკოლაში უსწავლია. იქ ისწავლა ლათინური და იტალიური ენები და ცოდნა გაიღრმავა. არ არის საეჭვო, რომ მას ბერძენი სწავლულები ჰყავდა მასწავლებლად, ისეთები როგორებიც იყვნენ დიმიტრიოს მოსხოსი, იუსტინე დეკადიოსი, არისტობულოს აპოსტოლისი, კრეტელი დიმიტრიოს დუკასი და იოანის არგიროპულოსი, რომლებიც 1478 წლიდან 1499 წლამდე ვე¬ნეციაში ცხოვრობდნენ.

მდიდარი და ლამაზი პადოვა იყო შემდეგი ადგილი მიქაელის საუნივერსიტეტო განათლებაში. ავგუსტინო ნიფოსგან, "ნეოპოლიტანელი ფილოსოფოსისგან", ამგვარად მოიხსენიებს მას მაქსიმე, შეუსწავლია მას პერიპატეტიკული ფილოსოფია.

ლათინური ენის სრულყოფის მიზნით იგი ფერარაში მიემგზავრება. იქ მრავალი ლათინოლოგი იტალიელი თუ ბერძენი ლექტორი ასწავლიდა.

ყველაზე დიდხანს მიქაელ ტრივოლისი დასავლეთის "ახალ ათენში" ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იტალიური აღორძინების ხანის განათლების ცენტრში, ქალაქ ფლორენციაში დაყოფს. პირველ წლებში შტუდიუმში სწავლობდა, სადაც ლასკარისი ასწავლიდა. მისთვის ხელნაწერების გადაწერით ირჩენდა თავს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც აგრონომიული შინაარსისაა, პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. იგი ხელნაწერს თან ურთავს ეპიგრამას და ხელს აწერს თავისი სახელით როგორც "მიქაელი". ეს ხელნაწერი მას ოცდარვა დღეში გადაუწერია.

მიქაელმა ფლორენციაში ახლოს გაიცნო და დაუმეგობრდა მარკოს მუსუროსს, იოანის გრიგოროპულოსს და სკიპიონა ფორტიგუერის ან კარტერომაქოსს, რომელიც მისი საყვარელი მეგობარი გახდა.

მისი მასწავლებლისა და მფარველის იანოს ლასკარისის პარიზში გამგზავრების შემდეგ, მიქაელი ბოლონიაში მიემგზავრება (1495 წ.) და ცნობილ ელინოლოგს ანტონიო ურჩეო კოდროს გაიცნობს. კოდროს ეკონომიკური სირთულეების გამო ვერ მოხერხდება მიქაელის დასაქმება. 1496 წლის ბოლოს ქალაქ ვენეციაში მიემგზავრება, სადაც მისი მეგობრები იოანის გრიგოროპულოსი და სკიპიონ კარტერომაქოსი იმყოფებოდნენ. ვენეცია იმ დროისათვის სულიერი განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. იქ, ალდოს მანუტიოსი (1449-1515) აარსებს გამომცემლობას, საკუთარი ახალი სასტამბო ელემენტების გამოგონების შემდეგ იწყებს პირველი ბერძნული ტექსტების ბეჭდვას. მიქაელის შეფასებით იგი ძალზე ჭკვიანი ფილოსოფოსი იყო, საუცხოო მცოდნე ბერძნული და ლათინური ფილოლოგიისა. მან იგი ვენეციაში გაიცნო და წიგნებთან დაკავშირებით ხშირად დადიოდა მასთან.

მიქაელი თავისი დიდი განათლების გამო პოპულარული მეცნიერი გახდა. იგი ვენეციაში ორ ბერძნულ გამომცემლობასთანაც თანამშრომლობდა. აქედან იგი გაემგზავრა მილანში, სადაც გააგრძელა მთარგმნელობითი და სამეცნიერო მოღვაწეობა. მიქაელმა მოწვევა მიიღო მთავარ ჯანფრანჩესკო პიკო დელა მირანდოლასგან, რომელიც ასევე ბერძნული მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო.

იერონიმე სავონაროლას გავლენა მიქაელ ტრივოლისზე

ფლორენციელი ასკეტის, იერონიმე სავონაროლას ცხოვრებისეულმა დრამამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მიქაელის ცხოვრებაში. ბერად აღკვეცილი მაქსიმე რამდენიმე წლის შემდეგ სავონაროლას და იმ ორი ბერის შესახებ წერდა, რომლებიც მასთან ერთად გასამართლდნენ: "მათ, ვინც იტანჯა, ლათინური დოგმის აღმსარებელნი რომ არ ყოფილიყვნენ, სიხარულით მივაკუთვნებდი ღვთისმოშიშების ძველ დამცველთა რიგებს, ვინაიდან ამ ღირსი მონაზვნების ცხოვრებიდან ნათლად ჩანს მხურვალე მოშურნეობა ქრისტეს სახელის სადიდებლად, სულის საცხოვნებლად და მორწმუნეთა გამოსასწორებლად. ეს ყოველივე მე სხვათაგან არ მომისმენია. მე თავად ვარ ამის თვითმხილველი. მე ძალიან ხშირად ვისმენდი მათ ქადაგებებს და მათ სახეებში, არა მხოლოდ ღვთისმოშიშების მოშურნეობა ამოვიკითხე, არამედ სიბრძნე და წმინდა წერილის უფლისაგან შთაგონებული ცოდნა…ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ ლათინთა სარწმუნოება წარმოვაჩინო როგორც სუფთა და ყველაფერში მართალი - ნუ გამკიცხავთ ამ სისულელის გამო, არამედ იმიტომ ვწერ, რომ მართლმადიდებლებს დავანახვო, რომ ლათინებიც კი, რომელთაც მცდარი რწმენა აქვთ, დიდად ზრუნავენ, ბეჯითობენ და მოშურნეობენ "არა მეცნიერებით" (რომაელთა მიმართ 10:2), როგორც პავლე მოციქული ამბობს, მაცხოვნებელი მცნებების შესრულებისა და ქრისტეს რწმენისათვის".

მიქაელ ტრივოლისის სწავლის პერიოდში, XV საუკუნის ბოლოს, იტალია ურწმუნოებისა და ცრუმორწმუნეობის ავადმყოფობით იტანჯებოდა. სამწუხაროდ, უძველესი დროის კლასიკური ხანის მიმბაძველობით მეცნიერებათა განვითარების შედეგად კერპთაყვანისმცემლობის ყველა ის ელემენტი დამკვიდრდა, რომლებიც უარსაყოფი იყო, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საბოლოოდ დაინერგა. წმინდა მაქსიმეს თანამედროვე, იტალიელი დომინიკე ბენივენი ამასთან დაკავშირებით წერს: "იტალიაში ცოდვა და დანაშაული გამრავლდა, ვინაიდან ქვეყანამ ქრისტეს რწმენა დაკარგა". იმ დროს სწამდათ, რომ ყველაფერი ამ სამყაროში, განსაკუთრებით კი ადამიანის ბედ-იღბალი, ბედისწერის თამაშების შედეგი იყო. ხალხი მომავალ საიქიო ცხოვრებას უარყოფდა და სარწმუნოებას დასცინოდა. ფილოსოფოსები რელიგიას ზედმეტად მარტივად მიიჩნევდნენ და მას მხოლოდ ხნიერი ქალებისა და გაუნათლებლებისათვის შესაფერად თვლიდნენ. სხვანი კი მას როგორც სიცრუესა და ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფს უყურებდნენ. მთელ იტალიაში და განსაკუთრებით ფლორენციაში ამგვარი მდგომარეობა იყო. ქალი თუ კაცი, თითქმის ყველა კერპთაყვანისმცემლური ჩვეულებებით ცხოვრობდა, მოსწონდათ გამომწვევი სახის პოეზია, ასტროლოგია და სხვადასხვა სახის ცრურწმენები. დასავლეთში ეკლესიის წარმომადგენლებშიც კი დაკარგულიყო ჭეშმარიტი რწმენა.

ურწმუნოების ავადმყოფობას და რწმენის დამახინჯებას შეეძლო მაქსიმეზეც მოეხდინა ზეგავლენა, რომელიც მაშინ ძალზე ახალგაზრდა იყო. მაგრამ უფლის მადლმა იგი არ მიატოვა და მისი ღრმა რწმენის გამო, რომელიც მან მემკვიდრეობად მშობლებისაგან მიიღო, განსაკუთრებული მისტიკური მადლისმიერი შეწევნის ღირსი შეიქნა. უფლისმიერმა მადლმა იგი უვნებლად დაიცვა ურწმუნოების ტალღებში დანთქმისაგან. მართლაც, იმ დროს შეუძლებელი იყო, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა აღდგომოდა წინ ურწმუნოებით საყოველთაო ავადმყოფობას უფლის განსაკუთრებული შემწეობის გარეშე.

ქალაქი ფლორენცია იტალიის ყველა ქალაქს უსწრებდა უწესობასა და გახრწნილებაში. ზნეობრიობის კუთხით იმდენად დიდი ცვლილება მოხდა, რომ ეს ქალაქი ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ოჯახის ინსტიტუტი დაირღვა. იმდენად იშვიათი იყო ქორწინება, რომ ქალაქის მმართველობა ასაჩუქრებდა მათ, ვინც იქორწინებდა. მეუღლეები ერთმანეთს ღალატობდნენ. მასშტაბურად იმატა არაბუნებრივმა ხორციელმა ცოდვებმა.

მალე უნივერსიტეტებში ამბოხება დაიწყო და საჯარო ქადაგებები მიმდინარეობდა არა მხოლოდ ტაძრებში, არამედ მოედნებზეც. იერონიმე სავონაროლა (1452-1498) შეძლებს საზოგადოებრივი მდგომარეობის შეცვლას თავისი მქუხარე ზნეობრივი ქადაგებით. მისი პიროვნების სიძლიერემ, ცხოველმა ფანტაზიამ, აზროვნების სიმახვილემ, ხასიათის პირდაპირობამ, მისმა ასკეტურობამ, გულწრფელობამ და ღვთიურმა მოშურნეობამ, ხალხის მასებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და მან მსმენელების გულებში ცეცხლი დაანთო. მისი მგზნებარე მოშურნეობით გადაკეთდა წმინდა მარკოზის კარტუსიანების მონასტერი, რომლის იღუმენიც გახდა შემდგომში.

სავონაროლას რწმენით ხსნა მხოლოდ ქრისტიანობის გაძლიერებაში იყო. იგი ყველას სინანულისკენ მოუწოდებდა. აკონტროლებდა სამღვდელოებას და პაპსაც. "ეკლესია გაუჩინარდება. ეკლესია მეთაურის გარეშეა დარჩენილი. პაპი ქრისტიანიც კი არ არის". ანტიკური ხანის ფილოსოფოსთა მიმართ არაკეთილგანწყობილი იყო და მოუწოდებდა ყველას, დაეწვათ მათი წიგნები - გამოუსადეგარიაო. იგი მეცნიერებას ზიანის მომტანად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ მეცნიერებას მხოლოდ ცოტანი უნდა მიჰყოლოდნენ, რათა ხალხში ადამიანური ცოდნა არ დაკარგულიყო. ფილოსოფიიდან მხოლოდ იმას იღებდა, რაც ერესების უარყოფაში დაეხმარებოდა. იგი მთელი სიმძაფრით სახალხოდ ჰკიცხავდა უღმერთო ასტროლოგებს და ამხელდა ბერმონაზვნებს, რომლებიც პირად ქონებას იძენდნენ. "მთელი თქვენი ცხოვრება ძილი, სეირნობა და ღამისეული ორგიებია. ეს არის უწმინდური ცხოველების ცხოვრება", მიმართავდა იგი ფლორენციელებს.

სავონაროლას ქადაგებებს მაშინვე მოჰყვა შედეგი. მისი მოღვაწეობის პერიოდში ხალხი ზნეობრივად შეიცვალა. ფლორენცია და მისი შემოგარენი ერთი დიდი მონასტერი იყო. მაგრამ სავონაროლას ამ მამაცური რეფორმის ბოლო ჩვენთვის ცნობილია. პაპ ალექსანდრეს გამოწვევა უპასუხოდ არ დარჩენილა. 1498 წლის 23 მაისს მას სიკვდილი მიუსაჯეს. ჩამოახრჩვეს და ცხედარი ცეცხლში დაწვეს.

მიქაელი ფლორენციის წმინდა მარკოზის მონასტერში

ფლორენციაში ყოფნის დროს მიქაელი წმინდა მარკოზის მონასტრის ბიბლიოთეკარ ზინობი აცაიოლისთან მიდის. ამ მონასტერში მას კვლავ აქვს მთარგმნელობითი მუშაობის, ბერძნულიდან იტალიურ ენაზე თარგმნის და პატერიკულ ნაშრომებზე სქოლიოთა დართვის შესაძლებლობა. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მიქაელი წმინდა მარკოზის რომაულ-კათოლიკურ მონასტერში 1502 წელს ბერად აღკვეცილა. წმინდა მაქსიმეს ცხოვრების სანდო მკვლევართა ლოგიკური მსჯელობის თანახმად, მიქაელი წმინდა მარკოზის მონასტერში მხოლოდ და მხოლოდ სტუმარი იყო. იქ იგი მუშაობდა და საზღაურსაც იღებდა ტექსტების თარგმნაში. ამ მონასტერში მან ერთი წელი გაატარა, "ოღონდ მას არაფრის გულისთვის არ უარუყვია მართლმადიდებლობა. მონასტრიდან წასვლის შემდეგ იგი თავის ერთ-ერთ მეგობარს, სკიპიონას კარტერომაქოსს ეპისტოლეში სწერდა: "მივატოვე მონასტრული ცხოვრება". იგი გულისხმობდა მონასტრიდან წამოსვლის ფაქტს, ყოველგვარი პროცედურის გავლის გარეშე. მონასტერში მისი ყოფნის პერიოდი დასრულდა იმ საქმის დასრულებისთანავე, რაც მას ჰქონდა დაკისრებული. იგი უკვე თავისუფალი იყო და ფიქრობდა, თუ რა გაეკეთებინა მომავალში.

იტალიაში მიქაელი კლასიკურ ბერძნულ ფილოლოგიას სწავლობდა მართლმადიდებლური ტრადიციის კრიტერიუმებით. ამას გარდა, იგი ჯოვანი პიკოსთან მუშაობდა, თარგმნიდა და სქოლიოებს ურთავდა მამათა ნაშრომებს. ამგვარი კვლევით იგი ჰუმანისტთა ყველა შიდა წინააღმდეგობასა და კერპთაყვანისმცემლურ და წარმართულ მიმდინარეობას ემპირიულად გაეცნო. მან აღორძინების ხანის სული და აღმსარებლობა სრულიად უარყო, იტალია 35 წლის ასაკში დატოვა და მტკიცედ დარჩა მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგული. როგორც ჩანს, იტალიაში მისი ყოფნის მთელი ამ პერიოდის მანძილზე მასში სულიერი დუღილი ხდება, შესაძლოა ბრძოლაც კი იყო ეს ცხოვრების ორ სხვადასხვა სტილსა და დასავლეთისა და ჰუმანისტურ-ანთროპოცენტრულ და მართლმადიდებლურ და თეო-ანთროპოცენტრულ თეოლოგიებს შორის. მან ცხოვრების მეორე სტილი აირჩია. მას ძლიერ სწადდა ადამიანის უზენაესი დანიშნულებისათვის - განღმრთობისთვის მიეღწია და გადაწყვიტა სულიერი სიმშვიდე, რაც მას ასე ძლიერ სწყუროდა, ათონის წმინდა მთაზე - ვათოპედის სავანეში ეპოვა.

წმინდა მაქსიმე ათონზე

1505 წლის გაზაფხულზე მიქაელი იტალიიდან არტაში დაბრუნდა და იქ ერთი წელი გაატარა. გადაწყვიტა ბერად შედგომა. ამ ნაბიჯის გადადგმისას, რა თქმა უნდა, მას პატიოსანი და მკაცრი მონაზვნის, სავონაროლას პირადი მაგალითი და ეკლესიის მამათა ნაშრომების კვლევა-შესწავლა დაეხმარა. თავად იგი უფლის განგებას უმადლის: "ყოველი ადამიანის გადარჩენაზე მზრუნველ ღმერთს რომ სასწრაფოდ არ გამოეჩინა ჩემდამი მოწყალება და არ მსტუმრებოდა თავისი მადლით და არ გაენათებინა ჩემი გონება თავისი ნათლით, უკვე კარგა ხნის დაღუპული ვიქნებოდი უღმერთოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად (იტალიაში)".

ათონის წმინდა მთაზე მისი დამკვიდრება 1506 წლის გაზაფხულზე

რატომ აირჩია სწორედ ათონის წმინდა მთა და განსაკუთრებით კი ვათოპედის წმინდა და დიდი სავანე?

უმთავრეს მიზეზს, რის გამოც მან ვათოპედის სავანე აირჩია, იმ დროს მონასტერში წმინდა ნიფონის ყოფნა წარმოადგენდა და არა ის ფაქტი, რომ ვათოპედს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, როგორც ამას წმინდა მაქსიმეს ცხოვრების ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს.

წმინდა ნიფონი, მეცნიერი და კონსტანტინოპოლის ყოფილი მსოფლიო პატრიარქი, მანუელ ტრივოლისის ოჯახის (წმინდა მაქსიმეს მამა) საყვარელი მეგობარი იყო. იგი ვათოპედის მონასტერში თავის ორ მოწაფესთან, ღირსმოწამე მაკარისთან და იოასაფთან ერთად იმყოფებოდა. წმინდა ნიფონი ბერ-დიაკვნობის დროს ბერ ზაქარიას მორჩილი იყო. მამა ზაქარია ვათოპედელი მისიონერი და შემდგომში ოჰრიდის ეპისკოპოსი იყო. წმინდა ნიფონმა მისგან აიღო კურთხევა და ასე მოვიდა ათონის წმინდა მთაზე. პირველი მონასტერი, რომელშიც იგი გაჩერდა, ვათოპედი იყო. სავარაუდოა, რომ მეცნიერების მოყვარული პატრიარქი მას უფლის მიერ მონიჭებულ თავის სიბრძნესა და გამოცდილებას გადასცემდა. მიქაელი მონაზვნობის დიდ და ანგელოზებრივ სქემას იღებს და სახელად მაქსიმე დაერქმევა. უცნობია, ვინ იყო წმინდა მაქსიმეს სულიერი მოძღვარი. შესაძლებელია, მისი მონაზვნად აღკვეცა თავად წმინდა ნიფონის ხელით მომხდარიყო.

წმინდა მაქსიმეს მოღვაწეობის დროს ვათოპედის სავანეს ნახევრად კინოვიური ცხოვრების წესი ჰქონდა. იღუმენი, რომელიც პირველი იყო მონასტრის მართვა-გამგეობაში და საღმრთო ლიტურგიის აღსრულების დროს, ამავე დროს ბერმონაზვნების სულიერი წინამძღოლიც იყო. როგორც მისი ნაწერებიდან ჩანს, მონასტერში მისი ათწლიანი ცხოვრების პერიოდში, იგი სისტემატურად იკვლევდა წმინდა მამათა ნაშრომებს. მისი "წინამძღოლი" თეოლოგიის შესწავლისას იოანე დამასკელი იყო. იგი მას "ფილოსოფიაზე მაღლა" მდგომად მიიჩნევდა და დიდ თეოლოგად, თეოლოგიის მამად თვლიდა. სავარაუდოა, რომ იგი კვლევების დროს ცალკე ჩანიშვნებს აკეთებდა, რასაც შემდგომში რუსეთში წაიღებდა თან.

წმინდა მაქსიმეს ურთიერთობა ცნობილ, სწავლულ მამებთან ვათოპედის მონასტერში

წმინდა მაქსიმეს ვათოპედის მონასტერში ნასწავლ ბერებთან და ბევრ ცნობილ მამასთან ჰქონდა ურთიერთობა. უფლის განგებით, ვათოპედის სავანე წმინდა მაქსიმეს იქ ცხოვრების პერიოდში გამოჩენილი სულიერი პიროვნებებისა და დიდი საეკლესიო ფიგურების ურთიერთშეხვედრის ადგილი გახდა. ჩვენი ვარაუდით, წმინდა მაქსიმე ამ პიროვნებებთან ურთიერთობით ძალზე დიდ სარგებელს მიიღებდა და გაძლიერდებოდა მაღალი სულიერი მდგომარეობის ჩამოყალიბებისა და მიღწევისათვის. ამ ადამიანთაგან რამდენიმე პიროვნებამ ის თანამდებობები და წოდებები მიატოვეს, რაც ეპყრათ და სამოღვაწეოდ ვათოპედის სავანე აირჩიეს.

წმინდა მაქსიმემ განსაკუთრებით დიდი სარგებელი ღირსმოწამე იაკობის (+1519) ვიზიტების შედეგად მიიღო. იგი იმ პერიოდში რეგულარულად სტუმრობდა ვათოპედის სავანეს, ვინაიდან მისი პირველი მორჩილი მარკიანეც ვათოპედელი იყო. წმინდა იაკობი ვათოპედელი მამების მიპატიჟებით ჩადიოდა იქ და თუმცა უბრალო მონაზონი იყო და არ ჰქონდა სამღვდელო ხარისხი, მაინც რჩევა-დარიგებებს აძლევდა მონასტრის მამებს და აღსარებებს იღებდა მათგან. მას მღვდლობა, მიზეზთა გამო, ჭეშმარიტი ქარიზმატული ბერმონაზვნური ცხოვრების დროს შემაფერხებელ გარემოებად მიაჩნდა უფლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობის გამო. სავარაუდოა, რომ წმინდა მაქსიმეზე იაკობის მაგალითმა იქონია ზეგავლენა, რომ არ მიეღო სამღვდელო ხარისხი. მან წმინდა იაკობის მიბაძვით იცხოვრა რუსეთში. ძალიან ბევრი, ყველა ფენიდან, მას ეკითხებოდა რჩევას, თუმცა იგი მხოლოდ მონაზონი იყო და არა მღვდელ-მონაზონი, რომელსაც აღსარებების მიღება შეუძლია.

იმ დროს ვათოპედის მონასტერში ცხოვრობდა ქრისტეს ეკლესიის ნოტარიუსი და ეგზარქოსი, წმინდა თეოფილე მირონმდინარე. იგი დაემოწაფა მეთიმნას ეპისკოპოს მალაქიას. წმინდა თეოფილე რამდენიმე წლით ვათოპედის მონასტერში გაჩერდა და, შესაძლებელია, რომ ურთიერთობა ჰქონოდა წმინდა მაქსიმესთან. მათ საერთო ინტერესები ჰქონდათ. მონაზვნური ცხოვრებისა და პატერიკული ტრადიციების სიყვარულის გარდა, წიგნების სიყვარულიც აერთიანებდა, ორივე წიგნის მოყვარული, ბიბლიოგრაფი და ხელნაწერთა გადამწერი იყო.

უფლის განგებით, ვათოპედის სავანე წმინდა მაქსიმეს იქ ცხოვრების პერიოდში გამოჩენილი სულიერი პიროვნებებისა და დიდი საეკლესიო ფიგურების ურთიერთშეხვედრის ადგილი გახდა. ჩვენი ვარაუდით, წმინდა მაქსიმე ამ პიროვნებებთან ურთიერთობით ძალზე დიდ სარგებელს მიიღებდა და გაძლიერდებოდა მაღალი სულიერი მდგომარეობის ჩამოყალიბებისა და მიღწევისათვის. ამ ადამიანთაგან რამდენიმემ თანამდებობები და წოდებები მიატოვა და სამოღვაწეოდ ვათოპედის სავანე აირჩია.

წმინდა მაქსიმემ მანუელ რიტორიც გაიცნო, როდესაც იგი ვათოპედის სავანეს ესტუმრა მისთვის ძალზე საყვარელ პატრიარქ ნიფონტ II-სთან შეხვედრის მიზნით. რიტორი და ფილოსოფოსი მანუელი (1481-1531) ქალაქ კორინთოში დაიბადა და კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. იგი მისი ქვეყნის დიდი სკოლის მასწავლებელი იყო, შემდგომში კი მსოფლიო პატრიარქის მდივანი გახდა. მანუელმა ყოფილი პატრიარქისგან მიიღო ინფორმაცია დიდი განათლების მქონე და პოეტ მაქსიმეს შესახებ და მას თავისი ლექსები გადასცა შესაფასებლად ან შესაძლოა შესასწორებლადაც კი. წმინდა მაქსიმე დიდად აღფრთოვანებულა მანუელის პოეზიით და საქებარი ეპიგრამაც კი გაუკეთებია მისთვის.

წმინდა მაქსიმე მტკიცედ დაუკავშირდა მღვდელ-მონაზონ გაბრიელს, რომელსაც ათონის მთაზე პროტოსის წოდება ჰქონდა. იგი სლავური წარმოშობის იყო, ოჰრიდის რაიონიდან, ათონის წმინდა მთის დედაქალაქ კარიესში მთავარანგელოზთა სახელობის კელიაში ცხოვრობდა, რომელიც ასევე ღირსი მარკოზ ყრუს სახელს ატარებდა. "XVI საუკუნის პირველ ნახევარში იგი ათონის მთის გამორჩეული პიროვნება იყო და მცირე შუალედებით პროტოსი ხუთჯერ გახდა. როდესაც იგი ამ მოვალეობას არ ასრულებდა, მაშინ მაინც რჩებოდა ყურადღების ცენტრში როგორც ყოფილი პროტოსი ბერი. მას ხშირად უმოგზაურია მოლდავეთის სამთავროებში". სავარაუდოა, რომ ამ მოგზაურობების დროს მას წმინდა მაქსიმეც ახლდა ხოლმე თან.

მან პირველმა დაწერა წმინდა ნიფონის ბიოგრაფია და სხვა ჰაგიოგრაფიული შინაარსის ნაწარმოებები. გაბრიელი, შემდგომში დიდსქემოსანი სერაფიმე, იყო პირველი, რომელმაც მთავარანგელოზ გაბრიელის სასწაულის ისტორია ჩაიწერა, რომელიც "ღირს არსის" საგალობელსა და ათონის წმინდა მთის ძვირფას სასწაულმოქმედ ხატს უკავშირდება. ამ ისტორიის ჩაწერა დაახლოებით 1516 წლამდე მოხდებოდა, ვინაიდან ამ დროს წმინდა მაქსიმე უკვე იცნობს ამ ისტორიას და თარგმნის მას მისი რუსეთში ყოფნის დროს.

წმინდა მაქსიმემ წმინდა მთაწმინდელ მამათაგან ბევრი რამ ისწავლა და მრავალი სულიერი სარგებელიც პოვა.

საროჭიკოდ (მოგზაურობა შემოწირულობების შესაგროვებლად)

მონასტერს იმ დროს ძალზე რთული ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა. შეაფასეს და აწონ-დაწონეს რა წმინდა მაქსიმეს თვისებები, მას დააკისრეს ათონის წმინდა მთის გარეთ მოგზაურობა შემოწირულობების შესაგროვებლად. მონასტრის მამათა მითითებით წმინდა მაქსიმე მოგზაურობდა თურქთაგან დაპყრობილ მაკედონიაში და ეგეოსის ზღვის ბერძნულ კუნძულებზე, რომლებიც ვენეციელთა ხელში იყო. უქადაგებდა და განამტკიცებდა მართლმადიდებელ ბერძნებს სარწმუნოებაში. მისი მოღვაწეობა სახიფათოც იყო, ვინაიდან თურქთა ბატონობის პირველ ათწლეულებში ბერძნები ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობდნენ. ერთხელ იგი წამებასაც შეესწრო - თურქებმა ერთი ახალმოწამე ჩამოახრჩვეს. წმინდა მაქსიმე წერს: "ყოველთვის დაუფარავად და შეურყევლად ვქადაგებდი ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას მთავრების, სულიწმიდის მადლით განათლებული თუ გაუნათლებელი ხალხის წინაშე. მოკლედ რომ ვთქვა, ყველგან, სადაც კი მაგზავნიდნენ, ვათოპედის წმინდა და დიდი სავანის მამათა სურვილით, სულიწმიდის მადლით განათლებული ვქადაგებდი წმინდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ისინი კი საკადრისი პატივით მისტუმრებდნენ ათონის წმინდა მთაზე".

წმინდა მაქსიმე შემოწირულობების შესაგროვებლად მოლდავეთის სამთავროებსა და ოჰრიდისა და მელენიკოსის რაიონში მოგზაურობდა, სადაც სავანეს უკვე დაეარსებინა მეტოქეები. სავარაუდოდ, მონაზონი საბა და გაბრიელი ბალკანეთის ნახევარკუნძულის სლავების დიალექტის მისი პირველი მასწავლებლები იყვნენ. შემდგომში სწორედ წმინდა მაქსიმემ იკისრა რუსეთში გამგზავრება მამათა ნაშრომებისა და ნაწერების სათარგმნელად. მას ადვილად შეეძლო შეესწავლა რუსული და საეკლესიო სლავური ენა, რათა ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე.

ბუნებრივია, წმინდა მაქსიმეს ძლიერ ამწუხრებდა მონასტრის ხშირად დატოვება, ვინაიდან ამ დროს იგი მის საყვარელ უზრუნველობასა და სიმშვიდეს კარგავდა. როგორც ნამდვილი მორჩილი საკუთარ თავზე მაღლა იგი მისი ძმების - მონაზვნების სიყვარულს აყენებდა, რომლებიც დიდ სიღარიბესა და გაჭირვებაში ცხოვრობდნენ და საკუთარ თავზე იღებდა მოგზაურობების სიმძიმეს. იგი ყოველთვის უხვი შემოწირულობით ბრუნდებოდა, რომელთაც კეთილი შემომწირველებისაგან იღებდა საკუთარი სიბრძნის დაუშრეტელი წყაროდან მომდინარე ქადაგების სიტყვების სანაცვლოდ.

წმინდა მაქსიმეს, გადმოცემის თანახმად, ათონის წმინდა მთაზე, "სულიერ და ხორციელ ღვაწლში" ათი წელი უცხოვრია - 1506 წლიდან 1516 წლამდე.

ათონის წმინდა მთიდან რუსეთში

ამ დროს მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილი ივანეს ძემ (1505-1533) ისურვა, თავისი დედის, სოფია პალეოლოგოსის ბერძნულ ხელნაწერებსა და წიგნებში გარკვეულიყო და კონსტანტინოპოლის პატრიარქს სთხოვა, მისთვის სწავლული ბერძენი გამოეგზავნა.

1516 წლის 31 მარტს ათონის წმინდა მთას მოსკოვის მთავრის დავალებით, ბოიარინი ვასილი კოპილოვი ეწვია. კოპილოვი ვაჭარ ივან ვარავინთან ერთად ჯერ კონსტანტინოპოლში ჩავიდა, რათა მსოფლიო პატრიარქის, თეოლიპტოს I-სგან (1513-1522), ერთი სახელგანთქმული მთარგმნელის რუსეთში წასაყვანად კურთხევა მიეღო, ასევე ორიგინალურ ბერძნულ ხელნაწერებზე დაყრდნობით ლიტურგიკული წიგნების რუსული თარგმანების ხელახალი განხილვისთვის აეღო თანხმობა.

კარიესში ჩასვლისას ისინი ათონის წმინდა მთის პროტოსს, სვიმეონს და წმინდა კინოტის წევრებს შეხვდნენ და მათ ეპისტოლე გადასცეს, რომლითაც დიდი მთავარი მათგან ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ მოსკოვში "დროის გარკვეული პერიოდით" ვათოპედის მონასტრიდან წიგნების მთარგმნელის, მონაზონ საბას გაგზავნას ითხოვდა. რო-გორც ჩანს, მონაზონ ნიფონ ვათოპედელს, რომელიც ადრე მცირე ხნით იმყოფებოდა მოსკოვში, მიუნიშნებია მონაზონ საბას შესახებ.

მონაზონმა საბამ თავისი ხანდაზმული ასაკი და ავადმყოფობა მოიმიზეზა. მას არ შეეძლო ასეთი დიდი და რთული მოგზაურობა განეხორციელებინა შორეულ ჩრდილოეთში.

რუსეთის მთავრის, ვასილი მესამის მოწვევა შესაძლოა, განუხორციელებელი დარჩენილიყო. ათონის მთის პროტოსმა, გაითვალისწინა რა დიდი მთავრისგან მთაწმინდისადმი გაღებული უხვი შემოწირულობანი, ვათოპედის წმინდა და დიდი სავანის საძმოსთან შეთანხმებით ერთობლივად გადაწყვიტეს, ასაკოვანი მონაზონი საბა მონაზონ მაქსიმეთი ჩაენაცვლებინათ.

წმინდა მაქსიმე - რუსეთის გზაზე

წმინდა მაქსიმე, დიდი მთავრის მიერ წარმოგზავნილ პირებთან ერთად, 1516 წლის ივნისში ან ივლისში ტოვებს ათონის წმინდა მთას და ჩრდილოეთის ერთ უცნობ ქვეყანაში მიემგზავრება, სულიერი მამების ლოცვა-კურთხევის თანხლებით. შემოწირულობების შეგროვების მიზნით მათ თან მთაწმინდის მონასტრების წარმომადგენლებიც გაჰყვნენ, ისევე, როგორც ადრე დადიოდნენ მამა საბა და მონაზვნები, პახომი და მათე პანტელეიმონის მონასტრიდან. წმინდა მაქსიმე ჯერ კონსტანტინოპოლში ჩავიდა, რათა მსოფლიო პატრიარქისგან კურთხევა აეღო. პატრიარქმა მას მოსკოვის მიტროპოლიტ ბარლაამთან წერილი გაატანა და დედაეკლესიისათვის მატერიალური საჭიროებების მოძიების მიზნით თანმხლებად მიტროპოლიტი გრიგოლი და დიაკვანი დიონისე გააყოლა. კონსტანტინოპოლში მისიონერები საკმაო ხნით შეყოვნდნენ. მათი შეყოვნების მიზეზი შესაძლოა, სულთანი სელიმ პირველი ყოფილიყო, რომელიც დაინტერესებული იყო მსოფლიო პატრიარქის რუსეთთან ურთიერთობით.

მოგზაურობა დიდხანს გაგრძელდა და დაზამთრების გამო ძალზე დამღლელი აღმოჩნდა. როგორც წმინდა მაქსიმე აღნიშნავს, მგზავრობამ ძალზე დაღალა. რუსი ელჩები ყირიმში უნდა გაჩერებულიყვნენ, რათა დიდი მთავრის საქმეები მოეგვარებინათ. მოგზაურობის დროს წმინდა მაქსიმე, სავარაუდოდ, სლავურად მოლაპარაკე მთაწმინდელი მხლებლების დახმარებით იღრმავებდა ცოდნას სლავურ ენაში.

მან თან წაიღო დიდი რაოდენობით წიგნები, რომლებიც საჭიროდ ჩათვალა იმ საქმიანობისათვის, რომლისთვისაც ხელი უნდა მოეკიდა რუსეთში.

წმინდა მაქსიმე მოსკოვის მთავრის სტუმარი

საბოლოოდ, 1518 წლის 4 მარტს, ხუთშაბათ დღეს, 17-კაციანი დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა. დიდმა მთავარმა ვასილი მესამემ და მოსკოვის მიტროპოლიტმა ბარლაამმა მონაზონი მაქსიმე დიდი პატივითა და განსაკუთრებული სიხარულით მიიღეს. რუსეთის მთავარი, ჩანს, ძალზე კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ათონელმა მამებმა მას სურვილი შეუსრულეს და იმითაც, რომ მაქსიმე ასეთ შორეულ და რთულ მოგზაურობას დათანხმდა. წმინდა მაქსიმე, მხლებლებითურთ, მოსკოვში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ჩუდოვის მონასტერში დამკვიდრდა. რუსეთის მთავარმა ბრძანება გასცა, რომ ბერძენი სტუმრები სამეფო ტრაპეზიდან ეკვებათ და ყველა სხვა საჭიროებებით დაეკმაყოფილებინათ.

ვასილი მესამემ წმინდა მაქსიმე ჩასვლისთანავე თავის მდიდარ ბიბლიოთეკაში შეიყვანა, რომელიც ას წელზე მეტი ხანი იყო დაკეტილი "მართლმადიდებელო გამგებელო, ბერძნულ მიწაზეც კი არ მინახავს ბერძნული წიგნები ასეთი დიდი რაოდენობით", - თქვა ნანახით განცვიფრებულმა წმინდა მაქსიმემ. ბიბლიოთეკაში ინახებოდა ებრაულენოვანი, ბერძნულენოვანი და ლათინურენოვანი ძველი ხელნაწერი წიგნები, რომლებიც მოსკოვში ან ვასილის დედის, პრინცესა სოფიას ან ბიზანტიელი ლტოლვილების მიერ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ იყო ჩატანილი. ზოგიერთი მათგანი კი, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნაჩუქარი იყო. ეს ძვირფასი საგანძური თაღოვან ორ მიწისქვეშა საცავში იყო ჩაკეტილი. ეს იყო დიდი, მაგრამ მიტოვებული ბიბლიოთეკა.

წმინდა მაქსიმეს მიერ თარგმნილი და კორექტირებული ფსალმუნთა განმარტება

წმინდა მაქსიმე დიდი მოშურნეობით შეუდგა წიგნების გადახარისხებას, მაგრამ, ამავდროულად, არ ივიწყებდა თავისი მისიის მიზანს - ფსალმუნთა განმარტების თარგმანს. როგორც წერს, ეს წიგნი "მრავალი წლის მანძილზე ინახებოდა ბიბლიოთეკებში ადამიანთათვის ყოველგვარი სარგებლის მოტანის გარეშე". სამეფო ბიბლიოთეკის ფსალმუნთა წიგნის განსაკუთრებული ღირსება ის იყო, რომ მას თან ერთვოდა II საუკუნიდან მოყოლებული VII საუკუნის ჩათვლით მოღვაწე მამათა და საეკლესიო მწერალთა საუკეთესო გან-მარტებები.

წმინდა მაქსიმეს უნდა ეთარგმნა და გაესწორებინა გაუგებარი ადგილები. ამ საქმეს იგი მარტო ვერ გაართმევდა თავს, ვინაიდან არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა საეკლესიო სლავური ენისა. მის დამხმარეებად რუსი დიპლომატი, ბოიარინი დიმიტრი გერასიმოვი და მონაზონი ვლასი დაინიშნენ. ისინი გამოცდილი მთარგმნელები იყვნენ, ბრწყინვალედ იცოდნენ ლათინური ენა. მწერლებად და გადამწერებად დაინიშნენ შემდგომში წმინდა მაქსიმეს მოწაფე და მაქსიმეს შემდეგ მისივე ბედის გამზიარებელი მონაზონი სილუანე, წმინდა სერგის ლავრიდან და მიქაელ მედოვარჩევი.

როდესაც მთარგმნელობითი საქმიანობა და კორექტირება დაამთავრა, წმინდა მაქსიმემ ფსალმუნთა განმარტებების თარგმანთან დაკავშირებით "მისი უკეთილშობილესობისა და უდიდებულესობის, მეფის, ღმრთივდაცული ბატონისა და ყოველთა რუსთა სამეფოს დიდი მთავრის" სახელზე შესავლის სახით კომენტარები დაწერა:

"საჭიროდ მივიჩნევ, შესავალი გავუკეთო წინამდებარე წიგნს, - წერს წმინდა მაქსიმე, - რამდენიმე სიტყვით უნდა გადმოვცე მისი დადებითი მხარეები და მისი მნიშვნელობა. უპირველესად მსურს, იმ დიდ მასწავლებელთა შესახებ ვისაუბრო, რომლებმაც იგი შეადგინეს, რათა გავიგოთ თუ ვინ იყვნენ და რამდენი იყვნენ ისინი, როგორია მათი განმარტებების კლასიფიკაცია. მიზანი შემდეგია: უწინარესად ღვთივდაცულმა ერმა შენმა და შემდგომ კი ყველა მართლმადიდებელმა ხალხმა, უნდა იცოდეს, რასთან აქვს საქმე, რა საკითხს შეეხება და გადმოცემის რა ხერხებს. საგნებისა და ნივთების შესაცნობად, რომელთა დანახვაც შესაძლებელია მხედველობით, საჭიროა გამოცდილი ადამიანების განმარტება. ამ შემთხევევაში კი სიამოვნებით მოვუსმენთ მათ განმარტებებს. ანალოგიურად უნდა მივუდგეთ ღვთიურ ქმედებებს, რომლებსაც გონებით უნდა ჩავწვდეთ, რაც განსაკუთრებულად საჭიროა, ვინაიდან ეს ქმედებები ადამიანურ ქმედებებზე მაღლა დგას, გონებრივი მაღლა დგას გრძნობადზე. ამ განმარტებით მსურდა, იმათ მაგალითს მივყოლოდი, ვინც ხმელეთსა და ზღვაზე შორეული მოგზაურობა დაასრულა, შინ დაბრუნდა და მათ, ვინც მას კითხვებს უსვამს, უყვება იმის შესახებ, რაოდენი რამ ღირსშესანიშნავიც კი ნახა თუ გაიგო".

ამის შემდეგ, იგი ხაზს უსვამს ფსალმუნთა განმარტებების ღირებულებას:

"ეს წმინდა წიგნი ყოველგვარი სიბრძნით აღვსილი და დიდი გონებრივი შესაძლებლობების მქონე მრავალი ადამიანის მიერ არის შედგენილი. იგი მთლიანად სავსეა ღვთივშთაგონებული სიბრძნითა და უმაღლესი სააზროვნო ცნებებით, რაც აღემატება ჩემს შესაძლებლობებს. თუკი გამოჩნდებოდა ვინმე სხვა მთარგმნელი ჩემზე მეტად მცოდნე, იგი დიდი მცდელობისა და ჯაფის შედეგად მიაღწევდა სასურველ შედეგს. ეს არ ეხება მამათა ნაშრომების დიდი მოცულობის ტექსტებს. არა, ვინაიდან არა მარტო რაოდენობა ხდის ხსენებულ მცდელობას მარტივსა თუ რთულს, არამედ ძალზე ხშირად რაიმე მატერიის ხარისხი! ასე რომ, სხვადასხვა განმმარტებელთა ღრმა ფილოსოფიური აზრების განმარტება არ მიმაჩნია ძალზე ადვილ საქმედ, იმათთვისაც კი ვინც თავიანთი ღრმა ცოდნით იკვეხნიან, და მით უმეტეს, რომ ჩემთვის, მცირედის მცოდნესთვის! ეს წიგნი მკითხველისათვის ძლიერი იარაღი იქნება ერეტიკოსების წინააღმდეგ. მისი მეშვეობით მკითხველები მათი სატანური სარეველა ბალახის ამოძირკვას და საუკუნო ცეცხლისათვის მიცემას შეძლებენ. იგი გზას გაუნათებს მათ, ვინც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით არიან დაკავებულნი. იგია იარაღი დისკუსიისას, თავშესაფარია განმარტოებით მცხოვრებ ადამიანთათვის, დამხმარე სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც გონების ალღოს ავითარებს, ნუგეშია მწუხარეთათვის, კურნებაა სულიერად დამაშვრალთათვის. ორიოდ სიტყვით რომ ვთქვათ, ვინც მას წაიკითხავს, ყოველგვარ ჭეშმარიტ სიკეთეს შეიძენს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ბაღს, სადაც მრავალი ნაყოფი ხარობს, იგია ქილა სავსე თაფლითა და სულიერი სიტკბოებით, რომელიც მის მიმღებს ახარებს".

მოსკოვის მიტროპოლიტი და სინოდის ყველა წევრი სასახლეში გაემართნენ, სადაც რუსეთის მთავარს საზეიმოდ გადასცეს ფსალმუნთა განმარტებანი.

წმინდა მაქსიმე გახარებული იყო იმით, რომ საქმე დაასრულა. იგი თავის სათაყვანებელ მონასტერში დაბრუნების ნებართვას მოელოდა. მაგრამ, რატომღაც მისი მოთხოვნის შესაძლო დაუკმაყოფილებლობის შიში აწვალებდა, რაც უსაფუძვლო არ გამოდგა, რადგან მიტროპოლიტი ბარლაამი ცხადად გამოხატავდა სურვილს, მაქსიმეს იქ ყოფნით ესარგებლათ სხვა ნაშრომების კორექტირება-თარგმანისთვის. ფსალმუნთა განმარტების პარალელურად მას სთხოვეს, მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტებების შევსებაზეც ეზრუნა, რომელიც დაუმთავრებელი იყო.

კომენტარების ბოლოს, რომელიც მაქსიმემ ფსალმუნთა განმარტებების წიგნს დაურთო და დიდ მთავარს წარუდგინა, ჩანს, თუ როგორ გულმხურვალედ და დაჟინებით ითხოვს იგი ათონის წმინდა მთაზე დაბრუნებას. "მე და ჩემს მხლებელ ძმებს მოგვეცი უფლება, ათონის წმინდა მთაზე დაბრუნებისა, რათა ამ საშუალებით ხანგრძლივი განშორების სევდისგან გავთავისუფლდეთ. მოგვეცი ნება, რათა უვნებელნი დავუბრუნდეთ ვათოპედის პატიოსან სავანეს, რომელშიც უკვე კარგა ხანია ჩვენს დაბრუნებას მოუთმენლად ელიან. ჩვენ, როგორც ახალნერგნი, რომლებიც იქ გავიზარდეთ იმ იმედით, რომ ჩვენს ცხოვრებას იქ გავლევდით და უფალს სულს იქვე მივაბარებდით, კვლავ გვაქვს იმედი, რომ არ მოვაკლდებით ჩვენს მრავალსაუკუნოვან საქმიანობას. თქვენო უდიდებულესობავ, მოწყალეო იმპერატორო, მოგვეცი უფლება, რათა უფლის წინაშე ჩვენი აღკვეცის დღეს დადებული მონაზვნობის აღთქმა შევასრულოთ იქ, სადაც ის დავ¬დეთ, ქრისტეს და საშინელ ანგელოზთა წინაშე".

მას თავისი მონასტრის ფინანსური სიდუხჭირეც ადარდებდა, ამიტომ ამ საკითხზე ფიქრით ასრულებს თავის სიტყვას: "გაიხსენე ასევე ვათოპედის სავანის სიღარიბე, რის გამოც ჩვენ აქ გამოგვგზავნეს, რათა მუყაითად გვეშრომა და ოფლი დაგვეღვარა, არა ჩვენთვის, ვინაიდან აქ ჩვენით არ მოვსულვართ - ნუ გავიფიქრებთ ამ ეშმაკისეულ აზრს, - მონასტრის ძმებმა ჩვენ ქრისტეს გულისათვის გამოგვგზავნეს და გვთხოვეს, მის გამო მოვსულიყავით აქ და ამიტომ შევეჭიდეთ ამ საქმეს".

მან გაიხსენა ასევე თურქთაგან დაპყრობილი თავისი სამშობლო და რუსეთის დიდ მთავარს მოუწოდა, ეღონა რამე მისი გათავისუფლებისათვის. "რა კარგი იქნება, რომ ჩვენ შენი წყალობით ურჯულოთა მონობის უღლიდან გათავისუფლდებოდეთ და დავიბრუნებდეთ ჩვენს სამეფოს. ნეტავ, ახალი რომი, რომელიც ახლა უღმერთო აგარიანელთა ხელში იტანჯება, უფალმა იესო ქრისტემ შენი ღვთის მოშიში სამეფოს მეშვეობით ღირსი გახადოს გათავისუფლების ".

რუსეთის დიდმა მთავარმა სიხარულით ჩაიბარა ფსალმუნთა განმარტების წიგნი და პატივი მიაგო ამ საქმისთვის გარჯილთ არა მხოლოდ დიდი ქება-დიდებით, არამედ განსაკუთრებული მატერიალური საზღაურების მიცემით. 1519 წლის 11 სექტემბერს, ნიკონის ქრონიკის თანახმად, ფულადი ჯილდოთი, ხატებითა და პატრიარქისთვის და ათონის წმინდა მთისთვის სხვა საჭირო ნივთებით დატვირთულნი ათონის წმინდა მთისკენ წმინდა მაქსიმეს თანმხლებნი გაემგზავრნენ. ვათოპედის სავანის ხატსაცავში დედა ღვთისმშობლის ერთი ხატი ინახება, რომელიც მონასტრისადმი რუსეთის დიდი მთავრის საჩუქარია.

ვასილი მესამემ წმინდა მაქსიმეს ვათოპედის სავანეში დაბრუნების შესახებ თხოვნაზე უარი განუცხადა. რუსეთის მთავარმა ჩათვალა, რომ იგი მას თავისი ამბიციური გეგმების განხორცილებაში შეუწყობდა ხელს. ვასილი ძალზე ხშირად ეკითხებოდა აზრს ბერ მაქსიმეს. ფსალმუნთა განმარტებებზე მუშაობამ გამოაჩინა, რომ ამ მრავლისმცოდნე ბერძნის დახმარებით ბევრი რამის გაკეთება შეეძლოთ.

წმინდა მაქსიმეს უკვე საკმაოდ კარგად შეესწავლა სალაპარაკო რუსული და საეკლესიო სლავური ენა. მონაზონ სილუანეს თქმით, რომელიც გადამწერი და წმინდა მაქსიმეს მოწაფე იყო, მაქსიმე სამ ენაზე იყო განბრძნობილი - ბერძნულში, ლათინურსა და რუსულში. იგი გაწაფული იყო საგმირო შინაარსის მქონე ელეგიური ჰიმნების შექმნაში. მისივე თქმით, მაქსიმე, თავისი დროის საზოგადოებისგან, სიბრძნით, ღირსებით, ინტელექტითა და გამჭრიახობით გამოირჩეოდა.

მაქსიმემ მოსკოვის საზოგადოებრივ ფენებში შესაშური ადგილი დაიკავა თავისი დიდი განათლებისა და კეთილგონიერების წყალობით. ამის გამო ძალიან ბევრ ადამიანს შურდა მისი. რუსეთის მონარქი მისი პიროვნებისადმი კეთილგანწყობას გამოხატავდა. მოსკოვის ეპისკოპოსი, რომელიც საშუალო განათლების მქონე იყო, მაგრამ ღირსეული ცხოვრებით ცხოვრობდა, მას პატივს მიაგებდა, აფასებდა და მის საჭიროებას გრძნობდა სხვადასხვა ვითარების დროს მისგან რჩევის მისაღებად. საზოგადოებრივ ცნობიერებაში წმინდა მაქსიმე უდიდეს ავტორიტეტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ერისა თუ ბერისათვის შეეძლო მიეთითებინა მართებული და სწორი გზა.

მოსკოვში იძულებით დარჩენილი მაქსიმე

წმინდა მაქსიმე, მას შემდეგ, რაც მან დიდი მთავრისაგან ვათოპედის სავანეში დაბრუნებაზე უარი მიიღო, მოსკოვში დარჩა და იძულებული გახდა, ახალი საქმეებისთვის მოეკიდა ხელი - მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტებების თარგმანის შევსებას შეუდგა. ეს იყო სხვადასხვა განმმარტებლის მიერ დაწერილი განმარტებანი, მათ შორის წმინდა იოანე ოქროპირისაც. განმარტებების თარგმანი მე-13 თავზე წყდებოდა. წმინდა მაქსიმემ თარგმანის შემოწმების შემდეგ, დარჩენილი ნაწილიც შეავსო თეოფილაქტე ოქრიდელის განმარტებების გათვალისწინებით. ეს საქმე მან ვლასის დახმარებით 1521 წლის 17 მარტს დაასრულა.

1521 წელს მაქსიმემ ვლასტარის "სინტაგმიდან" სლავურ ენაზე დაიწყო მოციქულთა კანონებისა და მსოფლიო და ადგილობრივი სინოდების კანონების თარგმნა. წმინდა მაქსიმეს კალამს უფრო მცირე მოცულობის თარგმანებიც ეკუთვნის: სვიმეონ მეტაფრასის ღვთისმშობლის ცხოვრება, სიტყვა მიქაელ მთავარანგელოზის სასწაულის შესახებ, მოციქულ თომას შესახებ, დიონისე არეოპაგელის ცხოვრება, ბასილი დიდის ქადაგება მოწამე ბარლაამის შესახებ, ძველი აღთქმის სხვადასხვა წინასწარმეტყველების ნაწყვეტები თავისი განმარტებებით, მეორე ეზრას III და IV თავები, დანიელის ხილვები III და VIII თავები, სოსანასა და ესთერის შესახებ და სხვა. წმინდა წერილის სხვადასხვა ტექსტისა და საეკლესიო რიტუალების შესახებ თავად წმინდა მაქსიმესაც დაუწერია საკუთარი განმარტებანი. როგორც თავად აღნიშნავს, რუსეთის დიდი მთავრის დავალებით, იესო ქრისტეს მადლითა და სულიწმიდის შემწეობით მას ის სხვა წმინდა წიგნებიც შეუსწორებია, რომლებიც გადამწერთა შეცდომებს შეიცავდა. იგი მუდმივად ასრულებდა რუსეთის დიდი მთავრის დავალებებს, რომელიც მას სწორედ ამ მიზნით აკავებდა რუსეთში.

დასაწყისში წმინდა მაქსიმე დაკისრებული მთარგმნელობითი და კორექტირების საქმეების დამთავრებას ჩქარობდა, რათა სწრაფად დაბრუნებულიყო ათონის წმინდა მთაზე. სამუშაოს მოცულობა, რომელიც დღითი დღე მატულობდა, აიძულებდა, შეგუებოდა განუსაზღვრელი ვადით უცხოობაში თავის არანებაყოფლობით დარჩენას. იგი იძულებული გახდა, საერთო სასაუბრო რუსული ენა ესწავლა. შეძენილი მეგობრებისა და ნაცნობების საშუალებით წმინდა მაქსიმემ ადგილობრივი საეკლესიო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების დეტალებში დაიწყო გარკვევა.

მაქსიმემ მოსკოვის საზოგადოებრივ ფენებში შესაშური ადგილი დაიკავა თავისი დიდი განათლებულობისა და კეთილგონიერების წყალობით. ათონელ ბერს საზოგადოების თვალში დიდი წონა ჰქონდა. მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი წმინდა მაქსიმეს შესახებ წერს, რომ იგი იყო პირველი, რომელიც საზოგადოებრივ ასპარეზზე მეცნიერული განათლებითა და დიდი ცოდნით გამოვიდა, არა მხოლოდ თეოლოგიურ, არამედ საერო მეცნიერებებშიც, რომლებიც მაშინ არსებობდა. და იგი აგრძელებს: "შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმეს პიროვნებიდან პირველად შემოვიდა ჩვენში ევროპული განათლება… უცოდინარობისა და ცრურწმენების უკუნ სიბნელეში, რომელიც სუფევდა რუსეთში".

წმინდა მაქსიმე რუს ხალხს იმ ერთადერთ ადამიანად მიაჩნდა, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერ სფეროში რჩევის მიცემა შეეძლო. ერუდირებული ხალხი მასთან ერთად განიხილავდა აქტუალურ ფილოლოგიურ საკითხებს, მას მიმართავდნენ ყოველგვარი გაუგებრობის განსამარტავად, მისგან ითხოვდნენ რჩევა-დარიგებებს რთულ სიტუაციებში ყოფნისას და წინამძღოლობას სთავაზობდნენ პრობლემურ საკითხებში გასარკვევად. ხალხს სურდა, მისი მიუკერძოებელი და ობიექტური აზრი და განსჯა მოესმინა სხვადასხვა ახალი წიგნის შინაარსის შესახებ, რომლებსაც მას წარუდგენდნენ ხოლმე.

იყუჩე, ბერო! ამ სატანჯველებით საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებ

მოსკოვის მიტროპოლიტი ბარლაამი დიდად აფასებდა წმინდა მაქსიმეს, მაგრამ მისი მემკვიდრის, დანიელის დროს, მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.

ახალმა მიტროპოლიტმა მოითხოვა, რომ წმინდა ბერს სლავურად ეთარგმნა თეოდორიტეს საეკლესიო ისტორია. მაქსიმემ უარი განაცხადა, რადგან ამ თხზულებაში მწვალებელი არიოზის ნაწერები იყო ჩართული. ამ ურჩობამ უთანხმოება ჩამოაგდო ღირს მამასა და მიტროპოლიტს შორის. მიუხედავად ამისა, წმინდანი განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას: წერდა წერილებს მაჰმადიანების, პაპისტების, წარმართების წინააღმდეგ; სწორედ მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით მან 1524 წელს სილუანესთან თანამშრომლობით მათესა და იოანეს სახარების შესახებ იოანე ოქროპირის ქადაგებების თარგმნა დაამთავრა.

როცა დიდი მთავარი მეუღლესთან, სოლომონიასთან განშორებას აპირებდა მისი უნაყოფობის მიზეზით, წმინდა მაქსიმემ ამხილა იგი და ამისთვის ღირსი მამა საპყრობილეში ჩააგდეს. ამ დროიდან მოყოლებული, დაიწყო სატანჯველებით სავსე ეტაპი მისი ცხოვრებისა; თარგმანებში დაშვებული უზუსტობები წმინდანს წიგნების შეგნებულ დამახინჯებად ჩაუთვალეს. უჭირდა წმინდანს, მაგრამ ღვთის მოწყალებაც არ აკლდებოდა. მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "იყუჩე, ბერო! ამ სატანჯველებით საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებ".

პირველი ექვსი წელი წმინდა მაქსიმე ბორკილდადებული იყო ვოლოკოლამსკის ღირსი იოსების მონასტერში, სადაც საშინელი ტანჯვა-წამება გამოიარა.

ექვსი წლის შემდეგ საპყრობილიდან გაათავისუფლეს, საეკლესიო სასჯელი, თვრამეტწლიანი უზიარებლობა დაადეს და ტვერში გაგზავნეს, სადაც გულთბილი და მოსიყვარულე ეპისკოპოსის, აკაკის ზედამხედველობით იცხოვრა ოცი წელი. სიცოცხლის უკანასკნელი წლები 70-ს გადაცილებულმა წმინდა მამამ წმინდა სერგის სამების ლავრაში გაატარა. დევნითა და მძიმე ღვაწლით ჯანგატეხილი სულით კვლავინდებურად უდრეკი დარჩა. ღირსი მაქსიმე ბერძენი გარდაიცვალა 1556 წლის 21 იანვარს. დაკრძალულია წმინდა სერგის სამების ლავრაში. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულა.

1996 წელს წმინდა მაქსიმე ბერძნის წმინდა ნაწილები აღმოიყვანეს. ამ დღის აღსანიშნავად ეკლესიაში დაწესდა დღესასწაული: ძველი სტილით 21 ივნისი (4 ივლისი). 

ამრიგად, წმინდა მაქსიმემ რუსეთში არანებაყოფლობით და იძულებით 38 წელი იცხოვრა, რომელთაგან ოცდაექვსი, დამნაშავის მსგავსად, თავისუფლებაშეზღუდულმა გაატარა. ენით აღუწერელი ფიზიკური და სულიერი განსაცდელების მიუხედავად, რომლებიც მან აუტანელ პირობებში დაითმინა, წმინდა მაქსიმე მოციქულებრივი შურით იღვწოდა "უფლის ვენახში". სწორედ ამიტომ რუსმა ერმა პატივი მიაგო მას და ახლა ისე სცემს თაყვანს, როგორც საკუთარ ერთ-ერთ დიდ წმინდანს. საუკუნეების მანძილზე მის შემოქმედებას დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთის თეოლოგიურ და მართლმადიდებლურ სულიერ ცხოვრებაში. რუსი თანამედროვე ფილოსოფოსი მიხაილ გრომოვი წერს, რომ "წმინდა მაქსიმე, როგორც მაღალი ბერძნული ცივილიზაციის ღირსეული წარმომადგენელი, სამართლიანად გახდა რუსეთის მიწის ბრძენი ფილოსოფოსი და გამორჩეული მწერალი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი კულტურის განვითარებაში".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat