"ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა"
"ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა"
წმინდა ექვთიმე კერესელიძე
კომპოზიტორი ფილიმონ ქორიძე ძლიერ ხალისიანად და აღფრთოვანებით ეკიდებოდა ამ ნოტებზე სიმღერა-გალობათა გადაღების შრომას! ერთხელ კიდევაც მოგწერა წერილობით ოზურგეთიდგან თბილისში, გადაღებული ნოტების გამოგზავნის დროს: "ხშირად ვსთხოვ ხოლმე ანტონს: იმისთანა უცხო-უცხო საგალობელთა ჭრელები დამაწერიე, რომელიც სხვამ არავინ იცოდეს და დარჩეს შენდა სასახელოთ მეთქი, და ვართ გართობილი ამ შრომით. ახლა ამას მოგახსენებთ:

ხომ სხვა და სხვა სამეფოებში ვყოფილვარ და მომივლია; და მათი ყველაფერი შემისწავლია, მაგრამ, მთელ ქვეყანაზე არც ერთ ტომს, და არც ერთ სამეფოებს არა აქვს, ისე მრავალი, ისე რთული, ისე გამტაცი, ისე კაცის აღმაფრთოვანებელი წყობილი მუსიკა, გალობა და სიმღერა, როგორც ამ ჩვენ პატარა საქართველოს ერსა გვაქვს! ამისთვის დღე და ღამე თავს ვაკლავ, მეტის მეტი შრომით, რომ არ დამრჩეს ნოტებზე გადაუღებელი და დაუწერავი სიმღერა გალობს სხვა და სხვა ხმებიო".

ჩვენ ძალიან ვშიშობდით ანტონ დუმბაძის ისე ღრმა მოხუცებულობასა, რომ კაცი ხელიდგან არ გამოგვეცალოს და გალობა დაუწერელი არ დაგვრჩეს და არ დაიკარგოს მეთქი. ჩვენ ასეთი სურვილი გამოგვადგა: მით რომ 1907 წელში ანტონ დუმბაძე გარდაიცვალა და მის მაგივრად განაგრძეს გალობის წერა მისმა შვილმა დეკ. დავითმა და სვიმონ მოლარიშვილმა ფილიმონთან ერთად, იმათ ბევრი საგალობლები დასწერეს, მათ დაასრულეს ყოველივე რვა-ხმა საგალობლები და ყოველივე სადღესასწაულო საგალობლები და მთლიანად სძლის-პირთა საგალობელნი. ეგრეთვე კილოს წირვის წესები და სხვა... დაამთავრეს 1910 წლამდი, და ჩავიბარე თვით მე ესტატე კერესელიძემ, ყოველივე მათი ნამუშევარი ნოტის საგალობლები.

1907 წელს ჩვენი (ნოტის გალობის დიდად მზრუნველი) ძმა და ამხანაგი მაქსიმე როსტომის ძე შარაძე ძლიერ დასნეულდა და გარდაიცვალა 1908 წელს დეკემბრის თვეში და ჩვენგან შეძენილი, მოსკოვის ქუჩის #5 სამ სართულიანი სახლები, ეზო მიდამოთი, და მასში მოწყობილი ელექტრო საბეჭდავი სტამბა, ჩვენი საამხანაგო პირობებითა და ნატარიუსი ძალით გადმოვიდა სამფლობელოთ დანარჩენ ორ ამხანაგზე. ამ დროდგან სპირიდონ ლოსაბერიძე სულ სხვა გზას დაადგა! უარჰყო ჩვენი სტამბის საამხანაგო საკეთილო პირობები და თურმე ფიქრობს მეც ესტატე კერესელიძე როგორმე მალე მოვკვდე, რომ სტამბა და სახლები მას საკუთრად დარჩენოდა. ამის ფიქრსა და ღონისძიებას შესდგომია და მე არ ვიცოდი. მის პირობისაგან გამდგარობას ამით დავრწმუნდი რომ მაქსიმეს ბოლოს დროს ვბეჭდავდით შვიდ ნაირ წიგნს ჩვენი სტამბის გამოცემით და ეგრეთვე ვბეჭდავდით სადღესასწაულო ნოტების საგალობელს, რომელიც უკვე 18 ფორმა დაბეჭდილი გვქონდა და 4 ფორმა უკვე აწყობილი და დასაბეჭდი იყო, და ამითი დაბეჭდვით წიგნებიც დასრულდებოდა! ხოლო ის ცოფიანივით მოვარდა და ყველა ამ წიგნების აწყობილი ფორმები, და ნოტების აწყობილი ფორმები, სულ დაშალა, დააბნია და ამბობდა: ამათ ბეჭდვა-გამოცემაში ფულს არ დავხარჯავო. ამითი შესწყვიტა ჩვენს სტამბაში ნოტებისა და წიგნების ბეჭდვა გამოცემა და არავითარი ჩემი სიტყვა არ გაიკარა და არ დაიჯერა!

როგორც უკვე აღვნიშნე: სპირიდონ ლოსაბერიძე ჩვენი მეოთხე ამხანაგი იყო. მაგრამ ცუღლუტი და უმუშაო, ჯანმრთელი კაცი სხვა ავათმყოფობას იგონებდა. განგებ ხველებას ყველა ატყობდა, რომ განგებ ახველებსო. წამლების ფული გაჰქონდა ჩვენგან თითქმის ყოველ დღე, წამალს არ ყიდულობდა, ფულს ინახავდა!

გარდა ამისა, სხვა მპარაობას ჩადიოდა თურმე და ჩვენ გვიანამდი ვერ გაუგეთ. იმას თვეში სამი თუმანი ჯამაგირი გაჰქონდა ჩვენგან და ჩვენ, მე და მაქსიმე კი სტამბიდგან მარტო მცირე ხარკის ფულს ვხარჯავდით, დანარჩენი სტამბის შემოსავლით ნოტების გალობას ვბეჭდავდით, გალობას ნოტებზე ვაწერიებდით, ეგრეთვე სხვა და სხვა მოწონებულ წიგნებსა და წიგნაკებს ვბეჭდავდით. არც ერთ ამბებში სპირიდონა მონაწილეობას არ იღებდა, და არც გვეხმარებოდა, ჩვენ რომ რაიმე კეთილ საქმეებში დავბრკოლებულიყავით, ამისი მეცადინი იყო. სანამ მაქსიმე შარაძე ცოცხალი იყო, თავისი სიბოროტე სრულად არ გამოაჩინა და როცა მ. შარაძე გარდაიცვალა, მან, ნაცვლად გლოვისა, დიდი სიხარულის ლხინი სადღაც პადვალში გამართა! და რო ჩაიგდო მთელი ქონების მენახევრეობის საბუთი, მაშინ საკეთილო საქმის გაკეთებას ვერ გააგონებდა ადამიანი. აღარც მე გამიშვა, რომ მოსათავებელი წიგნები და ნოტის საგალობელი, რომელიც დააბნია და გადაერჩევია, რომ საკუთარ ჩემი ხარჯით მომეთავებინა.

დღე და ღამე თურმე სულ იმას ჰფიქრობს, თუ როგორ მომსპოს, რომ საკუთრად დარჩენოდა მთელი ქონება! ამ ჩვენ საამხანაგო პირობას, ჩუმად დაატარებდა სპირიდონა, სხვა და სხვა ვექილებთან და სხვა და სხვა სუდებთან და მათგან სწავლობდა სხვა და სხვა საღალატო ხერხებს. როგორც შემდეგ გავიგეთ, თურმე დაურიგებიათ, რომ შენს ხელში იყოსო: სტამბის პატენტი, სტამბის ნებართვა, საამხანაგო პირობა, შემოსავალ-გასავლის წიგნი, სასტამბო ქონების წიგნი გადამალე. ამ რიგად კერესელიძეს თავის ხვედრს შემოსავალ ფულს ნურაფერს მისცემთო და მთლად უსაშველო და უფულო იყოსო! სახლების ქირაც შენ აიღე, მას ნუ მისცემო. სახლების ნასყიდობის ქაღალდს მას ხელში ნუ ჩაუგდებო და სხვა... (ეს მისი ჩამოწერილობა, ერთი წლის შემდეგ გადმომცა ჩვენმა ასოთ ამწყობმა იოსებ ფურცელაძემ, რომელსაც მიეღო სპირიდონასაგან საკარიქტურო ქაღალდები და სწორედ იმ ქაღალდებში გარეულიყო საიდგანღაც ერთი ნახევი ქაღალდი, რომელშიდაც ეწერა ყველა ეს მისგან ჩასადენი საქმეები).

ასე იქცეოდა, ყველაფერი ხელთ იგდო. მე დილითგან შუა ღამემდე დაუსვენებლად ვმუშაობდი და გროშ ფულს კი არ მაძლევდა. ძლიერ გამიჭირდა ცხოვრება და სპირდონამ კი ასეთი უდიერი იერიში მოიტანა ჩემზე. არაფერში არ მზოგავდა, მოკვლასაც კი მიპირებდა. მეტის გაჭირვებისა გამო გავცივდი და მძიმედ ავათ გავხდი! ავად მყოფთან ექიმებს არ უშვებდა ჩემს მოსარჩენად, წამლებისთვის ფულს არ მაძლევდა, ერთხელ კიდევაც მცემა ავათ-მყოფს! ბედმა არ გამწირა და მოვრჩი, სხვა ამხანაგების დახმარებით.

შემდეგ ამისა, სხვა ღონისძიებას ცდილობს სპირდონა ჩემს სამტროდ: ხან მეტყოდა, ბეთანიის მონასტერში წავიდეთ უქმის დღეებში და მერე მოვიდეთო. მე მაშინვე ფიქრს ვეძლეოდი: ეს ხო ვიცი რომ ეგ ჩემი მტერია, რათ მირჩევს ახლა იქით-აქეთ მონასტრებში წასვლას თუ მაგას ბოროტი განზრახვა არა აქვს ჩემზედ: რადგან ორივეგანაც ტყეებია სავლელი და ვინ იცის რას მიზამს-მეთქი. ამიტომ უარი უთხარი და არსად არ გავყევი.

რადგანაც მისგან არავითარი კეთილი აღარ გამოდის და მოსისხლე მტერობაც მიწევს, ამისთვის გადავწყვიტე: მის ამხანაგობაზე ხელი ავიღო და გამოვშორდე, ჩემი წილი გამოვყო. მაგრამ ის არც ამას სჩადის, ანგარიშს არ ასწორებს, არც ფულს იძლევა და არც შინაურულად მორიგებას ყაბულდება! ამბობს: მე არ გიყოფ ქონებას, წადი და სუდში მიჩივლეო.

რომ ქონება გამომიყოს და ჩამაბაროს დავიქირავე ერთი ვექილი (გვარი: გუნცაძე) ვასილ კარბელაშვილის ჩვენებით, რომელსაც ჩემი ამბავი ვუთხარი და დამეთანხმა და მითხრა: წადი ნატარიუსთან რომ ქონების გაყოფის განცხადება მისწეროს. ნატარიუსის განცხადება სპირიდონამ რომ მიიღო, წავიდა მონახა ჩემი ვექილი და დაქრთამა და ჩემს საქმეზე ხელი ააღებინა. შემდეგ ორი კიდევ სხვა ვექილები დამიფრთხო, დაქრთამა იგინიც და თავი დაანებია ამ ჩემი საქმის გაკეთებაზე. ახლა დავრჩი უსაშველოდ და ვფიქრობ, რომ ვუშველო თავს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat