წმინდა გრიგოლი - აკრაგანტელი ეპისკოპოსი (VI-VII) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი)
წმინდა გრიგოლი - აკრაგანტელი ეპისკოპოსი (VI-VII) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი)
წმინდა გრიგოლი VI საუკუნეში დაიბადა კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ აკრაგანტის მეზობელ დაბა პრეტორიაში. მისი ღვთისმოშიში მშობლები, ხარიტონი და თეოდოტია, საკმაოდ მდიდრები იყვნენ და უხვად გასცემდნენ მოწყალებას. ნათლისღებისას მისი მიმრქმელი გახლდათ აკრაგანტელი ეპისკოპოსი, ნეტარი პატამიონი. საეკლესიო წერა-კითხვისა და გალობის შესწავლის მერე 12 წლის გრიგოლი ნათლიამ არქიდიაკონ დონატოსს ჩააბარა. ყმაწვილი დღედაღამ წმინდა წერილსა და წმინდათა ცხოვრებას კითხულობდა და გაუჩნდა კიდეც სურვილი მათი მიბაძვისა.

22 წლისამ წმინდა მიწის მოლოცვა მოისურვა და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, ეკურთხებინა მისი მგზავრობა. ერთხელ, როცა არქიდიაკონის სახლში, მისი საწოლის ახლოს ეძინა, უეცრად ვიღაცამ დაუძახა: "გრიგოლ!" "აქ ვარ. რატომ დამიძახეთ, ჩემო ბატონო?" - ჰკითხა არქიდიაკონს. "მე არ დამიძახია", - იუარა არქიდიაკონმა. გრიგოლი ისევ დაწვა, მაგრამ ეს ამბავი განმეორდა. მიხვდა დონატოსი, რომ გრიგოლს უფალი ეძახდა და შიშით ათრთოლებულმა ურჩია: "თუ კიდევ მოგიხრობს ის უხილავი ხმა, უპასუხე: "რაო, უფალო? რას უბრძანებ მონასა შენსა?"

გრიგოლს მესამედაც მოესმა ხმა. უპასუხა ისე, როგორც დონატოსმა ასწავლა. ღვთის ანგელოზმა, რომელიც მას მოუხმობდა, უთხრა: "შესმენილ იქნა შენი ლოცვა. წადი ზღვის პირას და იქ იპოვი ხალხს, რომლებიც თან წაგიყვანენ წმინდა ადგილასო".

გრიგოლი უთქმელად, ჩუმად წამოდგა, კართაგენისკენ მიმავალ გემში ჩაჯდა და სამ დღეში აფრიკის ნაპირს მიადგა.

კართაგენში წმინდა მოწამე იულიანას ტაძარში დადგა. ერთხელ, როცა საყდარში წმინდა წერილს კითხულობდა, სამი ბერი შემოვიდა და ლოცვა დაიწყო. ლოცვის მერე ერთი მათგანი ჩამოჯდა, ორი კი მის გვერდით დადგა. გრიგოლი მივიდა მათთან და თაყვანი სცა. სკამზე მჯდარმა ბერმა მიმართა: - რას აკეთებ აქ, მონაო ღვთისა გრიგოლ? იცოდე, რომ მოწყალე ღმერთმა შენზე ყველაფერი განგვიცხადა. შენთან გამოგვგზავნა, რომ წმინდა ადგილების მოსალოცად გაგიყოლოთო.

გაოცებულმა გრიგოლმა ადიდა ღმერთი და ღირს მამებთან ერთად გზას გაუდგა. მათ სახელების კითხვა ვერ შეჰბედა. დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ, იერუსალიმის სიახლოვეს, ერთ მონასტერში შეჩერდნენ და მთელი დიდი მარხვა, ვნების შვიდეულამდე, იქ გაატარეს. როცა იქ მოღვაწე ღირს მამათა მოსაგრეობა იხილა, გრიგოლი საკუთარ "სიზარმაცეზე" დაღონდა. თანამგზავრებმა იფიქრეს, ამ უცხო მხარეში მშობლები მოენატრაო, მაგრამ კეთილგონიერმა ყმაწვილმა ბრძანა, - "ღმერთისთვის უცხო ქვეყანა არ არსებობს. ყველაფერი მას ეკუთვნის და ყველგან ჭვრეტს მისი ყოვლისმხედველი თვალი. მე ისიც მახარებს, რომ დავუტევე მშობლები და ჩემზე მზრუნველი ღმერთი ვიპოვე. სხვა რამ აწუხებს ჩემს გულსო".

პილიგრიმები აღდგომის დღესასწაულს იერუსალიმში შეხვდნენ, მერე კი პატრიარქ მაკარის ეახლნენ. იგი სიყვარულით შეხვდა თავისთვის უცნობ ღირს მამებს. "გიხაროდენ უფლისა მიერ, ამბა მარკოზ! საიდან მოიყვანე ეს ღვთის სათნო ყმაწვილი. კარგი ჰქენით, რომ მოხვედით, სერაპიონ და მამა ლეონტი". გაოცდა გრიგოლი პატრიარქის დაფარულმცოდნეობით, გაუხარდა, რომ თანამგზავრი მამების სახელებიც შეიტყო.

მალე ამბა მარკოზი და მისი თანამგზავრები სამშობლოში დაბრუნდნენ. გრიგოლი კი იერუსალიმის პატრიარქთან დარჩა.

რომისკენ მიმავალი მამები ქალაქ აკრაგანტში შეჩერდნენ. ერთხანს ეპისკოპოს პატამიონის საეპისკოპოსო სახლში ცხოვრობდნენ. 1-ელ ივლისს გრიგოლის მშობლები მივიდნენ ეპისკოპოსთან შვილის მოსახსენებლად, რადგან მან სწორედ ამ დღეს დატოვა სამშობლო. მტირალ თეოდოტიას ვერვინ ამშვიდებდა. მამა მარკოზმა ეპისკოპოსისაგან ქალის ტირილის მიზეზი შეიტყო და მიხვდა, ვინც იყვნენ ისინი. ამას ამტკიცებდა ისიც, რომ გრიგოლი ძალზე ჰგავდა მამამისს. მან დაამშვიდა ხარიტონი და თეოდოტია, მერე კი არქიდიაკონი მოიხმო და მოსთხოვა გაემხილა, თუ სად წავიდა მისთვის ჩაბარებული ყმაწვილი. არქიდიაკონმა მოუთხრო, თუ როგორ გაჰყვა გრიგოლი ღვთის მოწოდებას. ეს რომ ადრე მეთქვა, მეშინოდა, არ დამიჯერებდით და ამ ყმაწვილის მოკვლას ანდა უცხო მხარეში გაყიდვას დამაბრალებდითო. დიდად ინუგეშეს ხარიტონმა და თეოდოტიამ მისი ნათქვამით.

მამა მარკოზმაც ბრძანა: "მეფეთა წიგნში ვკითხულობთ, თუ როგორ მოუხმო სამგზის უფალმა სამუელ წინასწარმეტყველს, ასევე შეემთხვა ნეტარ გრიგოლსაც. ჭეშმარიტად იგი თანასწორი იქნება სამუელ წინასწარმეტყველისა. ერთხელ რომში ძმებთან ერთად წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში ლოცვას დავესწარით. ღამეც იქვე, ერთ ბერთან გავათენეთ. შუაღამისას გამომეცხადა მოციქულთა მსგავსი ორი ბრწყინვალე კაცი. მითხრეს: "ხელი მოჰკიდე სერაპიონს და ლეონტის, ჩაჯექი ხომალდში და კართაგენისკენ გაცურეთ. იქ იპოვით სიცილიელ მწირს, გრიგოლს, მიუყვანეთ ის იერუსალიმში პატრიარქ მაკარის, რომელსაც უკვე ვაცნობეთ ამ ყმაწვილზე და მისი მიღება ვუბრძანეთ, რამეთუ მასზე განისვენებს ჩვენი სული, ვითარცა ელიასი ელისეზე". ამის მერე ისინი უჩინო იქმნენ. მე ასეც მოვიქეცი". ამის მერე ხარიტონმა და თეოდოტიამ შეწყვიტეს გლოვა.

ამასობაში პატრიარქმა გრიგოლი დიაკვნად აკურთხა. ცოტა ხნის მერე, პატრიარქის ნებართვით, მან ელეონის მთის მონასტრები მოილოცა და იქ მთელი წელი დაჰყო, მერე უდაბნოს სიღრმეში შევიდა სამოღვაწეოდ, სადაც ერთი წმინდა ბერის კელიაში პოვა თავშესაფარი. ოთხი წლის მანძილზე ამ წმინდა მამისგან მრავალი სულიერი სიბრძნე შეისწავლა. გამომშვიდობებისას ღირსმა მამამ უწინასწარმეტყველა, შურიან კაცთაგან ბევრი განსაცდელი გექნება, მოთმინებითა და უბოროტობით დაითმინეო.

გრიგოლი იერუსალიმში დაბრუნდა. ერთი წლის მერე ანტიოქიაში გაემგზავრა, იქიდან კი კონსტანტინოპოლში ჩავიდა, სადაც წმინდა სერგისა და ბაქოზის მონასტერში ცხოვრობდა. ცხოვრების წესითა და განსწავლულობით გააოცა იღუმენი. გრიგოლს მთელი კვირა არაფერი უჭამია, მთელ დროს წმინდა წიგნების კითხვასა და გადაწერას ახმარდა. იღუმენმა ამის შესახებ პატრიარქ ევტიქის აუწყა, ისიც უთხრა, ამისთანა მოღვაწეს და განსწავლულს მთელ კონსტანტინოპოლში ვერ ნახავო. ძალზე გაუხარდა პატრიარქს, მიიწვია თავისთან გრიგოლი, გაესაუბრა და მადლობა შესწირა ღმერთს ასეთი მადლმოსილი კაცის გამოგზავნისთვის.

გავიდა ხანი. აკრაგანტის ეპისკოპოსი გარდაიცვალა და აკრაგანტელებს შორის დიდი შფოთი ატყდა. ზოგს დეკანოზი საბინი უნდოდა ეპისკოპოსად, ზოგს - ვინმე კრისკენტი, მესამეს კი არქიდიაკონი პავლე. მიადგნენ რომის პაპს და ერთ-ერთის ეპისკოპოსად გამორჩევა სთხოვეს. მთხოვნელთა შორის იყო გრიგოლის მამაც. პაპს ღამით მოციქულთა მსგავსი ორი დიდებული კაცი გამოეცხადა და უთხრა: ასე რატომ წუხხარ აკრაგანტელებზე? მათი მოყვანილი კაცები არც ერთი არ არის ღირსი მღვდელმთავრობისა. რომში, წმინდა საბას მონასტერში, ცხოვრობდა კონსტანტინოპოლიდან ჩამოსული გრიგოლი, რომელიც წმინდა მერკურის მონასტერში გადაიმალა აკრაგანტელების მოსვლის შემდეგ. მოუხმე მას და დაადგინე აკრაგანტის ეპისკოპოსადო.

პაპმა მოუხმო ამბა მარკოზს, რომელიც ამ დროს რომში იყო, უამბო ყველაფერი და ორ ეპისკოპოსთან და სამღვდელოებასთან ერთად ღირსი გრიგოლის მოსაყვანად გაგზავნა. გრიგოლმა თვალი რომ მოჰკრა ეპისკოპოსებს, მონასტრის ეზოში ბალახში დაიმალა, მაგრამ მაინც იპოვეს, დიდი პატივით მიიყვანეს პაპთან და განუცხადეს უფლის ნება.

რომის პაპმა აკრაგანტელები იხმო და უთხრა: - წავიდეთ ტაძარში და იქ ღმერთი გამოაჩენს თავის ნებასო. წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში წირვა დაიწყეს. იქვე, საკურთხეველში იმყოფებოდა გრიგოლიც. უეცრად წმინდა ტრაპეზის თავზე მტრედმა დაიწყო ფრენა და მერე წმინდა გრიგოლს დააჯდა თავზე. "აი, ის, ვინც ღმერთმა ეპისკოპოსობის ღირსად გამოაჩინაო", - გაიხარეს აკრაგანტელებმა, ხარიტონმაც იცნო თავისი ვაჟი. რამდენიმე დღის შემდეგ აკრაგანტელები ახალნაკურთხ ეპისკოპოსთან ერთად სამშობლოში დაბრუნდნენ. გზად ქალაქ პანორმიას (ახლანდელი პალერმო) ჩაუარეს. იქაური ეპისკოპოსის თხოვნით, წმინდა გრიგოლი კრებულთან ერთად მათ ეკლესიაში შევიდა და იქადაგა. შესასვლელში კეთროვანი ბერი შემოეგება და განკურნება შესთხოვა. "უფლის სახელით განკურნებულხარ სნეულებისგან", - უთხრა წმინდა გრიგოლმა და ბერი იმწამსვე განიკურნა. აკრაგანტს რომ მიუახლოვდნენ, ღირსი გრიგოლი გარეუბნის მონასტერში შევიდა. იქ ერთი ყრუ-მუნჯი ბერი ჩაუვარა ფეხებში. შეეწყალა ეპისკოპოსს საცოდავი. ხელები ზეცად აღაპყრო, ილოცა, ბერი წამოაყენა და უთხრა: "ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით ვუბრძანებ ყრუმუნჯობის ეშმაკს, გამოვიდეს ღვთის ქმნილებისგან. ისაუბრე და ისმინე, ძმაო, და განადიდე ღმერთი შენი შემოქმედი!" ბერი იმწამსვე განიკურნა და ღმერთი ადიდა. "მეუფეო, უკვე ოცი წლის ბერია ეგ, - უთხრა იღუმენმა, - რვა წლისა აღკვეცეს და აქამდე ყრუ-მუნჯი იყოო". ყველა მოკრძალებულმა შიშმა აიტანა. ღამე იმ მონასტერში დარჩნენ, დილით კი აკრაგანტისკენ გაეშურნენ. ქალაქელებმა როცა შეიტყვეს, რომ მათთან ეპისკოპოსად ასეთი სასწაულთმოქმედი მამა მოდიოდა, ქალაქის განაპირას შეეგებნენ. თეოდოტიამაც იცნო შვილი. ყველანი ერთად გალობით შევიდნენ ტაძარში.

წმინდა გრიგოლი ზრუნავდა გლახაკებზე, კურნავდა სნეულებს და განდევნიდა ეშმაკებს. მამამისი ხარიტონიც ტაძრიდან არ გამოდიოდა და მარხვა-ლოცვით დღედაღამ ემსახურებოდა უფალს, ასევე ზრუნავდა თავისი სულისთვის. მრავალი სნეული განკურნა წმინდა გრიგოლმა, მათ შორის დეკანოზ საბინის ქალიშვილიც, რომელიც 8 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული, წმინდა გრიგოლის ერთი სიტყვით იგი ფეხზე წამოდგა და მრავალი იყო ამის მხილველი. რამდენიმე წლის შემდეგ საბინმა წმინდა გრიგოლს სიკეთე ბოროტებით გადაუხადა. შეეკრა ადრე მასავით ეპისკოპოსობის მაძიებელ კრისკენტს. "დიდხანს უნდა დავემორჩილოთ ამ ჯადოქარს? ის ხომ ჯადოქრობით კურნავს ხალხს და მსგავსია ეშმაკისა, რადგან არც ჭამს და არც სვამსო", - ამბობდნენ. ზოგიერთი სამღვდელო და საეროც გადაიბირეს, რომ გრიგოლი ჩამოეგდოთ და მის მაგივრად დაედგინათ ვინმე ერეტიკოსი, რომელიც ლაოდიკიის კრებას შეეჩვენებინა.

გრიგოლის მტრებმა მოისყიდეს ერთი გარყვნილი ქალი, ევდოკია, რომელსაც ხალხის თვალწინ ეპისკოპოსისთვის უნდა დაებრალებინა, ვითომ მასთან სცოდავდა. მღვდელმთავარი ტაძარში ღამისთევის ლოცვაზე იდგა. საბინმა და კრისკენტმა მოისყიდეს დარაჯი და მეძავი ეპისკოპოსის საძინებელში შეიყვანეს. დილის ლოცვის მერე ეპისკოპოსი შინ დაბრუნდა, ჩვეულებისამებრ, აკრაგანტელებიც თან გაჰყვნენ. მათ შორის იყვნენ საბინის მომხრეები. ისინი შეცვივდნენ მღვდელმთავრის საძინებელში, იქიდან ქალი გამოიყვანეს და მორწმუნეებს მიმართეს: "აი, ნახეთ, როგორია ეგ თქვენი "წმინდანი" მღვდელმთავარიო". ქალი გაიძახოდა, - მწუხრამდე ჩემთან იყო და მერე წავიდა ეკლესიაშიო. არქიდიაკონი და წმინდა გრიგოლის ერთგული მღვდელმთავრები ამტკიცებდნენ, - სწორედ მაგ დროს ტაძარში იყოო. მალე დაივიწყა ხალხმა მღვდელმთავრის სიკეთე. უმეტესობამ მისი ცოდვიანობა დაიჯერა. წმინდა გრიგოლი დილეგში ჩააგდეს, ფეხებზე ხუნდები დაადეს და მცველები დაუყენეს. საბინის მომხრეებმა პაპის ეგზარქოსს თხოვნა გაუგზავნეს, მოდი და გაასამართლე მრუში გრიგოლიო. ამასობაში ტაძრის გარშემო უამრავი მტირალი ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც წმინდა გრიგოლის წმინდანობისა სწამდათ.

მაშინ, როცა შუაღამისას წმინდა გრიგოლი ამ განსაცდელისთვის ღმერთს განადიდებდა, გამოუჩნდა უფლის ანგელოზი და გაათავისუფლა ხუნდებისაგან, მოთმინებისკენ მოუწოდა და უჩინო შეიქმნა. ციხის კარები თავისით გაიღო. "ახლა კი დავრწმუნდით, რომ ღმერთი შენს გვერდითაა და რასაც შენზე ამბობდნენ, ცილისწამებაა" - გაიძახოდნენ პატიმრები. მათ საბინისა და მის მომხრეთა ამოხოცვა გადაწყვიტეს, მაგრამ წმინდა გრიგოლმა ისინი შეაჩერა, დაარწმუნა, რომ სასამართლოსთვის მოეცადათ.

ეგზარქოსიც ჩამოვიდა. ყვითელმა ლითონმა მასაც თვალები დაუბრმავა. გაიმართა სასამართლო. მოიყვანეს მეძავი და ჰკითხეს: "მართლა შენთან იყო ეპისკოპოსიო?" "დიახ, მეუფეო", - უპასუხა ქალმა და იმწამსვე ეშმაკეული შეიქმნა. დაეცა მიწაზე და იწყო გრეხა. თუ ღვთისმოშიშმა ხალხმა ეს ამბავი გრიგოლის უბრალოების დასტურად მიიღო, სხვები გაიძახოდნენ: "ხომ ვამბობდით, ჯადოქარიაო". მოირბინა საბინის ცოლმაც და ქმარს მიმართა: "შე უბედურო, დაგავიწყდა ამის სიკეთე, ქალიშვილი რომ განგიკურნა? წადი ჩემი სახლიდან, აღარ მინდა შენი ხილვა". წმინდანის ფეხებთან დაეცა და შენდობა სთხოვა.

ეგზარქოსს შფოთის შეეშინდა და შუაღამისას გრიგოლი, მრევლისგან მალულად ჩასვა ხომალდში და ცილისმწამებლებთან ერთად რომში გაამგზავრა. არც მის მომხრეთა თხოვნას უსმინა და მხოლოდ ერთი დიაკვანი გააყოლა. დილით ამ ამბით აღშფოთებულმა ხალხმა საბინისა და კრისკენტის მოკვლა დააპირა. მათ ტაძარს შეაფარეს თავი. ხალხი ტაძარში შეიჭრებოდა, რომ არა წმინდა გრიგოლის მამა. ხარიტონმა შეაჩერა და დაამშვიდა აღელვებული ბრბო. რომში წავიდნენ გრიგოლის მომხრე აკრაგანტელები.

ამასობაში მტრებმა დრო იხელთეს და აკრაგანტის ეპისკოპოსად ერეტიკოსი ელევსი დაადგინეს. მან მაშინვე წმინდანთა ნაწილები გამოიტანა ეკლესიიდან და დაწვა სცადა, მაგრამ მათ ცეცხლი არ მიეკარა, ამიტომაც ჩუმად ზღვაში ჩააყრევინა. ქალაქის ხელისუფლება და სამღვდელოება ხარიტონმა დაარწმუნა, მშვიდად ყოფილიყვნენ და გრიგოლი უთუოდ დაბრუნდებოდა.

პაპმა ეგზარქოსის წერილი რომ წაიკითხა, ისე განრისხდა გრიგოლზე, ახლოს არ გაიკარა და ხელფეხშეკრული უმალ ციხეში ჩააგდებინა. ცალკე ჩაკეტეს მისი დიაკვანი პლატონიკეც. შუაღამისას წმინდა გრიგოლს ის ცნობილი ორი მოციქული (ალბათ პეტრე და პავლე) გამოუჩნდა და გაამხნევა. გრიგოლს ბორკილები დასცვივდა და სრულიად გათავისუფლდა. მოციქულებმა დიაკვანი პლატონიკეც გაათავისუფლეს და წმინდა გრიგოლთან მიიყვანეს. წმინდა გრიგოლს დარაჯობდა კაცი, რომელსაც შინ ეშმაკეული შვილი ჰყავდა. მამა მას რკინის ჯაჭვით აბამდა, მაგრამ ის ჯაჭვს წყვეტდა. 6 წელი იყო, რაც ასე იტანჯებოდა. ახლაც ძელზე მიბმულმა დაწყვიტა ჯაჭვები და შინიდან გაიქცა. ციხის კარები ღია დაინახა, შევარდა შიგ წმინდა გრიგოლთან და მის ფერხთით დაეცა. წმინდა გრიგოლმა დაასხა ხელი და განკურნა. ამასობაში შვილის ძებნით დაღლილმა მამამ ციხის კარები ღია დაინახა. შეშინდა, ეგონა, პატიმრები გაიქცნენო. შევიდა და რას ხედავს - მისი ვაჟი განკურნებული მშვიდად ზის წმინდა გრიგოლთან. იმ წუთიდან ციხის მცველი მას დიდ პატივს მიაგებდა და ღვთის ანგელოზად თვლიდა. ერთმა დედაკაცმა, ციხის მცველის ვაჟის განკურნების ამბავი რომ შეიტყო, თავისი დაკრუნჩხული ქალიშვილი მიუყვანა წმინდა გრიგოლს. წმინდა მამამ ხელის დადებით განკურნა გოგონა. ეს ამბავი გახმაურდა. მრავალი სნეული მიჰყავდათ წმინდა გრიგოლთან.

გავიდა ერთი წელი წმინდა გრიგოლის პატიმრობიდან. რომის პაპს გაახსენდა იგი. იხმო ამბა მარკოზი და ჰკითხა: - იცი, გრიგოლ აკრაგანტელმა მეშვიდე მცნება რომ დაარღვიაო? მარკოზმა ამოიოხრა: - ნეტავ საშინელ სამსჯავროზე მისი ხვედრის თანაზიარი ვიყოო. პაპს სახე შეეცვალა და ამბა მარკოზს ეგზარქოსის წერილი გადასცა. მან წაიკითხა და გაეცინა: "ეს ცილისწამებაა წმინდა კაცზე, რომელიც თავისი ცხოვრებითა და სასწაულებით ძველ მამათა დარია". პაპმა ჰკითხა, რა გავაკეთოო. ამბა მარკოზმა უთხრა, გრიგოლის განსასჯელად შეეკრიბა დასავლეთის და აღმოსავლეთის ეპისკოპოსები. "იმპერატორიც და კონსტანტინოპოლის პატრიარქიც გამოაგზავნიან თავიანთ ხალხს, სიცილიიდან ჩამოვიყვანოთ ბრალმდებლები და ის დედაკაცი და ღმერთი გამოაჩენს სიმართლესო", - დასძინა მან.

იმპერატორი და პატრიარქი გააოცა ცილისმწამებელთა ურცხვობამ და შეწუხდნენ, უდანაშაულო გრიგოლი ამდენ ხანს რატომ ზის ციხეშიო.

იმპერატორმა დიდებული, სახელად მარკიანე, გამოგზავნა, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კი სამი ეპისკოპოსი. ისინი და სხვა მიწვეულნი გრიგოლის პატიმრობის მეორე წელს ჩავიდნენ რომში. გზაში მარკიანე მძიმე ავად გახდა. ექიმები ვერაფერს შველოდნენ. მისი ავადმყოფობის ამბავი იმ დედაკაცმა შეიტყო, წმინდა გრიგოლმა ქალიშვილი რომ განუკურნა. მონებს უთხრა, წამოიყვანეთ თქვენი ბატონი და ისეთ ექიმთან მივიყვან, რომელიც სიტყვით კურნავსო. ავადმყოფი საპყრობილეში შეიყვანეს. მარკიანეს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. შეეწყალა წმინდა გრიგოლს, ხელი დაადო სნეულს და ილოცა. მარკიანეს ჩაეძინა. სიცხე უკვე აღარ ჰქონდა. წმინდა გრიგოლმა ცისკრის ლოცვები დაიწყო. გამოეღვიძა მარკიანეს სრულიად ჯანმრთელს, იცნო წმინდა გრიგოლი, მიხვდა, რომ მისი ლოცვით განიკურნა. დილით კი მარკიანეს მაძებარი პატრიარქის გამოგზავნილი მღვდელმთავრები ციხეში შევიდნენ და მოძღვარი სრულიად გამოჯანმრთელებული იხილეს - წმინდა გრიგოლს ესაუბრებოდა. ეპისკოპოსები პაპზე გაბრაზდნენ, უდანაშაულო კაცი რატომ ჰყავს ციხეშიო. მაგრამ წმინდა გრიგოლმა უთხრა, - სასამართლოს მერე უთხარით ეს ამბავი პაპს, მანამდე ნურაფერს გაამხელთო.

ციხის ახლოს, წმინდა პოლიტეს ეკლესიაში გაიმართა სასამართლო. ტაძარი ხალხს ვერ იტევდა. სასამართლოს პაპი უძღვებოდა. ბრალმდებლები ამტკიცებდნენ, ქალი მისი საწოლიდან გამოვათრიეთო. აღმოსავლელმა ეპისკოპოსებმა იმ ქალის მოყვანა მოითხოვეს. "მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსთან შესცოდა, ეშმაკეული გახდა და ვერაფერს იტყვისო", - მიუგეს. მოიყვანეს ქალი. ბრალმდებლები ისევ ჯიუტობდნენ: - ჩვენ ყველაფერი ვთქვით. ახლა ბრალდებულს ჰკითხეთო. წმინდა გრიგოლმა სიღრმით გულისათ ამოიოხრა და წარმოთქვა:"აღსდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და რაი იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე" (ფს. 34,11-12). ფსალმუნის სიტყვები წარმოთქვა თუ არა, ეშმაკეული ქალი მის ფერხთით პირზე დუჟმორეული უგონოდ დაეცა. წმინდა გრიგოლმა ილოცა და ეშმაკი გავიდა ქალისგან. წამოაყენეს, ჰკითხეს, შენს ეპისკოპოსს თუ იცნობ, შენთან ერთად ოდესმე რაიმე ცოდვა ხომ არ ჩაუდენიაო. ქალმა თქვა: "მისი ბრალდება კრისკენტმა და საბინმა მოიფიქრეს. დიდი ფული მომცეს და მეც ცილი დავწამე. მას შემდეგ ეშმაკი შევიდა ჩემში და მტანჯავსო".

მოკლედ, სასამართლომ საბინი და კრისკენტი ესპანეთში, ხოლო დანარჩენი სამღვდელონი რავენაში გადაასახლა. ერისკაცები კი პაპმა მარკიანეს გადასცა საკადრისად დასასჯელად. ქალი კი, მანამდე ღვთისგან დასჯილი, სასამართლომ გაათავისუფლა. წმინდა გრიგოლმა ყველას შენდობა სთხოვა. "ამ სიტყვებით იარაღი აგვყარეო", - უთხრეს. მაგრამ ღვთის რისხვამ არ დააყოვნა. უეცრად ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, მიწა იძრა, იქაურობა ბნელმა მოიცვა. ბნელი გაიფანტა. ყველა ცილისმწამებელს სახე გაშავებოდა, საბინს და კრისკენტს ტუჩები ისე ჩამოსწეოდათ, რომ ლაპარაკი აღარ შეეძლოთ. მაშინ რომის პაპმა სასჯელი შეცვალა და ყველა პირშავს და მათ შთამომავლობას აკრაგანტის ეპისკოპოსის მონობა დაუდგინა, თანაც ისე, რომ მათგან ვერავინ გაბედავდა დიაკვნად კურთხევასაც კი.

ამასობაში მეცხრე ჟამიც დადგა და პაპმა ლიტურგიის აღვლენა ბრძანა. ამ წირვაზე ღირსეულმა ეპისკოპოსებმა იხილეს ღვთის მადლით გაბრწყინებული გრიგოლი. მოხდა სხვა სასწაულიც. მდინარე ტიბრში გაჩხერილიყო ეკლესიის განმშვენებისთვის განკუთვნილი მორები. პაპმა მათი ამოღება გრიგოლს სთხოვა. წმინდა გრიგოლი მივიდა იმ ადგილას, ილოცა და მორები თავისუფლად ამოიღეს. პაპმა ისევ შეკრიბა ეპისკოპოსები, მათ ელევსი ესპანეთში გააძევეს, წმინდა გრიგოლი კი კვლავ აკრაგანტის ეპისკოპოსად გაგზავნეს. წმინდა გრიგოლმა ერეტიკოსთაგან შერყვნილ ტაძარში შესვლა არ იკადრა, მოციქულთა სახელზე ახალი ტაძარი და საეპისკოპოსო სახლი ააშენა და დიდხანს მშვიდად მწყემსავდა ქრისტეს სამწყსოს.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა გრიგოლ აკრაგანტელის ხსენება 23 ნოემბერს (ახალი სტილით 6 დეკემბერს) დააწესა. შეეწიოს სრულიად საქრისტიანოს მისი წმინდა ლოცვა
.....................
აქვე წაიკითხეთ:

6 დეკემბერს (ახალი სტილით) მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ აკრაგანტელს მოიხსენიებს.

ამ წირვაზე ღირსეულმა ეპისკოპოსებმა იხილეს ღვთის მადლით გაბრწყინებული გრიგოლი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat