ეს ღვთისკაცი იმპერატორ თეოფილეს ჟამს (829-842 წლები) დაიბადა გალატიაში, მშობლებმა, - თეოფილემ და ევდოკიამ ნათლობისას ლეონი დაარქვეს.
რომ დავაჟკაცდა, მისი ახოვანება და ფიზიკური ძალა იმპერატორმა შენიშნა, წყალობით აღავსო და კომიტად დაადგინა.
ლეონმა მრავალი წელი იმსახურა და მისი თავგანწირვა ყველას აღაფრთოვანებდა, შემდეგ კი, უცაბედად, ყოველი დაუტევა, რაც წუთისოფელთან აკავშირებდა და დაფნის მონასტერში პეტრეს სახელით აღიკვეცა. იქიდან მალევე გადავიდა ბითვინიაში, ოლიმპოს მთის ერთ-ერთ მონასტერში გადავიდა, შემდეგ წმინდა მიწა მოილოცა და ლაოდიკიასა და ატალიასაც ეწვია, ბოლოს, კვლავ ოლიმპს დაუბრუნდა.
მისი სიქველისა და წმინდა ცხოვრების შესახებ მალე ახალნაკურთხმა იმპერატორმა, ბასილ მაკედონელმაც (866-886 წლები) შეიტყო და ბოსფორის ზღვის ევროპულ ნაპირას მდებარე წმინდა ფოკას სავანის იღუმენად დაადგინა, მონასტერს კი - უხვი საბოძვარი უწყალობა.
ღვთისკაცის წინამძღოლობით სავანე მალე ისე გაძლიერდა, იქ მოღვაწე მამათა რიცხვმა 500-ს მიაღწია. მამანი შუა დედაქალაქში ისე ცხოვრობდნენ, ვითარცა - უდაბნოში და ერისკაცთათვის იყვნენ, ვითარცა სვეტნი ნათლისა.
ამ სავანეშივე შეჰვედრა სული უფალს ღირსმა პეტრემ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი