ნეტარი ისიქიოსი სინაის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს მონასტრის სიახლოვეს, ქორების მთაზე განდეგილობდა
და საკუთარ სულზე დიდად არ ზრუნავდა, მაგრამ ერთხელ ისე დასნეულდა, სიკვდილის პირას მივიდა (ძველი გადმოცემის მოწმობით, - მიიცვალა და, ღვთის საკვირველი განგებულებით, ერთ საათში, მკვდრეთით აღდგა), რის შემდეგაც სრულიად შეიცვალა, სენაკის შესასვლელი ქვებით ამოქოლა და თორმეტი წელი სრულ მარტოობაში, ლოცვასა და სინანულში განლია.
მისი საზრდელი ოდენ მცირედი პური და წყალი იყო, უძილო ლოცვას მიცემული განთიადიდან ვიდრე დაისამდე სინანულის ცრემლს ღვრიდა და ამგვარად გამოისყიდდა საკუთარ უდებებას.
გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მამებმა მისი სენაკის ამოქოლილი კარი გახსნეს, შევიდნენ და ნეტარ მამას შეევედრნენ, გაემხილა, თუ რა იხილა მრავალი წლის წინ სიკვდილის პირას მყოფმა.
წმინდა მამამ კი მხოლოდ ეს აღმოთქვა:
- შემინდეთ, ვინაც სიკვდილის ხსოვნა მოიხვეჭა, აღარასოდეს შესცოდავს!
წმინდა ისიქიოსი დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის სავანის მახლობელ სასაფლაოზე დაკრძალეს. გარკვეული ხნის შემდგომ ძმებმა სამარე გათხარეს, თუმცა, ისიხის სხეული ვერ პოვეს.
წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა საკუთარი თვალით იხილა ყოველივე და აღწერა კიდეც თავის "კიბეში".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი