ღირსი გრიგოლი წარმოშობით ქალაქ გალიჩიდან იყო. იგი დაიბადა XIV საუკუნის შუა წლებში და აღიზარდა კეთილშობილ დიდებულთა ოჯახში.
გრიგოლმა იმ დროისათვის კარგი საერო განათლება მიიღო. როცა 15 წლის შესრულდა, მშობლებმა განიზრახეს მისი დაქორწინება, რაც ვაჟს საერთოდ არ სურდა. მან ქრისტიანული ჭეშმარიტება შეიმეცნა, მიხვდა ამქვეყნიური ცხოვრების ამაოებას და სურდა, თავი უფლისთვის მიეძღვნა. გრიგოლი დიდ პატივს სცემდა მშობლებს, ამიტომ დაჰყვა მათ სურვილს ოჯახის შექმნის თაობაზე. ღვთის ნებით, ნეტარის მშობლები მის დაქორწინებამდე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ გრიგოლმა გაყიდა მშობლების ქონება, ფული დაურიგა ღარიბებს, უარი თქვა საერო ცხოვრებაზე და ეძებდა ადგილს სამოღვაწეოდ. ღირს გრიგოლს უყვარდა წმინდა წერილის სიტყვების გამეორება: "და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს"(მთ.19.29)
ბოლოს, ჟელტოვოდის მონასტერში, იღუმენ მაკარისთან მივიდა. მისგან აღიკვეცა ბერად და შეუდგა ასკეტურ ცხოვრებას. ბერი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მკაცრი მარხვით. განსაკუთრებული ღვთივსათნო ცხოვრებისათვის იღუმენმა მაკარმა გრიგოლი მღვდლად აკურთხა. ამის შემდეგ ნეტარი მამა დაინიშნა გალიჩის ტბის მახლობლად მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის იღუმენად. ასე გამრავლდა უფლისათვის მისი მოღვაწეობა და ზრუნვა.
მიუხედავად იმისა, რომ ღირსი გრიგოლი ახალგაზრდა იყო, მისი ცხოვრების წესი და ღვთისმოსაობა აღტაცებას იწვევდა საძმოში. ნეტარი მამა ასკეტური ცხოვრების მაგალითს აძლევდა ბერებს. ღირსი მამის მოღვაწეობისა და კეთილშობილი ცხოვრების შესახებ მალე თავადმა იური გალიჩელმაც შეიტყო. ნეტარი მამა თავადის სულიერი მოძღვარი გახდა. ღირსი მამის ღვაწლის შესახებ მალე მოსკოველმა დიდმა თავადმა ვასილი დიმიტრიევმაც შეიტყო. გრიგოლი გაექცა დიდებას კაცთა შორის, დატოვა მშობლიური მხარე და დასახლდა ქალაქ როსტოვის ნათლისღების მონასტერში. იქ ნეტარი მამა მალე არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. შემდეგ ის მხსნელის (სპასკი) მონასტრის ფუძემდებელი გახდა. მისმა ცხოვრების წესმა და ღვთისნიერობამ ამ მონასტერშიც მოიზიდა ბევრი მორწმუნე. ღირს მამას განმარტოება სურდა, რათა უფალთან გამუდმებული კავშირი ჰქონოდა ლოცვით. ორი წლის შემდეგ წმინდა გრიგოლი ვოლოგოდის მახლობლად ტყეში გლუშიცის მონასტერში გადავიდა, აქ ის ღირს დიონისე გლუშიცელის მორჩილებაში ცხოვრობდა. ხუთი წლის შემდეგ მისი კურთხევით გრიგოლი იქვე მდინარის პირას დაეყუდა და მარტომყოფობა იტვირთა.
თუმცა ნეტარს მარტოობა დიდხანს არ აცადეს, მის გრშემო სხვა ბერებიც შემოიკრიბნენ და ასე ჩაეყარა საფუძველი ახალ მონასტერს. შავანის მშენებლობას ფინანსურად შეეწეოდა ვინმე კეთილი და მდიდარი ქრისტიანი სახელად მარტინი. ააშენეს ტაძარი, რომელიც როსტოვის პატრიარქმა ეფრემ მეორემ აკურთხა.
1433 წელს თავადმა იური დიმიტრიევიჩმა ტახტი წაართვა ძმისშვილ ვასილი II-ს. იმ დროს ღირსი გრიგოლი მოსკოვში იყო. ის შეეცადა, შეეგონებინა იური, დაეთმო ტახტი და თავის სათავადოში, გალიჩში დაბრუნებულიყო. გრიგოლი ასევე ამხელდა იურის ვაჟს დიმიტრის, რომელმაც დაიპყრო ვოლოგდა და დიდ ზიანს აყენებდა მშვიდობიან მოსახლეობას. ნეტარი მამის მხილებით გაღიზიანებულმა თავადმა ბრძანა მოძღვარი ხიდიდან მდინარეში გადაეგდოთ. საბედნიეროდ, ღირსი გრიგოლი გადარჩა.
ღირსმა გრიგოლმა ასოცდაშვიდი წლისამ იგრძნო, რომ ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი მოსვლოდა. მან მემკვიდრედ მონასტრის ბერი ალექსანდრე დაასახელა, მიიღო წმინდა ზიარება. ანდერძად დაიბარა, მისი სხეული ჭაობში დაემარხათ.
მისი დასაფლავების დღეს ტაძარი კეთილსურნელებით აივსო, ამ სურნელებას ღვთის მადლთ კურნების ძალა ჰქონდა და მრავალი იქ მყოფიც განიკურნა სასწაულებრივად.
ხატის წყარო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი