ღირსი ეგნატე კაპადოკიაში ცხოვრობდა X საუკუნეში, იმპერატორ ნიკიფორე ფოკას მმართველობის დროს.
ეგნატე ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თავმდაბლობით და ღვთისმოშიშებით. ეგნატე მშობლებმა სიყმაწვილეშივე შესწირეს უფალს. ეგნატეს ქრისტიანულ აღზრდაზე მისი ბიძა, წმინდა ბასილი ზრუნავდა. მოწიფულობის ასაკს რომ მიაღწია, ნეტარი ბერად აღიკვეცა და მალე ხუცესად დაასხეს ხელი. შემდგომში ეგნატე მაცხოვრის სავანის იღუმენად დანიშნეს კონსტანტინოპოლის მახლობლად. ღირსი მამა გულმოდგინედ იღვწოდა მონასტრისთვის. წმინდა ეგნატე ქალაქ ამორიის მახლობლად გარდაიცვალა დიზინტერიით. ეს მოხდა 975 წელს. დიდი ხნის შემდეგ მისი ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული და დავანებული იმ მონასტრის ეკლესიაში, რომლის წინამძღვარიც თავად იყო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი