ღირს აპფუს (ანდა აპფიე) ახლა მხოლოდ კოპტების ეკლესია მოიხსენიებს, - ბრძანებს მაკარი სიმონპეტრელი.
იგი IV საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად და ერთ-ერთი პირველი განდეგილი გახლდათ. ის მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა. გადაწყვიტა უდაბნოში კამეჩების ჯოგთან ერთად ეცხოვრა და ამის გამო მეტსახელად ანტილოპა შეარქვეს. მასთან მხოლოდ წელიწადში ერთხელ მიდიოდა ძმა და აღდგომის მოახლოებას ატყობინებდა. მაშინ მეუდაბნოე მიდიოდა ქალაქში და სხვებთან ერთად ზეიმობდა აღდგომის დღესასწაულს, შემდეგ კი უდაბნოში ბრუნდებოდა. ერთხელ მოისმინა მთავარეპისკოპოს თეოფილეს სააღდგომო ქადაგება ანთროპომორფების ერესის წინააღმდეგ და მაშინვე ჩავიდა ალექსანდრიაში და ესაუბრა პატრიარქს წმინდა წერილის პირდაპირი და სულიერი განმარტებების შესახებ. თეოფილე ისე შეძრა განდეგილის სიბრძნემ, რომ ონსირიქოსის (ახლანდელი ელ-ბაჰნასი, ქაიროდან სამხრეთით 200 კილომეტრში) მცხოვრებთ სურდათ იგი თავის ეპისკოპოსად აერჩიათ. ღირსი აპფუ უხალისოდ დათანხმდა, თანაც ერთი პირობით, რომ ქალაქში მხოლოდ შაბათ-კვირას მოვიდოდა. წმინდა აპფუმ სიცოცხლის ბოლომდე მონასტერში იცხოვრა. მან იმ მხარეში გამოაცოცხლა ქრისტიანული ცხოვრება. ხვდებოდა, რომ მას აღარ ჰქონდა ისეთი ძალისხევა მოსაგრე ცხოვრებისა, როგორც ადრე უდაბნოში და ჰკითხა უფალს: რატომ მოაკლდა ამ მადლს, იმიტომ ხომ არა, ეპისკოპოსის ხარისხი რომ მიიღო? მაშინ მას უფლის პასუხი განეცხადა: "რა თქმა უნდა, არა. ვიდრე შენ უდაბნოში იყავი, არავინ იყო შენს დასახმარებლად რომ მოსულიყო, ამიტომაც უფალი შეგეწეოდა. ახლა, როცა სოფელში ცხოვრობ, ნუგეშს ადამიანთა სიახლოვით იღებო".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი