წმინდა ბასიანე XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. ის ვოლოგდის ახლოს, სოფელ ბურცევოში დაიბადა.
თერძი გახლდათ. უყვარდა საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასწრება და სულის ცხონებაზე საუბარი. როცა მან გულში ღვთის მოწოდება გაიგო, მიატოვა ცოლ-შვილი და ტოტმესის ახლოს ერთ მონასტერში დასახლდა.
სავანეში გულმოდგინედ აღასრულებდა ყველა დავალებას და არ აკლდებოდა საეკლესიო ლოცვებს. მაგრამ განმარტოების მოსურნემ ტოტმედან ორმოცდაათ კილომეტრში მდინარე ტიქსნის ნაპირას კელია აიშენა და იქ დასახლდა. სულიერი მამის გარდა არავის ენახვებოდა და სტუმრებს კელიის პატარა სარკმლიდან ესაუბრეოდა, ისე რომ, მათ არ ენახვებოდა. წმინდა ბასიანეს შიშველ მიწაზე ეძინა. ღამეებს ლოცვასა და მუხლთადრეკაში ატარებდა. ტანთ უხეში მატყლის სამოსი ეცვა და მძიმე ჯაჭვებს ატარებდა სკუფიის ქვეშ კი რკინის ჩაჩქანი ეხურა.
წმინდა ბასიანე 30 წელი იყო დაყუდებული და ღრმა სიბერემდე იცოცხლა. სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, მოუხმო სულიერ მოძღვარს იღუმენ თერაპონტეს, ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და 1624 წლის 12 სექტემბერს ჩააბარა სული უფალს. წმინდა ბასიანეს მოსაგრეობის ადგილას შემდგომში მონასტერი დაარსდა, რომელიც ეკატერინე მეორეს დროს მონასტრის ქონების კონფისკაციის დროს დაანგრიეს. ახლა წმინდა სხეული სოფლის ეკლესიაშია დასვენებული. მრავალი მომლოცველი მიდის იმ მღვიმეში, სადაც წმინდანი მოღვაწეობდა და ეთაყვანებიან მის ჯაჭვებს.
............
წმინდა მღვდელმოწამენი: თეოდორე ლებედევი, იოანე პრუდენტოვი, ნიკოლოზ ჟიტოვი, მღვდლები (+1937) მათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი