ღირსი დანიელი დაიბადა დაახლოებით 750 წელს, ხატმებრძოლ იმპერატორ კონსტანტინე V კოპრონიმოსის მეფობის დროს.
მშობლებმა ის კეთილად აღზარდეს და სულიწმიდის ჭურჭლად აქციეს. მან სიყრმიდანვე შეიყვარა სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება. როცა მოიზარდა და საშუალება მიეცა, უდაბნოში წავიდა საცხოვრებლად. ამისთვის მან ბითინიის ოლქში, აპოლონიადის ტბაში მდებარე ფასიის კუნძული ირჩია, სადაც ის უფრო მეტად შეუდგა მოსაგრეობასა და ლოცვას. მისი სიწმინდე არ დაიფარა იქაურთათვის და მრავალი კუნძულელი მივიდა მასთან შემონაზვნების სურვილით. წმინდანი დაემორჩილა ღვთის ნებას, შეკრიბა მოწაფეები და მონასტერი დააარსა. ბევრი მონაზონი მონასტრის გალავანს გარეთ განმარტოებით ცხოვრობდა. მათ ყველამ თავიანთ წინამძღვრად ღირსი დანიელი აირჩიეს, რადგან ის იყო მათთვის მაგალითი სათნოებისა.
ერთხელ ფასია გადაიარა წმინდა იოანიკე დიდმა და ფასიელთა თხოვნით, კუნძული შემოსეული გველებისგან გაწმინდა. მაშინ ღირსი დანიელი წმინდა იოანიკეს შეუერთდა, რათა მასთან ერთად გაეზიარებინა ცხოვრების წესი. ღირსი მამები მოსაგრეობისთვის მღვიმეში დასახლდნენ, სადაც ეშმაკი ცხოვრობდა. წმინდა მამებმა მას ყურადღება არ მიაქციეს. ეშმაკმა მაშინ უზარმაზარი გველის სახე მიიღო და ისე სცადა მამების შეშინება. მაგრამ მამებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს, მაშინ ბოროტი სული გაქრა და მამებმა მშვიდად განაგრძეს მოსაგრეობა. გარკვეული დროის შემდეგ წმინდა იოანიკე ტრიხალიკის მთას დაუბრუნდა, ხოლო წმინდა დანიელი ძმებთან დაბრუნდა და მათ მწყემსავდა, ვიდრე თავის აღსასრულემდე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი