წმინდა სერგი და გერმანე ბალაამის კუნძულზე 1329 წელს დასახლდნენ. თავიანთი დარიგებებით და წმინდა ცხოვრებით
ხელი შეუწყვეს მართლმადიდებლური სარწმუნოების გავრცელებასა და განმტკიცებას კარელიაში, რომელიც შვედი პაპისტებისგან ზეწოლას განიცდიდა. ხალხმა კვლავ იწამა ქრისტიანობის, რომლის ავტორიტეტი ძალზედ შეარყიეს შვედებმა, რომლებიც მახვილით ავრცელებდნენ იქ კათოლიკობას. ამ ღირსი მამების მიერ დაარსებული მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერი საკმაოდ ხალხმრავალი გახდა. ორივე ღირსი მამა 1353 წელს აღესრულა. ბალაამის მონასტერს დროდადრო თავს ესხმოდნენ შვედები, ამიტომაც წმინდა მამათა ნაწილებს გადაასვენებდნენ ხოლმე ნოვგოროდში და მერე უკან აბრუნებდნენ. ერთ-ერთ ასეთ გადასვენებას იხსენიებენ 11 სექტემბერს.
..................................
წმინდა მღვდელმოწამენი: ნიკოლოზ პოდიაკოვი და ვიქტორ უსოვი, მღვდლები (+1918); წმინდა კარპე ელბი, მღვდელი (+1937); ნიკოლოზ შიროგოროვი, დიაკვანი (+1942)
11 სექტემბერს (24 სექტემბერს) მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
.....................................
კალუნოვის ღვთისმშობლის ხატი (+1689) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
რუსი მეომრები არაერთხელ შევედრებიან კალუნოვის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც XVII საუკუნეში შეიქმნა და მრავალი სასწაულით განდიდდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი