წმინდა იოანე კონსტანტინოპოლში დაიბადა და აღიზარდა, თავიდან მონეტათა გრავირებას ეწეოდა,
ყმაწვილობიდანვე გამოარჩევდა ღვთისადმი დიდი სიყვარული და კეთილშობილება და ღვთისგან არაერთხელ მიიღო ნიშანი საკუთარი მომავლის თაობაზე.
მისი სიქველის შესახებ თვით პატრიარქმა იოანე III სქოლასტიკოსმაც (565-577 წლები) კი შეიტყო (ხსენება 21 თებერვალს) და დიაკვნად დაასხა ხელი და უპოვართათვის მოწყალების დარიგება დაავალა.
იოანეს მოწყალებას საზღვარი არ ჰქონდა, - ფულს დაუთვლელად გასცემდა და არასოდეს ჰყოფდა მთხოვნელთ ღირსეულად ან უღირსად და რაც მეტს გასცემდა, მით მეტად ივსებოდა მისი კალათა.
პატრიარქ ევტიქის (ხსენება 6 აპრილს) გარდაცვალების შემდგომ, 582 წლის აპრილში იოანე, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის ნაცვლად აღასაყდრეს. ნეტარი ცამეტი წლის მანძილზე პატრიარქობდა და კვლავინდებურად უმკაცრეს ღვაწლს იყო შემგარი, რის გამოც მმარხველად იხსენიებდნენ: - საზრდელად მხოლოდ სალათის ფოთლებს თუ მიიღებდა, მცირეოდენ გოგრას ან ყურძენს, მჯდომარე ეძინა, ხოლო თუ ძილისთვის დაწესებულ იმ მცირეოდენ დროს გადაამეტებდა, მომდევნო ღამეს თვალს არ მოხუჭავდა.
ღატაკები ისე უყვარდა და ეწყალვოდა, რაც გააჩნდა, გასცა და ბოლოს იმპერატორ მავრიკიოსს (582-608 წლები) გამოსთხოვა სესხად თანხა, რომ ისევ უპოვართ შესწეოდა.
მისი გარდაცვალების (595 წელი) შემდგომ იმპერატორმა ვალის უკან დაბრუნება ისურვა, თუმცა, პატრიარქს ძველი მანტიისა და გაცრეცილი საბნის გარდა არაფერი დარჩენია.
ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე ღირსმა მამამ მრავალი სასწაული აღასრულა - ბრმადშობილს თვალისჩინი დაუბრუნა, ლოცვით ქალიშხალი ჩააცხრო, კონსტანტინოპოლის დასაპყრობად მომავალი მომხვდური უკან გააბრუნა, მრავალი უნაყოფო ქალი განკურნა.
ეს კეთილი მწყემსი საკუთარი ცხოვრებით ექცა საბაძველ სიქველისა და ანგელოზებრივი ცხოვრებისა მათთვის, ვინაც ღმერთმა მიანდო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი