წმინდა გენადი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+471) - 31 აგვისტო (13 სექტემბერი)
წმინდა გენადი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+471) - 31 აგვისტო (13 სექტემბერი)
31 აგვისტოს (13 სექტემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა გენადის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (471) ხსენების დღეს.

წმინდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი კეთილმსახური იმპერატორის ლეონ დიდის დროს (457-474 წლები) მოღვაწეობდა. მღვდელმთავარი სიმდაბლით, მოთმინებით, სიწმინდითა და თავშეკავებით გამოირჩეოდა. მისი ლოცვის ძალაზე ცხადად მეტყველებს ერთი ასეთი შემთხვევა. კონსტანტინოპოლის წმინდა ელეფთერის სახელობის ტაძარში ერთი უღირსი ღვთისმსახური, ვინმე ქარისიმე იმყოფებოდა, რომელიც უდებებაში (უდებება - სიზარმაცე) და არაწმინდებაში ატარებდა ცხოვრებას და არც ძარცვა-გლეჯას და ჯადოქრობას თაკილობდა. მღვდელმთავარი დიდხანს შეაგონებდა ცდომილს, მაგრამ ამაოდ. რამდენიმე მძიმე სასჯელის შემდეგ (ერთხელ ის ცემითაც დასაჯეს), ქარისიმე მაინც არ გამოსწორ¬და. ბოლოს წმინდა გენადიმ თავის დესპანს დაავალა, მისი სახელით მიემართა წმინდა ელეფთერისთვის. საყდარში შესული პატრიარქის დესპანი საკურთხევლის წინ დადგა, მოწამის საფლავისკენ გაიშვირა ხელი და თქვა: "წმინდაო მოწამეო, ელეფთერ! პატრიარქი გენადი გაუწყებს, რომ ღვთისმსახური ქარისიმე, შენს ტაძარს შეკედლებული, მრავალ უსჯულოებას სჩადის და საცდურად ექცევა სხვებს. ამიტომ ან გამოასწორე ის, ან განკვეთე ეკლესიიდან". მეორე დღეს ქარისიმე მკვდარი იპოვეს.

წმინდა მღვდელმთავარი გენადი ცამეტი წელი განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. ეკლესიაში წარმოქმნილი უკანონო ქმედებებისა და ცრუსწავლებების აღსაკვეთად წმინდა გენადიმ მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელზეც დაგმეს ევტიქიოსის ერესი და აკრძალეს სიმონია (ხელდასხმა საზღაურის საფასურად). მღვდელმთავარი ზრუნავდა იმაზე, რომ პირები, რომელთაც სასულიერო ხარისხის მიღება სურდათ, ღრმად ყოფილიყვნენ ჩახედული წმინდა წერილში. კონსტანტინოპოლში ნეტარი გენადის პატრიარქობის დროს აშენდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი. ამავე ხანებში რომიდან ჩამოსულმა სენატორმა, სტუდიოსმა დააარსა მონასტერი, რომელიც სტუდიონის სავანის სახელითაა ცნობილი.

წმინდა გენადი პატრიარქი ერთხელ წმინდა ანასტასიას ეკლესიაში მიდიოდა. პატრიარქს წინ სამღვდელონი და ერისკაცნი მიუძღოდნენ ანთებული სანთლებით და საკმევლის კმევით. მათ შორის იყო ერთი პატიოსანი მღვდელიც, მარკიანე. იგი წინაუძღოდა პატრიარქს. გზად ვინმე გლახაკი მოწყალებას ითხოვდა. შეეწყალა მღვდელს ქრისტეს უმცროსი ძმა, გადავიდა გზიდან, მოფარებულში, განიძარცვა სამოსელი თვისი და გლახაკს მისცა, თვითონ კი ფილონიღა უფარავდა შიშველ სხეულს. პატრიარქი და მისი კრებული წმინდა ანასტასიას ეკლესიაში შევიდნენ. ლიტანიობდნენ პატიოსან ნაწილთა წინაშე და განემზადებოდნენ წირვისთვის. მოიწია ჟამი ფერხთა ბანისა. მარკიანე ფილონით იფარავდა სხეულს, რომ მისი სიშიშვლე არ დაენახათ. ხოლო პატრიარქი, მღვდელნი და დიაკონნი მას ხედავდნენ ფილონის ქვეშ, ვითარცა სამეფო სამოსლით მოსილს. შეასმინა ვინმე მღვდელმა იგი პატრიარქთან, პატრიარქმა ბრძანა: მე იგი ვიხილე სამეფო სამოსით მოსილიო. როცა განსრულდა საღმრთო ლიტურგია, მღვდელმთავარმა იხმო მარკიანე და გაუწყრა: ძმაო, არ შეიძლება ეკლესიის კანონების საწინააღმდეგოდ მოქცევა და სამეუფო შესამოსლით შემოსვა. მარკიანემ იუარა - წმინდაო მეუფეო, არასოდეს მცმია ასეთი სამოსიო. ჩვენ ყველამ გიხილეთ ასეთად და შენ უარყოფო?! - გაბრაზდა პატრიარქი. აღხადეს მამა მარკიანეს ფილონი და იხილეს მისი შიშველი სხეული. მაშინ ყველამ შეიტყო მის მიერ ქმნული ქველი საქმე და ადიდებდნენ ღმერთს, "რომელი მოსცემს საიდუმლოსა მადლსა მოყვარეთა მისთა".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat