ეკლესია 30 აგვისტოს (12 სექტემბერს) წმინდა დანიელ მოსკოველის ნაწილთა აღმოყვანებასაც აღნიშნავს.
წმინდა კეთილმსახური დანიელ მოსკოველი (+1303) ვლადიმირში დაიბადა 1261 წელს. ის იყო მეოთხე ძე წმინდა ალექსანდრე ნეველისა (ხს. 30 აგვისტოს და 23 ნოემბერს).
1272 წელს მთავარმა დანიელმა მემკვიდრეობით მიიღო ქალაქი მოსკოვი და მისი მიმდებარე მიწები. კეთილმსახურმა მთავარმა მდინარე მოსკოვის პირას ააშენა ტაძარი თავისი ზეციური მფარველის, ღირსი დანიელ მესვეტის (ხს. 11 დეკემბერს) სახელზე. მოსკოვის სამთავრო მაშინ პატარა და უბადრუკი იყო.
1300 წელს ღირსი დანიელის წინამძღოლობით მოსკოველებმა გაანადგურეს თათართა ლაშქარი, რომელიც დედაქალაქის დაპყრობას აპირებდა. ეს იყო პირველი გამარჯვება თათრებზე. მთავარს გამარჯვებით არ უსარგებლია, არ გაუძარცვავს, არ დაურბევია დამარცხებული სამთავრო და არც მისი მიწები მიუტაცნია. მას ერთხელაც არ აუღია ხელთ მახვილი თავისი სამთავროს გასაფართოებლად. ასეთი ღვთისმოსაობისთვის უფალმა დააჯილდოვა ღირსი დანიელი: ძმისწულმა, პერეიასლავლ-პალესკის მთავარმა, იოანე დიმიტრის ძემ, 1302 წელს თავისი სამთავრო მას გადასცა. ამ შემოერთებამ მოსკოვი დააწინაურა სხვა სამთავროთა შო-რის, სწორედ აქედან დაიწყო რუსეთის მიწების გაერთიანება.
1303 წელს წმინდა დანიელი მძიმედ დაავადდა, სქემა შეიმოსა და ანდერძად დაიბარა დაესაფლავებინათ დანილოვის მონასტერში. კეთილმსახური მთავარი გარდაიცვალა 4 მარტს.
დიდი მთავრის იოანე III-ის (1462-1505) დროს ღირსმა დანიელმა თავი შეახსენა გულმავიწყ შთამომავლობას. ის ერთ ყმაწვილს გამოეცხადა და უთხრა: "ნუ გეშინია, მე ქრისტიანი ვარ და ამ მხარის ბატონი ვარ. ჩემი სახელია დანიელი, მთავარი მოსკოვისა. ღვთის ნებით აქა ვარ დაფლული. უთხარი დიდ მთავარ იოანეს: დამივიწყე, მაგრამ არ მივიწყებს უფალი!" ამის შემდეგ მთავარმა იოანემ, ეკლესიებში წინაპართა სულის საოხად, პანაშვიდების გადახდა დააწესა. იოანე მრისხანეს მეფობის დროს ღირსი დანიელის საფლავთან განიკურნა კოლომნელი ვაჭრის მომაკვდავი ვაჟი. ამ სასწაულით შეძრულმა მეფემ ბრძანა ძველი დანილოვის მონასტრის აღდგენა. 1652 წელს მოხდა ღირსი დანიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი