ხსენება სერბ მღვდელმთავართა კრებისა - 30 აგვისტო (12 სექტემბერი)
ხსენება სერბ მღვდელმთავართა კრებისა  - 30 აგვისტო (12 სექტემბერი)
ძველი სტილით 30 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს სერბი მღვდელმთავრების კრებას. ეს მღვდელმთავრები XIII-XVII საუკუნეებში მოღვაწეობდნენ სერბეთში და დიდი წვლილი შეიტანეს სერბული ეკლესიის განვითარებაში.

წმინდა საბა I, სერბეთის მთავარეპისკოპოსი (+1237)

წმინდა საბა ერობაში - როსტისლავი (რასტკო), სერბეთის თვითმპყრობელის, სტეფანე ნემანის და ბერძენი იმპერატორის ასულის, ანას მესამე ვაჟი იყო. იგი დაიბადა 1169 წელს და ღმრთისმოშიშებით აღიზარდა. როდესაც სრულწლოვანი გახდა, მორწმუნე მშობლებს მისი დაქორწინება სურდათ, მაგრამ მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მონაზვნად აღკვეცილიყო. მას ათონის წმინდა მთაზე სურდა გამგზავრება, რადგან იქ მოღვაწე ასკეტი და ღირსი მამების შესახებ საოცარი ისტორიები სმენოდა. 16 წლის ასაკში, მშობლებისგან მალულად ათონის მთაზე მოღვაწე რუსი ბერის თანხლებით იგი წმინდა მთაზე გაემგზავრა. მისი მშობლები ამ ფაქტის გამო ძლიერ დამწუხრდნენ. იგი ძველ რუსულ, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და ეწოდა სახელი საბა. ათონის წმინდა მთაზე მამამისის მიერ გაგზავნილი სამხედრო პირები მის მოსაძებნად და უკან წამოსაყვანად ჩავიდნენ. მშობლებს ზლიერ სურდათ, კვლავ ენახათ საკუთარი ვაჟი, მაგრამ მათ მიერ გაგზავნილი ადამიანები უკან მხოლოდ მეფისწულის ტანსაცმლით და მისი მშობლებისადმი მიწერილი მანუგეშებელი წერილის ამარა დაბრუნდნენ.

მონაზვნად აღკვეციდან რამდენიმე თვის შემდეგ იგი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძრის დღესასწაულზე ვათოპედის სახელგანთქმულ მონასტერს ეწვია. მონასტრის იღუმენმა მას იქ დარჩენა შესთავაზა. შთაბეჭდილებებში მყოფმა საბამ უარი ვერ თქვა ამ შემოთავაზებაზე და წმინდა პანტელეიმონის მონასტრის იღუმენისგან იქ დარჩენის კურთხევა ითხოვა. იგი ვათოპედის მონასტერში მთელი თორმეტი წლის მანძილზე მოღვაწეობდა. ამ მონასტერში ცხოვრებამ მას დიდი სარგებელი მოუტანა. ბრწყინვალედ შეისწავლა ბერძნული ენა, ბევრს კითხულობდა მონასტრის მდიდარ ბიბლიოთეკაში. ამ მდიდარ და დიდ სავანეში ყოფნისას მიეჩვია წესრიგს, შეითვისა ტრადიციები და შეისწავლა ხელოვნება. ნეტარი ეპისკოპოს ნიკოლოზის თქმით, "სულიერებისა და კულტურის ამგვარ ცენტრში საბას დიდი შესაძლებლობა ჰქონდა გამორჩეულ პიროვნებათა მაგა-ლითზე, რომელთაც იქ შეხვედრია, ასევე საუკეთესო წიგნების კითხვით ჩამოეყალიბებინა საკუთარი ხასიათი". ნეტარი ბერის იუსტინეს თქმით "ვათოპედის სამონასტრო ცხოვრება და წეს-განგება სრულიად აკმაყოფილებდა ახალგაზრდა მონაზონ საბას. ის სამაგალითო ბერების წრეში ცხოვრებით, თავმდაბალი და წმინდა მამის, მღვდელმონაზონ მაკარის წინამძღოლობითა და თავისი ახალგაზრდა, ქრისტესმოყვარე სულის მხურვალებით ბერ-მონაზონთათვის ჩვეულ ბრძოლას მიეცა. თავისი მგზნებარე ენთუზიაზმიდან და გულმხურვალე ღმრთისმოსაობიდან გამომდინარე, მას სურდა, რომ არაფრით გამოერჩიათ სხვა ბერ-მონაზვნებისგან იმის გამო, რომ ის მეფის ვაჟი იყო. მას სურდა, ყოფილიყო უბრალო, ჩვეულებრივი მონაზონი, თანასწორი და ყველას მსგავსი მარხავში, ლოცვაში, მღვიძარებასა და მონასტრის ყველა მორჩილებაში. ამიტომაც იგი ყოველივეს თავმდაბლად და გულმოდგინედ ასრულებდა".

იგი ათონის წმინდა მთაზე მოგზაურობდა ხოლმე პატიო¬სანი სულიერი მამების სანახავად და მამის მიერ გამოგზავნილი შემოწირულობებიდან მონასტრებისათვის მრავალი ძღვნის შესაწირავად. ყველაზე მეტ ძღვენს კი, სავარაუდოდ, იმ მონასტერს სწირავდა, რომელშიც ცხოვრობდა. მისი ახალი ბიოგრაფი ეპისკოპოსი ნიკოლოზი, წმინდა საბას ძველ ბიოგრაფებზე, მის თანამედროვე დომეტიანოსსა და მის შემდგომ თეოდოსიოსზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ მან მეფის მიერ გამოგზავნილი თანხა ვათოპედის სავანის აღსადგენად დაიტოვა: "მონასტერს ბერ-მონაზვნებისათვის ახალი შენობები ესაჭიროებოდა, რადგან მასში მცხოვრები მონაზვნების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. საბამ რამდენიმე ორ და სამსართულიანი შენობა ააგებინა. ერთი შენობა თავისთვის და მამამისისთვისაც ააგო, რის შესახებაც ამბობდა, რომ: "თუ უფლის ნება იქნება, მე და ბატონი მამა აქ საკუთარ სახლში ვიცხოვრებთ". იგი, რა თქმა უნდა, არ ფიქრობდა, რომ ამ შენობის მთელი საცხოვრებელი ფართი მხოლოდ მათ დასჭირდებოდათ. იგი მას მომავალში სერბი მონაზვნებისთვის სერბულ სახლად მოიაზრებდა. ამის შემდგომ მან სამი ტაძრის ე.წ. სამლოცველოს შენება დაიწყო, სამი ძვირფასი ქვის მსგავსად. პირველი მათგანის შენება მონასტრის მთავარი ტაძრის უკან წამოიწყო. იგი ყოვლად¬წმინდა ღმრთისმშობლის სახელზე ააგო, მეორე - წმინდა იოანე ოქროპირის და მესამე - მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე. მესამე ტაძარი ათი კოშკიდან ყველაზე მაღლის თავზე აიგო. სამივე მათგანი ქვითა და ალიზით არის ნაგები და დაფარულია ქვის ფილებით, რომლებიც მრავლად მოიპოვება ათონის წმინდა მთაზე. მონასტრის მთავარი ტაძრის სახურავი ტყვიით დაფარა. ამის შემდგომ განაახლა მრავა¬ლი სხვა დამხმარე თუ მეორეხარისხოვანი შენობა-ნაგებობა. "ასევე მონასტრის სხვა იმდენი საჭიროება დააკმაყოფილა, რომ მათი სრულად ჩამოთვლაც კი ძნელია". ამის გამო მონასტრის მმართველობამ პატივი მიაგო საბას და მას "ვათოპედის მონასტრის მეორე აღმშენებლის" ტიტული მიანიჭა.

როგორც მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, წმინდა საბა ვათოპედის მონასტრის მნიშვნელოვანი საქმეების დასასრულებლად უბრალოდ შემომწირველი არ იყო. იგი ყველას რჩევებს აძლევდა და თავისი ცოდნითა და გამჭრიახობით აკონტოლებდა წარმოებული სამუშაოების ხარისხს. არ თაკილობდა რიგითი მუშასავით მუშაობას. იმავდროულად მორჩილებას აღასრულებდა ტაძარში, სატრაპეზოში, პურის საცხობში, ვენახში და სტუმრების მისაღებ ოთახებში. იგი ვათოპედის მონასტერში "ყველასათვის საყვარელი მონაზონი" გახდა. ყოველი საქმის კეთების დროს მისი თანამგზავრი ლოცვა, თავშეკავება და ასკეტური ცხოვრების წესი იყო. "მონასტრის იღუმენსა და მონასტრის საძმოს უკვირდა, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში და დროის ასეთ მცირე მონაკვეთში მან შეძლო ისეთი სულიერი საზომების მიღწევა, რომელიც რთული მისაღწევი იყო ხანდაზმული მონაზვნებისთვისაც კი". ხშირად, მამა მაკარის ლოცვა-კურთხევით, ყოველთვის საკუთარი ფეხით ფეხშიშველი მიდიოდა ხოლმე გაჭირვებაში მცხოვრები ასკეტი ბერების მოსანახულებლად, რომლებთანაც შემოწირულობები და ახალი პური მიჰქონდა. ესფიგმენის და დიდი ლავრის მონასტრებისაკენ მიმავალ გზაზე იგი მძარცველების ხელში ორჯერ ჩავარდა, რომელთაც სასწაულებრივად გადაურჩა.

წმინდა საბას დიდი ხნის მოღვაწეობამ ათონის წმინდა მთაზე და მის მიერ მამისადმი მიწერილმა რჩევა-დარიგებების წერილებმა შედეგი გამოიღო, მამამისმა ტახტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და 1196 წლის 25 მარტს მონაზვნად აღიკვეცა სტუდენიცის მონასტერში. საყვარელი ძის, საბას, დაჟინებული თხოვნით 1197 წლის 8 ოქტომბერს, სამუდამოდ დარჩენის გადაწყვეტილებით, იგი ვათოპედის მონასტერში გაემგზავრა, სადაც 1197 წლის 2 ნოემბერს ჩავიდა. ბერი მეფე დიდი პატივით მიიღეს.

მონასტრის ცენტრალურ ტაძარში შეკრებილმა იღუმენმა და მონასტრის ძმებმა ლოცვით მადლობა შესწირეს უფალს, მუხლი მოიყარეს ბერ სვიმეონის წინაშე და ემთხვივნენ მას ძმური სიყვარულით. ამის შემდეგ მისმა ვაჟმა მიაგო მას პატივი. მათი შეხვედრა ძალზე სულისშემძვრელი იყო. დიდი სიხარულის გამო ხმას ვერ იღებდნენ. ბერი სვიმეონი შეირხა და ძირს დაეცემოდა, რომ არ შეშველებოდნენ. გონს მოსულა, მისი უსაყვარლესი შვილის თავი ცრემლებით დაალტო, როცა გულზე ჰყავდა მიხუტებული, ეფერებოდა და კოცნიდა. იმ დროს, ღმრთივგანათლებული მისი ვაჟი სულის სიღრმიდან უამრავ სამადლობელს აღავლენდა უფლისადმი, რომ მამამისი სახარების სიტყვას დაემორჩილა! სულშეძრუ¬ლი და სიხარულით აღსავსე სულიერი მამები უფალს ადიდებდნენ. საოცარი სანახაობა იყო ზეცისთვისაც და მიწაზეც. ორივე მათგანმა, ქრისტეს სიყვარულით გულანთებულებმა დატოვეს ამქვეყნიური დიდება, მოვიდნენ უცხო მიწაზე და მთელი არსებით შეუდგნენ უფალს. ამის გამო მიაღწიეს თავმდაბლობას და სულიწმიდის ჭურჭელნი შეიქნენ.

როდესაც ათონის წმინდა მთის პროტოსმა დიდი მთავრის ჩამობრძანება შეიტყო, კარიესიდან ამ გამორჩეული სტუმრისათვის პატივის მისაგებად ჩამოვიდა. სვიმეონმა მის წინაშე თავმდაბლობით მეტანია შეასრულა, პროტოსმა კი მუხლი მოიდრიკა მის წინაშე. ასეთი იყო შეხვედრა, გადაეხვივნენ ერთმანეთს და მოიკითხეს ერთმანეთი. ეს დიდი მოვლენა იყო ათონის წმინდა მთის ისტორიაში, ვინაიდან ამ დრომდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამფლობელოს მართლმადიდებლური ქვეყნის არც ერთი მთავარი არ წვეოდა როგორც ბერი და მასსავით ღარიბი ბერების რიგში არ ჩამდგარა!

ყოფილი დიდი მთავარსარდლისა და მმართველის, ახლა კი მათსავით უბრალო და მათი თანასწორი ბერის სვიმეონის სანახავად სხვა დიდი მონასტრების იღუმენებიც ჩამოვიდნენ. სვიმეონს ძლიერი სურვილი ჰქონდა, შეძლებისდაგვარად სწრაფად ესწავლა მონასტრული ცხოვრების წესები. მან ცხოველი ინტერესი გამოიჩინა სულის ცხონების გზაზე სიარულის გამოცდილების შესაძენად. სტუმართაგან არავინ წასულა სერბეთიდან ჩამოტანილი საჩუქრის მიღების გარეშე. მას თან ჩამოეყვანა ეკლესიისათვის და საძმოსთვის საჭირო ძვირფასი საჩუქრებით დატვირთული ურიცხვი ცხენი და ჯორი. ამ საჩუქრებიდან, უმეტესი ნაწილი - ორი დიდი კასრი ოქრო-ვერცხლი კი ვათოპედის მონასტერს შესწირა.

წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამის შესახებ წერს: "ხორციელი ძე საბა, სულიერად მამა გახდა სვიმეონისა, თავისი ხორციელი მამისა. და ორივე საკმაო ხნით ვათოპედის მონასტერში გაჩერდნენ… ისინი ყოველდღიურად მარხულობდნენ, ღამით მღვიძარებდნენ და ლოცულობდნენ. მათ დროის მცირე მონაკვეთში შეძლეს ხორციელი ვნებებისგან თავის დაღწევა და სათნოებებით ათონის წმინდა მთაზე მცხოვრებ მრავალ მამაზე მაღლა დადგნენ!"

წმინდა საბამ და სვიმეონმა ათონის მთაზე იმოგზაურეს, კარიესის ცენტრალური ტაძრის "ღირს არსის" და ივერთა მონასტრის ღმრთისმშობლის ხატები, ათანასეს ლავრაში ღირსი ათანასეს საფლავი მოილოცეს და სხვადასხვა ასკეტ მოღვაწეებს შეხვდნენ. ისინი ყველგან დიდძალი შესაწირით მიდიოდნენ, ამიტომ როგორც მათი ბიოგრაფი დომეტიანოსი წერს: "სხვა ღმრთისმოსავ მეფეებთან ერთად მათ, რო¬გორც ქტიტორებს, დღევანდელ დღემდე იხსენიებენ". იმავე ბიოგრაფის ცნობით, ვათოპედის მონასტრის საძმოსთან ერთად მამა-შვილის ცხოვრება ასკეტური ბრძოლებითა და ლოცვით მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, საბა მამის მხცოვანების გამო, მის მიერ ვერ შესრულებულ კანონებს თავად აღასრულებდა, რადგან მისი ათონის მთაზე მოწვევის გამო თავს მოვალედ თვლიდა ღმრთის წინაშე.

საბა სულიერ წარმატებებს აღწევდა და მონასტრის წინსვლისათვის დაუღალავად შრომობდა. ასე ააშენა მან განსაკუთრებული დანიშნულების შენობები, აღადგინა ყველა დანგრეული შენობა, მოაწყო მონასტრის გარშემო ტერიტორია, უძღვნა მეტოქები, როგორიცაა პროსფორიონი (დღევანდელი ურანოპოლისი), რომელიც ყაჩაღების მიერ იყო განადგურებული და ამის შემდგომ აღდგენილი. ეს ორი წმინდანი მართლაც რომ, ვათოპედის მონასტრის ახალ და დიდ ქტიტორებად გამოჩნდნენ. შემდგომში მათ სხვა სერბმა მთავრებმაც მიბაძეს. წმინდანთა ცხოვრების პერიოდში მონასტერი აყვავების გზას დაადგა და ბერმონაზონთა რაოდე-ნობა 800-მდე გაიზარდა.

წმინდანებმა განადგურებული ხილანდარის მონასტრის შესახებ რომ შეიტყვეს, მისი აღდგენა მოინდომეს. აღდგენილი მონასტერი ღვთისმშობლის სახელზე აკურთხეს და განიზრახეს, იგი თავიანთი ხალხის სულიერი გაძლიერების მიზნით მათი თანამემამულე მონაზვნების მუდმივ ადგილ¬სამყოფელად ექციათ. ხილანდარის მელისომანდრიოს ადგილი მაშინ ვათოპედის მონასტერს ეკუთვნოდა. იღუმენსა და მონასტრის საძმოს არ უნდოდათ ღირსი მამების გაშვება. ბოლოს, იღუმენმა თავის საძმოს მონაზვნებს ამგვარად მიმართა: "ჩვენ მათგან მრავალი ძღვენი მიგვიღია, ახლა კი, ჩვენგან წასვლას ვუკრძალავთ. თუკი მათ ხილანდარის მონასტერს მივცემთ, რომელიც ვათოპედს გამოეყო, ისინი ჩვენი ძმები იქნებიან სამუდამოდ". ამგვარად, ვათოპედისა და ხილანდარის მონასტრები დიდი ლავრისა და ივერთა მონასტრების მსგავსად ძმა მონასტრებად ითვლებიან.

ვათოპედის იღუმენმა საბა კონსტანტინოპოლში გაგზავნა ამ და მონასტრის სხვა საკითხების მოსაგვარებლად. იმპერატორი ალექსი III ანგელოსი საბას ნათესავი იყო, ვინაიდან მისი ქალიშვილი საბას ძმის, სერბთა მთავარ სტეფანოსის ცოლი გახლდათ. ამგვარად, სერბი ბერებისა და იმავდროულად კარიესის სინოდის მეთაურის, პროტოს გერასიმეს საერთო თხოვნის აღსასრულებლად, იმპერატორმა ალექსი III-მ, 1198 წლის ივნისში, ოქროს ბულა გამოსცა, რითაც ხილანდარის მონასტერი ღირს სვიმეონსა და საბას უშუალოდ დაუქვემდებარა.…

ხილანდარის მონასტერი დროის მცირე მონაკვეთში, დაახლოებით ორი წლის შრომის შედეგად პირველი იღუმენის მეთოდიოსის მთავარ სტეფანე ნემანიასთან ჩამოსვლის შემდეგ და მისი მნიშვნელოვანი დახმარების შედეგად აღდგა. ბიოგრაფი თეოდოსიოსი წერს, რომ წმინდა საბამ აღადგინა და მოახატვინა ტაძარი და ხატებით, საჭირო ნივთებითა და წმინდა ჭურჭლით შეამკობინა იგი. დღემდეა შემონახული ღმრთისმშობლის "ოდიგიტრიას" მოზაიკური ხატი.

ერთი წელიც არ იყო გასული, რაც წმინდა სვიმეონი ხილანდარის მონასტერში "ღირსი და ღმრთივსათნო" ცხოვრებით ცხოვრობდა, რომ 1199 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა. მან წმინდა ზიარება მიიღო, მუხლი მოიყარა ღმრთისმშობლის ხატის წინაშე, დალოცა საძმო, უკანასკნელი ლოცვა-კურთხევა და რჩევები მისცა თავის ვაჟს მისი დაკრძალვის შესახებ და გალობითა და უფლის დიდებით მიაბარა ღმერთს თავისი სული. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "ყოველი სული აქებდით უფალსა".

თანამოღვაწე მამის გარდაცვალების გამო დამწუხრებულმა საბამ დიდი პატივით დაკრძალა იგი მთავარი ტაძრის მარჯვენა მხარეს. საბას იმავდროულად სიხარულის ცრემლები მოსდიოდა, რადგან მამამისი ღირსეულად აღესრულა და უკვე ზეციურ შემწედ ეგულებოდა იგი. მამის ღირსი მამების დარი მიძინების შემდეგ მან უფრო მეტი ასკეტიზმითა და ლოცვით გააგრძელა მოღვაწეობა. საბამ, ათონის წმინდა მთის დედაქალაქის კარიესის მახლობლად მდებარე წმინდა საბა განწმენდილის კელიას მიაშურა და დიდ ბრძოლებს მიეცა: "თავშეკავებით, მარხვით, მღვიძარებით, ღამისთევის ლოცვებით და ცრემლის მდინარეების", ასევე მუდმივი და ჭეშმარიტი თავმდაბლობის თანხლებით. ღმერთმა მას უჩვენა ღირსი სვიმეონის ნეტარი განსასვენებელი ადგილი და მისი სულის სიდიადე. ამგვარად ანუგეშა იგი.

კარაკალის, ქსიროპოტამისა და ფილოთეოსის მონასტრებს იგი საჭიროების ჟამს უხვად ეხმარებოდა. კარიესის კელიაში ცხოვრებისას მან საკუთარი ტიპიკონი შეადგინა, ამიტომაც ეწოდა მას ტიპიკონთშემდგენელი. ამ ტიპიკონის მიხედვით მისი მონასტრის ძმებს ყოველდღიურად მთლიანი ფსალმუნის წაკითხვა ევალებოდათ. ეს ტიპიკონი დღემდეა შენარჩუნებული.

ღირსი სვიმეონის გარდაცვალების წლისთავზე სხვადასხვა ღირსი მამა და ათონის მთის პროტოსი, ნეტარი საბა მოიწვია, რომლებთან ერთადაც მამამისის სულის მოსახსენიებლად ღამისთევის მსახურება აღასრულა. ამ მსახურებაზე, დოქსოლოგიის დროს, წმინდანის საფლავიდან მონასტერს ენითაუწერელი სურნელი მოეფინა და მირონმა იწყო დენა. ყველამ ადიდა ღმერთი, რადგან მან მის მადიდებელთ ესეთი სასწაული მოუვლინა. წმინდა საბა ძალზე გახარებული იყო და მთელი გულით მადლობდა უფალს ამ დიდი სასწაულისათვის. იგი მამის საფლავს ემთხვია და მირონი თასით აავსო, რომელიც თავის ძმას, სერბეთის მთავარ სტეფანეს გაუგზავნა როგორც მამის კურთხევა. შემდეგ დამოძღვრა თავისი საძმო და კვლავ კარიესისკენ, თავის კელიას მიაშურა.

მის შემდეგ, წმინდა საბა, პროტოს დომეტიოსის ინიციატივით დიაკვნად იქნა ხელდასხმული, იერისოს ეპისკოპოსმა კი, მღვდლად აკურთხა იგი. როდესაც იგი ქალაქ თესალონიკში წმინდა დიმიტრის ნაწილთა თაყვანსაცემად ჩავიდა, იქაურმა მთავარეპისკოპოსმა კონსტანტინემ მას არქიმანდრიტის წოდება უბოძა. ამ ფაქტს ესწრებოდნენ კასანდრიის ეპისკოპოსი მიქაელი, არდამერის ეპისკოპოსი დიმიტრი და იერისოს ეპისკოპოსი ნიკოლაოსი. არქიმანდრიტის ხარისხში აღყვანილი წმინდა საბა კვლავ დაუბრუნდა ათონის მთის მეგობრულ სიმშვიდეს.

1207 წლის დასაწყისში, წმინდა საბა, თავის ხორციელ ძმებს შორის კონფლიქტის განსამუხტად, მშვიდობის დასამყარებლად და მორწმუნე თანამემამულეების რწმენაში განმტიცების მიზნით გადაწყვეტს მამამისის, ღირსი სვიმეონის წმინდა ნაწილების თავის სამშობლოში გადასვენებას. ამ პერიოდში ხალხი შეშფოთებული იყო, ვინაიდან ლათინთა IV ჯვაროსნული ლაშქრობის და ბიზანტიაზე გალაშქრების შემდეგ მართლმადიდებლებს ლათინურ დოგმებზე მოქცევას უპირებდნენ. წმინდა ნაწილები დიდი პატივითა და სიხარულით მიიღეს და წინასწარ მოკაზმულ და გამზადებულ საფლავში ჩაასვენეს სტუდენიცის მონასტერში, სადაც მო¬ნაზვნად აღიკვეცა წმინდა სვიმეონი ვიდრე ვათოპედის სავანეში დამკვიდრდებოდა. სერბ ხალხს უკვე მირონმდინარე წმინდანი ჰყავდა მფარველად, რომელიც მათ აძლიერებდა რწმენაში და მრავალი სასწაულებითაც ანუგეშებდა.

ხილანდარის მონასტერში დარჩა წმინდა სვიმეონის პირველი საფლავი, რომლის შესახებაც წერია: "საფლავიდან, ტაძრის კედლის გაყოლებაზე აღმოცენდა ვაზი, რომელიც მრავალი წელია ბრწყინვალე ნაყოფს იძლევა. ყურძენს, რომელსაც ეს ვაზი ისხამს, მონაზვნები აშრობენ (აქიშმიშებენ) და მომლოცველებს ურიგებენ უნაყოფო ქალთა შეწევნისათვის. ამბობენ, რომ ეს ვაზი სასწაულებრივად აღმოცენდა წმინდა სვიმეონის ნაწილების სერბეთში გადასვენების შემდეგ, ამ ფაქტით დამწუხრებული ძმების სანუგეშოდ. ვაზი ტაძრის კედლის გასწვრივ გაიზარდა და ხელოვნურად გაკეთებულ ტალავერზე ავიდა".

წმინდა საბამ სერბი ხალხის დაჟინებული და გულითადი თხოვნა, რომ სამშობლოში დარჩენილიყო, ღმრთის ნებად ჩათვალა და სამშობლოში დარჩა. სერბეთში იგი სტუდენიცის მონასტრის იღუმენად დანიშნეს. წმინდა საბა დიდი მოშურნეობით შეუდგა მოციქულებრივ მსახურებას. შორი მოგზაურობებით, ქადაგებებით, რჩევა-დარიგებებით, განსწავლით, ეკლესიების მშენებლობითა და სასწაულთა აღსრულებით განამტკიცებდა და შეეწეოდა ხალხს. მას ყველგან პატივს მიაგებდნენ, აფასებდნენ და უფლის წინასწარმეტყველად მიიჩნევდნენ. წმინდა საბას შუამდგომლობით მისი ორი ძმა შერიგდა და მთელ სამეფოში უსაზღვრო მშვიდობამ დაისადგურა. მის მიერ აღსრულებულმა სასწაულებმა მის მიმართ დიდი პატივისცემა და სიყვარული წარმოშვა. თავად საბა კი, კვლავ ასკეტურად და თავმდაბლად აგრძელებდა ცხოვრებას.

1217 წელს, ათონურ სიმშვიდეს მონატრებული, იგი კვლავ ეწვია წმინდა მთას. 1219 წელს, ხილანდარის მონასტრის საქმეების მოსაგვარებლად მას ნიკეაში მოუწია გამგზავრება, სადაც იმპერატორი და პატრიარქი ლათინი ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ იმყოფებოდნენ. მან სერბეთის ეკლესიის პრობლემები გააცნო მათ და სთხოვა, რომ ეკლესიის მწყემსმთავრად ვინმე ღირსეულისთვის დაესხათ ხელი. ყველამ ერთად აღიარა, რომ ასეთი თავად საბა იყო, ამიტომ იმპერატორ თეოდორე I ლასკარისის თანდასწრებით (რომელიც საბას ნათესავი იყო) პატრიარქმა ემანუილმა საბა მთავარეპისკოპოსად აკურთხა.

სამშობლოში დაბრუნებამდე, წმინდა საბამ ათონს მიაშურა, სადაც ერთდროულად სახარულითა და მწუხარებით აღბეჭდილი ბერმონაზვნების სახეები იხილა. მათ უხაროდათ თავიანთი ძველი თანამოღვაწის, რომლისგანაც კურთხევას იღებდნენ, მთავარეპისკოპოსის ხარისხში ხილვა და აღონებდათ იმაზე ფიქრი, რომ მათგან შორს მოუწევდა მას ყოფ¬ნა. წმინდა საბამ ათონის მთის სხვადასხვა მონასტერი, მათ შორის ძველი რუსული და ვათოპედის მონასტრები, კელიები, სხვადასხვა ასკეტი ბერები და ათონის მთის პროტოსი მოინახულა. მან ხილანდარის ბერმონაზვნები დამოძღვრა და წასვლისას რამდენიმე გამორჩეული ბერი თან გაიყოლა მათი ეპისკოპოსად კურთხევის მიზნით. ათონის მთის დატოვების ჟამს მასაც მწუხარება და სიხარული ერთდროულად დაეუფლა. უხაროდა, რომ სამშობლოში მიემგზავრებოდა თავისი ხალხის მწყემსობისათვის და წუხდა, რომ კარგავდა თავის საყვარელ ათონურ სიმშვიდეს, რითიც მრავალი წლის მანძილზე საზრდოობდა.

თავის სამშობლოში ქ.თესალონიკის გავლით ჩავიდა. თესალონიკში მცირე ხანს შეჩერდა, რათა თაყვანი ეცა ქალაქის სიწმინდეებისათვის, ტაძრებისთვის შეეწირა ხატები და თავისი ეკლესიისთვის საჭირო წიგნები და ჭურჭელი მიეღო და თან საჭირო ადამიანები წამოეყვანა.

წმინდა საბას, როგორც სერბეთის მთავარეპისკოპოსის მოღვაწეობა, ძალზე მრავალმხრივია. მან თავის მოსწავლეებს მღვდლად და ეპისკოპოსებად დაასხა ხელი. მწყემსმთავრობდა ეკლესიის წმინდა კანონების დაცვით. დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა მონასტრებში, განსაკუთრებით ხშირად სტუმრობდა სტუდენიცის მონასტერს, სადაც ღამისთევით ასრულებდა მსახურებებს, ხალხს მართლმადიდებლური დოგმების თანახმად რწმენას უქადაგებდა, ხსნიდა და განამშვენებდა ეკლესიებს.

საოცარია ის ფაქტი, რომ როდესაც იგი სტუდენიცის მონასტერში მსახურობდა ხოლმე, მაშინ ღირსი სვიმეონის საფლავიდან მირონი მოედინებოდა. მისი ქადაგება ერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. იგი სინანულს, ხატების, ჯვრისა და წმინდა ნაწილების ჯეროვან თაყვანისცემას, ტრადიციებისადმი ერთგულებას ქადაგებდა. მისი გულმხურვალე ქადაგებების გვირგვინი კი მის მიერ აღსრულებული სასწაულები იყო.

1228 წელს მისი ძმა, სერბეთის მთავარი, სტეფანე პირველგვირგვინოსანი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე იგი წმინდა საბამ მონაზვნად აღკვეცა და სახელად სიმონი უწოდა და მამის, წმინდა სვიმეონის საფლავის მახლობლად დაკრძალა. ამის შემდგომ იგი წმინდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა და თან ჩვეულებისამებრ მრავალი შესაწირი წაიღო. ნიკეის გავლით იგი ათონის წმინდა მთაზე გაემგზავრა. ხილანდარის მონასტერს მან წმინდა საბა განწმენდილის კვერთხი და ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "სამხელა - ტრიხერუსა" უსახსოვრა. 1229 წელს ათონის მთაზე ვიზიტი მისთვის უკანასკნელი იყო. ხილანდარის გარდა იგი ივერთა და ვათოპედის მონასტრებსაც ეწვია. ეს იყო გამოთხოვება მის საყვარელ მთაწმინდასთან. ქ. თესალონიკში იმპერატორ თეოდორე I ანგელოსს შეხვდა. შემდგომ კი მან ფილოკალუს მონასტერი მოინახულა.

ხალხის რწმენაში გასაძლიერებლად მან სერბეთის ყველა ეპარქია მოიარა. მონასტრებში მან ათონური ტიპიკონი დაამკვიდრა. მისი ბიოგრაფის, დომეტიანოსის თანახმად იგი ყველასთვის ღმრთის სიტყვის დაუღალავი მქადაგებელი გახლდათ. იგი ასკეტი ეპისკოპოსი, მოწყალე, ერესების განმაქარვებელი და ღმრთისმოსაობის ნათელი მაგალითი იყო. მისი ბიოგრაფი თეოდოსიოსი წერს: "ყველასთვის, ეპისკოპოსებისათვის, მთავრებისათვის, ბერ-მონაზვნებისათვის, ერისკაცებისათვის, მოხუცისა თუ ახალგაზრდისათვის კანონი იყო ყველაზე დიდი სათნოება. ამგვარი ღმრთივგანბრძნობილი წმინდანის მიერ ნათლდებოდა მაშინ სერბეთის ქვეყანა. იგი ჰყავდათ ღმრთის წინაშე შემწედ და მისი ლოცვებით ქვეყანა სიმშვიდით ტკბებოდა". ამის შემდეგ მან სამწყემსთავრო საქმიანობისგან დასვენება ისურვა. იგი ტახტიდან გადადგა და თავის ადგილას მისი პატიოსანი მოწაფე არსენი დაადგინა.

იგი ისევ წმინდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა, ეწვია პატრიარქ ათანასეს და მრავალი შესაწირი გასცა. შემდგომ ალექსანდრიაში გაემგზავრა, მოინახულა იქაური პატრიარქი, ტაძრებში ღმრთისმსახურება აღავლინა და თებაიდისა და ნიტრიის ასკეტთა სამოღვაწეო უდაბნოებს ესტუმრა. ბოლოს კი სინას მთას ეწვია, სადაც ორი თვე დარჩა. ამის შემდეგ მოინახულა წმინდა ადგილები ბაღდადში, სირიაში, ანტიოქიაში, სომხეთში, ნიკეაში, ბოლოს კი ბულგარეთის ქალაქ ტირნოვოში შეჩერდა. მისთვის საამო იყო მეფე ასენთან და პატრიარქ იოაკიმესთან ხანგრძლივი საუბრები. იქ მრავალჯერ აღავლინა ღმრთისმსახურება და ბულგარელი ხალხი საკუთარი ხალხივით დალოცა. ბოლო მსახურება ნათლისღების დღესასწაულზე ჩაატარა, რის შემდეგაც ავად გახდა და ლოცვით მიაბარა სული უფალს. იგი 1237 წლის 14 იანვარს მიიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "დიდება უფალს ყველაფრისათვის".

წმინდა არსენი, პეჩის მიტროპოლიტი და სერბეთის არქიეპისკოპოსი (+1266)

წმინდა არსენი I გახლდათ პეჩის მიტროპოლიტი და სერბეთის არქიეპისკოპოსი. მან ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ბერ-მონაზვნობაში გაატარა ჟიჩკის მონასტერში. 1233 წელს მკაცრი ასკეტური ცხოვრების გამო ხელი დაასხეს სერბეთის არქიეპისკოპოსად. 1253 წელს წმინდა არსენ I-მა, სერბეთის საარქიეპისკოპოსო რეზიდენცია პეჩში გადაიტანა. სამწყსოს 33-წლიანი მართვის შემდეგ 1266 წელს გარდაიცვალა. მისი წმინდა ნაწილები პეჩის მონასტერში განისვენებს.

წმინდა საბა II, სერბეთის არქიეპისკოპოსი და პეჩის მიტროპოლიტი (+1271)

საბა II იყო მეფე სტეფანე პირველგვირგვინოსნის მეოთხე ძე. მაშინ, როდესაც მისი ძმები - რადოსლავი, ვლადისლავი და უროში მორიგეობით მეფობდნენ სერბეთში, მან დათმო საერო ცხოვრება და მიჰყვებოდა თავისი წმინდა ბიძის, საბა I-ის საეკლესიო კვალს.

საბა მეორემ მოღვაწეობა დაიწყო ათონის მთის ხილენდარის მონასტრიდან, შემდეგ გადავიდა წმინდა მიწაზე. იგი არჩეულ იქნა სერბეთის მესამე არქიეპისკოპოსად და შვიდი წლის მანძილზე უძღვებოდა სერბულ ეკლესიას გარდაცვალებამდე. მას მუდამ ახსოვდა, რომ უფლის წინაშე პასუხს აგებდა მისდამი მონიჭებული ტალანტის სწორად დახარჯვაში და კეთილად განაგებდა თავის სამწყსოს. გარდაცვალების შემდეგ მისი უხრწნელი სხეული კეთილსურნელებას გამოსცემდა.

წმინდა ევსტათე I, სერბი ეპისკოპოსი (+დაახლ. 1285)

ღირსი ევსტათე, ახოვანი მოსაგრე და კეთილი მოძღვარი, საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა. იგი მალე მონასტრის იღუმენად აირჩიეს. რამდენიმე წლის შემდეგ წმინდანს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. თბილად მიიღო სამწყსომ მდიდარი სულიერი გამოცდილების მქონე, ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული მღვდელმთავარი.

მოკლე ხანში ღირსი მამა სერბეთის მთავარეპისკოპოსი გახდა. შვიდი წელი ბრძნულად განაგებდა იგი ეკლესიას, 1285 წელს კი მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

წმინდა ნიკოდიმოსი, სერბი ეპისკოპოსი (+1325)

წმინდა ნიკოდიმოსი გახლდათ პეჩის მიტროპოლიტი და სერბეთის არქიეპისკოპოსი. თავდაპირველად ის ათონის წმინდა მთაზე ხილენდარის მონასტრის იღუმენი იყო. 1316 წელს აკურთხეს მღვდელმთავრად. 1319 წელს სლავურ ენაზე თარგმნა წმინდა საბა განწმენდილის ლავრის ტიპიკო¬ნი და შეიტანა მსახურებაში. წმინდა ნიკოდიმოსი მშვიდობიანად გარდაიცვალა 1325 წელს.

წმინდა დანიელი, სერბი მთავარეპისკოპოსი (+1338)

წმინდა დანიელ სერბი, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს. წმინდანს იმ მძიმე დროს მოუწია ამ ხარისხში ყოფნა, როცა პალესტინიდან განდევნილი ჯვაროსნები არაბებთან ერთად არბევდნენ და ძარცვავდნენ ათონის მონასტრებს. როცა წმინდა მთაზე მშვიდობამ დაისადგურა, წმინდანმა უარი თქვა იღუმენობაზე და კარიესის სავანეში, საბა სერბის სენაკში დაეყუდა. როცა უროშ მილიუტინსა და მის ძმას, სტეფანე დრაგუტინს შორის შინაბრძოლები დაიწყო, დანიელს სერბეთში მოუხმეს და მან მოახერხა ძმების შერიგება. სამშობლოში უფლის რჩეულს ბანსკის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

მას შემდეგ, რაც ბანსკში წმინდა მოციქულისა და მთავარდიაკვნის, სტეფანეს სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაასრულა, ნეტარი დანიელი კვლავ განდეგილ ცხოვრებას დაუბრუნდა წმინდა მთაზე.

უფლის რჩეული ათონის მთიდან მეორეჯერ 1325 წელს გაიწვიეს და ჯვართამაღლების დღესასწაულზე სერბეთის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. ზეიმს ათონის ბერმონაზვნებიც ესწრებოდნენ. 1335 წელს წმინდანმა დეჩში ააგო მაცხოვრის ამაღლების ტაძარი - ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი სერბეთში. მან თავი მოუყარა ისტორიულ ცნობებს სერბ ხელისუფალთა და მღვდელმთავართა შესახებ. უფლის რჩეულს სიცოცხლეშივე მიემადლა სასწაულქმედებისა და კურნების ნიჭი. მთავარეპისკოპოსად დადგინებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, 1338 წლის 19 დეკემბერს მან სული უფალს შეჰვედრა.

წმინდა მოწამე იოანიკე, სერბეთის პატრიარქი (+1349)

წმინდა მოწამე იოანიკე, სერბეთის პატრიარქი წარმოშობით ქალაქ პრიზრენიდან გახლდათ. ცნობილია, რომ თავდაპირველად იგი მეფე კარლოს სერბის მდივანი იყო, შემდეგ კი, 1339 წლიდან, - ეკლესიას განაგებდა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1346 წელს სრულიად სერბეთის მღვდელმთავართა კრებამ, რომელსაც ბულგარეთის პატრიარქიც ესწრებოდა, მეფე დუშანის სურვილით მთავარეპისკოპოსი იოანიკე სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქად აირჩია. წმინდა მამა 1349 წლის 3 სექტემბერს მიიცვალა. დაკრძალულია პეჩის სავანეში.

წმინდა ეფრემი, სერბეთის პატრიარქი (+1400)

წმინდა ეფრემი, სერბელი პატრიარქი. წმინდა ეფრემმა თავისი ბერული მოღვაწეობა ათონის მთაზე დაიწყო, შემდეგ კი სერბეთის იბროვოს მონასტრის იღუმენად აირჩიეს. 1376 წელს კი წმინდა ეფრემი სერბეთის გარდაცვლილი პატრიარქის, საბა III-ის მემკვიდრედ იქნა დადგენილი. ახალარჩეულ პატრიარქს უმძიმდა მწყემსმ-თავრული პატივი, მისი გული ისევ ჩუმი მოღვაწეობისაკენ მიილტვოდა. მან თავისი ნებით დატოვა საპატრიარქო კათედრა და სამოღვაწეოდ დუშანოვოს მონასტერში გადა¬ვიდა. 10 წლის შემდეგ წმინდა ეფრემი კვლავ სათავეში ჩაუდგა სერბეთის ეკლესიას და 1400 წლამდე, სიკვდილამდე ბრძნულად განაგებდა მას. წმინდა ეფრემი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

წმინდა სპირიდონი, სერბეთის პატრიარქი (+1388)

წმინდა სპირიდონი სერბეთის პატრიარქი (1382-1388 წწ) ძალიან ზრუნავდა სამონასტრო ცხოვრებაზე საეკლესიო და სამოქალაქო არეულობის დროს სერბეთში. მას ხელი დაასხა სერბეთის პატრიარქმა წმინდა ეფრემ II-მ (1376- 1382), რომელიც პენსიაზე გავიდა და დასახლდა ხილანდარის მონასტერში, ათონის წმინდა მთაზე. წმინდა სპირიდონმა დაწერა საეკლესიო საგალობლები სერბეთის ეკლესიითვის. წმინდა სპირიდონი გარდაიცვალა 1389 წელს და ეკლესიის მესაჭეობა ისევ ეფრემ II-მ იტვირთა.

წმინდა გაბრიელ I, სერბეთის პატრიარქი (+1659)

წმინდა გაბრიელ I-მა სერბეთის საპატრიარქო ტახტი დაიკავა XVII საუკუნეში. მოწყალების შესაგროვებლად წავიდა ვლახეთში, იქიდან კი - მოსკოვში, სადაც ანტიოქიის პატრიარქთან ერთად ესწრებოდა კრებას. კრებაზე განიხილეს ბერძნული და სლავური სასულიერო ლიტერატურის კანონიკურობა. წმინდა გაბრიელმა რუსული ეკლესიისგან საჩუქრად მიიღო რამდენიმე ხელნაწერი და სამი წიგნი საღვთო ლიტურგიის შესახებ. გულუხვი მოწყალებით პატრიარქი გაბრიელ I სერბეთში დაბრუნდა. თუმცა სამშობლოში მას საპატრიარქო ტახტი დაკავებული დახვდა, გარდა ამისა, ავსტრიელმა იეზუიტებმა სამეფო ვეზირების წინაშე სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი. პატრიარქ გაბრიელის უდანაშაულობა ცხადი იყო. ვეზირები სიცოცხლის შენარჩუნებას და დიდ სიმდიდრეს შეჰპირდნენ, თუკი რწმენას უარყოფდა. "მე სრულიად უდანაშაულო, ვარ და ბრალი არ მიმიძღვის სახელმწიფოს ღალატში, - განაცხადა გაბრიელმა, - ქრისტიანულ რწმენაზე არასდროს ვიტყვი უარს, სანამ ცოცხალი ვარ. სიმდიდრე და პატივი კი თქვენთვის შეინახეთ". 1659 წელს წამების შემდეგ გაბრიელი ჩამოახრჩვეს. ძველი სტილით 30 აგვისტოს (12 სექტემბერს) ეკლესია ასევე იხსენიებს სერბ მღვდელმთავრებს: არქიეპისკოპოს იაკობს (1292წ), ეპისკოპოს გრიგოლს და ასევე არქიეპისკოპოს საბა III-ს (1305-1316 წწ), პატრიარქ კირილს, ნიკონს, იოანეს და მაქსიმეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.02.2023
მიქაელის არტაში გატარებული ბავშვობა

მიქაელი, შემდგომ მაქსიმე ბერძენი, 1470 წელს დაიბადა ალბანეთის ქალაქ არტაში მანუელ და ირინე ტრივოლისების მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში.
02.02.2023
წმინდა ნეოფიტე ვათოპედელი ათონის ვათოპედის სავანის მნათე იყო.
31.01.2023
ღირსი მაკარი ცხოვრობდა იმპერატორების კონსტანტინე დიდის (324-337), თეოდოსის (379-408) და არკადის (395-408) მეფობისას.
27.01.2023
ქრისტეს შობიდან VI საუკუნე იდგა. ღვთისმშბლის წილხვედრ ივერიაში უფლის ეკლესიას ცრუ სოფელმა ათასგვარი საცდურის ცეცხლი შეუნთო.
07.01.2023
მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) იგონებდა: 1979 წლის შობის დღეები იყო. მამა გაბრიელი ძველ საპატრიარქოში (სიონთან) ქარივით შემოიჭრა და დასჭექა:
03.01.2023
წმინდა თეოდორე დაიბადა კონსტანტინეპოლში VII საუკუნეში. კეთილმსახური ცხოვრებისათვის იგი ხუცესად აკურთხეს.
03.01.2023
წმინდა სტეფანეს ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. წმ. მამა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში მოღვაწეობდა.
27.12.2022
წარმოშობით ის აპრასის და კამბრას მიდამოებიდან იყო (დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთის საფრანგეთი).
27.12.2022
იგი გახლდათ ვაჟი ესექსის მეფის, სიგხერის ვაჟი და წმინდა სების ძმისშვილი. ის 694-709 წლებში სების შვილებთან ერთად მართავდა ქვეყანას.
27.12.2022
წმინდა დიმიტრი 1740 წელს დაიბადა გლეხის ოჯახში. ერთხელ მთვრალ მამას, ჩხუბისას სილა გააწნა. ამან ისე იმოქმედა მასზე, რომ სინდისი ვერ დაიმშვიდა,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ექვთიმე 1865 წელს დაიბადა რაჭაში, სოფელ სადმელში სოლომონ და მართა კერესელიძეების ოჯახში. აქვე დაუმთავრებია სამრევლო სკოლა.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

golpasi.com mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper