კონსტანტინოპოლელი პატრიარქები: წმინდა ალექსანდრე (+დაახლ. 337), იოანე (+595) და პავლე (+784) - 30 აგვისტო (12 სექტემბერი)
კონსტანტინოპოლელი პატრიარქები: წმინდა ალექსანდრე (+დაახლ. 337), იოანე (+595) და პავლე (+784) - 30 აგვისტო (12 სექტემბერი)
კონსტანტინოპოლელი პატრიარქები: წმინდა ალექსანდრე, იოანე და პავლე, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ, მაგრამ ყველა მათგანს მოუხდა ბრძოლა ერეტიკოსებთან, რომლებიც ამახინჯებდნენ ეკლესიის სწავლებას, ამიტომ ეკლესია მათ ძველი სტილით 30 აგვისტოს (12 სექტემბერს) ერთად იხსენიებს.

წმინდა ალექსანდრე (325-340) ქორეპისკოპოსი იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325). სიკვდილის წინ მღვდელმთავარმა მიტროფანემ დაიბარა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე მისი ქორეპისკოპოსი აერჩიათ. ასეც მოხდა. გადმოცემის თანახმად, იგი ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე პატრიარქთა მიერ, როდესაც ისინი იმპერატორის მიწვევით მონაწილეობდნენ მისი წინამორბედის დაკრძალვაზე.

ღვთის მოსაგრე ალექსანდრეს, რომელსაც ღირსეულად ეკავა საპატრიარქო ტახტი, არა მხოლოდ არიანელთა წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, რომლებიც მგლებივით იწევდნენ ქრისტეს სამწყსოზე, არამედ ელინელ ბრძენებთანაც.

ერთხელ ზოგიერთმა მათგანმა გაბედა, მეფისთვის შეეხსენებინა, რომ მას მამაპაპათა რწმენაზე უარი უთქვამს და ახალი, რაღაც გაურკვეველი მიიღო, რითაც მეფობის დაცემა დააჩქარა. ისინი კიდევ უფრო შორსაც წავიდნენ: მეფეს სთხოვეს, მათთვის ნება მიეცა, ეკამათათ წმინდა ალექსანდრესთან, რომელი რწმენა უმჯობესია - ძველი თუ ახალი? მეფემ ნება მისცა.

ქრისტეს მოსაგრე ალექსანდრე, მართალია, სახარების სიბრძნეში განისწავლებოდა, მაგრამ სულიწმიდის მადლის იმედით პაექრობაზე უარი არ უთქვამს. შეიკრიბნენ ფილოსოფოსები და ყველა ისინი, ვისაც სახარებისეული რწმენა სძულდა. წმინდა ალექსანდრემ დაინახა, რომ მოწინააღმდეგენი ბევრად მეტნი იყვნენ და დაიყოლია ისინი, რათა თავიანთ შორის ბრძენი და მჭევრმეტყველი ამოერჩიათ, რომელსაც გაეჯიბრებოდა. იგი ამბობდა, რომ შეუძლებელი იყო, ერთბაშად ათასი ხმისათვის გაეცა პასუხი. ამის შემდეგ მის წინააღმდეგ წარადგინეს მთელ საბერძნეთში განთქმული ბრძენი. ყველა დანარჩენი მათ მოსასმენად მოემზადნენ და იმისათვისაც, რომ საჭიროების შემთხვევაში წარმართ ფილოსოფოსს დახმარებოდნენ.

უწმინდესმა პატრიარქმა კი ასეთი სიტყვებით დაიწყო:

- ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე...

ბრძენს მეყსეულად წაერთვა მეტყველება ისე, რომ ერთი სიტყვის თქმასაც კი ვერ ახერხებდა. ამის დანახვაზე შეკრებილი ფილოსოფოსები შიშისა და სირცხვილისგან თავზარდაცემულნი იყვნენ - ერთნი გარბოდნენ, მეორენი კი ქრისტეს აღიარებდნენ. დამუნჯებული ბრძენი კი წმინდა მამის ფეხებთან დაემხო და მინიშნებით უმტკიცებდა სახარებისეული რწმენის სიწმინდეს, რის გამოც მოსაგრის ლოცვით განიკურნა და სხვებთან ერთად მოინათლა. ყველა ქრისტიანი ადიდებდა უფლის სახელს. ასე დასრულდა კამათი ქრისტიანებსა და წარმართებს შორის.

მღვდელმთავარ ალექსანდრეს ლოცვით ღვთის სასჯელი დაატყდა თავს ერეტიკოს არიოზს. მან მოჩვენებით თანხმობა განაცხადა მართლმადიდებლებთან ურთიერთობაზე. იმპერატორმა კონსტანტინემ არიოზი კონსტანტინოპოლში მიიწვია და, მღვდელმთავარ ალექსანდრეს თანდასწრებით, მოსთხოვა მეორედ დაეგმო ცრუსწავლება. ცბიერმა არიოზ¬მა ამჯერადაც დათმო: იგი დაეთანხმა იმპერატორის მოთხოვნას, ხელი მოეწერა ნიკეის სიმბოლოზე.

- შემომფიცე, რომ ამგვარად გწამს, - მიმართა კონსტანტინემ.

- ვფიცავ, მწამს ის, რაც დავწერე, - მიუგო არიოზმა, რომელსაც ფარულად შედგენილი ჰქონდა მრწამსის თავისი ვარიანტი და ფიცის დროს ის ჰქონდა მხედველობაში.

მოტყუებულმა კონსტანტინემ ალექსანდრეს არიოზის ეკლესიაში მიღება უბრძანა, რამაც ძალიან დაამწუხრა ეპისკოპოსი - მას არიოზის ფიცის არ სჯეროდა და ეკლესიაში ქრისტეს მტრის შეშვებისა ეშინოდა. მის უნდობლობას ყველა მართლმადიდებელი იზიარებდა, მაგრამ ვერაფერი გააწყეს. არიანელები ხმამაღლა იმუქრებოდნენ, რომ არიოზს ძალით მაინც შეიყვანდნენ ეკლესიაში. ქრისტიანებს ერთი იარაღი რჩებოდათ - ლოცვა. ისინი მარხვითა და ლოცვით ევედრებოდნენ უფალს დაეცვა თავისი ეკლესია. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლების წუხილს იზიარებდა იმ დროს იქ მყოფი წმინდა იაკობ ნიზიბიელიც.

ეკლესიაში არიოზის მიღების წინადღეს - შაბათს - მისი მეგობრები ეპისკოპოს ალექსანდრეს ნიშნისმოგებით ეუბნებოდნენ: "თანახმა ხარ თუ არა, ხვალ არიოზი მაინც იქნება ეკლესიაში". კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარა: "უფალო, ნუ მომასწრებ შენი მემკვიდრეობის შეგინების ხილვას; თუ არიოზი უნდა შეიყვანონ ეკლესიაში, მორწმუნეთა ერთობაში, მაშინ მე წამიყვანე ცოცხალთაგან!"

კვირადღეც დადგა! გახარებული არიანელების მრავალრიცხოვანი ბრბო გარს შემოერტყა თავის ბელადს და საზეიმო მსვლელობით მიაცილა ეკლესიამდე. უცებ არიოზმა თავი ცუდად იგრძნო და მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ მოვლენამ არიანელებს თავზარი დასცა.

პატრიარქი ალექსანდრე 340 წელს მიიცვალა, ოთხმოცდათვრამეტი წლის ასაკში.

მღვდელმთავარი იოანე ამ დღის მსახურებაში განდიდებულია თავისი მმარხველობით, გლახაკთმოყვარეობით და სასწაულებით, ამიტომ ზოგიერთი მას აიგივებს იოანე მმარხველთან (582-595, ხს. 2 სექტემბერს); სხვა ვარაუდებით, ის არის იოანე კაპადოკიელი (518-520), ან პატრიარქი იოანე სქოლასტიკოსი (565-577), ან კიდევ იოანე VIII ქსიფილინოსი. (დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრებაში" ის იოანე კაპადოკიელია, ათონზე გამოცემულ სვინაქსარში - იოანე VIII ქსიფილინოსი, ხოლო რუსულ მართლმადიდებლურ კალენდარში იოანე სქოლასტიკოსი)

წმინდა პავლე კონსტანტინოპოლის პატრიარქი წარმოშობით კვიპროსიდან იყო. იგი ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ IV (775-780) დროს აღსაყდრდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე (780-784). ლეონ IV, კოპრონიმოსის ძემ, მამისა და პაპის მაგალითს მიჰბაძა და განაგრძო მორწმუნეთა დასჯა, მონასტრების ნგრევა, სახლების ჩხრეკა და გადამალული ხატების წვა; ცეცხლში ყრიდნენ წიგნებსაც, რომლებშიც რაიმე ხატს იპოვნიდნენ. პატრიარქი პავლე იყო სათნო და კეთილი, მაგრამ უნებისყოფო ადამიანი, რომელიც ყველაფერს უთმობდა ხატმბრძოლ იმპერატორს. საბედნიეროდ, ლეონი სულ ხუთი წელი იყო იმპერატორი, მემკვიდრის მცირეწლოვნობის გამო მმართველობა გადა¬ვიდა მისი ქვრივი დედოფლის - ირინეს ხელში, რომელმაც აღადგინა ხატთა თაყვანისცემა. პავლე სინდისის ქენჯნას განიცდიდა, ამიტომ ლეონის სიკვდილისთანავე მიატოვა პატრიარქის ტახტი და ღარიბულ სენაკში დასახლდა. ირინეს ამაო ხვეწნას - ემართა ეკლესია, პავლე პასუხობდა, რომ უნდოდა მთელი სიცოცხლე ლოცვასა და სინანულში გაეტარებინა. მისი აზრით, ხატმბრძოლობითა და დასავლეთთან ქიშპობით არეულ ეკლესიაში მშვიდობის აღდგენის ერთადერთი საშუალება მსოფლიო კრების მოწვევა იყო. მანვე ურჩია, პატრიარქად დაედგინათ ტარასი, სულის სიმტკიცითა და ღვთისმოშიშებით ცნობილი საერო მოხელე. პავლე 784 წელს მიიცვალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler