ღირსი მოსე შავი (+დაახლ. 400) - 28 აგვისტო (10 სექტემბერი)
ღირსი მოსე შავი (+დაახლ. 400) - 28 აგვისტო (10 სექტემბერი)
ღირსი მოსე შავი IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ეს ზედწოდება სახი ფერის მიხედვით მიიღო. თავიდან ერთი დიდებულის მონა ყოფილა, მაგრამ კაცი მოუკლავს და პატრონს შინიდან გაუგდია. ისიც შეკედლებია ავაზაკთა გუნდს, რომელთაც, მისი სისასტიკით შეძრწუნებულებს, მეთაურად აურჩევიათ. მრავალ უსჯულოებას სჩადიოდა მოსე, მრავალი სისხლი დაღვარა. დიდი და პატარა მისი შიშით ძრწოდა.

ის ერთხელ ერთ მწყემსზე განაწყენდა და ღამით მასზე თავდასხმა გადაწყვიტა. როცა იმ ადგილას მივიდა, მწყემსის ძაღლების ყეფამ შეაყოვნა. მამა მოსემ მწყემსის მოკვლა განიზრახა. გაიგო, რომ ეს კაცი ცხვრებს მდინარე ნილოსის ნაპირზე აძოვებდა. მეტისმეტად ადიდებული მდინარე ამ დროს დაახლოებით ერთი მილის სიგრძეზე იყო გადმოსული. მოსემ ტანსაცმელი გაიხადა, თავზე დაიდო, კბილებით დანა დაიჭირა და მდინარე გადაცურა. როცა მეორე ნაპირზე გადავიდა, მწყემსმა მისი მოსვლის მიზანი შეიტყო, იქაურობას გაერიდა და სანდო ადგილას მიიმალა. მწყემსი რომ ვერ ჩაიგდო ხელში, მის ნაცვლად მოსემ ცხვრის ფარიდან ორი ვერძი ამოარჩია და თოკით შეკრა. ამის შემდეგ ისევ მდინარე გადმოცურა. მან დაკლული ცხვრები გაატყავა, ხორცი შეჭამა, ტყავი ღვინოზე გადაცვალა, თორმეტი ჭიქა დალია, 50 მილი გაიარა და კვლავ თავის სამყოფში დაბრუნდა.

დიდხანს იყო ცოდვებში ჩაფლული, მაგრამ ერთ დღეს კაცთმოყვარე უფალმა სინანული ჩაუღვარა გულში.

გავიდა კარგა ხანი ამ ამბიდან და ავაზაკთა წინამძღოლი მოსე რაღაცა განსაცდელის გამო ბერად აღიკვეცა. მონასტერში მისული ნამოქმედარის გამო წუხდა და სინანულის ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ ბოროტებაში თავისი თანამზრახველი ეშმაკი მისგან გაიკიცხა.

ერთხელ, როცა მოსე თავის სენაკში იჯდა, მასთან ოთხი ავაზაკი მივიდა. ისინი არ იცნობდნენ მოსეს და უნდოდათ, მისთვის სენაკი წაერთმიათ. მან ისინი შეკრა, ბზით სავსე ტომრებივით მოიგდო ზურგზე, მონასტერში მიიყვანა და თქვა: "რადგან ნაბრძანებია, რომ ამიერიდან აღარავის ვავნებ, ესენი აქ, თქვენთან, მოვიყვანე და თქვენ გადაწყვიტეთ მათი ბედი".

მოსეს მიერ შეპყრობილმა ავაზაკებმა როცა შეიტყვეს, რომ მათი დამჭერი ოდესღაც სახელოვანი და განთქმული ავაზაკთმთავარი მოსე იყო, უფალი განადიდეს, გაოცდ¬ნენ მისი ამგვარი ცვლილების გამო და თქვეს: "თუკი ამას, ძლიერსა და ავაზაკთა შორის განთქმულს, ასე შეეშინდა ღმერთისა, ჩვენც რატომ არ უნდა უარვყოთ ჩვენი საქმე და არ ვიზრუნოთ ჩვენი სულების ცხონებისათვის?" ეს თქვეს, მოიქცნენ და ისინიც გამოცდილი მონაზვნები დადგნენ.

მოსეს ერთხელ უძღებობის ვნება შეერკინა და კვლავ პირველი ჩვეულებისაკენ მოუწოდა. როგორც თავად ნეტარმა აღიარა, ის სიძვის ვნებამ მიიზიდა და ისეთი ბრძოლა გაუმართა, რომ ლამის მონაზვნური წესისგან გადადრიკა. მოწევნილი განსაცდელისაგან თავის დასახსნელად იგი ნეტარ ისიდორე დიდთან წავიდა, რომელიც სკიტში იჯდა. მო¬სემ მას ყოველივე უამბო.

ბერმა ანუგეშა იგი: "ნუ შეწუხდები, ძმაო, ჯერ ახალი შემდგარი ხარ მონაზვნობის გზაზე და ამიტომაც გეკვეთა ასე ფიცხლად ბოროტი. ის შენში პირველ ჩვეულებას ეძებს, მსგავსად ძაღლებისა, რომლებიც, თუ საქონდაქრო გაღებულია, არსად წავლენ იქიდან, სანამ ნარჩენებსა და ძვლებს არ აჭმევენ. მაგრამ თუ დაუკეტავენ, იქ ვეღარ მოიძიებენ საჭმელს და არც არავინ არაფერს მისცემს, მაშინ იქაურობას შეწუხებულები განშორდებიან და იმ ადგილას აღარ მივლენ. ასევე შენც: თუ მოღვაწეობას შეუდგები, ამქვეყნიურ სურვილებს მარხვით დათრგუნავ და დახშავ ნაყროვანების კარს, რომელიც შობს უძღებებას, მაშინ სიძვის ეშმაკი მოიწყენს, ის დაინახავს, რომ საჭმელი აღარ ექნება და განგშორდება".

ამის შემდეგ ქრისტეს ნეტარი მონა თავის სენაკში ჩაიკეტა და იქ მოთმინებით დაეყუდა. მას სურდა ყოველგვარი მოღვაწეობა ეტვირთა, განსაკუთრებით კი საჭმელს განშორებოდა. ის თორმეტი უნცია ხმელი პურის გარდა არაფერს იხმევდა, ამასთანავე, საქმიანობდა და ყოველდღე ორმოცდაორჯერ ლოცულობდა. მან ისე დააუძლურა სხეული, რომ ყოველგვარი ფიზიკური ძალა გამოეცალა.

ამის შემდეგ მოსესთან ყოველმხრივ გამოცდილი სხვა ბერი მოვიდა და მას შესჩივლა:

- რა ვქნა, მამაო, ძილის ოცნებები აბნელებენ ჩემს ფიქრებს და ჩემს სულს კვლავ თავდაპირველი ჩვეულებებისაკენ იზიდავენ.

ბერმა უპასუხა:

- რადგან გონებით ჯერ კიდევ ვერ განშორებიხარ ძველ საქმეს, ისინი ძილში გეოცნებებიან. ამიტომ ისე მოიქეცი, როგორც გირჩევ: "ცოტა ხანი ღამეები გაათიე, მოკრძალებულად ილოცე და ამ გზით სწრაფად გათავისუფლდები მაგ ვნებისაგან".

ეს რომ მოისმინა ახოვანმა მოღვაწემ, მისი სიტყვა ისე შეიწყნარა, როგორც გამოცდილი და ბრძენი მასწავლებლის ბოძებული განძი. ის თავის სენაკში დაბრუნდა და ისეთ ღვაწლს შეუდგა, რომ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, არც მუხლდრეკის მომიზეზებით მოუდრიკავს მუხლი, არამედ ფეხზე მდგომარე ერკინებოდა ძილის ვნებას, რათა გა-თავისუფლებულიყო მისგან. ამგვარად იღვწოდა იგი ექვსი წელი, რათა ამ გზით ბოროტი და დაუმშვიდებელი ცოდვა დაეძლია, მაგრამ მაინც ვერ დათრგუნა. მან შრომითა და ღვაწლით განლია სხეული, მაგრამ მძვინვარე ვნება მაინც ვერ დაამარცხა.

მამა მოსემ ახლა მოღვაწეობის სხვა გზით დაუწყო ბრძოლა ეშმაკს. იგი ღამღამობით იმ ბერების სენაკებთან მიდიოდა, რომლებიც შრომით იყვნენ დაუძლურებულნი, მამების სამყოფლისგან ორი, სამი და ხუთი მილით დაშორებული წყაროდან მათთან წყალი მიჰქონდა და სენაკის კართან ტოვებდა. ერთ ღამეს, როცა იგი ჩვეულებისამებრ საქმიანობდა, ეშმაკს შეშურდა, ვეღარ მოითმინა, წყლის ამოსაღებად დახრილ მამას თეძოში საგვემელი ჰკრა და შორს გადააგდო. მამა მოსე ძირს მოწყვეტით დაეცა. არ იცოდა, როგორ ან ვისგან შეემთხვა ეს განსაცდელი.

მეორე დღეს წყლის ასაღებად ამ ადგილას სხვა ძმა მივიდა, მან ძირს დავარდნილი, გულწასული ბერი იპოვა და ყოველივე სკიტის წინამძღვარ ისიდორეს აუწყა. ისიდორე სხვა ძმებთან ერთად გაემართა მოსეს მოსაყვანად. წმინდა მამამ მთელი წლის განმავლობაში იავადმყოფა და ძლივს მოძლიერდა. მას ქრისტეს დიდმა მოღვაწე ისიდორემ ასეთი რამ უთხრა:

- დამშვიდდი, ძმაო მოსე, დღეიდან ეშმაკს ასე ძლიერ ნუღარ შეებრძოლები, რადგან როგორც ყველაფერში, ისე ეშმაკთან შეუპოვრად ბრძოლაშიც ზომიერებაა საჭირო.

ქრისტეს უძლეველმა მოღვაწემ ასე უპასუხა დიდ ძმას:

- მანამ არ დავცხრები მასთან ბრძოლით, სანამ ჩემი სიზმრისეული ოცნებები არ დამიცხრება.

მაშინ მოთმინების შეურყეველმა სვეტმა - ისიდორე ხუცესმა ნეტარ მამას უთხრა:

- იესო ქრისტეს სახელით ამიერიდან შენში დაცხრებიან ძილის ეშმაკებანი. დღეიდან ეზიარე საღვთო საიდუმლოს, რათა უფრო მეტად მოიწიოს შენზე განსაცდელები, რომ არ იფიქრო, საკუთარი მოღვაწეობით ვძლიეო ვნებებს, და ამის გამო ამპარტავნობაში არ ჩავარდე.

ეს რომ მოისმინა, ბერი თავის სენაკში დაბრუნდა, სადაც წყნარად და ზომიერად ცხოვრობდა.

ორი თუ სამი თვის შემდეგ ისიდორე დიდმა ჰკითხა ნეტარ მოღვაწეს, მოსეს:

- კიდევ გერკინებიან ეშმაკები?

მან კი მიუგო:

- იმ დღიდან, რაც ღვთის კაცმა ილოცა, აღარაფერი მიხილავს.

ასეთია მოსე დიდის მტერთან ბრძოლის ამბავი, ასე - ღვთისათვის სათნოდ იღვაწა ამ წმინდა კაცმა.

ღირსმა მამებმა გადაწყვიტეს, მოსე მღვდლად ეკურთხებინათ. მანამდე დიაკვნად უნდა დაესხათ ხელი. როცა ავაზაკყოფილს თეთრი სტიქარი ჩააცვეს, ეპისკოპოსმა თქვა: აი, აბბა მოსე გათეთრდაო (ეთიოპიელები მუქკანიანები არიან). "წმინდაო მეუფეო, - მიუგო ბერმა, - რა ქმნის კაცს მღვდლად - გარეგანი თუ შინაგანი?" (ანუ სამოსი თუ შინაგანი სათნოებანიო).

ერთხელ ეპისკოპოსმა მოსეს გამოცდა ინება და როცა იგი საკურთხეველში შევიდა, მღვდელმთავრის ბრძანებით, ლანძღვით გამოაგდეს იქიდან: - გადი აქედან, შე ჭვარტლიანოო. მოსე უსიტყვოდ დაემორჩილა, გამოვიდა საკურთხევლიდან და საკუთარი თავის განქიქებას მოჰყვა: "კარგად მოგექცნენ, ძაღლო, შავო ეთიოპიელო! როგორ გაბედე ასეთ სიწმინდესთან მიახლება და კაცთა შორის ყოფნა? შენ ხომ ადამიანიც არ ხარ და გინდა, ღვთისმსახური გახდეო?!"

ღირსი მამის ლაპარაკს ეპისკოპოსის დავალებით მალულად ადევნებული ხალხი ისმენდა. ეს ყოველივე მღვდელმთავარს მოახსენეს და მანაც მღვდლად აკურთხა ავაზაკყოფილი, გარეგნულად შავი, ხოლო შინაგანად განსპეტაკებული აბბა მოსე.

ეს ნეტარი მამა 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავისი სიკვდილის დღეს სხვა ბერებთან ერთად იჯდა და მათ ეუბნებოდა:

- დღეს ბარბაროსები ჩვენს მონასტერზე თავდასხმასა და ბერების ამოხოცვას აპირებენ. ადექით, ძმებო, და განერიდეთ, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის.

- შენ თვითონ რატომ არ გინდა, აქაურობას განერიდო? - ეკითხებოდნენ ძმები.

- მე უკვე მოხუცი ვარ და დიდი ხანია, ველოდები ამ დღეს, რათა აღსრულდეს ჩემზე უფლის ნათქვამი: "ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ".

- თუკი ასეა, ჩვენც შენთან ერთად დაგვხოცონ, - უთხრეს ძმებმა.

- მე არ მჭირდება თქვენი აქ დარჩენა, რადგან ასეთია უფლის ნება; ყოველმა თქვენგანმა კი საკუთარ გადარჩენაზე იზრუნოს. საძმო მონასტერს განეშორა. მხოლოდ ექვსი მოწაფე დარჩა მოსესთან, რომლებიც ბარბაროსებმა მასთან ერთად დახოცეს.
......................

აქვე წაიკითხეთ:

მოსე შავი - გარედან შავი, ხოლო შინაგანად განსპეტაკებული

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler