წმინდა გენადი ქალაქ მოგილევში დაიბადა მდიდარ ოჯახში. მან ადრევე გამოავლინა ღვთის სიყვარული.
მონასტრებში ხშირად დადიოდა, რითიც მშობლების წყრომა გამოიწვია. ამიტომაც მალულად დატოვა სახლი და თავი ნოვგოროდს შეაფარა. მისი ბედი წმინდა ალექსანდრე სვირელთან შეხვედრამ გადაწყვიტა. ამ წმინდა მამის კურთხევით, ის ვოლოგდის ტყეში წმინდა კორნილიოს კომელსკელთან წავიდა და იქ აღიკვეცა მონაზვნად გენადის სახელით. შემდეგ წმინდა კორნილიოსთან ერთად კოსტრომის ტყეში გადასახლდა და სურსკის ტბის პირას დააარსეს ფერისცვალების მონასტერი, რომელსაც შემდგომში "გენადის მონასტერი" ეწოდა. გახდა რა ამ სავანის იღუმენი, წმინდანის ცხოვრებაში გარეგნულად არაფერი შეცვლილა, ისევ ძმებთან ერთად შრომობდა ფიზიკურად. მაგრამ წმინდანს ყველაზე მეტად ხატების ხატვა უყვარდა და თავისი დაწერილი ხატებით განამშვენა თავისივე მონასტერი. ის ფარულად სხეულით მძიმე ჯაჭვებსაც ატარებდა. წმინდა ცხოვრების გამო უფალმა დაფარულმცოდნელობის და კურნების მადლით დააჯილდოვა. წმინდა გენადი 1565 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა, წმინდანად შეირაცხა 1646 წლის 19 აგვისტოს.
...............
აღმსარებელი ნიკოლოზი, ლებედევი, მღვდელი (+1933) - 19 აგვისტო (01 სექტემბერი)
მას მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი