ღირსი იოანე რილელი (+946) - 18 (31) აგვისტო და 19 ოქტომბერი (01 ნოემბერი)
ღირსი იოანე რილელი (+946) - 18 (31) აგვისტო და 19 ოქტომბერი (01 ნოემბერი)
ღირსი იოანე რილელი, უდიდესი ბულგარელი მამა, დაახლოებით 876 წელს დაიბადა სრედცეს (დღევანდელი სოფია) ოლქის სოფელ სკრინოში. ადრე დაობლებულა. ყმაწვილი უცხო ხალხს მწყემსად დაუდგა. ერთხელ, საღამოს, როცა ნახირი მორეკა, ძროხა და ხბო დააკლდა, რის გამოც სასტიკად სცემეს. ბიჭი დიდხანს ტიროდა და მხურვალედ შესთხოვდა უფალს შემწეობას. ისმინა მისი ღმერთმა და დაკარგული საქონელი აპოვნინა, მაგრამ ამასთანავე მდინარე სტრუმეც ადიდდა. იოანემ ილოცა, წყალზე გაფინა თავისი პერანგი, ზედ ჯვარი გამოსახა და როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა მდინარეზე. ხბოთი მეორე ნაპირზე გავიდა, სადაც ძროხა ადრევე გაეყვანა. საქონლის მდიდარი მეპატრონე ყმაწვილს ტყიდან ჩუმად უცქერდა. ამ სასწაულით შეძრწუნებულმა ბიჭი უხვად დააჯილდოვა და გაათავისუფლა. იოანემ მთელი ქონება მოწყალებად დაარიგა და ეს სოფელიც დატოვა.

თავიდან ის მაღალ, შიშველ მთაზე მოსაგრეობდა, ბალახით იკვებებოდა, წნელის ქოხში ცხოვრობდა. ერთხელ მოსაგრეს თავს ავაზაკები დაესხნენ და იქიდან გააძევეს. ამის შემდეგ იოანემ ერთ ღრმა გამოქვაბულს შეაფარა თავი. მალე მასთან ძმისწული - წმინდა ლუკა მოვიდა. ეს ადგილი ისეთი უკაცრიელი იყო, რომ ლუკას გამოჩენა მოსაგრემ თავდაპირველად ეშმაკის საცდურად ჩათვალა, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ ჭაბუკს გულწრფელად სურდა ცხონება, სიყვარულით მიიღო. ბიძა-ძმისწულს დიდხანს არ დასცალდათ ერთად ყოფნა. იოანეს ძმამ გაიგო შვილის ადგილსამყოფელი და ძალით წაიყვანა შინ. ჭაბუკს გზაში გველმა უკბინა და გარდაიცვალა. დიდ სინანულში ჩავარდნილმა მამამ წმინდა იოანესაგან შენდობა ითხოვა. ღირსი მოსაგრე შემდგ ხშირად მიდიოდა ხოლმე მართალი ყმაწვილის საფლავზე.

წმინდანმა თორმეტი წელი მღვიმეში გაატარა, შემდეგ კი რილის უდაბნოში გადავიდა და იქ ერთი ხის ფუღუროში დასახლდა. წმინდა იოანე უდაბნოს ბალახით ირჩენდა თავს, მაგრამ მალე ღვთის ნებით, მის გარშემო ცერცვის ყანა აღმოცენდა. ერთხელ მწყემსებს ცხვარი დაუფრთხა. ფარა მთის ციცაბო ბილიკებს აჰყვა და წმინდა იოანეს "სახლთან" შეჩერდა. ფარას კვალში მწყემსები მიჰყვნენ და მათდა გასაოცრად სახენათელი ბერი იხილეს, რომელიც გულთბილად ეპატიჟებოდა, - მშივრები იქნებით - მიირთვით ჩემი ცერცვიო. ყველანი დანაყრდნენ, ერთმა მეცხვარემ კი ზედმეტი ნაყოფიც დაკრიფა, გადამალა და, როცა შინისაკენ წავიდნენ, ამხანაგებს შესთავაზა. მაგრამ გუდაში მოპარული ცერცვის ერთი მარცვალიც კი არ აღმოჩნდა. შერცხვენილი მწყემსები უკან დაბრუნდნენ და პატიება ითხოვეს. წმინდა იოანემ შეუნდო სტუმრებს და ღიმილით უთხრა: "ხედავთ, შვილებო? ეს ნაყოფი ღმერთს მეუდაბნოის გამოსაკვებად განუკუთვნია". ამ დროიდან მოყოლებული, ღირს მამასთან მრავლად მოჰყავდათ სნეულები და ბოროტი სულით შეპყრობილები, რომელთაც ის ლოცვით კურნავდა. კაცობრივი დიდებისაგან თავის დასაღწევად წმინდა მამა მაღალ და მიუვალ კლდეზე დამკვიდრდა და იქ ღია ცის ქვეშ შვიდი წელი იცხოვრა.

როცა დიდი მეუდაბნოის შესახებ ბულგარეთის მეფე პეტრემ (927-969) შეიტყო, მისი ნახვა ისურვა; ღირსმა იოანემ მხოლოდ წერილი გაუგზავნა, მასთან შეხვედრას კი თავი აარიდა.

მოგვიანებით, ღვთის ნებით, წმინდა იოანეს დაეკისრა იმ ძმების სულებზე ზრუნვა, რომლებმაც მოაწყვეს მის უწინდელ მღვიმეში ტაძარი და მონასტერი. წმინდა იოანე 946 წლის 18 აგვისტოს 70 წლისა გარდაიცვალა. სიკვდილამდე ხუთი წლით ადრე საკუთარი ხელით დაწერა "ანდერძი მოწაფეთა მიმართ".

ღირსი იოანე რილელის უხრწნელი ნაწილები 1238 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ სრედეციდან ბულგარეთის მაშინდელ დედაქალაქ ტირნოვოში გადაასვენეს. 


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat